E რა არის ლოცვა ??? - 10 ოქტომბერში 2009 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 10 » რა არის ლოცვა ???
14:37
რა არის ლოცვა ???

ლოცვა


ლოცვა ღმერთთან საუბარია. ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანი სრულიად მინდობილია ღმერთს და მისი ლოცვა მთავრდება სიტყვებით: იყავ ნება შენი ღმერთო! რადგან დარწმუნებულია, რომ ღმერთმა უკეთ იცის, რაა სულისათვის სასარგებლო. ამიტომ თავს მოწევნილ განსაცდელსაც კი მადლიერებით ხვდება. ლოცვის წინ აუცილებელია შეურიგდე შენს მტრებს, აპატიო მათ, ერთი ადამიანიც რომ გძულდეს, შენს ლოცვას არ ისმენს ღმერთი, თუმცა ბოროტება, უზნეობა, უნდა გძულდეს, ხოლო ბოროტებას დამორჩილებული ადამიანი გვებრალებოდეს. მის გამოსწორებას უნდა ვცდილობდეთ და ვევედრებოდეთ ღმერთს. ღმერთს ყველას გადარჩენა უნდა, განურჩევლად ეროვნებისა და ჩვენც, თუ ღვთის შვილობა გვსურს, ყველა უნდა გვიყვარდეს.უნდა ვილოცოთ როგორც ცოცხალთა, ასევე გარდაცვლილთათვის, ღვთის წინაშე ხომ ყველა ცოცხალია.

ლოცვაში სასიამოვნო შეგრძნებებს და სიხარულს ნუ ეძიებ და თუნდაც ეს გრძობა გეწვიოს, მისით ნუ დატკბები. Lლოცვის მიზანი უფალთან გული შემუსვ-რილებით საუბარია და მასთან სინანულით მიახლებაა, მაგრამ არა ტკბობა, ე.წ. სულიერი ტკბილეულით ანუ ლოცვის პროცესით. ხორციელი საკვებით საკვებით ტკბობა, პირის ჩაგემრიელება და ამის ცხოვრების მიზნად დასახვა, ცოდვაა. ეს უნდა მივიღოთ, როგორც სიმართლის საშუალება. ასევე ცოდვაა და უკიდურესად დამღუპველია სულიერი ტკბობის ძიება, თუკი ეძებ ის მოვა, მაგრამ მოვა მარცხნიდან _ ავხორცობისა და სიძვის დემონისაგან. გემოთმოყვარეობას ის ეძიებს, ვისაც არ უყვარს უფალი და მისი მცნებები, არამედ უყვარს ტკბობა. Lლოცვისას და ლოცვის დასრულების შემდეგ იპყრობთ ხორციელი მღელვარება, სიხარული, მაგრამ მღელვარე და ვნებიანი. მაგალითად ასეთი რამ შეიმჩნევა ხლისტებში, ამგვარია მტრის ხიბლი, რომელიც იმ ამპარტავან და თვით-დაჯერებულ ადამიანს შეემთხვევა ხოლმე, რომელიც ლოცვაში მშვიდობასა და საკუთარი უძლურების შეცნობას, ღვთის შიშსა და მოთმინებას კი არ ეძებს, არამედ სასიამოვნო შეგრძნებებს. ყოველივე სასიხარული და ამაღლებული, რომელიც ლოცვის დროს მოულოდნელად გეწვევა, უღირსად ჩათვალე, სიფრთხილით მიუდექი, რომ მტერმა ხიბლის ბადეში არ გაგხვიოს, არ დაგატკბოს და არ დაგაგემოვნოს. მხედველობიდან ნუ გაუშვებ იმას, რომ სულის განწმენდას, სინანულს ეძებ და არა მომხიბლავ სიხარულს. ღვთის სიხარული გამოუთქმელად მშვიდია, ნათელი და წმიდა, ამ დროს ყოველგვარი ხორციელი გრძობა სრულიად იძინებს და სხეულში სისხლი კი არ ღელდება, არამედ არამიწიერი სიმშვიდე და სიწმინდე ინადგურებს. ჩვეულებრივ ეს დიდხანს არ გრძელდება ხოლმე, როგორც მამის ალერსი მორჩილების და სინანულის ჯილდოდ. Aმის შემდგომ კიდევ უფრო უნდა დამდაბლე, ყურადღება მიაქციო, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ შეიქმნა. Nნუ დაივიწყებ, რომ ეს დაუმსახურებელი წყალობაა და მადლის მიღების შემდეგ ყოველთვის მტრის დარტყმას ელოდე.

ღვთაების სავანე არქიმანდრიტი ბენიამენი

კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 566 | დაამატა: იონა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2016