ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » "ჩვენი ტაძარი"


ჩვენი ტაძრის მრევლის საყურადღებოდ და არა მხოლოდ მათთვის, სამშაბათს, 16 მარტს, 14 საათზე "წმინდა ნიკოლოზის ტაძარში" ჩატარდება შვიდ გზის ზეთისცხება....
ახლა კი გთავაზობთ პატარა ინფორმაციას ზეთის კურთხევის საიდუმლოს შესახებ...
დიდი მარხვის პერიოდში ეკლესიებში სრულდება ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ „შვიდგზის ზეთისცხება“, როგორც მას დღეს უწოდებენ.
ეს საიდუმლო, ისევე როგორც ახალი აღთქმის დანარჩენი საიდუმლოებანი, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაგვიწესა, როდესაც მისი ლოცვა-კურთხევით საქდაგებლად წარგზავნილი მოციქულები „სცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს“ (მარკოზი 6, 13). ზეთის კურთხევის მიზანი წმიდა მოციქულ იაკობის სიტყვებშიც ჩანს:

„უძლურ თუ ვინმე არს თქვენს შორის, მოუწოდონ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მას ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაითა და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან, დაღაცათუ ცოდვა რაიმე იქმნეს, მოვეტეოს მას“ (იაკობი 5, 14-15).

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: "ჩვენი ტაძარი" | ნანახია: 1200 | დაამატა: ketevani | დრო: 15.03.2010 | კომენტარები (0)




ყოველ სამშაბათს 5 საათზე წმინდა ნიკოლოზის ტაძრის სატრაპეზოში ჩატარდება ლექციები.

ამჟამად სახარებას განმარტავს მამა ლონგინოზი. 

გთხოვთ მობრძანდეთ, ძალიან საინტერესოა მერწმუნეთ. 

P.S. საახარების გარდა შეგიძლიათ დასვათ ნებისმიერი სხვა კითხვა.
კატეგორია: "ჩვენი ტაძარი" | ნანახია: 1983 | დაამატა: ketevani | დრო: 04.02.2010 | კომენტარები (4)





შობა და ახალი წელი

შობა-ახალ წლის დღესასწაულთა შესახებ განვმარტავთ, რომ: შობა უდიდესი საეკლესიო დღესასწაულია და სულიერი ღირებულების მქონე, მეორე კი საერო დღესასწაულია და, შესაბამისად, ყოფით სფეროს განეკუთვნება. სწორედ ამ ნიშნითაა მათ შორის არსებითი სხვაობაა.

ახალ წელს ტრადიციულად ნაძვის ხის ან ჩიჩილაკის მორთვითა და სუფრით მხიარულად ეგებებიან. მისგან განსხვავებით, მაცხოვრის შობის დღესასწაულს მარხვით, ლოცვით, აღსარებით, ზიარებით, წმიდა წერილის კითხვითა და ღვთისსათნო საქმეთა აღსრულებით ხვდებიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი წლის თარიღი ერთობ ცვალებადი სიდიდეა. ცნობილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს კორნელი კეკელიძის მოკვლევით:

ა) წმიდა ნინოს დროს ქართლში ახალი წელი 6 აგვისტოს იწყებოდა;

ბ) VII საუკუნის დამდეგიდან, რომაული თვეების შემოსვლასთან დაკავშირებით, თანდათან პრაქტიკიდან გადის რა აგვისტოს წელიწადი, მის ადგილს სექტემბრის წელიწადი იკ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: "ჩვენი ტაძარი" | ნანახია: 3134 | დაამატა: იონა | დრო: 03.01.2010 | კომენტარები (1)



13 ნოემბერს ვიკრიბებით ჩვენ ტაძარში 3-ის ნახევარზე და ლიტანიობით მივემართებით მეტეხის ხიდისკენ, სადაც მოწამეობრივად აღესრულა 100 000 მოწამე. იქ პატრიარქი აღავლენს წირვას. ყველას გვექნება ყვავილების 1 თაიგული, რომლებსაც შემდეგ მტკვარში გადავყრით და სიმბოლურად მივუძღვნით მოწამეებს.
კატეგორია: "ჩვენი ტაძარი" | ნანახია: 1269 | დაამატა: ketevani | დრო: 11.11.2009 | კომენტარები (0)



ისე ეს თემა ფორუმში უფრო კარგი იქნებოდა, მაგრამ ჯერ აქ დავიწყოთ სიახლეებით ჯობია და თუ საჭირო გახდება გადავიდეთ ფორუმში : )













... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: "ჩვენი ტაძარი" | ნანახია: 1238 | დაამატა: იონა | დრო: 10.11.2009 | კომენტარები (1)



კრწანისის (ორთაჭალის) წმ. ნიკოლოზის სახ. ეკლესია

ორთაჭალაში, ი. გრიშაშვილის ქუჩაზე, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაა აღმართული. ამ ადგილას გვიან შუა საუკუნეებში საბაჟო იყო მოწყობილი, რომელიც 1883 წელს ანატოლიიდან ჩამოსახლებულმა ბერძნებმა შეისყიდეს და მოგვიანებით, 1846-1854 წლებში ეკლესია ააგეს. ტაძრის საბოლოო პროექტი არქიტექტორ გრ. ივანოვს ეკუთვნის.1993 წელს დასავლეთ მკლავში განათავსეს პატრონიკე.  

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: "ჩვენი ტაძარი" | ნანახია: 5027 | დაამატა: იონა | დრო: 11.10.2009 | კომენტარები (12)

მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024