„ასე გამრავლდება საქართველო?!“
სიონის მრევლმა მამა გაბრიელს (ურგებაძეს) ქართველი ერის გამრავლებისთვის პარაკლისის გადახდა სთხოვა. მამა გაბრიელი დათანხმდა და სამების ეკლესიაში ღვთისმშობლის პარაკლისი აღავლინა. შინ დაბრუნებულ ბერს გამოცხადება უხილავს: მოსულა ძველი მეომარივით შემოსილი ორი კაცი, მამა გაბრიელზე უთქვამთ: „აი, ეს არისო“, შუაში ჩაუყენებიათ და სადღაც წაუყვანიათ. ვერაფერი დაუნახავს ბერს, გარდა იმისა, რომ იმ თეთრ შენობას, რომელშიც იგი შეუყვანიათ, ზედ დიდი ჯვარი ჰქონია. უცნობებს გაბრიელი შენობაში ჩაუკეტავთ. სიბნელისთვის თვალი რომ შეუჩვევია, ბერს დაუნახავს, რომ ქვის იატაკი თითის სიგრძე სისხლით მოთხვრილი ბავშვების გვამებით იყო მოფენილი. ჭერში დატოვებული ხვრელიდანაც უამრავი მკვდარი ბავშვი ცვიოდა. მალე ფეხის დასადგმელი ადგილიც არ დარჩენილა. თითის წვერებზე შემდგარი ბერი, ფეხი ყრმათა გვამებზე რომ არ დაედგა, კუთხეში მიკრუნჩხულა. ამ დროს კარი გაღებულა. „მობრძანდება, მობრძანდებაო!“ - მისწვდენია ხმა გაბრიელს; ჯერ
...
კითხვის გაგრძელება »