E რელიგიურ ექსტრემიზმს საპატრიარქო მფარველობს? - 27 ოქტომბერში 2009 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 27 » რელიგიურ ექსტრემიზმს საპატრიარქო მფარველობს?
17:23
რელიგიურ ექსტრემიზმს საპატრიარქო მფარველობს?
რელიგიურ ექსტრემიზმს საპატრიარქო მფარველობს?

5 ივნისი, თბილისი. პანტელეიმონის ეკლესიის წინამძღოლი, მამა გიორგი ჩაჩავა მასზე განხორციელებულ თავდასხმაში წმინდა ნინოს ეკლესიის წინამძღოლს, მამა დავით ქვლივიძეს ადანაშაულებს. თავდასხმა მამა გიორგის მიერ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა - მან "წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოება? რელიგიურ ექსტრემიზმსა და ქართული ეკლესიის იზოლაციაში მოქცევის მცდელობაში დაადანაშაულა.

5 ივნისს, ღამის 1-ის ნახევარზე სახლში მიმავალ პანტელეიმონის ეკლესიის წინამძღოლს მამა გიორგი ჩაჩავას თავს შინდისფერი ოპელის მარკის მანქანით დაესხნენ, რომელსაც წმიმდა ნინოს ეკლესიის მოძღვარი მამა დავით ქვლივიძე მართავდა. მამა გიორგის თქმით, მამა დავითი თავად იჯდა საჭესთან და ცდილობდა მისი მანქანის სავალი გზიდან გადაგდებას, შემდეგ კი მუქარის ტონით დაუწყო ,"საქმის გარჩევა? - ეს განცხადება გიორგი ჩაჩავამ "თავისუფლების ინსტიტუტში" გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელსაც ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის წიმნამძღოლი მამა ზაზა თევზაძე, მამა ბასილ კობახიძე და "თავისუფლების ინსტიტუუტის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"დავით აღმაშენებლის საზოგადოება, რომელშიც ბევრი სასულიერო პირია გაერთიანებული, წარმოადგენს ექსტრემისტულ, რადიკალურ დაჯგუფებას. მას ჰყავს "ბოევიკები? და მათი მეშვეობით ახორციელებს მართლმადიდებელ მღვდელთა და ეპისკოპოსთა მუდმივ დაშინებას,?- მამა გიორგი ჩაჩავა და ბასილ კობახიძე აცხადებენ, რომ ამ ორგანიზაციის მიზანი საქართველოს ეკლესიის სრულ იზოლაციაში მოქცევაა. "მსოფლიოს ეკლესიათა საბჭოდან და სხვა ქრისტიანული გაერთიანებებიდან ჩვენი გამოსვლა სწორედ მათი ზეწოლის შედეგია. ისინი კვლავ ცდილობენ, რომ ჩვენმა ეკლესიამ კავშირი გაწყვიტოს სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებთან. მათი მიზანი ზომბირებული მრევლის არსებობაა, რომელთა მეშვეობითაც უფრო ადვილად განახორციელებენ საკუთარ მიზნებს.? - ამბობს მამა გიორგი.

"წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოება? საქართველოში კარგა ხანია მოქმედებს. პრესკონფერენციის ორგანიზატორთა თქმით, მასში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის გარდა სასულიერო პირებიც არიან გაერთიანებული, მათ შორის, მამა დავით ქვლივიძე, მამა თეიმურაზ ბერიშვილი, მამა ბესარიონ მენაბდე, რუისის ეპისკოპოსი მამა იობ ბათიაშვილი, მამა ალექსანდრე ბოლქვაძე, მამა გიორგი რაზმაძე და სხვ. ბასილ კობახიძის განცხადებით, აღნიშნულ ორგანიზაციას საპატრიარქოს აპარატშიც ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, რომლთა მეშვეობითაც პატრიარქზე ზეწოლას ახორციელებენ, მათ შორის შორენა თეთრუაშვილიც სახელდება. ორგანიზაციას საკუთარი ვებ-გვერდიც აქვს, სადაც უმთავრეს მიზნად ქართველი ერის სულიერი სიწმინდისა და მართლმადიდებლური ეკლესიის გლობალიზაციის მავნე ზეგავლენისაგან დაცვას აცხადებს.

საპატრიარქოს არც თავდასხმის ფაქტთან და არც ეკლესიაში არსებულ განხეთქილებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია, თუმცა შორენა თეთრუაშვილის ინფორმაციით, საპატრიარქოს პოზიცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. იგი თავს იკავებს საპატრიარქოს სახელით წინასწარ განცხადების გაკეთებისაგან, თუმცა ამბობს, რომ პირადად არ არის ინფორმირებული დავით აღმაშებნებლის ორგანიზაციის მოღვაწეობის თაობაზე, არ იცის ვინ არიან ამ ორგანიზაციის წევრები და რა მიზნები აქვს მას. მამა გიორგის მიერ რუსთავი 2-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით შორენა თეთრუაშვილი ამბობს რომ "იგი ლოცვა-კურთხევის გარეშე მოქმედებდა, რაც სასულიერო პირისათვის მიუღებელია, თუნდაც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ქადაგებდეს."

"წმ. მეფე დავით აღმაშენებლის საზოგადოება" და მსგავსი ექსტრემისტული დაჯგუფებები საქართველოში რუსეთის სპეც-სამსახურების ინტერესებს ემსახურებიან - ეს არის რუსეთის აგენტურაზე მომუშავე მე-5 კოლონა. მათი რელიგიური ნიღბის მიღმა პოლიტიკური ინტერესები იმალება." - აცხადებს მამა გიორგი.

სასულიერო პირები ქართულ ეკლესიაში არსებულ განხეთქილებასა და რელიგიურ ექსტრემიზმზე საუბრობენ. მათი თქმით, ეს არ არის პირველი თავდასხმა და მსგავსი მუქარის მცდელობები მამა ზაზა თევზაძის მიმართ და სასულიერო პირების შევიწროვება ადრეც არაერთხელ მომხდარა.

მამა გიორგი სამართლდამცავებს მიმართავს, რომ მოხდეს აღნიშნული ფაქტის გამოძიება. "ბოლოსდაბოლოს, სულ მცირე, საგზაო შემთხვევასთან ხომ მაინც გვაქვს საქმე? - აცხადებს იგი.

კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 1587 | დაამატა: იონა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 nikolozi  
0
es zgapari vin shetitxna ???? sacodavma basil kobaxidzem da tavisupali institutis xalxma ??? sasaciloaaa saidan igonebt eset rameebs

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024