E იესო ქრისტეს წინდაცვეთის დღესასწაული და წმიდა ბასილი დიდის ხსენების დღე - 13 იანვარს 2010 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2010 » იანვარი » 13 » იესო ქრისტეს წინდაცვეთის დღესასწაული და წმიდა ბასილი დიდის ხსენების დღე
23:28
იესო ქრისტეს წინდაცვეთის დღესასწაული და წმიდა ბასილი დიდის ხსენების დღე
14 იანვარს ქართული ეკლესია მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროსთან ერთად იესო ქრისტეს წინდაცვეთის დღესასწაულს და წმიდა ბასილი დიდის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წმინდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურებას აღავლენს.

წინადაცვეთა ჩვენისა უფლისა იესო ქრისტესი ლუკას სახარებაშია აღწერილი. უფლის წინადაცვეთა ქრისტეს დაბადებიდან მერვე დღეს მოხდა და მისი აღნიშვნა მართლმადიდებლურ სამყაროში ქრისტეშობის დღესასწაულიდან მერვე დღეს ხდება.
WWW.IONAA.TK
ძველ იუდეველთა შორის წინადაცვეთა ღვთის რჩეული ხალხის კუთვნილებას გამოხატავდა. წინადაუცვეთელი ერთიან ღმერთს, შემოქმედს არ მიეკუთვნებოდა.

წმინდა ღვთისმშობელმა და იოსებმა იესო ტაძარში წინადაცვეთისთვის მიიყვანეს და ეს წესი აღასრულეს.
პირველი იუდეველი მოციქულები და ქრისტიანები ასევე წინდაცვეთილ იქნენ.

ძველი აღთქმის მიხედვით, მამრობითი სქესის ყველა ჩვილ ბავშვს უნდა წინადაეცვითა, უფლისა მამამთავარი აბრაამისა და მისი შთამომავლობისათვის მიცემული აღთქმის მოსაგონებლად (შეს. 17,10-4; ლევ. 12,3). შობიდან მერვე დღეს წინადაიცვითა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემაც – თვით სჯულის შემოქმედმა აღასრულა სჯულის მოთხოვნა, რომ ჩვენთვის ღვთაებრივი ნების მორჩილების მაგალითი ეჩვენებინა.
WWW.IONAA.TK
უფალმა წინადაიცვითა და ამით ცხადად გვიჩვენა, რომ მან ჭეშმარიტად შეისხა ხორცი და განკაცდა. ამ წესის აღსრულების დროს დაერქვა ქრისტეს სახელი იესო, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს აუწყა მთავარანგელოზმა გაბრიელმა (ლუკა 1,31-33; 2,21). იესო მაცხოვარს ნიშნავს და მიანიშნებს იმაზე, რომ ქრისტე სამყაროს გამოსახსნელად განკაცდა.

წინადაცვეთა ნათლისღების წინასახეს წარმოადგენდა. ახალ აღთქმაში იგი ნათლობის საიდუმლომ შეცვალა (კოლ. 2,11-12).

ცნობები აღმოსავლეთის ეკლესიაში წინადაცვეთის დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოგვეპოვება. დღესასწაულის კანონი დაწერა ღირსმა სტეფანე საბაიტელმა (ხს. 28 ოქტომბერს).
WWW.IONAA.TK
წმინდა ბასილი დიდი კეთილშობილი და მართლმორწმუნე მშობლების შვილი იყო. იგი დაიბადა კაპადოკიის ქალაქ კესარიაში, დაახლოებით 330 წელს, კონსტანტინე დიდის მეფობის დროს. მის მამასაც ბასილი ერქვა, დედას კი - ემელია. სარწმუნოების პირველი თესლი ბასილის სულში ბებიამ, მაკრინებ ჩააგდო, მამა კი მხოლოდ ქრისტიანობას კი არა, საერო მეცნიერებებსაც ასწავლიდა: თვითონ მჭევრმეტყველებისა და ფილოსიფიის მასწავლებელი იყო. 14 წლის ბასილის მამა გარდაეცვალა და ორი-სამი წელი ნეოკესარიის მახლობლად, ქალაქგარეთ გაატარა ბებიის - მაკრინეს მამულში, რომელიც შემდგომში მონასტრად გადაკეთდა. აქედან ბასილი ხშირად დადიოდა კესარიაში დედისა და და-ძმის მოსანახულებლად.
WWW.IONAA.TK
ბასილიმ შეისწავლა გრამატიკა, რიტორიკა, ასტრომონია, ფილოსოფია, ფიზიკა, მედიცინა, საბუნებისმტყველო მეცნიერებები, მაგრამ იგრძნო, რომ საერო განსწავლულობა ქრისტიანული სურლყოფის მაძიებელს ბევრს ვერაფერს მისცემდა, ამიტომ გადაწყვიტა იმ ქვეყნებში გამგზავრებულიყო, სადაც ქრისტიანი მოღვაწეები ცხოვრობდნენ და მათგან ესწავლა ქრისტიანობა - მეცნიერებათა მეცნიერება.

სად იმყოფება ამჟამად ბასილი დიდის წმიდა ნაწილები, უცნობია. მისი თავი ათონის მთაზე, ათანასე დიდის ლავრაშია დასვენებული, სხეული კი ჯვაროსნებმა წაასვენეს ფლანდრიაში, მაგრამ ამჟამად მისი ადგილსამყოფელი არავინ იცის. WWW.IONAA.TK

კატეგორია: მოახლოებული დღესასწაულები | ნანახია: 2151 | დაამატა: იონა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024