E რატომ უნდა ვიყო ქრისტიანი? - 1 ნოემბერში 2009 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2009 » ნოემბერი » 1 » რატომ უნდა ვიყო ქრისტიანი?
20:15
რატომ უნდა ვიყო ქრისტიანი?

ადამიანი, რომელიც ათეიზმის სრულ უსაფუძვლობასა და რელიგიური მსოფლმხედველობის აშკარა უპირატესობას მიხვდება, კვლავ დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება. რელიგიათა სამყარო ძალზე მრავალფეროვანია. ყოველი რელიგიური პრაქტიკა სხვათა გამომრიცხავია. სხვაგვარად - ყველა რელიგია (ყოველ შემთხვევაში, ძირითადი რელიგიები) საკუთარ თავს წარმოაჩენს, როგორც ჭეშმარიტების ერთ-ერთ მფლობელს. ადამიანი აღმსარებლობას ირჩევს სინდისის, გულის კარნახის მიხედვით, მაგრამ არ გამოირიცხება გონებაც. ერთადერთი ჭეშმარიტება (ჭეშმარიტება კი უცილობლად ერთადერთია) ყველაზე უფრო ლოგიკური და გონივრულიც უნდა იყოს.

საუბრობენ ყველა რელიგიის გაერთიანებაზეც, რაც თითქოს საშუალებას მოგვცემს, ყველა მათგანში გაბნეული საუკეთესო მარცვლები შევკრიბოთ და გვარწმუნებენ, თითქოს ამგვარად მიღებული რელიგია ყველაზე უკეთესი და ამაღლებული იქნება.

პრობლემის გადასაწყვეტად საინტერესო ლოგიკას გვთავაზობს პროფესორი ანდრია კურაევი:

პირველ ყოვლისა, ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, რომელს მიანიჭოს უპირატესობა: მონოთეიზმს თუ მრავალღმერთიანობას.

როგორც ფილოსოფიური, ისე ფსიქოლოგიური კუთხით და, ცხადია, ეროვნული მენტალიტეტის გათვალისწინებითაც, მონოთეიზმის უპირატესობა მრავალღმერთიანობასთან შედარებით აშკარაა.

მაგრამ მონოთეისტური რელიგიის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი ჯერ კიდევ არ ნიშნავს პრობლემის მოგვარებას. მონოთეისტური რელიგიები ორ ჯგუფად იყოფა: ერთნი ღვთაებად დაუსაბამო, უსასრულო, მაგრამ უპიროვნო ენერგიას აღიარებენ, მეორენი გვასწავლიან, რომ ღმერთი დაუსაბამო, უსასრულო, მარადიული, ყოვლისშემძლე, ყოველივეს შემოქმედი პიროვნული არსებაა.

ღმერთს, როგორც უპიროვნო სუბსტანციას, ენერგიას (გრავიტაციული ან ელექტომაგნიტური ველის მსგავსს), რომელიც არ არის სამყაროს შემოქმედი (უპიროვნობის გამო), რომელსაც ისევე არ გააჩნია ცნობიერება, შემეცნებისა და თვითშემეცნების უნარი, როგორც, მაგალითად, ბუზს, ჭუჭყს, ტალახს, ქვას, აღიარებენ აღმოსავლური რელიგიები, სხვადასხვა თეოსოფიურ-ოკულტური მიმდინარეობები, ასტროლოგები.

ადამიანს თავისუფალი არჩევნის ნება აქვს, მაგრამ ჩვენ უგუნურებად მიგვაჩნია, ღმერთად ვაღიაროთ გრავიტაციული ან ელექტრომაგნიტური ველის მსგავსი ენერგია, რომელსაც არ გააჩნია ცნობიერება და შემეცნების უნარი, რომელსაც ვერასოდეს მიმართავ ლოცვით (რამეთუ იგი არ არის პიროვნება) და რომელიც ამავე მიზეზის გამო ვერასოდეს იზრუნებს ჩვენზე, რომლის უპიროვნობის გამო ადამიანის პიროვნულ არსებობას პერსპექტივა არ გააჩნია და რომელშიც არ არსებობს სიკეთისა და ბოროტების ცნება. ჩვენი აზრით, შეუძლებელია, ღმერთს არ გააჩნდეს სამყაროში არსებული ყველაზე აღმატებული თვისება, შეუძლებელია, ღმერთი არ იყოს პიროვნება. უიმისოდ რელიგია, როგორც კავშირი ადამიანისა ღვთაებასთან, ყოველგვარ აზრს კარგავს. ასეთ შემთხვევაში იგი რელიგიური ნიღბით შემოსულ ათეიზმად წარმოჩინდება.

ჩვენ ვირჩევთ პიროვნული ღმერთის რელიგიას. მაგრამ პრობლემა არც ამით წყდება, რამეთუ დიდი არჩევნის წინაშე ვდგებით: პიროვნული ღმერთის მქადაგებელი რომელი რელიგია ავირჩიოთ, რომელი ქადაგებს ჭეშმარიტებას, რომელი დაგავაკავშირებს ნამდვილ ღმერთთან?

რაკი ჭეშმარიტებას პიროვნული ღმერთის მქადაგებელ რელიგიათა შორის ვირჩევთ, ამოსავალი ჩვენი ძიებისა პიროვნება და მისი თვისებები უნდა იყოს.

რომელია პიროვნებაში ყველაზე აღმატებული და ღირებული თვისება?

რა თქმა უნდა, სიყვარული.

სამი ძირითადი შეკითხვით, რომლებშიც სიყვარულის ცნება დომინირებს, სხვადასხვა რელიგიის (ისლამისა და ქრიტიანობის) აღმსარებელებს მივმართოთ.
პირველად დავეკითხოთ ისლამის მიმდევარს:

კითხვა პირველი: ღმერთი სიყვარულია?

ისლამის წარმომადგენელი პასუხს დააყოვნებს, რადგან მორწმუნისათვის ადვილი არ არის ღმერთს მიაწეროს თვისება, რომელიც მისი რელიგიის წმინდა წიგნებში არ იხსენიება. დიახ, ყურანში ვერსად ამოიკითხავთ, რომ ღმერთი სიყვარულია. ხოლო მართლმორწმუნე მუსლიმი ღმერთზე ისეთ რამეს როგორ იტყვის, რაც ყურანში არ წერია?! სხვათა შორის, მუჰამედი ამ დიად საღვთისმეტყველო თეზისს: „ღმერთი სიყვარულია“, - ვერც ჩაწერდა, ვინაიდან ისლამის „ღვთისმეტყველება“ ამის საშუალებას არ იძლევა. თუმცა ისლამის მიმდევარი ბოლოს მაინც იტყვის: „შეიძლება ითქვას, რომ სიყვარული ღმერთის ერთ-ერთი თვისებაცაა“ (ასეთი პასუხის მიზეზი მსოფლიოში დომინირებულ ევროპულ-ქრისტიანულ ცნობიერებაში უნდა ვეძებოთ).

კითხვა მეორე: რაში გამოვლინდა ღვთის სიყვარული ადამიანისადმი?

პასუხი დაახლოებით ასეთი იქნება: ღმერთმა შექმნა სამყარო, მოგვცა სჯული, გვაძლევს მარადიულ ცხოვრებას (პასუხი მხოლოდ გარეგნული ფორმითაა მისაღები).

კითხვა მესამე: ღვთისთვის ძნელი იყო ადამიანის სიყვარული?

ისლამის აღმსარებლის პასუხი: „რას ბრძანებთ! როგორ შეიძლება, მარადიული, ყოვლისშემძლე და ტრანსცენდენტული ღვთისთვის რაიმე ძნელი იყოს!“ - ლოგიკურად მისაღები იქნება, მაგრამ ასევე ლოგიკური და გასაგები იქნება ჩვენი შენიშვნა: თუ სიყვარული არ არის ძნელი, თუ სიყვარული არ ვლინდება ღვაწლსა და თავგანწირვაში, მაშინ იგი სიყვარულია?!
ახლა იმავე კითხვებით ქრისტიანს მივმართოთ:

კითხვა პირველი: ღმერთი სიყვარულია?

ქრისტიანი არ დაფიქრდება, მაშინვე იტყვის: „დიახ, ღმერთი სიყვარულია“. ქრისტიანებს წმინდა წერილში პირდაპირ გვიწერია ეს ყველაზე აღმატებული საღვთისმეტყველო ფორმულა. იგი მხოლოდ ქრისტიანობაშია, რამეთუ ყველა რელიგიათა შორის მხოლოდ ქრისტიანული ღვთისმეტყველება იძლევა ამგვარი ფორმულის გამოთქმის საშუალებას. ამგვარად, ამ საღვთისმეტყველო ფორმულის სხვა რელიგიებში არარსებობა არ არის შემთხვევითი; ასევე არ არის იგი შემთხვევითი ქრისტიანობაში.

კითხვა მეორე: რაში გამოვლინდა ღვთის სიყვარული ადამიანისადმი?

პასუხი ფორმით იგივე იქნება, როგორიც ისლამის წარმომადგენელმა გასცა, თუმცა არსობრივად ამ ორ პასუხს შორის ძირეული განსხვავებაა.

კითხვა მესამე: ღვთისთვის ძნელი იყო ადამიანის სიყვარული?

პასუხი ალოგიკური, მაგრამ უნიკალური იქნება: „ღვთისათვის ძალზე ძნელი იყო ადამიანის სიყვარული; თავგანწირული იყო ეს სიყვარული; საკუთარი თავის უკიდურეს დამდაბლებამდე, სისხლის დაღვრამდე, თვით უპატიო სიკვდილამდე ძნელი იყო ეს სიყვარული“. ამგვარი თავგანწირვის განხორციელებისათვის ღვთაებრივი, უვნებო ბუნების მქონე პიროვნული ღმერთი ვნებად, ადამიანურ ბუნებას იღებს, რომლის ტანჯვით პიროვნულად თავად ღმერთი იტანჯება, რომლის სიკვდილით თავად ღმერთი კვდება და ამით გამოავლენს მაქსიმალურ სიყვარულს, რაც კი ერთ პიროვნებას მეორის მიმართ შუეძლია გამოამჟაღავნოს - თავის სულს დებს ჩვენთვის. აქ ისეთი სიდიადე, სიმდაბლე, სინათლე და სიყვარულია, რომ ადამიანს არათუ ამგვარის ან მსგავსის მოფიქრება, ან რაიმეს დამატება, არამედ უკვე მომხდარისა და არსებულის გააზრება და დატევნაც კი არ ძალუძს (ამიტომ იყო, რომ ქრისტიანობის მთელი ისტორიის მანძილზე ყოველთვის ცდილობდნენ მის შესწორებას, რათა იგი ადამიანებისათვის ადვილი გასააზრებელი ყოფილიყო; სწორედ ეს გახლდათ მრავალი ერესის წარმოშობის მიზეზი). ქრისტიანობაზე უფრო აღმატებული მოძღვრების შექმნა შეუძლებელია. ყოველი ნაბიჯი ქრისტიანობიდან, უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ერთ-ერთი საღვთისმეტყველო განმარტება, თუ რატომ არ ცხონდება ეშმაკი, ასეთია: თუ სატანა მაშინ არ ჩავარდა სინანულში, როცა კაცად მოსული სამყაროს შემოქმედი ადამიანთათვის კვდებოდა, როცა ასეთმა სიყვარულმაც არ შეაძრწუნა მისი გული, რაღამ უნდა შეძრას იგი? მსგავსი რამ ადამიანზეც შეიძლება ითქვას: თუ კაცის გული იმ ამბავმა არ შეძრა, რომ ღმერთი მის გადასარჩენად ადამიანად მოვიდა, ეწამა და მოკვდა, ღმერთი ადამიანად იქცა, რათა ადამიანი ღმერთად ექცია, სხვა რაღამ უნდა შეძრას იგი?!

ღმერთმა დაგვიფაროს ამგვარი გულქვაობისგან!

მოამზადა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ
ჟურნალი „კარიბჭე“, აგვისტო, 2004 წ.

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 2467 | დაამატა: ketevani | ტეგები: ... | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024