ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 26


14 (27) იანვარი

კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი სახელგანთქმული პატიოსანი მშობლების, რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სოსანას, ერთადერთი ასული იყო. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ.

წმიდა ქალაქში მისვლის შემდეგ, ნინოს მამამ, ზაბულონმა ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, გამოემშვიდობა ოჯახსა და იორდანის გაღმა უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ.

ქმრის წასვლის შემდეგ სოსანა იერუსალიმის პატრიარქმა იუბენალმა დიაკონისად აკურთხა, ნინო კი აღსაზრდელად მისცა მოხუც ქალს, სარა ნიაფორს. აღმზრდელი ქრისტიანულად ზრდიდა ნინოს, უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს. სარასაგან გაიგო ნინომ ისიც, თუ როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი წარმართთა ქვეყანაში – საქართველოში.

ამ დღიდან ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და იმ პერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა, რომელიც თავად ღვთისმშობელმა მოუქსოვა საყვარელ შვილს. ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1328 | დაამატა: ketevani | დრო: 26.10.2009 | კომენტარები (0)




წმიდა იოაკიმე და ანა - ყველაზე უვნებელი მეუღლეების წყვილი

- წმიდაო მამაო, ცოტაოდენი რამ წმიდა იოაკიმესა და ანას, ღვთისმშობლის მშობლების შესახებ გვიამბეთ. ერთხელ თითქოს აპირებდით, რომ ამაზე გესაუბრათ.

- ბავშვობის წლებიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მშობლებისადმი განსაკუთრებულ მოწიწებას ვგრძნობდი. იმასაც კი ვითხოვდი, - რომ ბერად აღკვეცის შემდეგ ჩემთვის იოაკიმე დაერქმიათ. როგორ დავალებულები ვართ მათგან! წმიდა იოაკიმე და ანა ამ ქვეყნად ოდესმე არსებულ ცოლ-ქმარს შორის ყველაზე უვნებელი წყვილი იყო. მათში საერთოდ არ არსებობდა სიბრძნე ამა სოფლისა.

სწორედ ამგვარად შექმნა ღმერთმა ადამიანი და მას სურდა, რომ ადამიანები სწორედ ამგვარადვე - უვნებლად დაბადებულიყ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ქადაგებები | ნანახია: 1714 | დაამატა: იონა | დრო: 26.10.2009 | კომენტარები (0)




წმიდა მოწამე ცხრა კოლაელი ყრმა VI საუკუნეში აღესრულნენ მოწამეობრივად. ისინი მდინარე მტკვრის სათავეში საკუთარ მშობელთა მიერ იქნენ ჩაქოლილნი ქრისტეს აღსარებისთვის.

სოფელი კოლა მდინარე მტკვრის სათავეში მდებარეობდა. აქ გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქრისტიანები და წარმართები. უმეტესობა კერპთაყვანისმცემელი იყო.

ქრისტიანთა და წარმართთა ბავშვები მთელი დღეების განმავლობაში ერთად თამაშობდნენ. საღამოობით, როცა სოფლის ეკლესიაში მწუხრის ზარებს დარეკავდნენ, ქრისტიანი ბავშვები თამაშს თავს ანებებდნენ და ტაძარში მიდიოდნენ სალოცავად. ქრისტიან ბავშვებთან ერთად წარმართი ყრმები ეკლესიამდე მიუყვებოდნენ მათ თანატოლებს, მაგრამ ტაძარში ვერ შედიოდნენ. „თქუენ შვილნი ხართ მეკერპეთანი და არა ჯერ არს შემოსლვაჲ თქუენი სახლსა ღმრთისასა“ ეუბნებოდნენ მათ.

ყრმები თანდათან უფრო და უფრო ინტერესდებოდნენ ქრისტიანული მოძღვრებით; და ბოლოს გადაწყვიტეს ქრისტიანებს შეერთებოდნენ. „უკუეთუ გნებავს შემოსლვად ჩუენ თანა ეკლესიად, გრწმენინ უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1434 | დაამატა: ketevani | დრო: 26.10.2009 | კომენტარები (5)




ღირსი ეფრემ ასური დაიბადა ქალაქ ნიზიბიაში IV ს-ის დასაწყისში. მშობლები — ღარიბი მიწათმოქმედები – კეთილმსახურებით ზრდიდნენ შვილს, მაგრამ ეფრემი ფიცხი ბუნების გამო ხშირად ჩხუბობდა, დაუფიქრებლად იქცეოდა და ღვთის განგებულებაშიც კი ეჭვი ეპარებოდა. ერთხელ მას ცხვრების მოპარვა დასწამეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც ჩაესმა ხმა, რომელიც სინანულისა და გამოსწორებისაკენ მოუწოდებდა. განთავისუფლების შემდეგ ეფრემი განეშორა წუთისოფლის ამაო შფოთს და ნიზიბიის მთებში დაეყუდა. აქ მისი მოძღვარი შეიქნა ცნობილი ასკეტი იაკობი – ნიზიბიის ეპისკოპოსი (ხს. 13 იანვარს). მღვდელმთავრის ხელმძღვანელობით ღირსი მამა უხვად იხვეჭდა სხვადასხვა ქრისტიანულ სათნოებებს და სულიერებაშიც სწრაფად წარემატებოდა. იაკობი ეფრემის ხასიათსა და შემართებას სწორ მიმართულებას აძლევდა: ავალებდა ქადაგებების წარმოთქმას. წმიდანი მოძღვარს თან ახლდა 325 წელს ნიკეაში გამართულ I მსოფლიო კრებაზეც. ეფრემი იაკობის მორჩილებაში იმყოფებოდა თოთხმეტი წლის განმავლობაში, მის აღსასრულამ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1282 | დაამატა: ketevani | დრო: 26.10.2009 | კომენტარები (0)




ქვემო გალილეაში დაბრუნების შემდეგ ყოვლადწმინდა მარიამმა და მართალმა იოსებ დამწინდველმა მალევე იგრძნეს, რომ ყრმა უფლის სიცოცხლეს დიდი საფრთხე ელოდა: ეს იყო პირველი� ტკივილი, რომელმაც იოსებ დამწინდველის უწყებით, მოწყლა ღვთისმშობლის გული.

მოგვებმა არ შეასრულეს ჰეროდე მეფის დავალება და იერუსალიმში აღარ დაბრუნებულან, რომ მისთვის ყრმა მეუფის ადგილსამყოფელი ეუწყებინათ. ჰეროდემ ეს შეურაცხყოფად და დაცინვად მიიღო და საშინლად განრისხდა. ამის გარდა, მოაღწია ხმებმა სვიმეონის და ანნას წინასწარმეტყველების შესახებ. ამან კიდევ უფრო გაამძაფრა მისი ეჭვი და შიში, რომ ახალშობილი ყრმა, როგორც კანონიერი მეფე, მას სკიპტრას წაართმევდა. ჰეროდე მთელი ძალით ეძებდა ყრმის შობის ადგილს, მაგრამ მისი მცდელობა ამაო იყო. შიშისა და ბოროტებისაგან გონებადაკარგულმა ბრძანა, ბეთლემსა და მის შემოგარენში დაეხოცათ მამრობითი სქესის ყველა ბავშვი, ახალშობილებიდან მოყოლებ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1196 | დაამატა: იონა | დრო: 26.10.2009 | კომენტარები (0)




ესქატოლოგიურ მოვლენათა ზოგადი აღწერა მოცემულია ძველ აღთქმაში; კონკრეტულად კი წინასწარმეტყველ დანიელის წიგნში. ძველი აღთქმისეული ესქატოლოგიის გაგრძელებას და მის კულმინაციას კი წარმოადგენს იოანეს გამოცხადება (აპოკალიფსისი). წიგნში აღწერილია მოვლენები, რაც იესო ქრისტეს დედამიწაზე მოერედ მოსვლის ჟამს უნდა მოხდეს და რასაც უამრავი კატაკლიზმები[1] და სასწაულები[2] უნდა მოჰყვეს (ციური ცეცხლი, მკვდრების აღდგომა[3], ანგელოზთა გამოცხადება), ამიტომაც, სიტყვა აპოკალიფსი ხშირად სამყაროს დასასრულად და პლანეტარული მასშტაბის კატასტროფის სინონიმად აღიქმება. ამ სიტყვიდან წამოვიდა ტერმინები აპოკალიპტიკა და პოსტაპოკალიპტიკა, რაც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრია და დედამიწაზე რაიმე გლობალური კატასტროფის დროს ან შემდგომდროინდელ მოვლენებს აღნიშნავს.

ბიბლიის მიხედვით მეორედ მოსვლა მოხდება მას შემდეგ, რაც ადამიანები დაივიწყებენ ჭეშმარიტ ღმერთს, გარყვნილება და სხვადასხვაგვარი ურჯულოებანი მომრავლდება[4], ამას მოჰყვება ცრუ ქრისტეს - ანტიქრისტეს[5 ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 1220 | დაამატა: ketevani | დრო: 26.10.2009 | კომენტარები (0)



მამა პაისი ათონელი
ხიბლსა და ხიბლში ჩავარდნილებზე

„მახსოვს ერთი ქალბატონი, ძალზე შეჭირვებული, რომელსაც კაცთაგან არავინ შეეწეოდა. უფალმა მისი დახმარება ისურვა და რაღაც ხილვა მოუვლინა. ამ ხილვის შემდეგ ეშმაკმა ქალს ასეთი რამ ჩააგონა: „ვინ იცის, ღმერთმა ღირსგყო ამგვარი ხილვის მხოლოდ იმიტომ, რომ უდიდესი მისია უნდა დაგაკისროს“. ქალმა ირწმუნა ეშმაკისგან შთაგონგბული აზრები და ბოროტის მახეში გაება. მაგრამ ღმერთმა კვლავ შეიწყალა - ქალს მიეცა გამოცხადება, სადაც უხილავმა ხმამ ურჩია: „მისწერე წერილი მამა პაისის და მასში ყველა ხილვა აღწერე, რაც კი ოდესმე გქონიაო“. ქალმაც ყოველივე აღწერა და წერილი გამომიგზავნა. ხილვები ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ ყველა ეშმაკისგან. მხოლოდ პირველი და უკანასკნელი იყო ღვთისმიერი. საბოლოოდ საცოდავმა ქალმა დამიჯერა და შეძლო, თავი დაეღწია ეშმაკის მიერ ხიბლით დაგებული ხაფანგისთვის“.
* * * ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 1524 | დაამატა: ketevani | დრო: 26.10.2009 | კომენტარები (2)

მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024