ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » აუცილებელი ლიტერატურა



მათე 1, 1-17

ძველი აღთქმის მახარებელი, დიდებული წინასწარმეტყველი ესაია, წერდა რა ქვეყნად მომავალი მაცხოვრის ტანჯვა-წამებაზე, კეთილი კრძალულებით ფიქრობდა მასზე: ვინ არის ეს ქვეყნიერების მხსნელი? საიდან და სად გადმოდის ის? და მისი ღვთაებრივი დიდებულებით გაკვირვებული წინასწარმეტყველი წამოიძახებს: „ვინ იფიქრებდა მის მოდგმაზე“ (ეს. 53, 8). მართლაც და ვის შეუძლია, ჩვენ, ქვეყანის მკვიდრთ, განგვიმარტოს მისი უწინარეს პირველ საუკუნეთა შობა მამა ღმერთისაგან? იგი მარტო ადამიანთა გონებისთვის კი არა, ანგელოზთათვისაც კი მიუწვდომელია. და აი, ეს ღმერთი, მიუვალი, გამოუთქმელი, მიუწვდომელი და მამის თანასწორი, მოვიდა ჩვენთან დედამიწაზე, არ ითაკილა ქალწულისაგან შობა, და დავითისა და აბრაამის წინაპრებად ყოლა. მარადიული ღმერთი იშვა, როგორც კაცი, მთლიანად მიიღო ადამიანური ბუნება ცოდვის გარდა და ჩვენი მსგავსი გახდა.

ახალი აღთქმის პირველი მახარებელი მათე, გვიხსნის რა მის მიერ დაწერილ სახარებას, კეთილად გვაუწყებს, რომ იგი არის „წი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 2238 | დაამატა: ketevani | დრო: 27.11.2009 | კომენტარები (1)



ჰელოუინი

ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოს ამერიკასა და ევროპაშიც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჰელოუინის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ წარმართულ დღესასწაულს, რომელიც გარდაცვლილთა სულების „დაშინებას" და „განდევნას" ისახავს მიზნად, საქართველოში უკვე მერვე წელია აღნიშნავენ.

პირველ ნოემბერს ამერიკასა და ევროპაში უცნაურად ჩაცმული ბავ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1592 | დაამატა: იონა | დრო: 27.10.2010 | კომენტარები (0)



მარინე ხოსიტაშვილი

ტაძრის სიმბოლიკის შესახებ

„ეკლესია გაცილებით იმაზე დიდია, ვიდრე ჩვენ გვგონია. ეკლესია მისტიური სხეულია უფლისა. 
ეკლესია მასში მყოფი მრევლი კი არ არის მხოლოდ, ან დედამიწაზე მცხოვრები მორწმუნენი, 
არამედ, უწინარეს ყოვლისა, უფალი, ღვთისმშობელი მარიამი, ანგელო ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1400 | დაამატა: იონა | დრო: 22.10.2010 | კომენტარები (0)



ზეცისა კაცნი და ქვეყანისა ანგელოზნი

ბერი და ანგელოზი

ნეტარი ბერი იოსებ სპილიოტი (+1959) ცდილობდა, გაემხნევებინა ახალგაზრდა ბერი, რომელიც სევდას შეეპყრო და მონასტრის დატოვება და თავისიანებთან დაბრუნება განეზრახა. ამიტომ მან ასეთი სასწაულის ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1051 | დაამატა: იონა | დრო: 22.10.2010 | კომენტარები (0)



წმიდა ნიკოლოზ VIII (ბაგრატიონი)



წმიდა ნიკოლოზ VIII (ბაგრატიონი) – ყოვლისა საქართველოისა კათოლიკოს-პატრიარქი დაიბადა 1515 ახლო ხანებში. წმიდანის მშობლები იყვნენ კახეთის მეფე, ლეონი და დედოფალი თინათინი.

ნიკოლოზისთვის სათანადო ცოდნა-განათლების მისაღებად თინათინ დედოფალმა მცხეთის საკათალიკოსო ტაძრიდან კახეთში წაიყვანა სვეტიცხოვლის ცნობილი ქადაგი გედეონ მაღალაძე, რომლის მიერ განისწავლა ნიკოლოზი "კითხვასა ღმრთივ სულიერსა წიგნთასა და გალობასა ანგელოზებრივსა” და აღწევნულ იქნა "თავსა სრულებისასა ვიდრე რიტორობად და ღრამატ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1132 | დაამატა: იონა | დრო: 03.06.2010 | კომენტარები (0)



ფსალმუნთა კითხვის მნიშვნელობა

დავითიფსალმუნთა კითხვას ადამიანის სულის საკურნებელი ძალა გააჩნია, იგი სიმშვიდესა და ტკბობას აღძრავს ადამიანთა გულებში. თუმცა, ხშირად ამას ნაკლებად ვაცნობიერებთ და მის კითხვასაც ნაკლებ დროსა და ყურადღებას ვუთმობთ. ფსალმუნთა შესახებ გვესაუბრება წმ.ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა გიორგი დარჯანია.

მამა გიორგი: "ფსალმუნთა კრებული მეფე-წინასწარმეტყველმა, დავითმა შექმნა. ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. ის ღვთის მიმართ დიდი რწმენით გამოირჩეოდა და მეფედაც ღვთის მიერ იქნა არჩეული. დავითის მამის, იესეს სახლში მისულ წინასწარმეტყველ სამუელს, იესეს შვილებს შორის ღვთის კარნაკით მეფე უნდა გამოერჩია და ეკურთხებინა. სამუელმა იესეს თავისი ძეების გამოყვანა თხოვა, თუმცა წინასწარმეტყველი ყველაზე უარს ამბობდა და ისევ დაეკითხა, კიდევ თუ ჰყავდა შვილი. იესე დაეთანხმა, რომ მას ჰყავდა უმცროსი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1209 | დაამატა: იონა | დრო: 25.05.2010 | კომენტარები (0)



რატომ დაწყევლა ქრისტემ ლეღვის ხე?

„და იხილა ლეღვი ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა
და არარაი პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო.
და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ.
და განხმა ლეღვი იგი მეყსეულად" (მთ. 21,19)


ეს ამბავი გოლგოთამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. თავისი მიწიერი
ცხოვრების ბოლო კვირა იესომ თავის მოწაფეებთან ერთად იერუსალიმში გაატარა.
ღამის გასათევად მაცხოვარი ელეონის მთაზე ადიოდა. სახარებაში წერია: „და
იხილა ლეღვი ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაი პოვა მას შინა,
გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ.
და განხმა ლეღვი იგი მეყსეულად" (მთ. 21,19). მარკოზ მახარებელი მათეს
სახარებას საოცარ დეტალებს უმატებს: იესო ხესთან მივიდა, თუმცა „...არა
იყო ჟამი ლეღვისაი" (მრკ. 11,13). ერთი შეხედვით, შეი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 2114 | დაამატა: იონა | დრო: 30.03.2010 | კომენტარები (0)



ოქრომჭედელი ქურაში ადნობს და დიდი ტემპერატურით ამუშავებს ოქროს. სანამ არ გაათავისუფლებს ზედმეტი მინარევებისაგან და არ მიიღებს ბაჯაღლოს, ანუ სუფთა ოქროს.

გამოცდილი ექიმი, მიუხედავად ავადმყოფის ტკივილისა და ყვირილისა, კურნავს მას სხვადასხვა მწარე წამლის მეშვეობით. საჭიროების დროს სპირტითა და ამოშანთვით.

ხშირად ჩვენი ცოდვებიდან გამომდინარე, ჩვენივე კურნების მიზნით, უფალი ასევე მოგვივლენს სხვადასხვა განსაცდელებს. მაგალითად: მოულოდნელ ავადმყოფობას, ტკივილებს, მწუხარებას, პატიმრობას, დამდაბლებას, სირცხვილის შიშს, ცილისწამების სიმძიმეს, საზოგადო კრიტიკას და სხვა ტანჯვა-წამებას.

განსაცდელებით უფალს სურს: 1. ადამიანს შესძინოს გამოცდილება. 2. გამოსწორდეს ე.ი. იფიქროს რა მიზეზით მოევლინა ეს განსაცდელი. 3. განიწმინდოს ე.ი. აღიაროს და ეცადოს, აღარ გაიმეოროს მსგავსი ცოდვები.

ამდენად გასაგებია, რომ ყოველი განსაცდელი ჩვენივე სულის ცხონებისთვისაა მოვლენილი. ამიტომ ყოველ განსაცდელში უნდა ვმადლობდეთ და ვადიდებდეთ უფალს.

ავადმყო ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1304 | დაამატა: იონა | დრო: 24.03.2010 | კომენტარები (0)

1 2 3 ... 6 7 »
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024