E აღსარება - 31 ოქტომბერში 2009 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 31 » აღსარება
14:02
აღსარება

აღსარება


ვინც ეკლესიას არ უსმენს, იგი არ უსმენს ღმერთს და სიკეთისა და ბოროტების შესახებ მისი წარმოდგენა იცვლება. მაგალითად, XX საუკუნეში წინასწარგანსაზღვრული მკვლელობა (აბორტი) მისაღები და ჩვეულებრივი მოვლენა იყო საქართველოში. დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ტელეგადაცემებს, სადაც რეკლამას უწევენ მაგებს, ჰიპნოზიორებს, მკურნალებს, რომლებიც ბოროტი ძალების საშუალებით სასწაულებს ახდენენ. მკურნალი ან მლოცველი, რომელიც ღვთის სახელით ლაპარაკობს, მაგრამ სინანულისაკენ არ მოგიწოდებს, შეცდომილია.

მწუხარებას ზოგი ღვინით, ზოგი ტელეგადაცემებით, ზოგი ნარკოტიკით იქარვებს, მაგრამ თუ ადამიანი ამქვეყნად არ მიეჩვევა ლოცვას - ღმერთთან ურთიერთობას, თუ სულს არ განიწმენდს აღსარებისა და ზიარების საიდუმლოთი, საიქიოში ყოველივე ამ „სიამოვნებებს“ ვეღარ გამოიყენებს, რადგან საიქიოში სულს სხეული აღარ გააჩნია და საშინლად დაიტანჯება. წამლის საშუალებით იკურნება სხეული, აღსარებისა და ზიარების საიდუმლოთი კი განიწმინდება სული.

ღმერთს ყველას გადარჩენა უნდა, განურჩევლად ეროვნებისა. შენც ღვთის შვილობა თუ გსურს, ყველა უნდა გიყვარდეს, ბოროტება უნდა გძულდეს, მაგრამ ბოროტებას დამორჩილებული ადამიანი უნდა გებრალებოდეს, მის გამოსწორებას უნდა ცდილობდე და ევედრებოდე ღმერთს. ეცადე, ყველას სიკეთე გაუკეთო, მიუხედავად იმისა, - დაგიფასებენ თუ არა, იქნებიან თუ არა მადლიერნი. დაუკვირდი საკუთარ თავს, რა წარმართავს შენს ცხოვრებას - ღვთისა და მოყვასის სიყვარული თუ ეგოიზმი. ის რაც სიყვარულის გარეშე კეთდება, ცოდვად შეგერაცხება.

გახსოვდეს, რომ ღმერთი ყველგან გხედავს.

არ არსებობს ცოდვა, რომელიც აღემატება ღვთის მოწყალებას. მთავარია, მტკიცე გადადწყვეტილება ცოდვების არგანმეორებისა და ქრისტეს რწმენა, გახსოვდეს, რომ სასოწარკვეთილება, უიმედობა ყველაზე დიდი ცოდვაა.

ნათლისღებით ადამიანი იწმინდება ცოდვებისაგან, მას მიეტევება როგორც მემკვიდრეობითი, ასევე პირადი ცოდვები. ნათლისღების საიდუმლო მხოლოდ ერთხელ აღესრულება, ჩვენ კი მუდმივ განწმენდას ვსაჭიროებთ; ამისთვის ღმერთმა დაგვიდგინა საიდუმლო სინანულისა, რომელშიაც მორწმუნე მღვდლის წინაშე აღიარებით თვით ქრისტესაგან ღებულობს მიტევებას.

ეს საიდუმლო დააწესა იესო ქრისტემ, რომელმაც მოციქულებს უბრძანა: „უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ“ (იოანე 20, 23).

ყველა ცოდვა, რომელიც ჩაგვიდენია, ჩვენს გულშია ჩაწერილი; წმიდა მამები გულს სინდისის წიგნსაც უწოდებენ. ჩვენი განკითხვა სწორედ ამ წიგნში ჩაწერილი ცოდვა-მადლის მიხედვით მოხდება.

ექიმთან რომ მიდიხართ, ხომ არ გაინტერესებთ მისი პირადი ცხოვრება. ასევე მოძღვართან ურთიერთობისას მის პიროვნულ ნაკლზე ნუ გაამახვილებთ ყურადღებას. გახსოვდეთ, რომ მოძღვრის სიწმინდეზე არ არის დამოკიდებული თქვენი ღვთისგან შეწყალება და ცოდვების მიტევება, ღმერთი ხედავს გულს. მტკიცედ უნდა გქონდეთ გადაწყვეტილი, რომ აღარ შესცოდავთ და უნდა გწამდეთ ღმრთის წყალობის. მხოლოდ ასეთი სინანულით შეიძლება მიიღოთ ცოდვათა მიტევება.

სანამ აღსარებაზე მიხვიდოდეთ, კარგად უნდა გამოიკვლიოთ საკუთარი თავი და მისწრაფებანი. აღსარების დროს რაიმე რომ არ გამოგრჩეთ, შეიძლება ჩაწერაც.

აღსარების დროს არ უნდა გრცხვენოდეთ საკუთარი ცოდვების აღიარების, უნდა ფიქრობდეთ ღმერთზე, რადგან ღმერთი ყველაფერს ხედავს და მის წინაშე არაფერია დაფარული. ჩვენ ერთი კაცის წინაშე გვრცხვენია ცოდვების აღიარება და გვავიწყდება, რომ თუ არ შევინანეთ, არა თუ ერთი და ორი კაცის, არამედ ყოველთა დაბადებულთა წინაშე განცხადდება ისინი, - გვასწავლის წმ. მამა იოანე ოქროპირი. ძველად (I-III ს.ს.-ში) აღმსარებელი ყველას წინაშე სახალხოდ აღიარებდა საკუთარ ცოდვებს, შემდგომში კი ამგვარი წესი თანდათან შეიცვალა და დღეს ეს ხდება საიდუმლოდ, - მხოლოდ სულიერი მოძღვრის წინაშე.

ყველა ქრისტიანს უნდა ჰყავდეს მოძღვარი, რომელთანაც ცოდვებს მოინანიებს და მოისმენს სულიერი რჩევა-დარიგებებს.

აღსარებისას მოძღვართან მიდით კრძალულებით, მიიღეთ მისგან ლოცვა-კურთხევა და თავდახრილმა, შემუსვრილი გულით აღიარეთ და მოინანიეთ ცოდვები.

ამ დროს არ შეიძლება ყოფით პრობლემებზე ლაპარაკი, სხვადასხვა მიზეზებით ცოდვების გამართლება, სხვებზე გადაბრალება, თავის მართლება და გულგრილი საუბარი. არ შეიძლება იმის თქმა, რომ მართალნი ვერთ და არაფერი შეგვიცოდავს; არც იმის თქმა შეიძლება, რომ ყველაფერში ცოდვილები ვართ და ყველაფრის პატიებას ვითხოვთ. თავდაპირველი აღსარების დროს არ არის საჭირო ყოველი ცოდვის კონკრეტული გამოვლინებების აღწერა. გვახსოვდეს, რომ „მთელი ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული. ისიც ვიცით, რომ ძე ღმრთისა მოვიდა, და მოგვცა ჩვენ გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტი“ (I იოანე 5, 19-20). უნდა ვინანიებდეთ არამარტო სიტყვებით, არამედ გონებითაც, არა მარტო ჩადენილ ცოდვებს, არამედ მათკენ მიდრეკილებებსაც. თუ რომელიმე ცოდვისაგან განშორება არ შეგიძლიათ, არ დაუმალოთ სულიერ მოძღვარს, რადგან უღირსად თუ ეზიარებით, ღვთისაგან დაისჯებით.

„ანბანი მართლმადიდებლობისა“, თბილისი, 2002 წ.

კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 587 | დაამატა: იონა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2016