E წმიდა მოციქულთა სწორი დედა ჩვენი ნინო, ქართველთა განმანათლებელი (IVს.) - 25 იანვარს 2010 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2010 » იანვარი » 25 » წმიდა მოციქულთა სწორი დედა ჩვენი ნინო, ქართველთა განმანათლებელი (IVს.)
15:01
წმიდა მოციქულთა სწორი დედა ჩვენი ნინო, ქართველთა განმანათლებელი (IVს.)
ხსენება 14 (27) იანვარი, 19 მაისი (1 ივნისი
კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი სახელგანთქმული პატიოსანი მშობლების, რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სოსანას, ერთადერთი ასული იყო. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ. 

წმიდა ქალაქში მისვლის შემდეგ, ნინოს მამამ, ზაბულონმა ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, გამოემშვიდობა ოჯახსა და იორდანის გაღმა უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ.

ქმრის წასვლის შემდეგ სოსანა იერუსალიმის პატრიარქმა იუბენალმა დიაკონისად აკურთხა, ნინო კი აღსაზრდელად მისცა მოხუც ქალს, სარა ნიაფორს. აღმზრდელი ქრისტიანულად ზრდიდა ნინოს, უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს. სარასაგან გაიგო ნინომ ისიც, თუ როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი წარმართთა ქვეყანაში – საქართველოში.

ამ დღიდან ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და იმ პერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა, რომელიც თავად ღვთისმშობელმა მოუქსოვა საყვარელ შვილს. ყოვლადწმიდა ქალწულმა შეისმინა მისი ვედრება, სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: „წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე იქ სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე ვიქნები შენი მფარველი”. ამაზე ნეტარმა ნინომ უპასუხა: „როგორ შემიძლია მე, სუსტ ქალს, რომ ასეთი დიდი სამსახური გავუწიო ქრისტეს და რით შემიძლია ვერწმუნო ასეთი ჩვენების ჭეშმარიტებას?” ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ვაზის ჯვარი მისცა ნინოს და უთხრა: „მიიღე ჯვარი ესე ფარად და მფარველად ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა”. გამოღვიძებულ ნინოს მართლაც ჯვარი ეჭირა ხელში. მან სიხარულის ცრემლებით დაალტო და საკუთარი თმებით შეკრა იგი.

ამის შემდეგ ნინომ ბიძას, პატრიარქ იუბენალს უამბო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულებრივი გამოცხადების შესახებ და გაუმჟღავნა სურვილი საქართველოში საქადაგებლად წასვლისა.

იუბენალმა აღსავლის კარებთან დააყენა დისწული, ხელი დაადო თავზე და მოციქულებრივ ღვაწლზე აკურთხა.

რომში ჩასული ნინო შეხვდა მეფის ასულ რიფსიმეს და მის დედამძუძე გაიანეს, რომლებიც ქრისტეს სჯულზე მოაქცია. ამ დროს რომის იმპერატორი იყო ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი დიოკლეტიანე. მას ძალზე მოეწონა რიფსიმე და გადაწყვიტა, ცოლად შეერთო იგი. წმიდა ქალწულები მიხვდნენ, რომ ეს მტრის ფარული ხრიკები იყო, ბილწთა და საძაგელთა კერპთა თაყვანისმცემელი მეფე ვერ იქნებოდა მეუღლე ქრისტიანი ქალისა, რომელსაც ზეციური სასიძო ამოერჩია. წმიდა ნინო, რიფსიმე, გაიანე და მათთან ერთად ორმოცდაათი ქალწული სომხეთში გაიქცნენ.

დიოკლეტიანემ მალემსმრბოლები აფრინა ლტოლვილთა მოსაძიებლად, შემდეგ თრდატ სომეხთა მეფეს გაუგზავნა ეპისტოლე, აუწყა მომხდარი და უბრძანა, ამოეხოცა ლტოლვინლი, რიფსიმე კი მისთვის გაეგზავნა ან თუ მოეწონებოდა, თავისთვის დაეტოვებინა.

თრდატ მეფემ იპოვა ქალები, მოიხიბლა რიფსიმეს სილამაზით და მისი ცოლად შერთვა განიზრახა. წმიდანი არ დაემორჩილა მეფის სურვილს, რისთვისაც თრდატმა აწამა იგი დედამძუძე გაიანესა და სხვა 50 ქალწულთან ერთად.

წმიდა ნინო ვარდის ბუჩქებში დაიმალა. უფალი სხვა ღვაწლისთვის ამზადებდა მისი სიყვარულით ანთებულ ქალწულს. წმიდა ნინო საქართველოსკენ წამოვიდა. ფარავნის ტბასთან მან გაიცნო მცხეთელი მწყემსები, ისევ მიიღო ღვთისგან ზეგარდამო ლოცვა-კურთხევა „მცხეთას წარმართთა ქადაგებისა”, თანამგზავრებიც იპოვა და ტანჯვა-წვალებით მოაღწია ქალაქ ურბნისამდე. წმიდანმა იქ სულ ერთი თვე დაჰყო, არმაზის კერპის თაყვანისცემად წამოსულ ქართველებს ისიც შეუერთდა და ჩავიდა მცხეთაში.

საშინელი სანახაობა დახვდა იქ წმიდანს: მეფენი, მთავარნი და ყოველი ერი შიშით ძრწოდა კერპთა წინაშე. შეწუხდა ქალწული და ქართველთათვის ლოცვა აღავლინა უფლის მიმართ. დაბერა საშინელმა ქარმა, წამოვიდა სეტყვა და შეიმუსრა კერპები. შეშინებული ხალხი სხვადასხვა მხარეს გაიფანტა.

წმიდა ნინო სამეფო ბაღში დასახლდა, უშვილო ოჯახს წმიდა ნინოს ლოცვით ღმერთმა მიჰმადლა შვილი. გახარებულმა ცოლ-ქმარმა აღიარა ქრისტე და დაემოწაფა წმიდანს. ნინოს ირგვლივ თანდათან იკრიბებოდნენ ქრისტეს სჯულის თაყვანისმცემლები. ერთხელ ნანა დედოფალი სასიკვდილოდ დასნეულდა, სასოწარკვეთილი დედოფლის მსახურნი წმიდა ნინოსთან მივიდნენ, აუწყეს ყოველივე და სახლში გაყოლა თხოვეს. მაგრამ წმინდა ნინომ დედოფალს შეუთვალა, თავად მოსულიყო მასთან. ნანა დედოფალი დამორჩილდა მოციქულთასწორის ბრძანებას. წმიდა ნინომ ილოცა, ჯვარი გადასახა და განკურნა დედოფალი. ამის შემდეგ ნანამ აღიარა ქრისტე.

ერთხელ მეფე მირიანი სანადიროდ წავიდა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა მცხეთაში დაბრუნებისთანავე ამოეწყვიტა ჯვარცმულის მოსავნი, მათ შორის თავად ნანა დედოფალიც, თუ ის არ დატოვებდა ქრისტეს სჯულს. ნადირობისას მოულოდნელად მზე დაბნელდა. მარტო დარჩენილი მირიან მეფე დიდხანს ამაოდ უხმობდა შემწედ კერპებს. როცა იმედი გადაუწყდა, ქრისტეს შეევედრა: „ღმერთო ნინოსაო, განმინათლე ღამე ესე და მაჩვენე საყოფელი ჩემი და აღვიარო სახელი შენი, აღვმართო ძელი ჯუარისა და თაყვანის-ვსცე მას, აღვაშენო სახლი სალოცველად ჩემდა და ვიყო მორჩილ ნინოსა სჯულსა ზედა ჰრომთასა”. მაშინვე გამობრწყინდა მზე. გახარებულმა მირიანმა მადლობა შესწირა ქვეყნიერების შემოქმედს. მცხეთაში დაბრუნებულმა მეფემ ინახულა წმიდა ნინო და აუწყა განზრახვა.

წმიდა მოციქულთასწორის ღვაწლით საქართველოში განმტკიცდა ქრისტიანობა.

წმიდანის სურვილისამებრ მისი პატიოსანი გვამი ბოდბეში დაკრძალეს, სადაც დღემდე განისვენებს. შემდგომ მის საფლავზე მირიან მეფემ წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი ააგო.

წმინდა ნინოს
ტროპარი

სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი

მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღვთისა განსწავლული მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა დედისა ღვთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა მეოხე მხურვალე, მცველი დაუძინებელი.

ლოცვა წმიდისა მოციქულთა სწორისა დედისა ნინოს მიმართ სათქმელი მუხლთ მოდრეკით

მიიღე ფრიად-შვენიერებით და სიმკაცრით სულთა ჩვენთათვის, დედობრივ მოღვაწეო-ქალწულო, ნეტარო ნინო, მცირე კნინი სამადლობელი ესე ძღვენი ჩვენ გლახაკთა, უღირსთა მონათაგან წადიერებით და სიყვარულით, შენ დედოფლისა და მოღვაწისა ჩვენისად შეწირული! ყოველთა დედათა ნათესავთაგან შენ მაცხოვრად და მოღვაწედ სულთა ჩვენთათვის დაბნელებულთა და ეშმაკისა მონებისაგან ბნელისა მხსნელად ღვთისა მიერ მოწყალებად ჩვენდა მოფენილო ნათელო! ვითარ იგი უპირატეს ამისა პირველ იღვაწე ჩვენთვის მოციქულებრითა შრომითა შენითა და დედობრივითა მოწყალებითა შენითა, აწცა ნუ დააცადებ მოღვაწებასა და მეოხებასა წინაშე მეუფისა ქრისტესა, რომელი შენ გვახა-რენ ჩვენ მოციქულებრითა შრომითა შენითა და იხსნენ სულნი ჩვენნი საწყალობელნი, მონებისა მისგან ბნელისა ეშმაკისა და საცთურთაგან მისთა მრავალ ღონეთა და ტყვეობისაგან მრავალ საძაგისა მის სულთა დამაბნელებელისა ვნებისაგან გამოიტაცე გონება და სული ჩვენნი! აღსდეგ ზენაითა მით ძლიერითა შეწევ-ნითა შენითა მტერთა ჩვენთა ჩვენზედა აღდგომილთა და შეჰმუსრენ მკლავნი მათნი ბარბაროზებრივნი მრავალ ღონეობით ჩვენზედა განმარტებულნი და მოუღენ ძალი და ძლიერება მათი ყოვლად ძლიერითა ქრისტეს მეუფისა ჩვენისა უძლეველისა ძალისათა! და სრულიად უკუნ აქცევდე დედაო ტკბილო სანატრელო, ცოდვათა ჩვენთა სიმრავლისაგან დღითი დღედ მომავალთა მომსრველთა სიმრავლეთა წარმართთასა და წარტყვენვად ჩვენ ზედა აღჭურვილთა და ვიდრე აღსრულებადმდე და აღკრებადმდე სოფლისა ამის ამაოებისა ჰგიებდე ჩვენთანა განუშორებელად, დედაო სანა-ტრელო, დედა ეგე მოწყალე შვილთა შენთა თანა, ცოდვისა ბრალთაგან განფრდილთა და ვნებისაგან ეშმაკისა ტყვექმნულთა და იღვაწე ჩვენთანა განუშორებელად ნაღვაწი შენ მიერ საღმრთო იგი მართლმადიდებლობისა ყოვლად უბიწო სარწმუნოება ცხოველსმყო-ფელითა მით მადლითა ყოვლად წმიდისა სულისა შეწევნისათა! და განსლვადმდე ცხოვრებისა ამის ჩვენისა კნინისაგან დაგვიფარენ მარადის უბიწოსა სარწმუნოებასა შინა უბიწოთა მოქალაქობითა, რათა შენ მიერითა მეოხებითა და შეწევნითა და საფარველითა შენითა მარად თაყვანისცემით მოუკლებელად ვადიდებდეთ, ყოველსა ცხოვრებასა შინა ჩვენსა, ყოველთა დამბადებელსა მეუფესა მას მეუფეთასა მაცხოვარსა ჩვენსა ქრისტესა, მამით და სულით ერთ-ღვთაებით და ერთარსებით ყოველთა არსთაგან თაყვანისცემულსა, აწ და სამარადისოდ და მომავალსა საუკუნესა, ამინ.

კატეგორია: მოახლოებული დღესასწაულები | ნანახია: 1106 | დაამატა: ketevani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024