კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი სახელგანთქმული პატიოსანი მშობლების, რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სოსანას, ერთადერთი ასული იყო. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ.
წმიდა ქალაქში მისვლის შემდეგ, ნინოს მამამ, ზაბულონმა ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, გამოემშვიდობა ოჯახსა და იორდანის გაღმა უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ.
ქმრის წასვლის შემდეგ სოსანა იერუსალიმის პატრიარქმა იუბენალმა დიაკონისად აკურთხა, ნინო კი აღსაზრდელად მისცა მოხუც ქალს, სარა ნიაფორს. აღმზრდელი ქრისტიანულად ზრდიდა ნინოს, უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს. სარასაგან გაიგო ნინომ ისიც, თუ როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი წარმართთა ქვეყანაში – საქართველოში
... კითხვის გაგრძელება »
წმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 19 დეკემბერი 2004 წ. სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
საოცარია და საკვირველი საქმენი უფლისანი! ადამიანის გონება ან მისი გული ვერასდროს მისწვდება მას. იგი გამოვლინდება ყველგან: ადამიანის მოქმედებაში, აზროვნებაში, საერთოდ, ცოცხალ სამყაროში და მთელ კოსმოსში. ერთი დიდი მეცნიერი სწორად შენიშნავს: „მე არ მინახავს ღმერთი, მე ვნახე მხოლოდ კვალი უფლის ხელისა“. მართლაც, ამ კვალს ყველგან ვხედავთ, უპირველეს ყოვლისა კი, საკუთარ თავში და ჩვენსავე ცხოვრებაში. ვხედავთ, რომ უფალი მუდამ მფარველობს ადამიანს და განსაკუთრებით ისეთს, რომელიც ცდილობს, დაუახლოვდეს შემოქმედს.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ უფალი თვითონაც აკეთებს არჩევანს. მაგალითად იგი ერთ-ერთ წინასწარმეტყველს ეუბნება: ჯერ შენ დედის მუცელშიც კი არ იყავი ჩასახული, როცა მე შენ გიცნობდიო. ეს სიტყვები იმას ნიშნავს, რომ ღვთისათვის წარსული და მომავალი არ არსებობს, და რომ ყველაფერი აწმყოა. ... კითხვის გაგრძელება »