E იესოს ლოცვა - 6 ნოემბერში 2009 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2009 » ნოემბერი » 6 » იესოს ლოცვა
17:59
იესოს ლოცვა
„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“ – აი, ესაა „იესოს ლოცვის“ სიტყვები. შეიძლება უფრო მოკლედ ითქვას: „იესუ, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე“ ან „უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე“.

მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი სულ იესოს სახელს იმეორებდა. „იესოს ლოცვას“ გამუდმებით უნდა ამბობდეს მორწმუნე. ამგვარად თუ აღესრულება მოციქულის მოწოდება: „მოუკლებელად ილოცევდით“ (I თეს. 5, 17).

როგორ უნდა იქცეს „იესოს ლოცვა“ განუწყვეტელ ლოცვად? როგორ მოვახერხოთ ეს? პირველად იმით ვიწყებთ, რომ გამუდმებით ვიმეორებთ ამ ლოცვის სიტყვებს: „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“. ასეთ დროს ლოცვა ჩვეულებრივ ან დაბალ ხმაზე ან სულაც, გონებაში შეიძლება წამოვთქვათ. მალე მივხვდებით, რომ ეს არც ისე იოლი საკეთებელი ყოფილა. ეს საქმე მტკიცე გულმოდგინებას მოითხოვს. კარგი იქნება, დღის გარკვეული დრო საკუთრივ „იესოს ლოცვას“ თუ დაეთმობა. იგი შეიძლება ჩავრთოთ დილა-საღამოს ლოცვებშიც. მაგალითად, ლოცვების წაკითხვამდე და წაკითხვის შემდეგ ვიტყვით რამდენიმე წუთის განმავლობაში ამ ლოცვას. ზოგჯერ შეიძლება დილის ან საღამოს ლოცვების ნაცვლად ვილოცოთ „იესოს ლოცვით“, ესე იგი ის დრო, რომელიც ამ ლოცვებისთვისაა საჭირო (მაგალითად, 10-15 წუთი), მთლიანად „იესოს ლოცვას“ ეთმობა.

თუ ჩავრთავთ „იესოს ლოცვას“ ჩვენი ლოცვის წესში, შევამჩნევთ: მისი წარმოთქმისას ისე არ ჭირს გონების მოკრება, როგორც სხვა ლოცვების წაკითხვისას. ამ ლოცვის, და საერთოდ, ყველა მოკლე ლოცვის უპირატესობა ისაა, ხანგრძლივ მრავალსიტყვიან ლოცვასთან შედარებით, რომ ერთი სულის მოთქმით ამოდის გულიდან და ამიტომაც ადვილია ყურადღების დაძაბვა. უფრო მეტიც, ამ ლოცვის წარმოთქმა გვიადვილებს გულისყურის გამახვილებას სხვა ლოცვების თქმის დროს.

„იესოს ლოცვა“ სრულყოფილი ლოცვაა, რადგან შეიცავს ჩვენი ხსნის ძირითად ჭეშმარიტებას. მისი წარმოთქმისას ვაღიარებთ, რომ გვწამს განკაცება მაცხოვრისა და წმიდა ერთარსი სამება. სიტყვებით: „უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო“, - ვაღიარებთ მაცხოვრის ღმრთეებრივსა და კაცობრივ ბუნებას. „იესუ“ მას დაერქვა, როგორც ადამიანს, ხოლო სიტყვებს „უფალო“ და „ძე ღმრთისა“ ვუწოდებთ მას, როგორც ღმერთს. მეორე ჭეშმარიტებასაც (იმას, რომ გვწამს წმიდა სამება) შეიცავს „იესოს ლოცვა“, რაკი მას მივმართავთ, როგორც ძე ღმრთისას, ვახსენებთ მამა ღმერთს და ე.ი. წმიდა სულსაც. გაიხსენეთ, რას ბრძანებს მოციქული: „გაუწყებ თქუენ, რამეთუ... არავის ჴელეწიფების თქუმად უფალს იესუ, გარნა სულითა წმიდითა“ (I კორ. 12, 3).

ამ ლოცვას სრულყოფილი კიდევ იმიტომაც ეწოდება, რომ იგი შეიცავს ქრისტიანული ლოცვის ორ, ძირითადსა და უმნიშვნელოვანეს ასპექტს: როცა ვამბობთ: „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო“ – ამ სიტყვებით ვადიდებთ, თაყვანისვცემთ და აღვამაღლებთ ღმერთს; რის შემდეგაც „სული შემუსრვილი და დამდაბლებული“ სინანულით ამბობს: „შემიწყალე მე ცოდვილი“. გარდა სინანულისა, ეს ლოცვა იმის იმედსაც შეიცავს, რომ შეგვიწყალებს მაცხოვარი. „იესოს ლოცვაში“ თითქოს სუნთქავს მოციქულის რწმენა, რომელიც მტკიცედ ამბობს: „და ვინ არს დამსჯელ? ქრისტე იესუ, რომელი მოკუდა, უფროჲსღა აღდგა, რომელი-იგი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელიცა-იგი მეოხ არს ჩუენთვის“ (რომ. 8, 34).

ამასთან, „იესოს ლოცვის“ უპიტარესობა ისიცაა, რომ იგი არაა განკუთვნილი დღის რომელიმე მონაკვეთისათვის ან რაღაც საგანგებო შემთხვევისათვის: მას წინ არაფერი უდგება. აი, რა წერია ლოცვანში: „მუშაობისას, დასვენებისას, შინ თუ გარეთ, მარტო იქნები თუ სხვებთან ერთად, გულსა და გონებაში იმეორე ტკბილი სახელი უფლისა იესუ ქრისტესი: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“.

მაგრამ ვის შეუძლია ეს? შესაძლებელია კი საერთოდ ამ მითითების შესრულება პრაქტიკულად?

გასაგებია, რომ მონასტრის მკვიდრთ უფრო გაუადვილდებათ განუწყვეტელი ლოცვის სწავლა: მათი ცხოვრების წესი საუკთესო გარემოა შინაგანი ლოცვისათვის. მაგრამ ჩვეულებრივმა, ერში მცხოვრებმა ქრისტიანმა რა ქნას, როგორ დაეუფლოს ამ საქმეს?

მოდი დავფიქრდეთ, ნუთუ ნამდვილად არა გვაქვს დრო და შესაძლებლობა „იესოს ლოცვის“ სათქმელად?

რამდენ რამეს ვაკეთებთ ისე, ჩვევის გამო, მექნიკურად: ვიბანთ, ვიცვამთ, ვჭამთ და ა.შ. ამ დროს ხომ სრულიად თავისუფალია აზრი, გონება. რა გვიშლის ხელს, რომ ვიმეოროთ „იესოს ლოცვის“ სიტყვები, ვივარჯიშოთ? ძალიან მნიშვნელოვანია, გაღვიძებისთანავე გავიხსენოთ, რომ არსებობს ყოვლისმპყრობელი და გულთამხილავი ღმერთი და მაშინვე ვთქვათ: „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“.

ოჯახის წევრებთან ერთად მცხოვრებსაც ძნელად თუ ვინმე შეუშლის ხელს, რომ გულში, თავისთვის ილოცოს. მთავარია, გავიხსენოთ, დავიხსომოთ ეს ლოცვა და მისი წარმოთქმა ჩვევად გვექცევა. დღის განმავლობაში ვილაპარაკოთ მხოლოდ აუცილებელზე, ისეთ რამეზე, რაც ჩვენც გვარგებს და სხვასაც.

ის, რაც დილის გაზეთებს, ტელე ან რადიოკონცერტებს, ახალსა თუ უკანასკნელ ცნობებს შეეხება, ბატონი ბრძანდებით, თქვენზეა, რას ირჩევთ ლოცვასა და ზემოთ ჩამოთვლილ სიამეთა შორის. ისე კი, უნდა შეგვეძლოს რაღაც კარგისა და სასიამოვნოს დათმობაც, თუ უკეთესის მიღება გვსურს.

მერე, სამსახურში მისვლამდე, მით უმეტეს, თუ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ეს დროც ხომ შეიძლება გამოვიყენოთ ლოცვისთვის?

თვითონ სამუშაოც ხანდახან ისეთი მექანიკურია, რომ ხელები თავისას აკეთებენ, გონება კი თავისუფალია. ხელებმა თავისი საკეთებელი ჰქნან, ხოლო გული და გონება იესო ქრისტესთან იყოს. ეს დროც ლოცვისათვის გამოვიყენოთ. და თუკი შევძლებთ ამას, ერთფეროვანი, მოსაწყენი საქმეც საინტერესო და საამური იქნება. იმის დარდი არ უნდა გვქონდეს, აქაოდა, ვილოცებთ და საკეთებელს თავს ვერ გავართმევთ. პირიქით, „იესოს ლოცვა“ ყოველთვის და ყველაფერში მხოლოდ წარმატების პირობაა.

მაგრამ ვთქვათ, ისეთი სამუშაო გვაქვს, რომელიც გულისყურსაც მოითხოვს და გონების მოკრებასაც. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში არ მოხერხდება ლოცვა. თუმცა, აქაც გვეძლევა ლოცვის საშუალება და აი, როგორ: დაძაბული, გონებისმიერი საქმის დროს აუცილებელია შესვენება, თუნცად რამოდენიმე წუთი. ეს მცირეოდენი დრო ლოცვას უნდა დაეთმოს და მუშაობის გაგრძელებისას უსათუოდ გაგვყვება ღმერთის ხსოვნა, რაც თავისთავად ლოცვის ტოლფასია.

რასაკვირველია, ამგვარი რამ მხოლოდ მაშინ მოხერხდება, თუკი დაწყნარებული, მშვიდი სამუშაო გვაქვს. მაგრამ როცა საქმეს უამრავი შფოთი და საზრუნავი ახლავს თან, მაშინ რა ვქნათ? მოდით, დავფიქრდეთ, რა ხდება, რატომ ტანჯავს სულს ზოგჯერ საზრუნავ-საფიქრალი, რატომ გვეკარგება სიმშვიდე, მოსვენება? ნაწილობრივ იმიტომ ხომ არა, რომ ზოგჯერ ამ საქმეებისავე ტყვეობაში ვექცევით. და თანაც ისე, რომ გონების მოკრებასაც ვეღარ ვახერხებთ ხოლმე. თუ როგორმე გამოვიმუშავებთ რეგულარული ლოცვის ჩვევას, თუ დავეუფლებით „იესოს ლოცვას“, უკეთ შევძლებთ საზრუნავ-საკეთებლებში გარკვევას, დაფიქრებას, გრძნობა-გონების მართვას. პრობლემები და საქმეები, ცხადია, არც მაშინ დაილევა (თუკი ლოცვას დავეუფლებით), მაგრამ იმდენს მაინც მივხვდებით, თუ რისი ძალა-უნარი შეგვწევს და ამის მერე მოვეკიდებით საქმეს. იქნებ ამგვარად აგვცდეს ისეთი სერიოზული ფსიქიკური და სულიერი ტრავმა, როგორიცაა ე.წ. სტრესი, რომელიც ალბათ იმიტომ გვემართება, რომ ხანდახან ისეთ საქმეს ვეკიდებით, ჩვენს ძალებს რომ აღემატება. საქმე კი, რომელიც სცილდება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებს, უსათუოდ ააწრიალებს, გააწვალებს სულს.

იმათ, ვინც ვერ ასცდა სტრესს, ვურჩევთ, შეიცვალოს ცხოვრების წესი, დამკიდებულება ცხოვრებასთან. ნუ დაგვავიწყდება სახარების სიტყვები: „რაჲ სარგებელ არს კაცის, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თჳსისა?“ (მათე 16, 26)

პენსიონრები ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს შეადგენენ. მათ, სამუშაოსგან თავისუფალთ, ხშირ შემთხვევაში განმარტოებულად მცხოვრებთ, მშვენიერი პირობები იქმნებათ „იესოს ლოცვისათვის“. თუკი გაეცნობიან და იგემებენ ამ ლოცვის სიტკბოებას, უსათუოდ იგრძნობენ დიდ ნუგეშს და მათ ცხოვრებას მიეცემა განსაკუთრებული აზრი: ისინი სხვებისთვის, ადამიანებისთვის, ყველასთვის ილოცებენ.

არქიეპისკოპოსი პავლე „ჩვენი სარწმუნოება“, თესალონიკე, 1993 წ.

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 694 | დაამატა: ketevani | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2  
xoo magram dzalian dznelia gamudmebit locvashi yopna, me piradad ver vasruleb yoveltvis da yvelgan sad sad

1  
an dzaan mokled. 'ufalo shegviwyale'

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2016