E წმიდა ნიკოლოზ VIII (ბაგრატიონი) - 3 ივნისში 2010 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2010 » ივნისი » 3 » წმიდა ნიკოლოზ VIII (ბაგრატიონი)
08:42
წმიდა ნიკოლოზ VIII (ბაგრატიონი)
წმიდა ნიკოლოზ VIII (ბაგრატიონი)



წმიდა ნიკოლოზ VIII (ბაგრატიონი) – ყოვლისა საქართველოისა კათოლიკოს-პატრიარქი დაიბადა 1515 ახლო ხანებში. წმიდანის მშობლები იყვნენ კახეთის მეფე, ლეონი და დედოფალი თინათინი.

ნიკოლოზისთვის სათანადო ცოდნა-განათლების მისაღებად თინათინ დედოფალმა მცხეთის საკათალიკოსო ტაძრიდან კახეთში წაიყვანა სვეტიცხოვლის ცნობილი ქადაგი გედეონ მაღალაძე, რომლის მიერ განისწავლა ნიკოლოზი "კითხვასა ღმრთივ სულიერსა წიგნთასა და გალობასა ანგელოზებრივსა” და აღწევნულ იქნა "თავსა სრულებისასა ვიდრე რიტორობად და ღრამატიკოსობად”.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით "ქორონიკონსა სობ (1584 წელს) მიიცვალა ბარათაშვილი, კათალიკოზი ნიკოლოზ და ბრძანებითა ღმრთისაჲთა კათალიკოზ იქმნა ძე კახთა მეფისა ლეონისა, თუესა თებერვალსა კჱ (28), დღესა შაბათსა”.

1588 წლით დათარიღებულ საბუთში ნიკოლოზი თავს შემდეგნაირად მოიხსენიებს: "ქ. ჩუენ, ქრისტეს ღმრთისა მიერ კურთხეულმან, ყოვლისა საქართველოს მამათმთავარმან ქართლისა კათალიკოს-პატრიარქმან ხელმწიფის ლეონის ძემან პატრონმან ნიკოლაოზ”.

წმინდა ნიკოლოზი თავდადებულად იღწვოდა ეკლესიის სიწმინდის დაცვისათვის და ზრუნავდა საკათალიკოსო საყდრის ყრმა-მამულების გამრავლებასა და გაფართოებაზე. ამ მხრივ მას გვერდით ედგნენ, როგორც ქართლის, ასევე კახეთის მეფეები. ნიკოლოზმა ალექსანდრე II-ს (1574-1605) დააბრუნებინა სვეტიცხოვლის კუთვნილი სოფლები – ვეძისხევი, ფაშაანი, ხევთუბანი და გორგაანი, განაახლებინა და დაამტკიცებია ძველად შეწირული კახეთის მამულების ვრცელი სიგელი. სვიმეონ I-ს თხოვნით აღადგინა ძველი ხელნაწერი წიგნი "რჯულის კანონი”. საეკლესიო და სახელმწიფოებრივ საქმეებთან ერთად ნიკოლოზი უდიდეს ყურადღებას იჩენდა თითოეული ადამიანისადმი. საოცარი მადლიერებით ეპყრობა ნიკოლოზ კათალიკოსი მის აღმზრდელს გედეონ მაღალაძეს – მიუხედავად იმისა, რომ ლეონ მეფემ უხვად დააჯილდოვა გედეონი შვილის კეთილად აღზრდისათვის, ნიკოლოზმა კიდევ უბოძა მას ყრმა მამულები: "ოდეს ღირს-მყო უფალმან დადგი-ნებად კათოლიკე ეკლესიისა პატრიარქად მას ჟამსა გიბოძე… და დიდისა მისთვის მსახურებისა და აღზრდისა ჩემისათვის მცირედი ესე უკუმოგიზღვე”.

წმიდა ნიკოლოზ კათოლიკოზ-პატრიარქს მოიხსენიებენ, როგორც "იოვანე ოქროპირისა და ბასილის მსგავსსა და მათებრ ჩუენგან სარწმუნებულსა ბატონს კათალიკოზს”.

წმიდა ნიკოლოზს მიწერ-მოწერა ჰქონდა რუსეთის პატრიარქ იობთან, მას საჩუქრად გაუგზავნა ბედაური ცხენი. წმიდა კათოლიკოსმა მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარს შესწირა 1049 წელს დაწერილი, მშვენიერი ყდით შემკული, ტყავზე ხელნაწერი სახარება. მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი) "მიმოსლვაში” მოგვითხრობს ათონის ივერთა მონასტერზე და აღნიშნავს, რომ სატრაპეზოში არის წმიდა ნიკოლოზ კათოლიკოსის ხატი. იგივე ავტორი აღწერს აშოთან მუხრანბატონის მიერ აშენებულ სატრაპეზოს და უმატებს: "იქ მიცვალებულა კათალიკოზი ნიკოლოზ, მგონი ეს ბატონიშვილი იყოს”.

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 353 | დაამატა: იონა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2016