E კომპიუტერი და ბავშვები - 29 ოქტომბერში 2009 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 29 » კომპიუტერი და ბავშვები
20:49
კომპიუტერი და ბავშვები

სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა ზოგიერთი ადამიანი კომპიუტერს რაღაც ცრუ რწმენით უდგება. არის იმგვარი გართულებული შემთხვევებიც, როდესაც გამორთული კომპიუტერიც კი საშიშად არის მიჩნეული. ამგვარი ადამიანები კომპიუტერის ყოველგვარი გამოყენების წინააღმდეგნი არიან, რაც, თავის მხრივ, რადიკალიზმის თავისებური გამოვლინებაა და არანაირად არ ეთვისება ეკლესიურ აზროვნებას.

ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ კომპიუტერი მხოლოდ და მხოლოდ უბრალო მანქანაა, რომელსაც თავისი შესასრულებელი ფუნქციები აკისრია. ის ადამიანმა შექმნა და ისევე, როგორც ყველა სხვა გამოგონებისა თუ ნივთის მოხმარება შეიძლება როგორც სასიკეთოდ, ასევე ცუდი მიზნისათვის, ასევეა კომპიუტერიც. ტექნიკური პროგრესი თავისთავად არ არის ცუდი. არსებითი ის არის, თუ ადამიანის მიერ რა მიზნით იქნება გამოყენებული. მაგალითისათვის შესაძლებელია მივუთითოთ ისეთ უბრალო სამუშაო იარაღზე, როგორიც არის ნიჩაბი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ როგორც სამშენებლო დანიშნულებისათვის, ასევე ადამიანისათვის ფიზიკური ზიანის მისაყენებლად.

ყველაფერთან ერთად, ერთი რამეც არის მნიშვნელოვანი. თუ დავუკვირდებით დღევანდელ რეალობას, დავინახავთ, რომ კომპიუტერის გარეშე რაიმე საქმის წარმოება თუ ორგანიზაციის არსებობა აბსოლუტურად შეუძლებელია. კომპიუტერი საკმაოდ პრაქტიკული ინსტრუმენტი აღმოჩნდა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადსხვა სფეროსათვის. კომპიუტერებით ხდება ბიბლიოთეკის კატალოგებით მომსახურება, წინააღმდეგ შემთხვევაში ქაღალდების ზღვაში ჩავიძირებოდით; კომპიუტერით ხდება ათასობით მაღალხარისხიანი წიგნის გამოცემა, ურომლისოდაც თავად წიგნის წარმოების პროცესი გაჭიანურდებოდა და შედეგად მრავალ სფეროში წინსვლა შეფერხდებოდა; კომპიუტერით ხდება სახელმწიფო უშიშროებასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტა და ა. შ.

მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, მაინც არის იმგვარი მიზეზი, რაც კომპიუტერთან ფრთხილ დამოკიდებულებას გვაფიქრებინებს. უწინარეს ყოვლისა, საქმე კომპიუტერთან ბავშვის ურთიერთობას შეეხება. რადგან კომპიუტერის ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ფიზიკური ზეგავლენა უკვე არავისათვისაა საეჭვო, ისიც ყველასათვის ცნობილია, რომ ვერანაირი დამცავი ეკრანი ვერ იცავს ადამიანს გამოსხივებისაგან. არც ის არის შემთხვევითი, რომ მთელ მსოფლიოში მიღებულია კომპიუტერთან მუშაობის დროითი ნორმები. ექიმებმა კარგად იციან, რომ ისინი, ვინც კომპიუტერთან ხშირად ატარებენ დროს, სისხლში ლეიკოციტების რაოდენობა ძლიერ დაწეული აქვთ, რაც ორგანიზმის დაცვითი ფუნქციის მკვეთრ დაქვეითებასა და დაავადებათა მიმართ წინააღმდეგობის უნარის მოსუსტებას ნიშნავს.

ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში ექიმებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობაზე რა ზეგავლენას ახდენს გარშემო არსებული სხვადასხვა საგნები. აქვე ისიც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ექსპერიმენტს ხელმძღვანეობდა მყარი მატერიალისტი, რომელიც მხოლოდ მატერიალისტური იდეებით ხელმძღვანელობდა. ამ ექიმის გასაკვირად, ექსპერიმენტმა უჩვენა, რომ ნაკურთხი წყალი, ნაკურთხი ზეთი მტკივნეულ ორგანოთა მაჩვე-ნებლის ნორმალიზებას ახდენდა. ამავე ექსპერიმენტით ცნობილი გახდა, რომ კომპიუტერთან ხშირმა ურთიერთობამ მკვეთრად დააგდო ადამიანის იმუნიტეტი. აქედან გამომდინარე გასაგები ხდება, რატომ გაიზარდა ონკოლოგიურ დაავადე-ბათა მატარებელ ადამიანთა რიცხვი. ამ ექიმის შვილი მოზარდი გახლდათ, იგი ძლიერ იყო გატაცებული კომპიუტერული თამაშებით. თავად ეს ექიმი ყვებოდა, თუ როგორ დაარწმუნა მან თავისი შვილი აღნიშნული ექსპერიმენტის უტყუარობაში და როგორ მიანებებინა თავი კომპიუტერული თამაშებით გართობას.

თუმცა, ფიზიკურ ვნებასთან ერთად, კომპიუტერს სულიერ-ფსიქიკური ზიანის მოტანაც შეუძლია ადამიანისათვის. საკითხი კი გაცილებით სერიოზულად დგას, როცა ის ბავშვს ეხება.

კომპიუტერი ადამიანებისათვის მხოლოდ დამხმარე საშუალება არ არის. მასზე თამაშიც შესაძლებელია. მრავალი საბავშვო თამაში, რომლითაც ადრე ბავშვები ერთობოდნენ, დღეს კომპიუტერულ ვერსიად არის ქცეული და ბავშვთა გაზრდილი ინტერესით სარგებლობს. თუკი ადრე ამ თამაშებისათვის ფიზიკური დატვირთვა იყო საჭირო, დღეს თავის შეწუხება აღარ არის აუცილებელი. კომპიუტერი თავადაც კარგად ახერხებს ყველაფერს. თუკი ადრე მეგობარს ირჩევდი და მასთან ცოცხალი ურთიერთობით ცდილობდი თამაშის პირობების დაცვით გამარჯვებისათვის მიგეღწია, დღეს საუკეთესო მეგობრობას თვით კომპიუტერი გიწევს. აღარც კი არის საჭირო ვინმე საიმედო პარტნიორის მონახვა. ამ ფუნქციასაც კომპიუტერი ასრულებს. შესაბამისად, ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ფაქტორი ჩლუნგდება.

კომპიუტერთან თამაში საკმაოდ დიდ გასართობს წარმოადგენს. ხშირია შემთხვევა, როცა ტელევიზორის მსგავსად, კომპიუტერიდან შვილის მოწყვეტა მშობელს უჭირს. ამის გამო ხშირია ისტერიკები და მშობლებთან ურთიერთობის სერიოზული გართულებები. ამის ერთადერთი მიზეზი კი, ბავშვთა ფსიქოლოგე-ბის აზრით, აზარტი გახლავთ. იმდენად დიდია კომპიუტერული თამაშებისაგან გამოწვეული აზარტი, რომ ის ბავშვის გავითარების ნებისმიერ ეტაპზე მწვავედ ავლენს თავს. აზარტული თამაშისათვის დამახასიათებელია დაუსრულებელი განგრძობადობა: დამარცხებულს სურვილი უჩნდება გამარჯვებისა და ამიტომაც თამაშს ახლიდან იწყებს; გამარჯვებულისათვის კი მნიშვნელოვანია მიღწეული შედეგი გაიმყაროს, რისთვისაც, ამავე თამაშში, სულ ახალ თავგადასავლებს ეძებს. ყველაფერ ამას ისიც ემატება, რომ დღესდღეობით კომპიუტერული თამაშები საკმაოდ მრავალფეროვანი სახით არის წარმოდგენილი. პროგრამისტები თითოეულ ვერსიას დაახლოებით 2 წელიწადში ერთხელ ანახლებენ, რასაც დასასრული არა აქვს. აქედან გამომდინარე აზარტი ბავშვთა აზროვნებაში სულ უფრო დომინირებადი ხდება და დამღუპველ შედეგს იძლევა.

ახლა თავად აზარტის შესახებ ვისაუბროთ. აზარტი სულს ვნებათა ნამდვილ ასპარეზად აქცევს. აზარტის დროს ადამიანი სულიერად მთლიანად მოშვებულია თანაც თავად მოთამაშეს ჰგონია, რომ ის აღნიშნულ მომენტში მაქსიმალურად მიზანდასახული, გონებამოკრებილი და მშვიდია. ამ საშინელ და საშიშ მდგომარეობაში შეიძლება ყველა, არათუ არასრულწლოვანი, არამედ ზრდასრული ადამიანი აღმოჩნდეს.

დოსტოევსკის თავის რომანში „მოთამაშე“, აქვს ერთი საოცარი მაგალითი, როცა ხანშიშესული, 75 წლის ქალბატონია აზარტული თამაშებით გატაცებული. ეს აზარტი თავისუფლებას აძლევს ამ ქალში მიძინებულ მრისხანებისა და ვერცხლისმოყვარეობის გამოვლინებას. რუსი ქალბატონი, რომელიც ინვალიდის სავარძელს არის მიჯაჭვული და სიკვდილისათვის ემზადება, ერთ-ერთ გერმანულ საკურორტო ქალაქში ჩადის. ის მიყავთ ერთ ადგილას, სადაც „რულეტკით“ თამაშობენ. თავიდან მოხუცებული ქალბატონი ინტერესით აკვირდება თამაშს და ბოლოს თავის ფსონსაც ჩამოდის. რამდენჯერმე აგებს. შემდგომ ერთხელ მოიგებს, რაც ახალი აზარტის დასაწყისი გახდება. თამაში ისე შეიყოლებს რომანის მოხუცებულ გმირს, რომ ის ხან ფარული, შინაგანი თრთოლვით, ხანაც ცხადად გამოხატული სხეულის ცახცახით გააგრძელებს ფსონების ჩამოსვლას. მრავალი წაგების შემდგომ კვლავ ერთ მნიშვნელოვან მოგებას მიიღებს მოხუცი. მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, კარგი მოგების შემდგომაც ქალბატონი თამაშს აგრძელებდა მანამ, სანამ მთელ ქონებას არ დაკარგავს. ეს კი ის ფულია, რომლის მიღებასაც მისი ნათესაობა ვარაუდობდა ამ ქალბატონის გარდაცვალების შემდგომ. მოხუცებული, რომელსაც მთელი ძალისხმევა იმისათვის უნდა მოეხმარებინა, რომ სულისათვის ეზრუნა, ვერ იცლის თავისი მდგომარეობის გასაანალიზებლად. მასში ჩაბუდებულ აზარტის ვნებას აბსოლუტური მონოპოლიზაცია გაუკეთებია მისი გონებისათვის. ამ ქალბატონში აზარტი გარემოსთან ურთიერთობის ერთადერთ საშუალებად იქცევა და მხოლოდ აზარტი კარნახობს ცხოვრების წესებს. აქვე შეიძლებოდა გაგვეხსენებინა შტეფან ცვაიგის ნოველის გმირიც, რომელიც ასევე აზარტული თამაშების ავადმყოფური გავლენის ქვეშაა.

აუცილებელი არ არის, აზარტი მხოლოდ ფულზე თამაშისას იჩენდეს თავს. თუ თამაში მიდის ფსონების გარეშე, მაშინ ვერცხლისმოყვარეობას სიამაყე ენაცვლება, რაც თანხის სანაცვლოდ, თავისი დაუოკებელი ვნების დაკმაყოფილებას მოითხოვს. ამ შემთხვევაში აზარტი სიამაყის ვნებით იკვებება. ახლა ის კარნახობს გამარჯვების წესებს და ეს ხდება მაშინაც, თუ „ჭკვიან მანქანას“ ეთამაშები. ნებისმიერი აზარტული თამაში ჩვენი ცოდვილი ნატურის ბნელ მხარეს საცნაურყოფს. კომპიუტერულ თამაშები, რომელსაც თან აზარტის მწვავე განცდა ახლავს, განსაკუთრებულად პოპულარულია მოზარდებში. მათთან აზარტის ვნება გაცილებით იოლად იდგამს ფესვებს, რაც თავის მხრივ ცხოვრებისეულ აზროვნებაში ჰპოვებს ასახვასა და გამოვლინებას. ამგარად, ადამიანში ბავშვობიდანვე იღვიძებს ლტოლვა ნებისმიერი საშუალებით მიზნის მიღწევისა. ზემოთქმულიდან გამომდინარე კი მოზარდებში ნოყიერი სულიერი მდგომარეობა იქმნება სიამაყისა, შემდგომში კი ვერცხლისმოყვარეობის ვნებისათვის.

აზარტში მყოფი არასოდესაა კმაყოფილი. როდესაც საქმე თამაშს ეხება, აქ აუცილებლად დგება საკითხი მოგებისა და წაგების შესახებ. სწორედ აქ აჩენს აზარტი თავის ვერაგულ სახეს. მოგების შემთხვევაში, უკვე ფესვგადგმული სიამაყის გამო მოზარდს არ აკმაყოფილებს მიღწეული, რადგან აზარტის ვნება ახალი გამარჯვების მოსაპოვებლად უბიძგებს მას, ხოლო უნებლიე მარცხი აბსოლუტური შეურიგებლობითა და რეალობასთან სასოწარკვეთილი დამოკიდებულებით ცხადდება. ხშირია შემთხვევა, როდესაც აზარტისაგან გონებამიხდილ ადამიანს ელემენტარული წარუმატებლობის შემთხვევაში საკუთარი თავისათვის დიდი ზიანი მიუყენებია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საინტერესოა, აზარტის დროს რა მოსდით ბავშებს. როდესაც ბავშვი ეკრანზე გამოსულ საშინელებასა თუ მონსტრს ებრძვის, ის უმძლავრესი მღელვარებითაა შეპყრობილი. მასში იღვიძებს ნეგატიური განწყობები, რასაც თუკი კომპიუტერული თამაშის დროს წარუმატებლობა მოჰყვა, ანუ რაღაცა თამაშში მონსტრი თუ სხვა საშინელება ვერ დაამარცხა, ძლიერ გაღიზიანებულია, ბავშვი თავის უარყოფით ემოციას მშობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან თუ მეგობრებთანაც გამოხატავს, რაც შემდგომ ქცევის ზოგადი ნორმა ხდება. ყველაფერთან ერთად აღსანიშნავია თავად კომპიუტერული თამაშების სახეებიც. მრავალი თამაში იმდენად უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვთა ნერვულ სისტემაზე, რომ მათი გამოყენება ბევრგან აიკრძალა. ხშირია შემთხვევა, როცა თამაში ათასგვარი დემონური სურათებით არის გამდიდრებული, სადაც მოთამაშეს უწევს მოკლას, წაართვას, მოიტაცოს, ააფეთქოს, გაანადგუროს და სხვ. ამის გამო ზოგიერთი მეცნიერი კომპიუტერულ თამაშებს „ბავშვთა ნარკოტიკებს“ ადარებს.

უკვე აღნიშნულის შემდგომ, ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რა მოსდის ბავშვის სულს კომპიუტერთან თამაშისას. წარმოვიდგინოთ აბსოლუტურად რეალური სურათი: ბავშვი ზის კომპიუტერთან, ტუჩები მოკუმული აქვს, თითებით კლავიატურას დაყრდნობია და თვალს არ აცილებს კომპიუტერის მონიტორს, სადაც სხვადასხვა დაძაბული სცენები ერთმანეთს ენაცვლებიან. ბავშვი კომპიუტერს თამაშობს.

აღნიშნული ვითარება უფროსებისათვის აბსოლუტურად მისაღებია. მათი შვილი ქუჩაში არ დგას, არამედ სახლში ზის და „უწყინარი თამაშებით“ არის დაკავებული. მათ შეუძლიათ ყოველ ხუთ წუთში შვილს შეეხმიანონ. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ ბავშვის გარეგნული მხარის შემოწმება, ხოლო რაც ხდება ბავშვის სულში, ეს აბსოლუტურად შეუმჩნეველი რჩება მშობელს.

კომპიუტერული თამაშებით დაკავებული ბავშვი, საერთოდ შორსაა რეალური სამყაროდან. ამის გათვალისწინებით ის შორსაა როგორც ღმერთისაგან, ასევე თავისი მშობლებისაგან. ის არარსებული სამყაროს მიერ შემოთავაზებული სიცრუითა და ვნებით არის მოცული. ის თამაშის დროს იმ სამყაროში იწყებს ცხოვრებას, რომელიც რეალურად არ არსებობს. თამაშით გამოწვეულ აზარტს ბავშვი მღელვარებამდე მიყავს, ეს მღელვარება კი აბსოლუტურ სიცარიელეში ხვდება. პრინციპში, ამ დროს სწორედ ის ხდება, რაც ტელე თუ ვიდეო ფილმების ყურებისას ფიქსირდება. ბავშვის რეალურ ცხოვრებაში არარეალური სამყაროს ფუჭი განცდები იჭრება და სულისათვის სასარგებლო იმ განცდების ადგილს იჭერს, რომელიც აუცილებელია მოზარდის ნორმალური ჩამოყალიბებისათვის. თუმცა კომპიუტერული თამაშების და ფილმების ყურების შედეგად მიღებულ განცდებს შორის მაინც არის ერთი პრინციპული გასხვავება. კომპიუტერული თამაშების სპეციფიკა ადამიანს პასიურ მაყურებლად არ ამყოფებს. ამ შემთხვევაში ხდება მოთამაშის აქტიურ, ქმედით პიროვნებად ქცევა. შესაბამისად, მოთამაშე თამაშისას ცხოვრობს არა რეალურ, არამედ ილუზორულ სამყაროში. მაგალითად, ზოგიერთ ორთაბრძოლის ამსახველ თამაშში ბავშვი ერთ-ერთ მოწინააღმდეგეს განასახიერებს. მაუსის ღილაკზე ყოველი თითის დაჭერა მოწინააღმდეგის სულ უფრო მეტ დასახიჩრებასა თუ დაჭრას იწვევს. მოთამაშე ხედავს, თუ როგორ დგება სისხლის გუბე მისი ხელის მოძრაობის კვალობაზე. ამგვარი რამ კი მეორდება ყოველ დღე, ასჯერ, ათასჯერ. ბავშვისათვის ეს ყოველივე ჩვეული ხდება. ის ეჩვევა ძალადობას. კომპიუტერის ილოზორულ სამყაროში შემოთავაზებული იოლად გადასატანი „დაჭრები“ თუ „დასახიჩრებები,“ ბავშვის გონებაში ადაპტირებას განიცდიან.

ილუზორული სამყარო არსებობს საკმაოდ პრიმიტიული და მკაცრი კანონებით, რომელსაც მოთამაშე მთლიანად ემორჩილება. ის სწორედ იმ გადაწყვეტილებებს ღებულობს, რისი მიღებაც პროგრამისტებმა დაავალეს ამა თუ იმ თამაშში მიზნის მისაღწევად. ბავშვთან მიმართებაში აუცილებელია მივუთითოთ იმის შესახებ, რომ პროგრამისტები ახერხებენ თავად მოზარდებში მოახდინონ ილუზორული სამყაროს კანონთა შთანერგვა, რასაც ბავშვის იოლად დამყოლი ბუნების გამო იოლად ახორციელებენ. ხდება ბავშვების აზროვნების პროგრამირება, რაც მოზარდებში თავისებურ სიახლეებსა და ზნეობრივ სტერეოტიპებს აყალიბებს.

ისმის კითხვა: მაინც რას უნერგავენ კომპიუტერული თამაშები მოზარდებს აზროვნებაში? უწინარეს ყოვლისა ბავშვი ეჩვევა იმ აზრს, რომ მიზნის მიღწევა და გამარჯვება ხდება იმ შემთხვევაში თუ ხარ ძლიერი, მოხერხებული, დაუნდობელი, და ა. შ. ადამიანური პიროვნება კომპიუტერული თამაშების სამყაროში არაფერს ნიშნავს. ის აქ არ არის ხატი ღვთისა, არამედ როგორც „პირობითი მოწინააღმდეგე“ ან „სამშენებლო მასალა.“ ამასთან მოზარდისათვის აბსოლუტურად მისაღებია უცხოპლანეტელებითა თუ მონსტრებითა და დემონებით დასახლებულ სამყაროსთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ეს უკანასკნელი შთაბეჭდილება კი თუ მოახერხებს და ბავშვში ღრმად გაიდგამს ფესვებს, მაშინ შედეგად აუცილებლად სულიერად არამდგრად და ნერვიულ პიროვნებას მივიღებთ.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ინტერნეტში უხვადაა სხვადასხვა სახის პორნო და ეროტიული საიტები, რომლებიც მოზარდისთვის ადვილად ხელმისაწვდომი ხდება ხოლმე.

ამგვარად, კომპიუტერულ თამაშებთან დაკავშირებით არსებული პრობლემა მთელი სიმწვავით დგას დღევანდელი მოზარდი თაობის რეალობაში. არსებული პრობლემის წაყრუება კი არ შეიძლება, რადგან საქმე ეხება ჩვენს მომავალ თაობას, რომელთა აზროვნების წესმაც ხვალინდელი დღე უნდა განსაზღვროს.

ყოველივე ზემოთქმული იმას კი არ ნიშნავს, რომ კომპიუტერს მხოლოდ უარყოფითი გავლენა აქვს მოზარდზე, რა თქმა უნდა არა. კომპიუტერს შეუძლია და აწვდის კიდეც მოზარდს ბევრ საინტერესო ინფორმაციას. ბავშვები ეჩვევიან თანამედროვე სამყაროში ესოდენ აუცილებელ ურთიერთობას ტექნიკასთან და ა.შ. უბრალოდ საჭიროა კეთილისა და ბოროტის ერთმანეთისგან ყურადღებით გარჩევა.

გიორგი გვასალია, სასულიერო აკადემიის პედაგოგი
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №34, 2005 წ.

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 473 | დაამატა: ketevani | ტეგები: ... И вся любовь | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2016