E წმინდა მეფე თამარი - 19 ოქტომბერში 2009 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 19 » წმინდა მეფე თამარი
17:03
წმინდა მეფე თამარი

წმინდა მეფე თამარი
ხსენება 1(14) მაისი, მენელსაცხებელ დედათა კვირა

თამარ მეფე იყო შვილიშვილი დავით აღმაშენებლისა და ერთადერთი შვილი თავისი დედ-მამისა. როდესაც თამარი დაიბადა და აღიზარდა, საქართველო ერთიანი და ძლიერი სამეფო იყო. თამარი იყო მეტად ჭკვიანი, მტკიცე ხასიათის, კაცთმოყვარე და იშვიათი სიმშვენიერის. თამარი ოცი წლისა გამეფდა.

თამარის მამის, გიორგის, მეფობის დროს ბევრი უღირი დიდგვაროვანი გადააყენეს თანამდებობიდან და მათ ადგილზე ღირსეული, უფრო ნიჭიერი და უანგარო, თუმც კი უფრო დაბალი გვარისანი დააყენეს. ამ გადაყენებულმა დიდგვაროვნებმა თამარს თანამდებობებზე დაბრუნება მოთხოვეს. რადგან მეფეს ქართველთა სისხლის დაღვრა არ სურდა, მან მშვიდობიან ხერხს მიმართა: აჯანყებულ დიდებულებთან ორი მოხუცებული, ყველასაგან პატივცემული მანდილოსანი გაგზავნა მოსარიგებლად. მათ აჯანყებულებს ურჩიეს, წინააღმდეგობაზე ხელი აეღოთ და აღუთქვეს, ვინც თქვენგანი ღირსეული აღმოჩნდება, ყველა შესაფერის ადგილს მიიღებსო. გაჭრა მანდილოსნების შუამავლობამ და აჯანყებულები დაშოშმინდნენ.

შემდეგ თამარი შეუდგა სამღვდელოების სრულ განახლებას, სამღვდელოების მეთაური კათალიკოსი მიქაელი იყო ანგარებიანი, მექრთამე ადამიანი. სამღვდელოებაშიც გავრცელდა ეს სენი. თამარმა საეკლესიო კრება მოიწვია და მის თავმჯდომარედ იერუსალიმიდან ჩამოაყვანინა ნიკოლოზ გულამბერიძე, კაცი წმინდა და ფრიად განსწავლული. ამ კრებამ ბევრი უღირსი ეპისკოპოსი და მღვდელი გადააყენა და საქართველოს ეკლესიაში სრული წესრიგი დაამყარა.

საქართველოს სიკეთისათვის საჭირო იყო, რომ თამარს მემკვიდრე ჰყოლოდა. ამიტომ სთხოვეს დაოჯახებულიყო. მეფეც დაჰყვა მათ ნებას. ქმრად ამოურჩიეს რუსი ბატონიშვილი გიორგი (იური რუსი), რადგან ეგონათ, რომ ეს ქორწინება განამტკიცებდა კავშირს საქართველოსა და რუსეთს შორის. თავიდან თამარი უარზე იყო, უცხოსა და უცნობს როგორ მივთხოვდეო, მაგრამ იგი დაარწმუნეს, რომ საქართველოსათვის ეს სიკეთის მომტანი იქნებაო და ჯვარი დასწერეს რუს უფლისწულზე.

საუბედუროდ, გიორგი რუსი მეტად უზნეო გამოდგა. სამეფოს სიკეთეზე სრულიად არ ფიქრობდა, დროს ქეიფში, ლოთობასა და გარყვნილებაში ატარებდა და ცუდ მაგალითს უჩვენებდა თავის ქვეშევრდომებს. თამარი ბევრს ეცადა მეუღლის გამოსწორებას, მაგრამ ვერას გახდა და იძულებული შეიქნა, გაჰყროდა ქმარს და საქართველოდან გაეძევებინა.

თამარმა მეორედ იქორწინა. მან მეუღლედ დავით სოსლანი ამოირჩია. ეს იყო შვილი ოსეთის მბრძანებლისა და ჩამომავლობით ბაგრატიონი. დავითი პატარაობაში დაობლდა და იგი თამარის მამიდამ გაზარდა. ენით, ჩვეულებით, ხასიათით სოსლანი ნამდვილი ქართველი იყო, თანაც თამარი და დავითი პატარაობიდანვე კარგად იცნობდნენ ერთმანეთს და მოსწონდათ კიდეც ერთმანეთი.

მაგრამ გიორგი რუსი როდი შეურიგდა ბედს. მან დაკარგული ტახტის დაბრუნება მოინდომა და უცხო ჯარით საქართველოს შემოესია, მას მიემხრო თამარზე განაწყენებული ზოგიერთი დიდებულიც. მაგრამ თამარის ჯარმა მოღალატეებს სასტიკი დამარცხება აწვნია და ყველანი ტყვედ ჩაიგდო. მათ შეწყალება ითხოვეს. თამარი მეტად კაცთმოყვარე გულის პატრონი იყო და ყველანი თავთავიანთ მამულებში დააბრუნა, გიორგი რუსი კი გაგზავნა უკან კონსტანტინეპოლში.

როცა თამარმა შინაური საქმეები მოაწყო და სრული მშვიდობა და ერთობა დაამყარა ქართველთა შორის, მოისურვა გარეშე მტრები აელაგმა და დაემორჩილებინა. ამ განზრახვით მან არაერთხელ გაგზავნა ჯარით დავით სოსლანი სპარსეთსა და ოსმალეთში. ქართველი ჯარის ყოველი ლაშქრობა ბრწყინვალე გამარჯვებით მთავრდებოდა. მტერი საშინლად მარცხდებოდა ხოლმე, ქართველები გამარჯვებულნი გამოდიოდნენ ყველა ომიდან და აუარებელ ნადავლს შოულობდნენ. მთელი საქართველო აივსო ნადავლი ოქროთი, ვერცხლით და ყოველგვარი სიმდიდრით.

როგორც ფრიად ღვთისმოყვარე გვირგვინოსანი, თამარი დაუცხრომლად ზრუნავდა ქრისტიანობის გაძლიერებასა და გავრცელებაზე. ყოველი ბედნიერი ლაშქრობის შემდეგ აშენებდა დიდებულ მონასტრებსა და ეკლესიებს ღვთისა და წმინდანების სახელზე, რომელთა მფარველობითა და შეწევნითაც ყვაოდა მისი სამეფო. თამარი ცდილობდა კავკასიელი ხალხების გაქრისტიანებასაც. არაერთი ეკლესია ააგო დაღესტანში, ოსეთსა და ჩერქეზეთში და გაავრცელა ქრისტიანობა თვით მიუვალ კავკასიის მთებში.

სარწმუნოების შემდეგ თამარი ყველაზე მაღლა აყენებდა განათლებას და ძალიან უწყობდა ხელს მწერლობისა და მწიგნობრობის გაძლიერებას. მას ჰყავდა ცალკე მინისტრი განათლებისა, რომელსაც ერქვა მწიგნობართუხუცესი. თამარის დროს გამოირჩეოდა პოეტი შოთა რუსთაველი, რომელმაც შექმნა შესანიშნავი პოემა „ვეფხისტყაოსანი“.

თამარ მეფე იყო მეტად კაცთმოყვარე და მიმტევებელი ადამიანი. ამიტომ მან გააუქმა სიკვდილითა და დასახიჩრებით დასჯა, რაც მეტად იყო გავრცელებული ევროპაშიც. დამნაშავეებს ტანჯვა-წამებით კლავდნენ, ან ჭრიდნენ ხელებს, სთხრიდნენ თვალებს. თამარის დროს აიკრძალა ამგვარი რამ. მისი მეფობის პერიოდში არავინ მოუკლავთ და დაუსახიჩრებიათ. ამიტომ იგი მთელს ქართველობას უზომო სიყვარულით უყვარდა.

მაგრამ თამარის ნაზმა აგებულებამ ვერ გაუძლო დიდხანს დაუცხრომელ მზრუნველობას სამეფოსთვის, ხშირად ცხენით სიარულს ლაშქრობის დროს და მოგზაურობას საქართველოს ერთი კუთხიდან მეორეში. ჯერ ორმოცდაათი წლისაც არ იყო, რომ გამოაჩნდა მძიმე დედობრივი სნეულება. საუკეთესო ექიმები დაეხვივნენ თავს, მაგრამ ვერაფერი უშველეს.


წმინდა თამარ მეფის
ტროპარი

წმიდათა შორის საკვირველო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღვთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მხედრობანი ქრისტეს მოყვარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მერჯუენითა შენითა დაამხვენ სპანი აგარიანთანი, მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

ლოცვა წმიდისა მეფისა თამარისა მიმართ

ჰოჲ, ქუეყანსა ზედა სამეუფოჲთა მით პორფირითა ჩინებულო და აწ ცათა შინა ანგელოსთა თანა მოსაყდრეო, წმიდაო თამარ დედუფალო, მსწრაფლშეწევნადითა ლოცვითა შენითა განანათლე ღმრთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი. განაძლიერე მსახურებასა და მოღუაწებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლად სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტესმიერ დიაკონნი, ყოველნი სამონაზვნონი წესნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.

ჰოჲ, კეთილმსახურებისა ხატო საკჳრველო, წმიდაო თამარ დედუფალო, გვიოხე წინაშე ღმრთისა, რაჲთა სინანულისა დადებისა მოწადინენი და წადილთა მით საღმრთოჲთა აღძრულნი და სინანულისა ნაყოფთა მათ საცნაურთა გამომღებელნი, ჩუენცა შენთანა ვუგალობდეთ ცხოვნებისა ჩუენისა პირველშემსახველსა ღმერთსა, რომლისაჲ არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1313 | დაამატა: იონა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 tamari  
0
dzalian saintereso istoriebia am saitze.gmertma xeli mogimartot winsvlashi

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024