E მთავარეპისკოპოსი ზოსიმე-განრღვეულის კვირა - 22 აპრილში 2010 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2010 » აპრილი » 22 » მთავარეპისკოპოსი ზოსიმე-განრღვეულის კვირა
20:06
მთავარეპისკოპოსი ზოსიმე-განრღვეულის კვირა
იესო ქრისტეს ქვეყნად გამოჩენამ, მისმა ამაღლებულმა სწავლა-მოძღვრებამ, ქადაგებამ და მოღვაწეობამ დიდი გამოცოცხლება შეიტანა ურიათა შორის. ებრაელთა ნაწილმა სიხარულით მიიღო ქრისტიანული სჯული და გახდა ქრისტეს მიმდევარი. უმრავლესობა ურიებისა კი დაბნელებული გონებითა და გაციებული გულით, ასრულებდა რა სჯულს გარეგნულად და ქვეყნიური ცხოვრება უფრო მეტად ხიბლავდა, ვიდრე აღთქმული ზეციური სასუფეველი, გახდა მისი დაუძინებელი მტერი და წინააღმდეგი. მაცხოვრის მიერ ნაქადაგები სწავლა-მოძღვრება განსაკუთრებით მოიძულეს მწიგნობრებმა, ფარისევლებმა და სჯულისმცოდნეთ, რადგან აღნიშნული ქადაგებით გამოაშკარავდა მათი ბოროტება, უგუნურება და ცოდვა. ამის გამო სასტიკად გადაემტერნენ ისინი იესო ქრისტეს, იწყეს მისი დევნა და ეძებდნენ მიზეზს, თუნდაც უმნიშვნელოს, რომ მოეკლათ.

დღეს წაკითხული სახარება მოგვითხრობს, რომ მაცხოვარმა ერთხელ იხილა საერცელზე მდებარე განრღვეული, რომელიც შეებრალა, განკურნა და უბრძანა: „აღსდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე“. ურიებმა, იხილეს რა განკურნებული ცხედარითურთ მიმავალი, და ამასთან შეიტყვეს რა, რომ სნეული განკურნა იესო ქრისტემ, არა თუ შესწირეს ღმერთს მადლობა და დიდება, არამედ უფრო მეტად განრისხდნენ იესო ქრისტეზე, აყვედრებდნენ მას და იტყოდნენ: იგი სჯულის დამაქცეველი არისო. რას ნიშნავს, ძმანო, ეს გასაოცარი ქცევა ურიათა? როგორ მოხდა, რომ მათ გაჭირვებულთა მხსნელსა და იმედს, გასაოცარი ზეადამიანური ძალისა და სიწმინდის მქონე ღმერთკაც იესო ქრისტეს, ნაცვლად მადლობისა, სიყვარულისა და პატივისცემისა, აყვედრეს, აგინეს და დევნეს, და არა მარტო დევნეს, არამედ როგორც წმიდა სახარებაშია „ამისათვის ენება მოკლვაჲ მისი“. როგორ მოხდა ძმანო, რომ ებრაელთა სჯულისმცოდნეებმა და მწიგნობრებმა დამაქცეველად მიიჩნიეს ის, რომელიც უდიდესი სიყვარულით ასრულებდა ყოველ წესს და კანონს ებრაელთა სჯულისას, ის რომელმაც საოცარი სიმდაბლით აღასრულა წესი განწმენდისა, წინადაცვეთისა და ნათლისღებისა. როგორ მოხდა ძმანო, რომ ურიებმა სიკეთისა და სიწმინდის გადარჩენის საბაბით, მოიძულეს წყარო იგი სიწმინდისა და სიყვარულისა? ეს ძმანო, მოხდა იმიტომ, რომ ურიათა სჯულისმცოდნენიცა და მწიგნობარნიც დიდად იყვნენ და დაცილებულნი ჭეშმარიტ სიყვარულსაც და სიწმიდესაც, მათ არ გააჩნდათ ის, რაც ასე უხვად იყო თავმოყრილი იესო ქრისტეს პიროვნებაში და ამიტომაც ცდილობდნენ მაცხოვრის თავიდან მოშორებას, რომ არ გაცხადებულიყო სჯულიდან გადასვლა მათი. ასეთია, ძმანო, ბუნება დაცემული კაცისა. იგი ყოველთვის ცდილობს, რომ თავისი ცუდი საქმენი და თვისებანი დაჰფაროს და გაამართლოს რითიმე. ებრაელთა დიდმა წინასწარმეტყველმა დავითმა კარგად იცოდა ბუნება კაცისა, როცა წერდა: „ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყვათა მიმართ უკეთურებისათა, მიზეზებად, მიზეზთა ცოდვისათა, კაცთა თანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა“ (ფს. 140, 4).

საყვარელო ძმანო! კაცი თავის ცოდვებს მაშინ გაამართლებს, როცა სძლევს და მოერევა საკუთარ სინდისს. სინდისი კი არის ადამიანის თანდაყოლილი შინაგანი ნიჭი, რომელიც ყოველ მოქმედებას, ფიქრსა და ზრახვას ადამიანისას თვალურს ადევნებს; უფრო გარკვევით რომ ვთქვათ, სიკეთიდან კაცის ყოველ გადახრას აღნუსხავს და მაშინვე აგებინებს ადამიანს. სინდისი კაცისა უტყუარი და შეუცდომელია, რადგან ღვთიური ნიჭია. იგი ამავე დროს ულმობელიცაა. თუ კაცი რაიმე უწესოს მოიმოქმედებს და კარგად დაუგდებს ყურს თავის შინაგან ხმას, მიხვდება, რომ რაღაც უხილავი, შინაგანი ძალა აღდგება მის წინააღმდეგ, ააფორიაქებს და მოსვენებას დაუკარგავს მის სულს. ასეთ დროს ადამიანმა გონებით კიდეც რომ გაამართლოს საკუთარი თავი და საქციელი, სინდისი მისი ბოლომდე აგრძნობინებს რომ არ არის მართალი.

როგორც ვნახეთ, ძმანო, სინდისი ეს თანდაყოლილი ნიჭია და არა შეძენილი, როგორც სხვა თვისებანი კაცისა. ამიტომ მისი ჩაკვლა და სრულიად მოსპობა ყოვლად შეუძლებელია. როგორც არ შეუძლია ადამიანს თავის თავში ჩაკლას გრძნობა შიმშილისა, წყურვილისა, სიცივისა და სიცხისა, ისე ვერ ჩაკლავს კაცი თავის თავში სინდისის გრძნობას - შინაგან ღვთიურ მადლს. მაშ, როგორ ხდება ძმანო, რომ ზოგიერთი ბოროტებას დამონებული ადამიანი უსინდისო კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, განა ღმერთმა არ მისცა მას ეს ძვირფასი ნიჭი? - რა თქმა უნდა, უფალი არავის ტოვებს მის გარეშე, უბრალოდ ხდება ისე, რომ ხშირად ადამიანი შეგნებულად აუხეშებს და ბორკილებს ადებს თავის შინაგან ღვთიურ მადლს. ცოდვებში ჩაფლული ადამიანი თვითონ ცდილობს საკუთარი სინდისის ჩაკვლას, რომ არ განცხადდეს მისი ცოდვით შებღალული მდგომარეობა, შეიძლება კაცმა რაღაცნაირად მიაძინოს, მიაყუჩოს და მიჩქმალოს ეს ძლიერი საზომი სიკეთისა, მაგრამ სავსებით მის ჩაკვლას მაინც ვერ შეძლებს. ადრე თუ გვიან ადამიანში იღვიძებს მიძინებული გრძნობა სიმართლისა, სიკეთისა და სიყვარულისა და კვლავ და კვლავ ახსენებს კაცს თავის არსებობას. ცოდვებით დამძიმებული ადამიანისათვის ეს გახსენება იქნება წამებაზე უარესი. ამიტომაცაა, რომ ცოდვილ ადამიანს არ უყვარს სიკეთის მოსმენა და გაგონება, რათა ამ უკანასკნელმა არ გამოაფხიზლოს და არ აღადგინოს სინდისი მის წინააღმდეგ. ამიტომაც იყო, რომ ურიათა სწავლულ მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და ფარისევლებს ეკალივით ესობოდათ იესო ქრისტეს საუბრები. იესო მაცხოვარი მათთვის გახდა მსაჯული, რომელსაც თავისი უბიწოებით, სიწმიდითა და სიმართლით საქვეყნო სამსჯავროზე გამოჰყავდა ისინი - ორგულნი და ფარისეველნი. მართალია მაცხოვარი პირდაპირ მხილებას ერიდებოდა ხალხისას და უმეტესად იგავებით ელაპარაკებოდა, მაგრამ მათთვის მაინც ძნელი იყო მისი სწავლა-მოძღვრების მოსმენა და არა მარტო მოსმენა, არამედ ვეღარც ეგუებოდნენ ქრისტეს არსებობას ქვეყნად და აკი ეძებდნენ საბაბს, რომ მოეკლათ იგი - ყოვლად უდანაშაულო და უცოდველი ადამიანთა შორის. ასეთია ბუნება სიკეთეს დაცილებული, ცოდვებით დამძიმებული ადამიანისა, ასეთია არსი უგუნურებისა და ბოროტებისა. თუ მაცხოვარმა შაბათ დღეს აღადგინა განრღვეული, განა ეს შეიძლებოდა ჩაეთვალათ დანაშაულად? სიკეთე, რომელიც სნეულს აღადგენს, გაჭირვებულს შვებას მოგვრის, შეიძლება იყოს ცოდვა? განა შაბათი ღმერთმა კაცისთვის არ დააწესა და არა კაცი შაბათისთვის? სჯული და ყოველი მცნება ღვთისა ხომ უმეტესად ადამიანის გასაკეთილშობილებლად და სასიკეთოდ იქნა დაწესებული და არა ღმერთის გულის მოსაგებად?

ამისთვის საყვარელნო ძმანო, გევედრებით, ნუ მივემსგავსებით ორგულ ფარისევლებსა და მწიგნობრებს, ყველგან და ყოველთვის ვიქმოდეთ კეთილ საქმეს, რათა შევიმოსოთ ის ძვირფასი სამოსელი, რასაც სათნოება და სიყვარული ჰქვია. რომ ქრისტე შევიმოსოთ და ქრისტე შემოსილნი ქრისტესა ვმსახურებდეთ და მისი მადლით განათლებულებმა დავიმკვიდროთ ზეციური სასუფეველი, რომელი განმზადებულია მართალთათვის უფლისა მიერ, რომლისა არს დიდება და პატივისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

1982 წ. სამთავრო

კატეგორია: მოახლოებული დღესასწაულები | ნანახია: 351 | დაამატა: ketevani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2016