E ავადმყოფობა და განსაცდელი - 3 დეკემბერში 2009 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 3 » ავადმყოფობა და განსაცდელი
23:10
ავადმყოფობა და განსაცდელი
ავადმყოფობა და განსაცდელი

ვინც ავადმყოფობისას ითმენს და მადლობს უფალს, ის მოწამის გვირგვინს იღებს.
წმ. იოანე ოქროპირი

გიკვირს განა, რატომ მომივლენს უფალი ღმერთი ამდენ განსაცდელს, გაჭირვებასა და სნეულებასო?! აბა, შენ რას იზამდი, მდიდარი რომ იყო ყოველგვარი სიკეთით და შენმა ძემ მიგატოვოს, შორს ქალაქს გადასახლდეს და იქ დაიწყოს გარყვნილი ცხოვრება – ფლანგოს შენგან მიღებული მემკვიდრეობა და თავი დასაღუპად გასწიროს? განა არ უბრძანებ შენს ერთგულ მსახურებს, სასწრაფოდ იმ ქალაქს წავიდნენ და ყველაფერი იღონონ, რათა შენი უძღები ძე იქ ცუდად შეიქნას, ყოველივე დაჰკარგოს, მშიერი და მწურვალი იყოს, სნეულებებმაც შეაწუხონ, რათა იძულებული გახდეს კვლავ შენ დაგიბრუნდეს?! აბა, განა ასე არ მოიქცევი?! დიაღაც, რომ ამას იქმ, და როცა უძღები შვილი დაგიბრუნდება, სიხარულით ჩაიკრავ მას გულში და მშვიდობით შეიწყნარებ! მაშ, რაღად გიკვირს შემოქმედი ღმერთის ზრუნვა ჩვენზე, მის უძღებ ცოდვილ შვილებზე? მას ხომ უსაზღვროდ ვუყვარვართ და მხოლოდ ის სურს, რომ დავუბრუნდეთ და სამარადისო მისმიერ სიხარულში ვჰგიებდეთ!
წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

არაცერთი კეთილი საქმე არ აღსერულება განსაცდელის გარეშე, რადგან სატანური შური წინ აღუდეგბა ამ საქმეებს.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

ღმერთი არ დაუშვებს, რომ ჩვენ განუწყვეტლივ შეჭირვებაში ვიყოთ ამქვეყნად, რათა სასო არ წარვიკვეთოთ. ამასთან არც იმას დაუშვებს, რომ გამუდმებით კეთილდღეობითა და სიხარულით ვჰგიებდეთ, რათა არ დავეცეთ.
წმ. იოანე ოქროპირი

კეთილდღეობა გეწვია? – მადლობა მიუძღვანე ღმერთს. და ეს შენი ბედნიერი ყოფაც მტკიცე იქნება. ხოლო თუკი უბედურებაც დაგატყდება თავს, კვლავაც მადლობა შესწირე შემოქმედ ღმერთს და ყველაფრისათვის განადიდე იგი! რამეთუ, თუკი ამას წრფელი გულით იქმ, მაშინ შენს უბედურებსაც ბოლო მოეღება!
წმ. იოანე ოქროპირი

ყოველგვარ მწუხარებაში: ავადმყოფობაში, შეჭირვებაში, გაურკვევლობასა და უსიამოვნებაში უმჯობესია ნაკლები იფიქრო და ცოტა ესაუბრო საკუთარ თავს, მეტი ილოცო, თუნდაც ხანმოკლედ შეევედრო ქრისტე ღმერთსა და მის ყოვლადწმიდა დედას. ამგვარად სასოწარკვეთილება გაივლის და გული ღვთის იმედითა და სიხარულით აღივსება.
ღირსი ანტონ ოპტინელი

რატომ განაგო უფალმა იმგვარად, რომ ამქვეყნად არავინაა მწუხარებებისა და სიმძიმის გარეშე? იმისათვის, რომ ადამიანმა არ დაივიწყოს, რომ განდევნილია სამოთხიდან; რათა დედამიწაზე იცხოვროს არა როგორც ამასოფლის მკვიდრმა მშობლიურ მიწაზე, არამედ როგორც მოგზაურმა და სტუმარმა უცხო მხარეში. იგი მუდამ უნდა ეძიებდეს ჭეშმარიტ სამშობლოში დაბრუნებას.
წმინდა თეოფანე დაყუდებული

ენისათვის არაფერია იმაზე წმინდა, რომ განსაცდელებში მადლობდეს უფალს. ჭეშმარიტად, მოწამისაგან არაფერით განსხვავდება ასეთი ადამიანი. მათსავით დაგვირგვინებული იქნება უფლისაგან.
წმინდა იოანე ოქროპირი

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 426 | დაამატა: იონა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2016