E წმინდა დიდი მოწამე დედოფალი ქეთევანი - 25 ოქტომბერში 2009 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 25 » წმინდა დიდი მოწამე დედოფალი ქეთევანი
11:18
წმინდა დიდი მოწამე დედოფალი ქეთევანი

(ცხოვრება და მოღვაწეობა). მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ღვთის განგებულებით ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი მოციქულებთან ერთად ირჩევს რომელი ქვეყანა უნდა გაანათლოს ჭეშმარიტი სარწმუნოებით; დედა ღვთისას ივერია ხვდება წილად. იქიდან მოყოლებული ყოვლად-წმინდა ღვთისმშობელი ზრუნავს თავისი წილხვდომი სამწყსოს დაცვისა და განათლებისთვის; როცა ქართველ ხალხში რწმენა მცირდებოდა სწორედ ღვთისმშობლის მეოხებით გამოაჩენდა უფალი სარწმუნოების მცველთ; და მაშინ ერი ადგებოდა მოწამოებრივ გზას.

კახეთის დედოფალი ქეთევანი იყო. ჭეშმარიტი მაგალითი ქრისტიანო, დედოფლობისა და დედობისა; მის მაგალითზე საუკუნეების მანძილზე იზრდებოდა თაობები ქართველებში.

წმინდა ქეთევანი ღვთივკურთხეულ ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი, აშოთან მუხრან ბატონის ასული გახლდათ. ბაგრატიონები თავიანთ წარმომავლობას ბიბილიურ დავითს უკავშირებდნენ. მემატიანენიც ასე ამკობენ მის პიროვნებას:„ასული ესე დავითისა განბანილ ღმერთ მყოფელითა საბანელითა, სწავლული სარწმუნოებითა, სჯულდებულებითა, სწავლული სამღვდელოითა, წერილითა და სათნოებათა მომგები. ქალწული მორცხვი, ბრძენი, კეთილგონიერებისა კმევითა, ქალი ნარნარი და მხნე კეთილთა მოქმედებათადმი, ყრმა მშვენიერი და უმშვენიერესი“.

კეთილგონიერი და მორწმუნე ქეთევანი კახეთის მეფის, ალექსანდრეს უფროს ვაჟზე, დავითზე დააქორწინეს. მეფე ალექსანდრეს დავითის გარდა კიდევ სამი ვაჟიშვილი ჰყავდა:გიორგი, კონსტანტინე და ერეკლე. კონსტანტინე ბავშვობიდანვე შაჰ-აბასის კარზე იზრდებოდა და რჯულიც გამოცვლილი ჰქონდა. 1601 წელს მეფე ალექსანდრე ბერად აღიკვეცა ალავერდის ტაძარში. ტახტზე დავითი ავიდა, მაგრამ ოთხიოდ თვეში, 1602 წელს კახეთის ახალგაზრდა მბრძანებელი მოულოდნელად გარდაიცვალა. დაქვრივებულ ქეთევანს დარჩა ქალ-ვაჟი-ელენე და თეიმურაზი.

უფალი თავის რჩეულ მონებს უხვად განუმზადებს ხოლმე განსაცდელთ, ჭირთ, რათა მათი მხნე ცხოვრება თვალსაჩინო მაგალითი გახადოს თანამედროვეთათვის, ხოლო თვითონ მათ არაამქვეყნიური შეუდარებელი დიდებით განადიდებს. შვილის სიკვდილის შემდეგ ალექსანდრე კვლავ სამეფო ტახტს დაუბრუნდას. შაჰ-აბასმა, როგორც კი დავითის სიკვდილი და ალექსანდრეს დაბრუნება შეიტყო, თავის კარზე აღზრდილ გამაჰმადიანებულ კონსტანტინე-მირზას უბრძანა კახეთში დაბრუნება, მოხუცებული მამისა და ღვიძლი ძმის, გიორგის მოკვლა. გამხეცებულმა კონსტანტინე-მირზამ შეასრულა ბრძანება, მამისა და ძმის მოკვეთილი თავები, ძვირფასი ძღვენივით, „მამობილს“ გაუგზავნა, გვამები კი აქლემს აჰკიდა და ალავერდს გაგზავნა დასაკრძალად. ქეთევანმა პატივით დაკრძალა მამამთილისა და მაზლის ცხედრები. სისხლში გასვრილმა კონსტანტინემ კი ქეთევანს ცოლობა სთხოვა:„შეგირთავ ცოლად და შენც მორჩილ მექმენ, რამეთუ ესრეთ არს წესი და ჩვეულება სჯულად მაჰმადისაო“.

ქეთევანმა კახეთის დიდებულები იხმო, ყოველივე აუწყა და განუცხადა:-თუ სარწმუნოებას და ქვეყნის ღირსების დაცვას ვერ შეძლებთ, მე ქართლში, მუხრანში დავბრუნდები.

დიდებულებმა ერთგულება შეჰფიცეს დედოფალს, შეიკრიბნენ, მიუვარდნენ სჯულისა და ტრადიციების შემაგინებელს და სიცოცხლეს გამოასალმეს. ქეთევანმა ურწმუნო კონსტანტინეს გვამი მისი გვარისთვის შესაფერი პატივით მიაბარა მიწას, შაჰს კი დიდძალი ძღვენი გაუგზავნა და სთხოვა მეფედ თეიმურაზი დაემტკიცებინა. მანამდე კი თავად იტვირთა სამეფოზე ზრუნვა.

წმინდა დედოფალი ქეთევანი განაგებდა სამეფო კარს და სათნო საქმეებსაც აკეთებდა. უხვად გასცემდა მოწყალებას, აპურებდა გლახაკთ, აღაშენებდა ეკლესია-მონასტრებს, დანამრავლებდა მღვდელთა და ბერ-მონაზონთა; ცხოვრობდა განმარტოებით და დიდის გულმოდგინებით აღასრულებდა ლოცვით ღვაწლს. შაჰ-აბასი შეშინდა; ფიქრობდა კახეთი განმიდგა, ქართლს შეუერთდება და საბოლოოდ დავკარგავო; ამიტომ სასწრაფოდ დიდი პატივით დააბრუნა საქართველოში უფლისწული თეიმურაზი. გაიხარა შვილის ხილვით წმინდა დედოფალმა, გაიხარა მთელმა სამეფომაც ქრისტიანი უფლისწულის დაბრუნებით. მეფე იკურთხა და ქვეყანაში დროებით სიმშვიდემ დაისადგურა. ახალგაზრდა მეფემ გურიელის ასული ანა შეირთო. მეფე დედოფალს ორი ვაჟი-ლევანი, ალექსანდრე და ერთი ასული თინათინი შეეძინათ. ანა დედოფალი მალე გარდაიცვალა. შაჰის დაჟინებით თეიმურაზმა ლუარსაბ II-ის და ხორეშანი შეირთო ცოლად, შაჰმა კი ხორეშანის და ელენე მოიყვანა. ასე ვბიერებით „დაუმოყვრდა“ ქართლ-კახეთის სამეფოს, ქართლსა და კახეთის შორის იგი მუდმივად თესდა განხეთქილების ღვარძლს. შაჰ-აბასმა 1614 წელს ელჩი გამოუგზავნა თეიმურაზს და ერთგულების ნიშნად მძევლად შვილი მოსთხოვა.

იცოდა თეიმურაზმა შაჰის ვერაგობის ამბავი, მაგრამ დიდებულების დაჟინებით უმცროსი ვაჟი ალექსანდრე, მაინც გაგზავნა სპარსეთში, თან წმინდა ქეთევანიც გააყოლა:„ჰგონებდა პატივისცემასა დედისასა შაჰ-აბასისაგან“. შაჰმა უფროსი შვილი, ლევანიც გამოითხოვა, ბოლოს კი თეიმურაზსაც შეუთვალა:„რადგან ამისთანა ერთგული ხარ, შენც მოდი და მნახე“.

აშკარა იყო შაჰის განზრახი:„კახეთის სამეფო კარისთვის თავი მოეყარა და ერთიანად შეემუსრა. ამის დათმობა უკვე აღარ შეიძლებოდა. დროც არ ითმენდა. მაშინ თეიმურაზი და ლუარსაბი შეითქვნენ და ერთად სძლიეს ჟალეთში დაბანაკებულ მტერს. დაიწყო ქართლის ცხოვრების უსაშინელესი პერიოდი. კახეთის დასალაშქრად გამზადებულმა შაჰ-აბასმა ძვირფასი მძევლები-წმინდა ქეთევანი და მისი შვილიშვილები-შირაზს გაგზავნა, თვითონ კი კახეთს შეესია. ააოხრა სამეფო კარი, შერყვნა ეკლესია მონასტრები, გადაასახლა და დააცარიელა სოფლები. ქვეყანა შიმშილმა და ძალადობამ მოიცვა. უსჯულოებმა ცეცხლს მისცეს კახეთი. სამასი ათასზე მეტი ქართველი სპარსეთში გადაასახლეს, გადაბურებულ ქვეყანაში კი უდუსები ჩამოასახლეს. დამარცხებული მეფეები იმერეთის მეფეს, გიორგის შეეხიზნენ. წმინდა ქეთევანი შაჰის ტყვეობაში იყო. ვინ მოსთვლის წმინდანის იმ ტანჯვას, რაც სამშობლოს, დედა ეკლესიისა და ოჯახის განშორებით იყო გამოწვეული. შირაზის გადასახლებიდან ხუთი წლის შემდეგ შაჰმა ქეთევანს ჩამოაშორა თეიმურაზის ძენი, ისპაჰანს წაიყვანა და დაასაჭურისა. ალექსანდრემ ტანჯვას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, ლევანი კი შეიშალა. სამშობლოს ხვედრით შეწუხებული წმინდა დედოფალი, რომელმაც შვილიშვილების უბედურება ჯერ არ იცოდა, შირაზის მმართველის, გათათრებული ქართველის იმამ-ყული-ხან უნდილაძის სასახლეში ცხოვრობდა. ნაქართველარი თათარი დიდი პატივით ეპყრობოდა ქეთევანს და ამბობდა:-დიდად საპატიო სტუმარი არისო ჩვენი, ის კი არა, ჩვენ ვართო მისი ტყვეები.

სწორედ მისი ბრძანებით დაუმალეს წმინდა დედოფალს ბატონიშვილების-ლევანისა და ალექსანდრეს საშინელი ამბავი. ათი წელი იტანჯებოდა დედოფალი ამ „საპატიო“ ტყვეობაში;მარხვით, ლოცვით, ქვაზე წოლით გაილია მისი სხეული. მაგრამ მაინც მხნედ იყო, უვლიდა, ზრუნავდა და ზედ დაჰფოფინებდა თავის სამწყსოს მის გამგეობაში მყოფ ოცამდე ქართველს.

და აი, ღვთის განგებულებით დადგა ჟამი დედოფლის გამოცდისა. „შემდგომ ათი წლისა მიიღო ხელმწიფებაი მტერმან მისსა ზედა, ყოვლად უბიწოსა“. ხედავდა გულ-მრისხანე შაჰი, რომ „უდრეკ იყო დედოფალი“, ისევ წმინდა სამებას სასოებდა კახეთის მანათობელი ვარსკვლავი, ჯვარცმულ მაცხოვარს ავედრებდა თავის ჯვარცმულ ქვეყანას და ემზადებოდა დიდი მისიისათვის. უსჯულო აბასმა გადაწყვიტა, რჯული გამოეცვლევებინა ქეთევანისთვის. მისი უზნეობა და თავხედობა იქამდეც მივიდა, რომ მის ცოლობაზე თანხმობა ითხოვა ზნესრული დედოფალისაგან; ეს მოხდა სწორედ იმ დღეს, როცა წმინდანს შეატყობინეს შვილიშვილების ამბავი. შაჰმა იმამყული-ხანს შეუთვალა:„ქეთევან დედოფალი თუ გათათრდეს, ნურას აწყენ; თუ არა და აწამე, წამებით მოჰკალიო“.

შეძრწუნდა უნდილაძე და მოციქულის პირით შეუთვალა:„ბერი დედაკაცია და არ გათათრდება, რას აქნევ ამის გათათრებას, თქვენთვის სირცხვილიც კია მისი სიკვდილი“.

შაჰ-აბასი განრისხდა, და ბრძანების მეყსეულად აღსრულება უბრძანა შირაზის ხანს. ნაქართველარი შეევედრა დედოფალს, სხვის დასანახად მაინც ეღიარებინა მაჰმადი, გულში კი ქრისტიანად დარჩენილიყო. წმინდა ქეთევანმა შორს დაიჭირა უნდილაძის რჩევა და წამებისათვის განემზადა. ილოცა, შვილი და მამული შეავედრა და შეჰღაღადა უფალს:„მეუფეო ქრისტე, სიტყუაო ღვთისაო. არა შუენოდა მხევლისა შენისად უარის ყოფაი შენი, ანუ მიმცემ ეშმაკსა მხევალსა შენსა“, ეზიარა მაცხოვრის ყოვლად-პატიოსან და უხრწნელ ხორცსა და სისხლს და უშიშრად წარსდგა ჯალათების წინაშე. ხალხით გაჭედილ მოედანზე გამოიყვანეს ქართველთა სათაყვანებელი დედოფალი; მას მგლოვიარე ქართველები მიაცილებდნენ. ჯალათებმა მოიტანეს სპილენძის ქვაბები, დაანთეს ცეცხლი, შეაწყვეს შანთები გასახურებლად და სადღესასწაულოდ შემოსილი დედოფალი კოცონის წიაღი დააყენეს. მხოლოდ ერთი ითხოვა წმინდა მოწამემ:„დედის ნაშობნი ხართ თქვენც და ნუ შეურაცხმყოფთ სიშიშვლით“.

ურჯულოებმა ენით აღწერილი სისასტიკით აწამეს ქართველთა წმინდა დედოფალი; „განჭიმეს მძაფრიადე ხელნი და მაჯანი გლახაკთა გამომზრდელნი, ხელნი მარად უბრალონი და წმიდად აღპყრობილნი ღუთისადმი, დაჰგლიჯნეს მარწუხთა მიმართ ძუძუნი და დაჰსდვეს წყლულთა მათ ზედა საჯნი, ლუსამარნი იყუნეს მრავალნი ქუეშე წმინდისა და მათ ზედა განმრთხულ იყო და ზედაცა დაჰყარნეს იგინივე მრავალნი. მაშინ ხორცნი იგი წმიდისანი მრჩობლითა ივნებდეს ტკივილითა, რკინანი იგი თვსით სატანჯუელ იყუნეს და ცეცხლებრ სწვიდეს საშინელ, რამეთუ ნაბერწყალთა სროლამდე განხურვებულ იყუნეს. მაშინ იპობოდიან ხორცნი ლუსმათაგანი და რაზომცა განამწვეტიყუნეს, ეგრე ხორცთა შინა განვლიდიან, ეგრე ხორცთა შინა განვლიდიან. იტყვს მეფე, ხორცნი დაჰსცხნესო, რომელნი აქუნდეს და მათ დასხდეს ლურსმანი და ბრძხლნი, გალავნეს მკერდით ზურგამდე შამფურნი. მაშინ ტკივილნი სასტიკობდეს, გრძნობანი ტკივილთანი საშინელ-იყუნეს. გვირგვნი მეფობაი მშუენიერებისაი და შარავანდელი სიკეთისა განიმზადებოდა მიცემად ხელისაგან უფლისა“. წმინდა სულმა დატოვა ნაგვემი სხეული. განძვინვარებულმა ჯალათებმა ნადირთა სათრევად დააგდეს წმინდა დედოფლის გვამი, რათა შებილწულიყო მისი სიწმინდე, მაგრამ ღმერთმა წმინდანის ნეშტს ნათელი ნათელი დაადგა. დიდ მოწამის წმინდა გვამი დიდი პატივით, საკმევლისა და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და რომში, კათოლიკურ ტაძარში გადაასვენეს ავგუსტინეს ორდენის ბერ-მონაზვნებმა, რომლებიც იმ ხანებში სპარსეთში იმყოფებოდნენ და მოწამენი და თვითმხილველნი გახდნენ წმინდა დედოფალ ქეთევანის მოწამეობრივი ღვაწლისა, მისი წმინდა ნაწილები:პატიოსანი თავი და მარჯვენა ხელი დედოფლის ძეს, თეიმურაზ მეფეს გადასცეს, რომელმაც ისინი საქართველოში ჩამოასვენა.

აქ კიდევ ერთხელ დაიტირა თავისი დედა და ძენი მეფემ და დიდი პატივით დაკრძალა ალავერდის მონასტერში, წმინდა დიდმოწამე გიორგის საკათედრო ტაძრის ტრაპეზის ქვეშ. მალე ქართლის კათალიკოს პატრიარქმა ზაქარიამ (1613-1630) წმინდანთა დასში შერაცხა დიდი მოწამე დედოფალი ქეთევანი და ხსენება მისი წამების დღეს 13(26) სექტემბერს დააწესა.

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1340 | დაამატა: ketevani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1  
dzalian kargi ambavia da xalxo yoveltvis qristianuli cxovrebit icxovret

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2016