E დედებო, აბორტს ნუ გაიკეთებთ! - 26 თებერვალში 2010 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2010 » თებერვალი » 26 » დედებო, აბორტს ნუ გაიკეთებთ!
10:32
დედებო, აბორტს ნუ გაიკეთებთ!
„ასე გამრავლდება საქართველო?!“

სიონის მრევლმა მამა გაბრიელს (ურგებაძეს) ქართველი ერის გამრავლებისთვის პარაკლისის გადახდა სთხოვა. მამა გაბრიელი დათანხმდა და სამების ეკლესიაში ღვთისმშობლის პარაკლისი აღავლინა. შინ დაბრუნებულ ბერს გამოცხადება უხილავს: მოსულა ძველი მეომარივით შემოსილი ორი კაცი, მამა გაბრიელზე უთქვამთ: „აი, ეს არისო“, შუაში ჩაუყენებიათ და სადღაც წაუყვანიათ. ვერაფერი დაუნახავს ბერს, გარდა იმისა, რომ იმ თეთრ შენობას, რომელშიც იგი შეუყვანიათ, ზედ დიდი ჯვარი ჰქონია. უცნობებს გაბრიელი შენობაში ჩაუკეტავთ. სიბნელისთვის თვალი რომ შეუჩვევია, ბერს დაუნახავს, რომ ქვის იატაკი თითის სიგრძე სისხლით მოთხვრილი ბავშვების გვამებით იყო მოფენილი. ჭერში დატოვებული ხვრელიდანაც უამრავი მკვდარი ბავშვი ცვიოდა. მალე ფეხის დასადგმელი ადგილიც არ დარჩენილა. თითის წვერებზე შემდგარი ბერი, ფეხი ყრმათა გვამებზე რომ არ დაედგა, კუთხეში მიკრუნჩხულა. ამ დროს კარი გაღებულა. „მობრძანდება, მობრძანდებაო!“ - მისწვდენია ხმა გაბრიელს; ჯერ ის ორი მეომრულად შემოსილი კაცი დაუნახავს, მერე კი - უამრავი ანგელოსითა და წმინდანით გარშემორტყმული ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი.

- აი, ეს არის, ერის გამრავლებას რომ ითხოვდაო, - უთქვამს იმ ორის და გაბრიელიელზე მიუთიებია.

პირგამეხებულ ღვთისმშობელს მკაცრად შეუხედავს მისთვის, იატაკზე დაყრილი სისხლით მოსვრილი გვამები უჩვენებია და უთქვამს: „ამისთვის მევედრები? ასე გამრავლდება საქართველო?!“ გაბრუნებულა და წასულა.

მამა გაბრიელი ისევ იმ ორს წამოუყვანია და მისსავე სენაკში დაუბრუნებია.

ამის შემდეგ ბერს თბილისის ქუჩები დაუვლია ქადაგებით; „დედებო, აბორტს ნუ გაიკეთებთ, საქართველოს რისხვა ააცილეთო“, - ივედრებოდა თურმე.

უკანონო შვილი

წმინდა სერაფიმე საროველი გვირჩევს, კი არ უარვყოთ ე.წ. „უკანონოდ“ ჩასახული ყრმები, არამედ ღვთის შიშით გავზარდოთ, რამეთუ ისინი არ არიან დამნაშავენი, ამ ქვეყანას რომ მოევლინნენ. არც მათი მშობლები უნდა განვიკითხოთ, რადგან უთქვამთ, არგანკითხვა ნახევარი ცხონებააო. ამის მაგალითად წმიდა მამას მოჰყავს შემთხვევა, რომელიც ბიზანტიაში, იმპერატორ იუსტინიანეს დროს მოხდა. გალატეის მხარეში, სოფელ სიკიოტთან, მდინარეზე გადასვლისას, იმპერატორის ერთ-ერთმა პირადმა მცველმა მშვენიერი ქალწული დაინახა და მისი სურვილით აენთო. გაიგო ისიც, რომ ქალწული ქვრივის შვილი იყო და, ალბათ, ამით გაკადნიერებულმა ასულზე ძალა იხმარა... ამის შემდეგ გოგონას ეზმანა, თითქოს მის წიაღში კაშკაშა ვარსკვლავი ჩაეშვა. ერთმა წმიდა მამამ ხილვა ამგვარად განუმარტა: „შენს წიაღში ჩასახული ყრმა დიდი ადამიანი გახდება; ის დიდი იქნება არა ოდენ კაცთა შორის, არამედ ღვთის წინაშეც; ხოლო ბრწყინვალე ვარსკვლავი ნიშნავს იმ ღვთაებრივ მადლმოსილებას, რომლითაც ღმერთი დააჯილოდოებს შენს ნაშობს, რამეთუ ღმერთი თავის მონებს უწინარეს შობისა, დედის მუცელშივე განწმენდსო“.

ასე იშვა ყრმა ვაჟი, რომელსაც უფალმა სიყრმიდანვე წმიდა გიორგი დაუდგინა მფარველად. ეს გახლდათ დიდი მამა წმიდა თეოდორე სიკიოტელი.


„მე შენი გიორგი ვარ“

დედაჩემი მესამედ რომ დაორსულდა, მე და ჩემი და 7-10 წლისანი ვიყავით. თითქოს ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ერთი რამ გვაშინებდა: დედას მაშინ ძალზე აწუხებდა გული და სათუო იყო, მშობიარობას გადაიტანდა თუ არა. ამიტომაც ექიმები დაჟინებით ურჩევდნენ აბორტის გაკეთებას. დედაც ბოლოს და ბოლოს დათანხმდა. დათქვეს დღეც. წინა ღამეს კი დედამ ასეთი სიზმარი ნახა: სოფლის ორღობეში სახლის წინ იდგა; უეცრად მისკენ ვითაცამ წითელი ცხენი გამოაჭენა. შეშინებული დედა ღობეს აეკრა და კივილი აღმოხდა. „ნუ გეშინია, დედაო!“ - შესძახა მხედარმა. „კახა, შვილო, შენ ხარო?“ - ჰკითხა დედამ. „არა, დედი, მე შენი გიორგი ვარო“, - მოესმა პასუხად. „მე რომ გიორგი არა მყავსო?“ - გაჰკვირვებია დედაჩემს. მხედარმა ისევ გაუმეორა თურმე: „დედი, მე შენი გიორგი ვარო“.

ამის შემდეგ დედაჩემს, რა თქმა უნდა, აღარც კი უფიქრია აბორტის გაკეთება.

მას შემდეგ ოცდარვა წელი გავიდა. მე და ჩემი და ქალაქში ჩამოვედით, დავოჯახდით, დედას კი სოფელში ხმის გამცემად და წყლის მიმიწოდებლად თავისი გიორგი შერჩა.


შვილები

პირველი აღსარების თქმა ძალზე ძნელია, მით უმეტეს, თუ ცოდვის სიმძიმეს განიცდი. თითქოს ცოდვა ენაზე გექაჩება და დაფარვას გთხოვს. თამარსაც გაუჭირდა პირველი აღსარების თქმა. განსაკუთრებით - აბორტის ცოდვის აღიარება. მოძღვარმა ცოდვები შეუნდო და ურჩია, იქვე, ტაძარში, ღვთისმშობლის ხატთან ელოცა, დედა ღვთისასთვის პატიება ეთხოვა და შემდეგ ზიარებულიყო.

ილოცა თამარმა ღვთისმშობლის ხატთან. საოცარი მადლი გარდამოვიდა მასზე, სინანულის ცრემლმა ლამის დაახრჩო. ამგვარი გრძნობით ეზიარა უფლის სისხლსა და ხორცს.

თავს მაინც უღირსად ზიარებულად მიიჩნევდა და თითქოს ღვთისაგან სასჯელს ელოდა...

მალე ერთი საზარელი სიზმარი ნახა, რომელმაც სავსებით შეცვალა მისი ცხოვრება.

ვითომ თავისი სახლის მეორე სართულზე იწვა. უეცრად შიგნითა კიბით პირველი სართულიდან ბავშვები ამოვიდნენ. ექვსნი იყვნენ, სხვადასხვა ასაკისანი. უფროსი ვაჟი 13 წლისა იქნებოდა, ხოლო უმცროსები - ტყუპი ქალ-ვაჟი - ხუთი წლისანი. ბიჭი ქერა იყო, გოგონა კი შავგრემანი, ფუნჩულა. მათ შორის ერთი ვაჟიც ერია, ძალიან ლამაზი. ეტყობოდათ, ყველა უფროს ძმას ემორჩილებოდა. ისიც ზრუნავდა მათზე და მფარველობდა.

ბავშვები მისი საწოლის წინ ხუთიოდე ნაბიჯზე გაჩერდნენ. თამარს გულმა უთხრა, რომ მისი შვილები იყვნენ, ოღონდ აბორტით მოწყვეტილნი. მცირე ხანს ასე მდუმარედ იდგნენ. ბოლოს პატარა გოგონამ ვეღარ მოითმინა და დედისაკენ გაიწია, მაგრამ უფროსმა ძმამ შეაჩერა, „არ შეიძლებაო“, - უთხრა. ბავშვები ისევ კიბეს ჩაუყვნენ და გაუჩინარდნენ.

ამ სიზმარმა ძალზე იმოქმედა თამარზე. სინანული გაუასკეცდა და ლოცვას მკაცრი მარხვა შეუერთა. ამდენმა მწუხარებამ და ცრემლმა ჯანმრთელობა შეურყია. თვალის ჩინი ნელ-ნელა დააკლდა და ბოლოს სულმთლად დაკარგა.

„ახლა რვა შვილი უნდა მყავდეს. რა მდიდარი ვიქნებოდიო!“ - გულისტკივილით იტყვის ხოლმე თამარი. სიბრმავეს უკვე ღვთის სასჯელად კი არა, ღვთის წყალობად მიიჩნევს. არ იცის, მოუხსნის თუ არა ღმერთი ამ „მცირე ეპიტიმიას“, კიდევ იხილვს თუ არა დღის სინათლეს. ერთ რამეს კი სასოებს: იქნებ შეიწყალოს უფალმა და ღირს ჰყოს უხილავი სამყაროს, ზეციური სასუფევლის ხილვისა.

მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, ივნისი, 2004 წ.

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 491 | დაამატა: ketevani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2016