E სქემარქიმანდრიტი ვიტალის სწავლებანი - 27 ოქტომბერში 2009 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 27 » სქემარქიმანდრიტი ვიტალის სწავლებანი
19:07
სქემარქიმანდრიტი ვიტალის სწავლებანი
სქემარქიმანდრიტი ვიტალი დაიბადა 1928 წელს, კრასნოდარის მხარეში სოფელ ეკეტერინოვკაში, ნიკოლოზ და ალექსანდრა სიდორენკოების ღარიბ, გლეხურ ოჯახში, ჯერ კიდევ მისი მუცლად ტარებისას დედა ასე ლოცულობდა: "ღმერთო ისეთი ბავშვი მომეცი, რომელიც სასურველი იქნება შენთვისაც და ადფამიანებისთვისაც" მან სიზმარში ორი ნათელი მზე იხილა და გაუკვირდა: საიდან ორი მზე? პასუხად ჩაესმა: "ერთი მზე შენ საშოშია". რვა დღის ჩვილი იღიმებოდა ნათლობისას, ემბაზში კი ფეხი აიდგა...
გარდაიცვალა 1992 წელს, დაკრძალულია წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში.

საქართველოში ჩამოსვლამდე მოღვაწეობდა რუსეთში რამდენიმე მონასტერში ერთ-ერთია გლინის უდაბნო. საქართველოში ჯერ აფხაზეთში უდაბნოში ძალიან რთულ პირობებში მოღვაწეობდა სადაც შქემაში აღიკვეცა. შემდეგ თბილიში გადმოიყვანეს ალექსანდრე ნეველის ტაძარში. და ცხოვრების ბოლობდე აქ მოღვაწეობდა.

მან ბევრი სასწაული მოახდინა, წინასწარმეტყველების ნიჭი ქონდა, და ბევრი განკურნა.

მამა ვიტალის სწავლებებიდან:

საჭიროა გავცეთ, ჩვენ კი მოვიხვეჭთ, საჭიროა მოვუსმინოთ, ჩვენ კი ვლაქლაქებთ, საჭიროა საკუთარი ნების უარყოფა, ჩვენ კი მას ვემორჩილებით, საჭიროა შევიძულოთ ამქვეყნიური ცხოვრება და მისი სიამენი, ჩვენ კი გვიყვარს იგი და საბოლოო ჯამში, ჩვენ ღვთის მცნებათა წინააღმდეგ მივდივართ. ასეთ შემთხვევაში ყველგან მძიმეა ყოფნა.

სიკვდილის, საშინელი სამსჯავროსი და ჯოჯოხეთის გახსენებით ჩვენ ღვთისმოშიშნი ვხდებით, ეს შიში აღვირივით გვაკავებს ღვთის მცნებათა გზაზე.

აზრებს კი არ უნდა მივყვეთ, არამედ უნდა ვილოცოთ.

ილოცეთ ნებისმიერ დროსა და მდგომარეობაში და გექნებათ ლოცვა, სიფხიზლე, კითხვა და მადლიერება.

ილოცეთ და ეს ყოველივეს აღავსებს.

როგორც სუნთქვისას არ ეკითხები შენ თავს, როგორ აკეთებ ამას, ასევე განუწყვეტლივ ილოცე და ცხონდები.

როდესაც განუწყვეტლივ ილოცებ, მადლს მოიპოვებ; და თუ გვაკლია სიხარული მხოლოდ იმიტომ, რო არ ვლოცულობთ.

თუნდაც შფოთავდეს რაიმეთი გატაცებული შენი გონება, მაინც ნუ შეწყვეტ იესოს ლოცვას.

როდესაც ადამიანები გეკამათებიან ანდა გკიცხავენ, უნდა დუმდე და იესოს ლოცვას ამბობდე; ეს საოცარი საშუალებაა.

ამპარტავან ლოცვას უფალი არ ღებულობს.

თუ ლოცვის შემდეგ ჩაის დალევ ანდა შეჭამ, ხელახლა უნდა წაიკითხო ძილისწინა ლოცვა.

ეცადე წესიერად ილოცო დილით, საღამოს და ყოველ საქმეზე, თუნდაც ასე: "დამლოცე, უფალო. დიდება შენდა ღმერთო". სხვა აზრების ნაცვლად თქვი: "ღმერთო, დამეხმარე, უფალო დამიფარე, უფალო განკურნე ჩემი სული და ხორცი. უფალო მასწავლე, შენი ნების აღსრულება". ასე მოქცევისას შენ ისაუბრებ ღმერთთან, სწორედ ესაა ლოცვა. სხვა აზრები არ მიიღო ისინი ღვთისგან არ არის.

თუ გეყვარებათ არც მჭუხარება გექნებათ. არც გატეხილობა.

თავი დაიმდაბლეთ, დაითმინეთ გიყვარდეთ. სიყვარული თუ იქნება კედლებიც კი გაიხსნება.

სიყვარული ერთადერთია, რისი მოხვეჭაც საჭიროა.

თუ ვინმე შენზე ნაწყენია ან უკმაყოფილოა, მისთვის მეტანიები აღასრულე და იქნებ საჩუქარიც გაუგზავნო.

ყოველდღე ასხურე ნაკურთხი წყალი სახლში.

გიყვარდეთ დედა და ყოველდღიურად აიღე მისგან კურთხევა.
შფოთვა მშობლის დაუმორჩილებლობას მოსდევს.
ყოველდღე აიღე მამისაგან კურთხევა და ხელზე ემთხვიეთ მას.

უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილიაII-ის სიტყვა სქემარქიმანდრიტი ვიტალის დაკრძალვაზე წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში

5 დეკემბერი, 1992 წელი.

სახელითა მამისათა და ძისა და წმინდისა სულისათა!
ძმანო და დანო, დღეს ჩვენ უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ ჩვენს უდიდეს ბერს. სქემარქიმანდრიტ ვიტალის, დღეს ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა დააწესოს მისი სული მართალთა სანახებში, სადაც წმინსანნი განისვენებენ. მათ ვინც იცნობდნენ მამა ვიტალის, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰონდა, იციან, რაოდენ წმინდა იყო ამ იდიდესი გასაოცარი ბერის ცხოვრება.
გასაოცარი და წმინდა რწმენა, გამუზომელი სიყვარული, გასაოცარი და სამაგალითო თავმდაბლობა და მორჩილება ეს ყველაფერი ქმნიდა იმ სულიერ ატმოსფეროს, რომელსაც სიყვარული მოჰქონდა ყველასათვის, ვისაც მისგან სულიერი ნუგეშის მიღება სურდა.
მართლაც ძმანო და დანო, ეს იყო წმინდა ბერი. მასთან საუბრისა და ურთერთობის დროს არაერთხელ მინახავს ეს სიწმინდე, რომელსაც იგი თAვის გარშემო აფრქვევდა.
ღირსი ღმერთშემოსილი სერაფიმე საროველი ბრძანებდა: მოიხვეჭე სულ მცირეოდენი ნაწილი სულიწმინდის მადლისა და შენ გარშემო ათასები ცხონდებიან.
მართლაც არიან სულიერი ადამიანები, რომლებიც თვითონას ცხონდებიან და ბევრ სხვასაც აცხონებენმ ამ ბერებს გასაოცარი თვისება აქვთ: ზოგჯერ შეუძლიათ, არაფერი თქვან, მაგრამ მათ გვერდით ყოფნის დროს მასთან მისული ადამიანი ადამიანთა სულების უხილავი და საიდუმლო ურთიერთობებით ღვთაებრივ მადლოს გძნობს. მე ძალიან ბევრ მოძღვარ მივუთითებდი მამა ვიტალიზე, როგორც მისაბაძ მაგალითზე, როგორც თავმდაბლობისა და მორჩილების მაგალითზე.
დღეს, ძმანო და დანო, ჩვენ ვაცილებთ მას, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ მამა ვიტალი მარადჟამს ჩვენთანაა და იმისთვის, რომ ყველას ყოველდღიურად გვქონდეს სულიერი ნუგეში, გადავწყვიტეთ, იგი წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ეზოში დავკრძალოთ. ეს ყველას მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ხშირად მოვიდეთ მასთან, მივიღოთ მისი კუღთხევა. ისევე როგორც სიცოცხლეში იგი ყოველთვის შეგვეწევა. უფალმა დააწესოს მისი სული მართალთა სანახებში.
უნდა გვახსოვდეს რომ ეს ერთ-ერთი უდიდესი ბართაგანია, რომლებიც მძიმე განსაცდელის ჟამს სიყვარულით მიიღო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრმა ღვთივკურთხეულმა ივერიამ. ამ ტაძარში განისვენებს მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლოიტი ზინობი. იგი ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია იმიტომ, რომ როდესაც სასულიერო აკადემიის სტუდენტი ვიყავი, ამ წმინდა ტაძარში იწმინდესისა და უნეტარესის მელქისედეკIII-ის ლოცვა-კურთხევით მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ზინობმა ბერად აღმკვეცა და წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელი მიწოდა, მე დიდ მადლობას გამოვხატავ მაღალყოვლადუსამღვდელოესი მეუფე ზინობის მიმართ, მისი სიყვარულისა და იმ მაგალითისთვის, რომელსაც იგი გვიჩვენებდა. სიყვარულით ვიხსენებ სქემარქიმანდრიტ ანდრონიკეს, სიყვარულით ვიხსენებ იღუმენს შემდეგ უკვე სქემარქიმანდრიტს სერაფიმეს რომელიც სოხუმში იყო. და აი, ამ უდუდესი ბერებს შორის იყო ჩვენი ძვირფასი მამა ვიტალი, რომლისთვისაც ჩვენ ლოცვებს აღვავლენთ. უნდა გვახსოვდეს, ისინი ჩვენთან არიან. ყველანი ლოცულობენ ჩვენთვის, ლოცულობენ რუსეთის მშვიდობისა კეთილდღეობისათვის, ლოცულობენ კურთხეული საქართველოს ივერიის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. გვჯერა, რომ მათი ლოცვით უფალი სიმშვიდეს დაამკვიდრებს ჩვენს ქვეყნებსა და ეკლესიებში. მათი ლოცვოთ თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ მორწმუნე ადამიანს უფალი მიიყვანს სასუფეველში, ღმერთთან. მათი ლოცვით დაგიფაროთ უფალმა. ამინ!

"შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! შეიყვარეთ მაჭირვებელნი და მტერნი! და სიხარულის კარი განიხვნება თქვენთვის, და აღმდგარი ქრისტე განწმენდს სიყვარულში აღმდგარ თქვენს სულს. სულ ეს არის! ასე ცოტას ელოდება ჩვენგან უფალი! ამაშია სამოთხე! ეს ჩვენი აღდგომაა! შეიყვარეთ სიყვარული და მარად იცოცხლებთ ვნებებში აღმდგარი მაცხოვრის სიყვარულში!"

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ქადაგებები | ნანახია: 1902 | დაამატა: ketevani | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024