E საზვერეების შესახებ - 12 ოქტომბერში 2009 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 12 » საზვერეების შესახებ
23:55
საზვერეების შესახებ

წ. თეოდორა კონსტანტინეპოლელის ნაამბობი საზვერეების შესახებ

წმ. თეოდორა კონსტანტინეპოლში ცხოვრობდა X საუკუნის I ნახევარში. იგი გათხოვილი იყო, შემდეგ დაქვრივდა და ღრმრთისმოშიშ ცხოვრებას ეწეოდა – გლახაკებსა და მოგზაურებს ემსახურებოდა. ბოლოს მონაზვნობა მიიღო და ღირსი ბასილი ახლის (ხსენება 26 მარტს) ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა. როდესაც თეოდორა გარდაიცვალა, წმ. ბასილი ახლის მოწაფე, გრიგოლი ევედრა მოძღვარს, წმინდა მონაზვნის იმსოფლიური ხვედრი ეუწყებინა მისთვის. მისი ვედრებით და ბასილი ახლის ლოცვით გრიგოლს ძილში საოცარი ხილვა ეჩვენა: იგი აღმოჩნდა საოცარ, მშვენიერ ბაღში, სადაც თეოდორას შეხვდა და გამიკითხა ყველაფერი, რაც აინტერესებდა. წმინდანმა უთხრა: `საყვარელო შვილო, არ ძალმიძს მოგიყვე ყოველივე, რაც თავს გადამხდა. იმგვარ შიშსა და ძრწოლას განვიცდი, ბევრი რამ დამავიწყდა, მით უფრო, რომ ისეთი სახეები ვნახე და ისეთი ხმები მოვისმინე, აქამდე არც არსად მინახავს და არც არსად სმენია. ერთი კი შემიძლია გითხრა: წარწყმენდა მელოდა ჩემი საქმეებისთვის, ჩვენი მამის, ბასილის ლოცვა რომ არ შემწეოდა. მისი ლოცვით სიკვდილის სიმძიმე შემიმსუბუქდა~.
შემდეგ ღირსმა თეოდორამ უამბო, თუ როგორ აშინებდნენ სიკვდილის ჟამს უეცრად გაჩენილი ბოროტი სულები. მათ თან დიდი წიგნები მოიტანეს, რომლებშიც მისი ცოდვები იყო ჩაწერილი, და მოუთმენლად ელოდნენ მსაჯულს, რომელიც საცაა უნდა გამოჩენილიყო. ღირსი თეოდორა ისეთმა ძრწოლამ შეიპყრო, რომ სასოწარვეთილების პირას მივიდა და აქეთ იქით ყურება დაიწყო, იქნებ ვინმემ მომაცილოს ეშმაკებიო. ამ დროს მის გვერდით ორი ანგელოზი გამოჩნდა და ბოროტი სულები მყისვე მოშორებით დადგნენ. `კაცთა მოდგმის შავბნელო მტრებო, რატომ აწუხებთ მომაკვდავის სულს? ამაოდ ხარობთ, თქვენ აქ არაფერი გერგებათ~, - უთხრა მათ ერთ-ერთმა ანგელოზმა. მაშინ ეშმაკემა დაიწყეს ყველაფრის ჩამოთვლა, რაც კი ოდესმე შეუცოდავს ღირს თეოდორას სიტყვით, საქმით თუ გულისსიტყვით, თანაც ბევრ რამეს ამატებდნენ და ცილს სწამებდნენ წმინდანს.

ბოლოს სიკვდილიც მოვიდა, მან რაღაც ჩაასხა თასში და წმინდანს დაალევინა, მერე კი დანა აიღო და თავი მოკვეთა . იმ წუთას საშინლი სიმწარე ვიგრძენი, შვილო~, - განაგრძო წმ. თეოდორამ - `სიკვდილმა სული ამომართვა და ისიც ისე სწრფად გაეყარა სხეულს, როგორც ჩიტი წყდება ადგილს,ღირსი თეოდორას სული ნათლით მოსილმა ანგელოზებმა აიტაცეს და მასთან ერთად ზეცისაკენ გაფრინდნენ, სხეული კი დარჩა გახდილი სამოსელივით. მაშინ ბოროტი სულები კვლავ მიუახლოვდნენ მათ და უთხრეს ანგოლოზებს: `ჩვენ ბევრი მისი ცოდვა ვიცით, პასუხი აგეთ მათზე~. ანგელოზებმა გაიხსენეს წმინდანის ყველა კეთილი საქმე: მოწყალება, მოთმინება, მშვიდობისმოყვარობა, სიმდაბლე. მარხვა და მარავალი სხვა. ამ დროს ღირსი ბასილი ახალიც გამოჩნდა და უთხრა ანგელოზებს: "მფარველნო ჩემნო, ეს სული მე მემსახურებოდა, ჩემს სიბერესა დაუძლურებას შეეწეოდა. ღმერთს ვევედრე მისთვის და ისმინა ჩემი~. მერე პატარა ზანდუკი მისცა ანგელოზებს და უთხრა: `როდესაც ჰაერის საზვერეების გავლა დაგჭირდებათ, გამოისყიდეთ იგი, ამოღეთ ამ ზანდუკიდან განძი და მიეცით ბოროტ სულებს.".
ანგელოზებმა ხელი მოჰკიდეს ღირს თეოდორას და ზეცისკენ წაიყვანეს. უეცრად გზაში პირველი საზვერე შემოხვდათ, რომელთაც უქმისმეტყველებისა და უხამსი ლაპარაკის საზვერვე ჰქვია. მტარველები წმინდანს ყველაფრის პასუხს სთხოვდნენ, რაც კი ოდესმე უთქვამს ცუდი, ვინმესთვის დაუცინია ან უწესო სიმღერები უმღერია. ყოველივე ეს წმინდანს დავიწყებული ჰქონდა, რადგან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ღმრთის სათნო ცხოვრება ცხოვრება დაიწყო. ანგელოზებმა დაიცვეს იგი.
შემდეგი საზვერე სიცრუისა იყო. ამ საზვერის სასტიკი მცველნი გამძვინვარებით ეძგერნენ წმინდანს, მაგრამ ანგელოზებმა მისცეს განძი და მშვიდობით გასცდნენ მათ.

როდესაც მესამე საზვერეს – განკიხვისა და ცილისწამების საზვერეს მიადგნენ, წინ უხუცესი ეშმაკი წარმოსდგა და დაიწყო მოყოლა, თუ ვის, სად და როგორ დასწამა ცილი ღირსმა თეოდორამ. ბევრი ტყულიც თქვეს, მაგრამ საკვირველი ის იყო, რა ზუსტად ახსოვდათ ეშმაკებს ყველაფერი, რაც თვითონ წმიდან დავიწყებული ქონდა.
მეოთხე საზვერის – ნაყროვანებისა და მემთვრალეობის მსახურნი მგლებივით გამოცვივდნენ და მზად იყვნენ დაეგლიჯათ წმიდანი, იხსენებდნენ, როგორ ჭამდა ხოლმე იგი დილაობით ულოცველად, ან თუ ოდესმე უზომოდ უჭამია და მარხვა გაუტეხავს. ერტ-ერთმა ეშმაკმა სცადა ანგელოზებისათვის ხელიდან გამოეგლიჯა წმიდანი და თან ეუბნებოდა: `შენ ხომ აღუთქვი უფალს წმიდა ნათლისღების დროს, რომ განეშორებოდი სატანას და ყველა მის საქმეს? ასეთი აღთქმის დადების მერე როგორღა სცოდე ამდენი?~ ეშმაკებს წნიდანის მიერ დალეული ღვინოს ყველა ჭიქაც კი დათვლილი ჰქონდათ. როდესაც ღირსმა თეოდორამ თქვა: `მართლაც ასე იყო, მე მახსოვს~ - ანგელოზბმა კიდევ მისცეს განძი ეშმაკებს ზანდუკიდან და საზვერესაც გასცდნენ.

იციან თუ არა მიწაზე მცხოვრებმებმა ადამიანებმა, რა ელით აქ სიკვდილის შემდეგ?_ ჰკითხა ღირსმა თეოდორამ ანგელოზებს. დიახ, იციან, მაგრამ ამა სოფლის სიამენი იმდენად იპყრობს მთელ მათ ყურადღებას, რომ უნებლიეთ ავიწყდებათ, რა ელით კუბოს ფიცარს იქით. ნეტავი მათ, ვისაც ახსოვს წმიდა წერილი, ვინც მოწყალებას გასცემს და აგროვებს სხვა სათნოებებს, რომლებიც შემდეგ სამუდამო სატანჯველისაგან იხსნის. და ვაი მას, ვინც უზუნველად ცხოვრობს, თითქოს უკვდავი იყოს, და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რა ჭამოს და როგორ დაიკამყოფილოს ამპარტავნების ჭია. თუ უცაბედმა სიკვდილმა უწია, საუკუნო წარწყმენდა ელის, რადგან არავითარი კეთილი საქმე არ გაჰყვება შემწედ. ამ ადამიანთა სულებს სასტიკად გევემენ ეშმაკები საზვერეებში და მერე ჯოჯოხეთში ჩააგდებენ იესო ქრისტეს მეორე მოსვლამდე. შენც ეს მოგელოდა, თეოდორა, ღირსი ბასილი რომ არ შეგწეოდა. ამ საუბარში მიაღწიეს მეხუთე, სიზარმაცის საზვერეს, სადაც ცოდვილნი უქმად გატარებული ყოველი დღისა და საათისათვის აგებენ პასუხს. აქვე განიკითხება საერო თუ სასულიერო პირთა მოწყინება და საკუთარი სულის ცხონებისათვის უზრუნველობა. აქედან ბევრი უფსკრულში ცვივა. ანგელოზებმა წმ. ბასილის ზანდუკიდან შეავსეს ღირსი თეოდორას ნაკლოვანებები და გზა განაგრძეს.
მეექვსე, ქურდობის საზვერე მათ თავისუფლად განვლეს. ასევე დაუბრკოლებლად გასცდნენ მეშვიდე, სიძუნწისა და ვერცხლისმოყვარეობის საზვერეს, რადგან ღმერთის წყალობით, ღირსი თეოდორა ყოველთვის იმას სჯერდებოდა, რასაც ღმერთი აძლევდა და რაც ჰქონდა, იმასაც გლახაკებს უნაწილებდა.

მერვე საზვერის – ანგარების მცველები, რომლებიც მექრთამეობასა და მლიქვნელობას სჯიან, სიმწრისაგან კბილების ღრჭენას მოჰყვნენ, რადგან ღირს თეოდრას ვერაფერში გამოედავებოდნენ.
მშვიდობით მოიტოვეს უკან მეცხრე საზვერეც – ტყუილისა და ცუდმედიდობისა, მეათე – შურისა და მეთერთმეტე – ამპარტავნებისა.
მალე გზაზე მეთორმეტე საზვერე შემოხვდათ – მრისხანებისა. უხუცესმა ჰაერის მცველმა, მრისხანებითა და ამპარტავნებით აღვსილმა, ბრძანა ეტანჯათ ღირსი თეოდორა. ეშმაკებმა წმიდანს ყველა სიტყვა გაუმეორეს, რაც კი მრისხანების ჟამს დასცდენოდა, ისიც კი გაახსენეს, თუ ოდესმე თავის შვილებისათვის რისხვით შეუხედავს ან მკაცრად დაუსჯია. ანგელოზებმა ისევ ზანდუკიდან მისცეს განძი ბოროტ სულებს.
ავაზაკებივით გადაუდგნენ გზაზე წმინდანს მეცამეტე საზვერის – ძვირსხსენების ეშმაკები, მაგრამ მწარედ ატირდნე,ნ რადგან ვერაფერი ნახეს თავიანთ ნუსხებში. მაშინ ღირსმა თეოდორამ გაბედა და ჰკითხა ერთ-ერთ ანგელოზს: საიდან იციან ეშმაკებმა, ვინ რა ჩაიდინა ცუდი მთელი ცხოვრების მანძილზე? ანგელოზმა უთხრა: ყოველი ქრისტიანი წმ. ნათლისღებას ღებულობს მფარველ ანგელოზს, რომელიც უხილავად იცავს მას ყოველი ბოროტისაგან და სიკეთის გზაზე მიუძღვის, იგი იწერს ადამიანის კეთილ საქმეებს, მაგრამ არსებობს ბოროტი ანგელოზი, რომელიც თვალს ადევნებს ადამიანის ბოროტ საქმეებს და თავის წიგნში იწერს. ამ ცოვებმა სულს შეიძლება სამოთხეში შესვლა აუკრძალონ და იმ უფსკრულში ჩააგდონ, სადაც თვითონ ბოროტი სულები ცხოვრებენ, და იქ იქნებიან ქრისტეს მეორედ მოსვლამდე, თუკი არავითარი კეთილი საქმე არ გააჩნიათ ისეთი, ეშმაკის ხელისაგან რომ იხსნას. ვისაც სწამს წმ. სამება და ხშირად ეზიარება ქრისტეს წმ. საიდუმლოებებს, ის პირდაპირ ცად ადის დაუბრკოლებლივ – წმ. ანგელოზები იფარავენ და ღემერთის წმინდა სათნომყოფელნი მათი ცხონებისათვის ლოცულობენ. ამაოდმორწმუნე მწვალებლებისათვის კი, ვისაც თავის სიცოცხლეში არავითარი სარგებლობა არ მოუტანიათ, არავინ ზრუნავს და ვერც ანგელოზები შეაწევენ სიტყვას,

მეთოტხმეტე, ავაზაკობის საზვერეში ტანჯავენ ყველას, ვინც ვინმეს ოდესმე გაბრაზებულმა ხელი ჰკრა, სილა გააწნა ან იარაღი იხმრა- ამ საზვერესაც მშვიდობით გასცდნენ. მეთხუთმეტე საზვერესთან აღმოჩნდენენ რომელშიც ჯადოქრობა, მკითხაობა, გრძნეულება და ეშმაკის გამოძახება განიკითხება. იქაურ სულებს გველის სახე აქვთ, მათი მიზანი ადამიანი ცდუნება და გარყვნაა. ღმერთის მადლით, ღირსმა თეოდორამ ამ საზვერესაც მალე დააღწია თავი. შემდეგ მან ჰკითხა ანგელოზებს, ყოველი ციდვისთვის ასე გამოიცდება კაცი, რაც კი სიცოცხლეში ჩაუდენია, თუ შესაძლებელია სრული გაწმენდა ცოდვებისგან, რათა საზვერეებში აღარ იტანჯოსო. ანგელოზებმა უპასუხეს, რომ ყველა ასე როდი იტანჯება საზვერეებში, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც წმ. თეოდორას მსგავსად სიკვდილის წინ გულწრფელად არ იყო აღსარებაში.
მე რომ შიშისა და სირცხვილის გარეშე მეღიარებინა ჩემი ცოდვები სულიერი მამის წინაშე და შენდობა მიმეღო, დაუბრკოლებლებლად გავივლიდი ამ საზვერეებს, მაგრამ რაკიღა შემრცხვა ყველაფრის თქმისა, ამიტომ ვერც საზვერეებში ტანჯვას გადავურჩი, რა თქმა უნდა, დიდად მიშველა იმან, რომ ყოველთვის ვერიდებოდი ცოდვას. ვინც მთელი გულით ცდილობს სინანულს ის ღებულობს კიდეც ღმერთისაგან მიტევებას და თავისუფლად გადადის ამ სოფლიდან ნეტარ მარადისობაში. ბოროტი ჰაერის მცველნი ვერაფერს პოულობენ თავიანთ წიგნებში, რადგან სული წმიდა აღხოცს დაწერილს. მაშინ კი სასტიკად მწარდებიან ეშმაკები და თუ კაცი ცოცხალია, ცდილობენ მოასწრონ რაიმე ცოდვა ჩაწერიონ წაშლილის ნაცვლად. ჭეშმარიტად, მაცხოვნებელი ძალა აქვს აღსარებას, მრავალი ჭირისგან იხსნის კაცს, აძლევს ძალას, დაუბრკოლებლივ გაიაროს საზვერეები და ღმერთს მიეახლოს. ზოგიერთი ადამიანი გადასდებს ხოლმე აღსარების თქმას – კიდევ მექნება ამის დროო, ზოგს რცხვენია თავისი ცოდვების გულახდილად აღიარებისა – ასეთები სასტიკად გამოიცდებიან საზვერეებში, ზოგიერთი მოძღვარს ვერ უმხელს თავიანთ ცოდვას, ამიტომ ერთ ცოდვას ერთ მოძღვარს ეუბნება, მეორეს – სხვას და ა.შ. აღსარება მათ მკაცრი სასჯელის მიზეზად ექცევათ და საზვერიდან საზვერეში გადასვლა ძალიან გაუჭირდებათ.

შეუმჩნევლად მიუახლოვდნენ მეთექვსმეტე საზვერეს – სიძვისას. მის მცველებს დიდად გაუკვირდათ, რომ წმინდანმა დაუბრკოლებლივ მიაღწია იქამდე. ღირსი თეოდორას ცოდვების ჩამოთლისას მათ ბევრი ტყუილი ბრალდებაც მოიგონეს, თან სახლებსა და ადგილებსაც იმოწმებდნენ. ასევე მოიქცნენ მეჩვიდმეტე საზვერეთის მრუშობის მსახურნი.

მეთვრამეტე საზვერეს – სოდომის ცოდვისას, სადაც სისხლის აღრევა და ყოველგვარი უკუღმართი კავშირი განისჯება, აგრეთვე დაფარული საქმეები, რომელთა შესახებ, მოციქულთა თქმით, ლაპარაკიც კი სამარცხვინოა, წმიდანი სწრაფად გასცდა. ანგელოზებმა უთხრეს: `შენ ახლა საშინელი და საძაგელი სიძვის საზვერე განვლე – იცოდე, იშვიათია სული, მათ რომ გადაურჩეს. მთელი სოფელი ცთუნებასა და არაწმიდების ჭაობშია ჩაფლული, თითქმის ყველა ადამიანი სიძვას ჰყავს დამონებული: `შეყოფად არს მომგონებლობაი კაცისა მისწრაფებით ბოროტთა სიჭაბუკითგან მისით~ (დაბ. 8, 21). ცოტანი სძლევენ ხორციელ ვნებებს და ცოტანი გადიან თავისუფლად ამ საზვერეებს, მათი მსახურნი კი იქადიან, რომ ისინი უფრო მეტ ხალხს ყრიან ჯოჯოხეთის ჯურღმულში, ვიდრე ყველა საზვერე – ერთად. მადლობა შესწირე ღმერთს, თეოდორა, რომ შენი მამის ლოცვით გასცდი მათ, აწ უკვე აღარაფრის გეშინოდეს~.

მეცხრამეტე საზვერეში, სადაც კერპთაყვანისმცემლობა და ყოველგვარი მწვალებლობა ისჯება, წმინდანს ვერაფერი დასწამეს. ბოლო, მეოცე საზვერე ულმობლობისა და სისატიკისა იყო, სადაც ყველა უმოწყალო, სასტიკი და კათმოძულე იტანჯებოდა. იმ ადამინთა სულს, ვინც არ იმარხავს ღმერთის მცნებას – მოწყალე იყვენითო, აქედან ჯოჯოხეთში აგდებენ და ქრისტეს მეორედ მოსვლამდე იქ ტოვებენ. აბეზა+

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 431 | დაამატა: იონა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2016