ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ჩანაწერების არქივი
მთავარი » მასალის არქივი


კატეგორია: ვიდეო მასალები | ნანახია: 1113 | დაამატა: იონა | დრო: 25.05.2010 | კომენტარები (0)



კატეგორია: ქადაგებები | ნანახია: 1064 | დაამატა: იონა | დრო: 25.05.2010 | კომენტარები (0)



კატეგორია: ვიდეო მასალები | ნანახია: 1371 | დაამატა: იონა | დრო: 25.05.2010 | კომენტარები (0)



ფსალმუნთა კითხვის მნიშვნელობა

დავითიფსალმუნთა კითხვას ადამიანის სულის საკურნებელი ძალა გააჩნია, იგი სიმშვიდესა და ტკბობას აღძრავს ადამიანთა გულებში. თუმცა, ხშირად ამას ნაკლებად ვაცნობიერებთ და მის კითხვასაც ნაკლებ დროსა და ყურადღებას ვუთმობთ. ფსალმუნთა შესახებ გვესაუბრება წმ.ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა გიორგი დარჯანია.

მამა გიორგი: "ფსალმუნთა კრებული მეფე-წინასწარმეტყველმა, დავითმა შექმნა. ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. ის ღვთის მიმართ დიდი რწმენით გამოირჩეოდა და მეფედაც ღვთის მიერ იქნა არჩეული. დავითის მამის, იესეს სახლში მისულ წინასწარმეტყველ სამუელს, იესეს შვილებს შორის ღვთის კარნაკით მეფე უნდა გამოერჩია და ეკურთხებინა. სამუელმა იესეს თავისი ძეების გამოყვანა თხოვა, თუმცა წინასწარმეტყველი ყველაზე უარს ამბობდა და ისევ დაეკითხა, კიდევ თუ ჰყავდა შვილი. იესე დაეთანხმა, რომ მას ჰყავდა უმცროსი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1226 | დაამატა: იონა | დრო: 25.05.2010 | კომენტარები (0)



მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

ბრმის კვირა

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო და ძმანო!

დღევანდელ კვირა დღეს ეკლესია ბრმის კვირას უწოდებს, რადგან იხსენიებს მაცხოვრის მიერ შობიდან ბრმის განკურნების სასწაულს. ამის შესახებ სახაერება მოგვითხრობს შემდეგს: იესო ქრისტეს ქვეყნად ცხოვრების უკანასკნელ წელს მიდიოდა გალილეიდან იერუსალიმში ტაძრის განახლების დღესასწაულზე. გზაზე მან დაინახა კაცი – შობიდან ბრმა. ეს იყო ყველასათვის ცნობილი ღატაკი, რომელიც იჯდა ქუჩაში და მოწყალებას თხოულობდა. მოციქულებმა ჰკითხეს მასზე იესოს: „მოძღვარო, ვინ სცოდა, ამან, თუ მშობელთა მისთა… რამეთუ ბრმა იშვა?“ – ქრისტემ მიუგო: „არცა ამან სცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რათა გამოსცხადნეს საქმე ღვთისა მაგას ზედა“. რომელი საქმე ღვთისა უნდა გამოცხადებულიყო ამ დაბადებიდან უსინათლო კაცზე? უფალი დაუბრუნებს მას მხედველობას. ახლა ის იხილავს იმას, რისი წარმოდგენაც ადრე არ შეეძლო; ახლა ის დანახავს ღვთის მიერ შექმნილ სამყაროს მშვენიერებას, რაც გააღვიძებს მის გულში მოკრძალებასა და უსაზღვრო მადლიერების გრძნობას იმისადმი, ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მოახლოებული დღესასწაულები | ნანახია: 957 | დაამატა: ketevani | დრო: 08.05.2010 | კომენტარები (0)



კატეგორია: ვიდეო მასალები | ნანახია: 1054 | დაამატა: იონა | დრო: 08.05.2010 | კომენტარები (0)



დღევანდელი სახარების საკითხავიდან უფალი ჩვენი იესუ ქრისტე გვასწავლის, თუ როგორია ჭეშმარიტი თაყვანისცემა ღვთისა. თუ როგორ უნდა ვცეთ ჩვენ თაყვანი ღმერთს. სულიერი არსი ამ საკითხავისა მდგომარეობს ჭეშმარიტი ლოცვის შეცნობაში. იმ დროს, იუდეველნი ამტკიცებდნენ რომ მხოლოდ იერუსალიმის ტაძრიდან იწირებოდა ჭეშმარიტი მსხვერპლი და ლოცვა უფლისადმი, ხოლო სამარიტელნი ფიქრობდნენ რომ მხოლოდ იმ მთაზე შეიძლებოდა უფლისადმი თაყვანისცემა რომელ მთაზეც მათ ააშენეს ტაძარი. ამ განსხვავებების გამო და არამარტო ამ განსხვავებების გამო, სამარიტელებსა და იუდეველებს შორის არსებობდა კონფლიქტი, რომელიც ერთმანეთის სიძულვილში იყო გადაზრდილი. იუდეველები ცოდვად მიიჩნევდნენ მცირეოდენ ურთიერთობასაც კი სამარიტელებთან და ასევე სამარიტელებიც, არ ურთიერთობდნენ იუდეველებთან და სძულდათ ისინი. და აი, უფალი ჩვენი იესუ ქრისტე მიმავალი გალილეის მხარისკენ, სამარიის ქალაქ სუქარში მოსასვენებლად ჩამოჯდა წყაროსთან, სადაც სამარიტელ დედაკაცს გაესაუბრა და დამოძღვ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მოახლოებული დღესასწაულები | ნანახია: 1016 | დაამატა: ketevani | დრო: 27.04.2010 | კომენტარები (0)



იესო ქრისტეს ქვეყნად გამოჩენამ, მისმა ამაღლებულმა სწავლა-მოძღვრებამ, ქადაგებამ და მოღვაწეობამ დიდი გამოცოცხლება შეიტანა ურიათა შორის. ებრაელთა ნაწილმა სიხარულით მიიღო ქრისტიანული სჯული და გახდა ქრისტეს მიმდევარი. უმრავლესობა ურიებისა კი დაბნელებული გონებითა და გაციებული გულით, ასრულებდა რა სჯულს გარეგნულად და ქვეყნიური ცხოვრება უფრო მეტად ხიბლავდა, ვიდრე აღთქმული ზეციური სასუფეველი, გახდა მისი დაუძინებელი მტერი და წინააღმდეგი. მაცხოვრის მიერ ნაქადაგები სწავლა-მოძღვრება განსაკუთრებით მოიძულეს მწიგნობრებმა, ფარისევლებმა და სჯულისმცოდნეთ, რადგან აღნიშნული ქადაგებით გამოაშკარავდა მათი ბოროტება, უგუნურება და ცოდვა. ამის გამო სასტიკად გადაემტერნენ ისინი იესო ქრისტეს, იწყეს მისი დევნა და ეძებდნენ მიზეზს, თუნდაც უმნიშვნელოს, რომ მოეკლათ.

დღეს წაკითხული სახარება მოგვითხრობს, რომ მაცხოვარმა ერთხელ იხილა საერცელზე მდებარე განრღვეული, რომელიც შეებრალა, განკურნა და უბრძანა: „აღსდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე“. ურიებ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მოახლოებული დღესასწაულები | ნანახია: 1028 | დაამატა: ketevani | დრო: 22.04.2010 | კომენტარები (0)




დღევანდელი დღე დედაკაცური გულის ზეიმია... რისთვის დავნატრით მას განსაკუთრებულად დღეს?.. წმიდა მენელსაცხებლე დედებმა მთელი გულით შეიყვარეს უფალი, დაჰყვებოდნენ მას, უსმენდნენ, ემსახურებოდნენ... აღდგომის შემდეგ თავდაპირველად რად ეჩვენა სწორედ მათ და არა მოციქულებს? რითი განსხვავდება დედაკაცის გული მამაკაცისაგან? გული მამაკაცისა ხშირად უხეშია, გაქვავებული და სასტიკიც კი... ხოლო დედაკაცის გული თბილია და სიყვარულით აღვსილი... ეს რომ გავიგოთ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი გული - შემეცნების უმაღლესი ორგანოა... დედათა გული შეიცნობს ყოველივე ამაღლებულს, იდუმალს, წმიდას ბევრად უფრო ადვილად ვიდრე კაცის უხეში გული... უწყოდა უფალმა გულისაჲ კაცთა და გულისაჲ ქალთა... მან იცოდა, რომ მოციქულები ძნელად ირწმუნებდნენ მის მკვდრეთით აღდგომას, ხოლო მენელსაცხებლენი ადვილად და სწრაფად... ამისთვისაც ეჩვენა მათ უწინარეს მოციქულთა...
უფლის ბრწყინვალე აღდგომის მეორე კვირა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეა. მარიამ მაგდალ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოახლოებული დღესასწაულები | ნანახია: 1541 | დაამატა: ketevani | დრო: 17.04.2010 | კომენტარები (0)

« 1 2 3 4 5 ... 30 31 »
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024