მამა ილარიონი 1949 წელს დამკვიდრდა ღირსი საბა განმწმენდელის მონასტერში, რომელიც იერუსალიმის მახლობლად მდებარეობს, იქ 4 წელი დაჰყო და ანაფორა შეიმოსა. შემდეგ 1857 წლამდე იერუსალიმში ცხოვრობა. ამავე წელს ათონზე ჩავიდა, სადაც თითქმის ერთი წელი კუტლუმუშის მონასტერში გაატარა. ის გამოცდილ ბერს ეძებდა და იქიდან მცირე ანას სავანეში გადავიდა, მამა ხარიპონის სენაკში, მაგრამ მასთან დიდი ხანი არ უცხოვრია და წმინდა ბასილის სავანეში გადავიდა. იქიდან ისევ წმინდა ანას სავანეში დაბრუნდა და კვლავ გამოცდილ ბერს ეძებბდა ხელმძღვანელად. გულმოდგინე ლოცვის პასუხად ღმერთმა მიუვლინა ასეთი ხელმძღვანელი მამა გერასიმეს სახით, რომელიც მაშინ კატუნაკიში ცხოვრობდა.მამა გერსიმეს მან თხოვა სქემა შეემოსა მისთვის და თავისთან დაეტოვებინა. ბერმა შეუსრულა სურვილი და მამა ილარიონი წმ. ბასილის სავანეში გადასახლდა და 10 წელი იქვე დარჩა. ერთხელ მამა ილარიონი მეზობლებმა მოინახულეს და ჰკითხეს: სად ჯობია ყოფნა? აქ თუ იერუსალიმში? ბერმა მიუგო: ”ჩემი უძლურების გამო აქ მირჩევნია, რადგანაც თუ ადამიანს სიმტკიცე არ აქვს, მაშინ ადგილი იფარავს მას; ხოლო მტკიცე ადამიანს ყველგან შეუძლია ცხოვრება და სხვებსაც მაგალითს აძლევს. აქაური ადგილები მდუმარებისთვის უკეთესია, თუმცა აქ უფრო დიდი ღვაწლია საჭირო. ევედრეთ ჩემთვის უფალ ქრისტეს, რომ კეთილი საფუძველი დავდვა.” კიდევ ჰკითხეს ბერს:”მამაო მოწყენილობაში არ ვარდები აქ ცხოვრებით და შეიწრებული არ ხარ?” ბერმა გაკვირვებით შეხედა მოსულთ და უთხრა: ”როდესაც აუცილებლობის გამო გამოვდივარ სენაკიდან, მაშინ მოწყინებაც მერევა და შეიწრებულიც ვარ!” _ ” სიზარმაცე არ გებრძვის?” ბერმა თავის ქნევით თქვა: ”ჰოი, _ ეგ მტარვალი და მტანჯველი!”; საუბარში რომ გამოეწვიათ, მოსულებმა ჰკითხეს: ” მამაო, როდესაც მტანჯველი განსაცდელიგიპყრობს, რომელიც ბრძოლის უნარსაც ართმევს და ადამიანი ამ დროს თითქმის წარწყმედის პირას არის, მაშინ როგორ ინუგეშებ თავს მარტო მყოფი?” __ ყოველგვარ ადამიანურ სასოებას განვაგდებ, როგორიც კი არსებობს ამ ქვეყნად, მივმართავ ღმერთს დამწუხრებული და ის მანუგეშებს. მარტოობაში მყოფი ადამიანი ყოველგვარ ვნებას ებრძვის! იქაური მეუდაბნოე მამებზე საუბრისას გაირკვა, რომ ერთი უდაბნოს მამაებს, რომლებიც ცალ-ცალკე სენაკებში ცხოვორბენ, განსაკუთრებული ერთობა და სიყვარული აქვთ ურთიერთ შორის. ერთხელ ერთი მეზობელი შევიდა მამა ილარიონთან და გულითადად ევედრებოდა არ დავიწყებოდა მისი ლოცვებში მოხსენება, რადგანაც მრავალ განსაცდელს განიცდიდა, რაც ნაწილობრივ ცნობილი იყო მისთვის. მან უპასუხა: ”სათნოება რომ არ არსებობდეს, მაშინ განსააცდელი არ იარსებებდა, დარადგანაც სათნოება არსებობს, მას ყოველთვის განსაცდელი ახლავს __ სხვაგვარად შეუძლებელია!” სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მამა ილარიონი კაფსალაში გადავიდა, რადგანაც სრულიად დაუძლურდა და 1880 წელს იქვე აღესრულა;