ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » წმინდანთა ცხოვრება


ღირსი მამაჲ ჩვენი არსენ იყალთოელი (+1127)

6 (19) თებერვალი

ღირსი არსენ იყალთოელი დაიბადა დაახ. XI საუკუნის შუა წლებში. მამამისი კახეთის თავადი იბად ვაჩნაძე იმ დროისათვის ცნობილი კაცი იყო. მან შვილს სამეცნიერო და საღვთ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1163 | დაამატა: იონა | დრო: 19.02.2011 | კომენტარები (0)




2 (15) იანვარი

ღირსი სერაფიმე საროველი (ერობაში – პროხორე მოშნინი) – რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმიდანი – დაიბადა კურსკში 1754 წლის 19 ივლისს. მამა - ისიდორე ადრე გარდაიცვალა და მცირეწლოვანი ყრმ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1432 | დაამატა: იონა | დრო: 25.11.2010 | კომენტარები (0)




ღირსი მარიამ მეგვიპტელი (+522). პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, კესარიის მახლობლად, ცხოვრობდა ღირსი ზოსიმე. სიყრმიდან მონასტერში გაზრდილი ბერი სავანეში 53 წლამდე მოღვაწეობდა. ერთხელ მას გონებაში გაუელვა ფიქრმა: „ნეტავ მოიძებნება უშორეს უდაბნოში ღვთივსულიერი კაცი, ჩემზე აღმატებული მღვიძარებასა და ღვაწლში?“

როგორც კი ფიქრი დაასრულა, ღირს მამას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა: „შენი ღვაწლი სათნოა უფლისათვის, მაგრამ „არავინ არს მართალ არცაღა ვართ“ (რომ. 3,10). ქვეყნად ცხონების უმჯობესი გზებიც არსებობს. გამოდი შენი სავანიდან, ვითარცა აბრაამ სახლითგან მამისა თვისისა (შეს. 12,1) და წადი იორდანეს მონასტერში“.

აბბა ზოსიმემ დატოვა თავისი სამყოფელი და იორდანეს მონასტერში მივიდა. აქ მან ნახა საოცარ ღვაწლში მყოფი უდიდესი ასკეტი მამები და მათთან დარჩა სამოღვაწეოდ.

გავიდა დრო. დადგა დიდი მარხვა. მონასტერში არსებული ტრადიციის მიხედვით, დიდმარხვის პირველი კვირიაკეს საღმრთო ლიტურღიაზე ყველანი ეზიარებ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1128 | დაამატა: ketevani | დრო: 15.03.2010 | კომენტარები (0)




ღირსი შიო მღვიმელი, ცამეტ ასურელ მამათაგანი, ანტიოქიელი იყო. მისმა მშობლებმა, ღვთისმოსავმა აზნაურებმა, მშვენიერი განათლება მისცეს ერთადერთ შვილს. თავმდაბალ, კეთილსა და ღვთისმოყვარე შიოს განსაკუთრებით უყვარდა საღმრთო წერილის კითხვა. ოცი წლის შიომ გაიგო დიდი მოღვაწის იოანეს (ხსენება 7 მაისს) ამბავი, რომელიც თავის მოწაფეებთან ერთად უდაბნოში ცხოვრობდა და მშობლებისაგან ფარულად წავიდა მის სანახავად. წმიდა იოანემ, რომლიც წინასწარჭვრეტის მადლით იყო დაჯილდოებული, სიხარულით მიიღო შიო, აკურთხა, თავის მოწაფეებს კი უთხრა: „იყოს ჭაბუკი ესე შვილი ღმრთისა და მამა მრავალთა მონაზონთა, რამეთუ ღმერთსა გამოურჩევიეს“, შიოს კი აღუთქვა მოწაფეთა შორის ჩარიცხვა იმ პირობით, რომ შინ დაბრუნებულს მშობლებისაგან აეღო ნებართვა.

გავიდა ხანი. შიოს მშობლები მონასტერში წავიდნენ სამოღვაწეოდ. შიომ გაყიდა საცხოვრებელი, გაათავისუფლა ყველა მონა და მამა იოანესთან წავიდა.

ღირსმა იოანემ სიხარულით მიიღო შიო, ბერად აღკვეცა და ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1200 | დაამატა: ketevani | დრო: 09.02.2010 | კომენტარები (2)



წმიდა მღვდელმონაზონი ილარიონ ქართველი ახალი - ყანჩაველი (ერობაში - იესე) დაიბადა 1776 წელს ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრის სოფელ ლოსიათხევში. ღვთისმოსავი აზნაურების, ხახული და მარიამ ყანჩაველების ოჯახში. ექვსი წლის იყო წმინდანი, როცა ბიძამ განდეგილობაში მოღვაწე ბერდიაკონმა სტეფანემ, ღვთის ჩაგონებით, თავისთან წაიყვანა.

მამა სტეფანეს გარდაცვალების შემდეგ იესე ტაბაკინის მონასტერში გადავიდა, მაგრამ როცა თბილისში სასულიერო სასწავლებლის გახსნის შესახებ შეიტყო, ქართლისკენ გაეშურა. გზად ლოცვა - კურთხევისათვის ნიქოზის ეპისკოპოსთან შეიარა. ამ უკანასკნელმა კი, იესეს მადლიანი ლოცვით დამტკბარმა ურჩია: "შვილო ჩემო, შენ სასწავლებელში ისეთს ვერაფერს გასწავლიან, რაც უდაბნოში გისწავლია. ასე რომ, დაბრუნდი შენს სახლში. უფალი ღმერთი, რომელმაც ლოცვა გასწავლა, აგრეთვე შენი ბერის ლოცვები, ისეთ მდგომარეობაში მოგიყვანენ, როცა ღვთის ეკლესიისა და შენი ერისთვის სასარგებლო იქნება."

შინ დაბრუნებული ყმაწვილი, მამამ მალე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1142 | დაამატა: ketevani | დრო: 12.01.2010 | კომენტარები (0)



ათნი მოწამენი კრეტელნი: თეოდულე, სატორნინე, ევპორო, გელასი, ევნიკიანე, ზოტიკე, პომპიოსი, აღათოპუსე, ბასილიდე და ევარესტი იმპერატორ დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამნენ ქრისტესთვის.

კუნძულ კრეტის მმართველი - იმპერატორის თანამოსახელე - სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. ერთხელ სამსჯავროზე მის წინაშე წარადგინეს ათი ქრისტიანი კრეტის სხვადასხვა ქალაქიდან. მათ ახოვნად აღიარეს ქრისტე და ამხილეს კერპთაყვანისცემის ამაოება. ყველა მათგანი სასტიკი წამების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. აღსასრულის წინ მოწამეები მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს, სარწმუნოების ნათლით გაენათლებინა მათი ჯალათები.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1141 | დაამატა: ketevani | დრო: 05.01.2010 | კომენტარები (0)



ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია. არავინ იცის, რამდენმა მოიბანა მიწიერი მწიკვლი ქრისტესთვის თავდადებით უსჯულოებთან ბრძოლისას, რამდენმა განიწმიდა სული მონასტრის ცივ კელიებში ლოცვით, მარხვითა და მოღვაწეობით, მხოლოდ ღმერთმა იცის ჩუმად მოღვაწე იმ ერისკაცთა და დედათა შესახებ, რომლებიც დაუღალავად ჭედდნენ საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი ქვეყნის მომავალს.

„რაჟამს ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს და არცა ოდეს წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩვენი“, - სარწმუნოებრივ-ეროვნული თვითშეგნებით ბრძანა წმიდა მამა გიორგი მთაწმინდელმა თავის დროზე.

„არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩვენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელ ქმნილ ვართ, ვინაჲთგან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვართ - მოწამე არს ჭეშმარიტება“, - ვკითხულობთ რუის-ურბნისის საეკ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1648 | დაამატა: ketevani | დრო: 24.12.2009 | კომენტარები (0)



მუცლადღება მართალი ანას მიერ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დედა - ანა ლევიტელთა ტომის ჩამომავლის, ბეთლემელი მღვდლის - ნათანის ასული იყო. იგი გალილეის მკვიდრს, მართალ იოაკიმეს მიათხოვეს. მეუღლეები ოცი წელი ცხოვრობდნენ უშვილოდ და რადგანაც იუდეველთა მაშინდელი შეხედულების მიხედვით უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა, მათ მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა - ისინი მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს ნაყოფის მინიჭებას. ბოლოს ღმერთმა შეისმინა წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა და ანგელოზის პირით იოაკიმესა და ანას ახარა ჩასახვა ასულისა, „რომლისა მიერ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი“.

„დღესასწაულობს დღეს ყოველი სოფელი ანას მუცლად ღებას, საღმრთოდ აღსრულებულსა, რამეთუ ამან გვიშვა ზესთა სიტყვისა, მშობელი იგი სიტყვისა“, - ნათქვამია დღესასწაულის კონდაკში (იხ. 25 ივლისის და 9 სექტემბრის საკითხავებში).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1194 | დაამატა: ketevani | დრო: 23.12.2009 | კომენტარები (0)




ნიკოლოზობა
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 19 დეკემბერს ნიკოლოზობის დღესასწაულს - წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის დღეს აღნიშნავს.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთ მფარველად ითვლება. მარტო თბილისში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის სახელობის ხუთი ეკლესიაა.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 19 დეკემბერს წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეა, ხოლო 22 მაისს - როცა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილები მირონიდან ბარში გადაასვენეს.
წმინდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულით სარგებლობს ხალხში, მას სასოებით უხმობს ყველა გასაჭირისას და იგიც მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მათ. ყველაზე მეტად წმინდანს მეზღვაურები სცემენ თაყვანს.
წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მის მშობლებ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1107 | დაამატა: იონა | დრო: 19.12.2009 | კომენტარები (0)




რომის უწმინდური იმპერატორის მაქსიმიანეს დროს ქალაქ ალექსანდრიაში ცხოვრობდა სამეფო წარმომავლობის ულამაზესი ქალწული, სახელად ეკატერინე, რომელიც სახელგანთქმული იყო თავისი სიბრძნით. ჯერ კიდევ თვრამეტი წლისამ სრულყოფილეად შეისწავლა ყველა წარმართი მწერლის შემოქმედება, ძველ პოეტთა და ფოლოსოფოსთა - ჰომეროსის, ვირგილიუსის, არისტოტელეს, პლატონისა და სხვათა თხზულებანი. მას შესწავლილი ჰქონდა გამოჩენილ ექიმთა ნაშრომებიც, მაგალითად: ასკლეპიადესი, ჰიპოკრატესი და გალენიოსისა. გარდა ამისა, იცოდა ყოველგვარი ორატორული და დიალექტიკური ხელოვნება, ასევე მრავალი უცხო ენა. ასე რომ, ყველა გაოცებული იყო მისი ცოდნითა და განსწავლულობით. ბევრ მ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1248 | დაამატა: ketevani | დრო: 29.11.2009 | კომენტარები (0)

1 2 3 4 »
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024