E რატომ დაწყევლა ქრისტემ ლეღვის ხე? - 1 თებერვალში 2010 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2010 » თებერვალი » 1 » რატომ დაწყევლა ქრისტემ ლეღვის ხე?
13:16
რატომ დაწყევლა ქრისტემ ლეღვის ხე?
რატომ დაწყევლა ქრისტემ ლეღვის ხე?

„და იხილა ლეღვი ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა
და არარაი პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო.
და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ.
და განხმა ლეღვი იგი მეყსეულად" (მთ. 21,19)

ეს ამბავი გოლგოთამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. თავისი მიწიერი ცხოვრების ბოლო კვირა იესომ თავის მოწაფეებთან ერთად იერუსალიმში გაატარა. ღამის გასათევად მაცხოვარი ელეონის მთაზე ადიოდა. სახარებაში წერია: „და იხილა ლეღვი ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაი პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ. და განხმა ლეღვი იგი მეყსეულად" (მთ. 21,19). მარკოზ მახარებელი მათეს სახარებას საოცარ დეტალებს უმატებს: იესო ხესთან მივიდა, თუმცა „...არა იყო ჟამი ლეღვისაი" (მრკ. 11,13). ერთი შეხედვით, შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ ქრისტემ უსამართლოდ დასაჯა ხე, - იგი ხომ არ არის დამნაშავე, უნაყოფო რომაა. მითუმეტეს, რატომ უნდა ეძებო ნაყოფი, თუკი მისი მწიფობის დრო ჯერ არ მოწეულა? ნუთუ მაცხოვარს შეიძლება რისხვა და უსამართლობა დავაბრალოთ?

ბიბლიაში რაიმე ადგილის გასაგებად მისი კონტექსტი უნდა გვესმოდეს. არის თუ არა საუბარი ლეღვის ხის შესახებ კიდევ სხვაგან? ლეღვის ხის დაწყევლამდე, დაახლოებით, ნახევარი წლით ადრე ქრისტემ ამგვარი იგავი მოჰყვა: „ლეღვი ვისმე ედგა ნერგი სავენახესა თვისსა; მოვიდა და ეძიებდა ნაყოფსა მისგან და არა პოვა. და ჰრქუა ვენახის მოქმედსა მას: აჰა, ესერა სამი წელი არს, ვინაითგან მოვალ და ვეძიებ ნაყოფსა ლეღუსა ამას შინა და არა ვჰპოვებ. მოჰკუეთე ეგე, რაისათვის ქუეყანაცა დაუპყრიეს უქმად? ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: უფალო, უტევე ეგე ამასცა წელსა, ვიდრემდე მოუთოხნო მას გარემო და სკორე დაუდვა" (ლკ. 13,6-9).

იესო ხშირად ქადაგებდა იგავების საშუალებით. განსაკუთრებით კი, თუ იგი უბრალო ხალხს ესაუბრებოდა. როგორ შეიძლებოდა, სხვაგვარად განემარტა ადამიანებისთვის სულიერი სამყაროს უდიდესი საიდუმლოებანი, ყველასათვის გასაგებ, ყოფით რეალიებზე დაყრდნობის გარეშე. ამასთან, ხშირად ეს რეალიები იუდეველთათვის რელიგიურ სიმბოლოებს წარმოადგენდა. ვაზი და ლეღვი აღიქმებოდა არა მარტო სასოფლო-სამეურნეო კულტურად, - ძველ აღთქმაში ისრაელი სახელდებულ იყო „უფლის ვენახად" ან „ლეღვის ხედ". ეს უკანასკნელი, ასევე სამყაროსა და ებრაელი ერისადმი უფლის კეთილგანწყობის სიმბოლო იყო. სახარების განმმარტებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ამ იგავში ყოვლადწმიდა სამების პირებს შორის თავისებური დიალოგი იგულისხმება. მამა ღმერთი - ვენახის პატრონია, განხორციელებული ძე ღვთისა - მევენახეა. ისინი საუბრობენ ძველი აღთქმისეული ისრაელის ბედზე, რომელიც ლეღვის ხის სახით გვევლინება. 3 წელია, ლეღვის ხეს (ისრაელს) ნაყოფი არ გამოუღია. რატომ 3 წელი? სწორედ ამდენ ხანს უქადაგებდა იესო ებრაელებს.

როგორი ნაყოფი უნდა გამოეღო ლეღვის ხეს?

ძველი აღთქმის ღერძი - ადამიანების მომზადებაა მესიასთან შესახვედრად, რომელიც ისრაელს ცოდვისაგან განათავისუფლებს. მაგრამ იესოს ქადაგებამდე ეს ხსნა მეტისმეტად მარტივად და მიწიერად აღიქმებოდა; ანუ ხსნა ესმოდათ არა როგორც ცოდვისგან გათავისუფლება, არამედ რომის იმპერიის ბატონობისაგან თავის დაღწევა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვება - წარმართთა ბატონობისაგან გათავისუფლება. ამიტომ იუდეის რელიგიურ ლიდერთა უმეტესობამ ვერ იცნო და ვერ მიიღო ის, ვისაც ამდენ ხანს უცდიდა და ვისაც საუკუნეების მანძილზე ელოდა მათი მამა-პაპა. უფალთან სინანულით მისვლა და ღმერთკაცის, იესო ქრისტეს რწმენა - აი, ნაყოფი, რომელსაც ელოდა იუდეველთაგან უფალი; და პირველ რიგში, ელოდა ერის წინამძღოლთა და მასწავლებელთაგან.

იესო სთხოვს მამას, დააყოვნოს და არ მოჭრას უნაყოფო მცენარე. მას შემდეგ ქრისტეს მსახურება კიდევ ნახევარ წელს გრძელდება და ამ დროის მანძილზე ქრისტე კვლავინდებურად „აპოხიერებს" კაცთა გაქვავებულ გულებს - იქნებ ნაყოფი გამოიღონ? და აი, ჯვარცმის წინ ისრაელის ერის წინამძღოლთა ჯიუტი ურწმუნოების გამო ქრისტეს მათთვის განაჩენი გამოაქვს, - მაგრამ განაჩენის გამოტანის ფორმა კვლავ იგავის სახით ხდება. ამჯერად იგავი სიტყვით კი არა, მოქმედებით გაჟღერდა.

იესომ არ დაწვა ცეცხლით იუდეველები, რომელთაც არ მიიღეს იგი, არ აქცია ისინი მარილის სვეტებად, - უბრალოდ დააჭკნო ლეღვის ხე და ამით შეაგონა ისინი და უჩვენა, როგორი მომავალი მოელით, თუკი არ შეინანებენ. ამასთან, ეს ისე მოახდინა, რომ წყევლა მოქმედებაში გაცხადდა და უბრალო სიტყვად არ დარჩა. ეს გაფრთხილება რეალობად მხოლოდ 40 წლის შემდეგ იქცა. ქრისტეს შობიდან 70 წელს, როცა იმპერატორმა ვესპასიანემ სისხლში ჩაახშო იუდეველთა აჯანყება, თითქმის სრულიად დაანგრია იერუსალიმი, გაანადგურა იერუსალიმის ტაძარი და გააუქმა იუდეველთა ნომინალური სახელმწიფოებრიობაც კი. ამიტომ ქრისტეს შეგონება ებრაელი ერისადმი - ლეღვის ხის დაწყევლა იესოს სიმკაცრით, გაღიზიანებით ან მრისხანებით კი არ იყო გამოწვეული, არამედ იმით, რომ უფალს ძლიერ სურდა, თავიდან აეცილებინა იერუსალიმსა და ებრაელ ერზე მოწეული უბედურება.

ლეღვის ხის წყევლა - ეს იგავია მოქმედებაში. ამგვარი რამ ადრეც ყოფილა ისრაელის ისტორიაში. ძველი ებრაელი წინასწარმეტყველები უწინაც იყენებდნენ ქადაგების ასეთ ფორმას. იერემია ხალხის წინაშე კისერზე უღელითა და ბორკილებით წარდგა და ეს აღჭურვილობა სხვა ქვეყნების მეფეებსაც გაუგზავნა ნიშნად იმისა, რომ ისინი ყველანი ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის მსახურებად იქცეოდნენ (იერემია 27).

ეზეკიელი წინ აგურს იდებდა და მას „ებრძოდა". აგური იერუსალიმს განასახიერებდა; მასზე იერიშის მიტანა კი იმის ნიშანი იყო, რომ ქალაქს ბაბილონის მეფე დაიპყრობდა. იგი უფლის სიტყვისამებრ სახალხოდ სამგზავროდ განემზადა, ქალაქის გალავანში კედელი ამოამტვრია და ხვრელში თავის ბარგს აგდებდა. ამ მოქმედებით ხალხს მიანიშნებდა, რომ იერუსალიმის აღების შემდეგ ნაბუქოდონოსორი ღვთივრჩეულ ერს ტყვეობაში წაიყვანდა (ეზეკ. 4,12).

რატომ მივიდა ლეღვის ხესთან იესო, თუკი ნაყოფის მწიფობის დროს ჯერ არ დამდგარიყო? საქმე ისაა, რომ ლეღვის ხეს განსაკუთრებული თვისება ახასიათებს - ხეზე ნაყოფი ფოთლებზე ადრე ჩნდება და ამიტომ როცა ხე შეიფოთლება, ნაყოფიც მწიფდება. გაზაფხულზე, როცა იესო ხესთან მივიდა, ყველა ხისგან განსხვავებით, ლეღვის ხე უკვე შეფოთლილიყო, ამიტომ ლოგიკურია, რომ მასზე ნაყოფიც უნდა ყოფილიყო...

სახარების განმმარტებლები უნაყოფო ლეღვის ხეს ქრისტეს თანამედროვე ისრაელს ადარებენ. როდესაც უფალი ხესთან მივიდა, მხოლოდ ის, სხვა ლეღვის ხეებისგან განსხვავებით, შეფოთლილი იყო. ასე ძველი სამყაროს ყველა ერს შორის მხოლოდ ისრაიტელებს ჰქონდათ ჭეშმარიტი რელიგია. მათ ჰქონდათ მოცემული სჯული და წინასწარმეტყველნი, მაშასადამე, უწყოდნენ, თუ რა ნაყოფს ითხოვდა მათგან უფალი. და თუკი სხვა ერებისათვის ნაყოფის გამოღების ჟამი ჯერ არ დამდგარიყო, - ჯერ არ ჰქონდათ ნაქადაგები მთელ მსოფლიოში ცნობა ღმერთკაცის - იესო ქრისტეს შესახებ, - ისრაელს უკვე ნაყოფი უნდა გამოეღო, მას უნდა ეცნო იესოში სანატრელი მესია!

ლეღვის ხესთან მისულმა ქრისტემ მასზე ნაყოფი ვერ იპოვა - მას უბრალოდ ცდომილებაში შეჰყავდა მგზავრი, აცდუნებდა მას თავისი სილამაზით, მაგრამ სრულიად უსარგებლო იყო, რადგან მას შიმშილის დაოკება არ შეეძლო. ქრისტე მოევლინა ებრაელ ერს „თვისთა თანა მოვიდა, და თვისთა იგი არა შეიწყნარეს" (ინ. 1,11). იერუსალიმის ტაძარში კვლავინდებურად სრულდებოდა ლამაზი და მდიდრული მსახურებანი, ნაკადად დიოდა შეწირულ ცხოველთა სისხლი. მაგრამ დედამიწაზე ღმერთკაცის განხორციელებისა და მისი ჯვარცმის შემდგომ ამ რიტუალებმა ყოველგვარი აზრი დაკარგა, რადგან სრულად უსარგებლო, მადლისაგან განძარცვული გახდა, - უცოდველი კრავი უკვე შეეწირა კაცთათვის, იესო ქრისტემ იტვირთა ცოდვა სოფლისა. ამიტომ ამ მსახურებას უკვე აღარ შეეძლო უფლის მაძიებელ ურწყულთა დარწყულება. თუკი იესო უფალია, მაშინ უკვე აღარაა საჭირო კრავების მსხვერპლშეწირვა.

ისტორიულ პლანში ლეღვის ხის დაწყევლა - ქრისტეს მიერ იუდეველ რელიგიურ წინამძღოლთა უარყოფაა, რომლებმაც უფალი უარყვეს. მაგრამ წმიდა წერილი - ეს არაა სასწაულებისა და მაღალი ზნეობრიობის მქონე ქადაგებათა არქივი და არც წყევლათა და კურთხევათა მუზეუმი ანუ ყველაფერი, რასაც იესო ქრისტე იქმოდა უწინ - დღემდე იქმს: უყვარს ისინი, ვინც სხვას არავის უყვარს; შეუნდობს მათ, ვისაც ყველამ ზურგი შეაქცია; კურნავს სულიერ და ფიზიკურ სნეულებათაგან ისეთ ავადმყოფებს, რომელნიც, ფაქტიურად, განწირულნი არიან... მაგრამ ისევე, როგორც 2000 წლის წინ, ზოგჯერ ის კვლავ აწყდება უნაყოფო ხეს. მაგრამ ახლა უკვე იგი შეფოთლილია არა ძველი აღთქმისეული, არამედ ახალი აღთქმისეული ფოთლებით. მცნებებით, რომლებიც ზოგჯერ ფორმალურადაა აღიარებული, რადგან მათ ადამიანის გული არ შეუცვლიათ... ამიტომ ქრისტეს მიერ ლეღვის ხის დაწყევლა არის ისტორიასა და დროზე ამაღლებული გაფრთხილება ყველა თაობისადმი, შეგონება იმისა, რომ ლეღვის ხის ადგილზე შესაძლოა ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს.

ინტერნეტის მასალების მიხედვით
მოამზადა მარიამ გაგუამ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი", №30, 2005 წ.
კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 413 | დაამატა: იონა | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2016