ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » აუცილებელი ლიტერატურა



სიმდიდრეს, რომელიც ღარიბებზე არ გაიცემა ჩვენი სულების ცხონებისათვის, სნეულთა ჯანმრთელობისათვის და მიცვალებულთა განსვენებისათვის, ადამიანისთვის დანაბგრეველია. მოწყალება რომელსაც ქვრივებს, ავადმყოფებს, ობლებს და სხვა საბრალოებს ვაძლევთ, ძალიან წაადგება ჩვენი გარდაცვლილი ახლობლების სულებს. იმიტომ რომ როდესაც მიცვალებულის სახელზე მოწყალებას გავცემთ, მისი მიმღები ამბობს:- "ღმერთმა შეუნდოს, ღმერთმა აკურთხოს მისი სული." თუკი ვინმე სნეულებისაგან იტანჯება, მუშაობა არ ყალების მიმღები ლოცულობს მიცვალებულის სულისაშეუძლია ან ვალებშია ჩავარდნილი და შენ ასეთ მძიმე მდგომარეობაში ეტყვი მას:- "აიღე ეს ფული ამა და ამ ადამიანის ოსახსენებლად" ის იტყვის "ღმერთმა აპატიოს და ღმერთმა აკურთხოს მისი სული." მოწყალების მიმღები ლოცულობს მიცვალებულისათვის და ეს ძლიერად შეეწევა მას.
კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1245 | დაამატა: ketevani | დრო: 09.12.2009 | კომენტარები (0)





 წმიდა იოანე ოქროპირი
  რჩევა დაქორწინების მსურველთ



             შეგაგონებთ დაქორწინების მსურველთ - უდიდესი წინდახედულებით მოეკიდეთ ამ საქმეს; გირჩევთ, ცოლის შერთვის წინ მიმართოთ ნეტარ პავლეს, წაიკითხოთ მისი კანონები ქორწინების შესახებ და წინასწარ შეიტყოთ, რას ავალებს იგი კაცს, თუ მას ანჩხლი, მზაკვარი, ლოთი, ჭორიკანა, უგუნური ან სხვა მსგავსი ნაკლის მქონე ცოლი შეხვდება, და ამის მერე იფიქროთ ქორწინებაზე. თუ ამოიკითხავ, რომ მო ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1095 | დაამატა: იონა | დრო: 06.12.2009 | კომენტარები (0)



ვინ ვიყავ? ვინ ვარ ამჟამად? და რად შევიქმნები ხანმოკლე დროის შემდეგ? სად წამიყვან და სად დამადგინებ, დიდებულ ქმნილებას, უკვდავო, თუკიღა არსებობს დიადი ქმნილებათა შორის? ჩემი აზრით კი, ჩვენ ერთდღიანი უმნიშვნელო ქმნილებანი ვართ და ამაოდ ავიმაღლებთ თავს, თუ ჩვენში მარტოოდენ ისაა, ადამიანები რასაც ხედავენ და სხვა არა გაგვაჩნია რა, გარდა დასაღუპავი ცხოვრებისა.
მოზვერი, რომელმაც სულ ახლახანს მისი აღმომშობელი წიაღი დატოვა, უკვე დაკუნტრუშობს და ტკბილ ჯიქანს ძალუმად უჭერს კბილებს, მესამე წელს კი უღელს ატარებს, მძიმე ურემს მიათრევს და ღონიერ კისერზე აპაურები შემოსალტვია. წინწკლებიანი შვლის ნუკრი გაჩნდება თუ არა, მაშინვე დგება ფეხზე დედის შორიახლოს, სისხლისმსმელ ქოფაკებსა და მსწრაფლმსრბოლ ცხენს გაურბის, უღრანი ტყის დაბურულ კორომებს აფარებს თავს. დათვნი, სიკვდილისმომტან ბრანგვთა მოდგმა, ლომნი, ქარივით სწრაფი ვეფხვნი და ფოცხვერნი, დალანდავენ თუ არა რკინას (იარაღს), მაშინვე ენთებიან და ძლიერ მონადი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1152 | დაამატა: ketevani | დრო: 05.12.2009 | კომენტარები (0)



ავადმყოფობა და განსაცდელი

ვინც ავადმყოფობისას ითმენს და მადლობს უფალს, ის მოწამის გვირგვინს იღებს.
წმ. იოანე ოქროპირი

გიკვირს განა, რატომ მომივლენს უფალი ღმერთი ამდენ განსაცდელს, გაჭირვებასა და სნეულებასო?! აბა, შენ რას იზამდი, მდიდარი რომ იყო ყოველგვარი სიკეთით და შენმა ძემ მიგატოვოს, შორს ქალაქს გადასახლდეს და იქ დაიწყოს გარყვნილი ცხოვრება – ფლანგოს შენგან მიღებული მემკვიდრეობა და თავი დასაღუპად გასწიროს? განა არ უბრძანებ შენს ერთგულ მსახურებს, სასწრაფოდ იმ ქალაქს წავიდნენ და ყველაფერი იღონონ, რათა შენი უძღები ძე იქ ცუდად შეიქნას, ყოველივე დაჰკარგოს, მშიერი და მწურვალი იყოს, სნეულებებმაც შეაწუხონ, რათა იძულებული გახდეს კვლავ შენ დაგიბრუნდეს?! აბა, განა ასე არ მოიქცევი?! დიაღაც, რომ ამას იქმ, და როცა უძღები შვილი დაგიბრუნდება, სიხარულით ჩაიკრავ მას გულში და მშვიდობით შეიწყნარებ! მაშ, რაღად გიკვირს შემოქმედი ღმერთის ზრუნვა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1088 | დაამატა: იონა | დრო: 03.12.2009 | კომენტარები (0)




დაუმძიმდა კაცთა ნათესავსა ძველი რჯული, ძველი აღთქმა, შეერყა საძირკველი კაცთა ცხოვრებასა, რომელსაც ქვაკუთხედად ედვა ძველის აღთქმის მოძღვრება: „თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ“. სხვა მადლის მწყურვალმა სულმა კაცისამ იგრძნო, რომ ამ მოძღვრების საფარქვეშ ვეღარ იდგომილება დიდხანს, - და ძველი ქვეყანა ირყევა, ირღვევა, მიდის და იფუშება. იგრძნო, რომ იგი ღმერთი მსჯავრისა და შურისგებისა, ღმერთი წყრომისა და რისხვისა ამასთანავე კაცთმოყვარე, მადლის მომფენი, ყოვლად მოწყალე და ყოველთა შემწყნარებელი ღმერთიც უნდა იყოს.
ამ ქვეყნის რყევასა და რღვევაში ჯერ კარგად ვერგამორკვეული სასოება ადამიანისა, ჰხედავს-რა ძველს დედა-ბოძს სულის საფარისას წარსაქცევად გამზადებულს, ჰკვნესის და ჰღაღადებს ზეგარდამო შთაგონებულთ კაცთა ბაგითა. რყევისა და რღვევისაგან თავის ბუდიდამ ამომფრთხალი გული ადამიანის უთვისტომოდ, უბინაოდ ჰრჩება. გული შეშინებული, ელდაცემული ეძიებს ახალ სადგურს, ახალს ბინას, რომ ამოვიდეს ახალი ვარსკვლავი, ახალი ალიონი, რომელმაც უნ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1126 | დაამატა: ketevani | დრო: 02.12.2009 | კომენტარები (0)



ეშმაკურმა გამხიარულებამ, სიცილ-ხარხარმა, ბილწსიტყვაობამ, ცეკვა-თამაშმა და სასაცილო მასხრობამ, რომელიც მთელი ღამე გრძელდებოდა, დაატყვევა ჩვენი ქალაქი... ყველაზე მეტ წყენას მაყენებენ თამაშობები, რომელნიც სასტუმროებში იმართება, აღსავსენი თავშეუკავებლობითა და დიდი უღირსებით; - უღირსებით, რამეთუ მით თავშექცეულნი ყურადღებას აქცევენ დღეს, მკითხაობენ და ფიქრობენ, რომ თუ ამ თვის პირველ დღეს მხიარულებასა და სიამოვნებაში გაატარებენ, მაშინ მთელი წელიწადი მათთვის ასევე ჩაივლის. თავშეუკავებლობით კი იმიტომაა აღსავსე, რომ ქალ-კაცნი გათენებისას პირთამდე ავსებენ ჭიქებს ღვინით და უზომოდ თვრებიან (ნეტარი ავგუსტინე მოგვითხრობს, რომ ამ დღეს დათრობა მათთვისაც აუცილებელი იყო, ვინც ღვინოს საერთოდ არ სვამდა).
თუკი შენ გსურს, ამ თვის პირველი დღიდანაც სარგებლობა მიიღო, მაშინ ასე მოიქეცი: როდესაც წლის ბოლოს მიაწევ, მადლობა შესწირე უფალს, რომ მიგაწია წელიწადების ამგვარ წრებრუნვას, გულისშემუსვრილებით, გამოთვალე წლები შენი სიცოცხლისა, საკუთარ თავს უთხარი: დღეები მიფრინავენ, წლები ილევა... რა სიკეთე გვაქვს გაკე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1142 | დაამატა: ketevani | დრო: 02.12.2009 | კომენტარები (0)



კალენდრის მიხედვით შობის მარხვა უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა. იგი იწყება 15 ნოემბერს ძველი სტილით (ახალი სტილით - 28 ნოემბერს) და 25 დეკემბრამდე (ახალი სტილით - 7 იანვრამდე) გრძელდება. იგი ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს. საეკლესიო ტრადიციით, ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ (ძვ. სტ. 14, ახლით - 27 ნოემბერი).

საშობაო მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მომზადების პერიოდია. ლეონ დიდი წერს: „მარხვის შენახვა წელიწადის ოთხივე დროში გვიხდება, რათა მთელი წლის განმავლობაში ვაცნობიერებდეთ, რომ განუწყვეტლივ ვსაჭიროებთ განწმენდას; რათა ჩვენს დაუდევარ ცხოვრებაში ყოველთვის ვცდილობდეთ მარხვითა და მოწყალების გაღებით შევმუსროთ ცოდვა, რომელიც მრავლდება ხორცის უძლურებითა და უწმინდური ზრახვებით“.

ლეონ დიდის სიტყვებით, საშობაო მარხვა არის უფლისადმი გაღებული მსხვერპლი წლის განმავლობაში მოწეული ნაყოფისათვის. „როგორც უფალმა უხვად მოგვმადლა მიწიერი ნაყოფი, - წერს წმიდანი, - ასევე ამ მარხვის განმავლობაში ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1194 | დაამატა: ketevani | დრო: 27.11.2009 | კომენტარები (0)



(როდის გახდა ჯვარი ქრისტიანული სიმბოლო)

ზოგჯერ სხვა კონფესიის ადამიანებს უჩნდებათ კითხვა, თუ რატომ მივიჩნევთ ჩვენ ჯვარს ქრისტიანულ სიმბოლოდ. ისინი აცხადებენ, რომ ქრისტიანებს ჯვარზე არავითარი „მონოპოლია“ არ აქვს, იმიტომ, რომ ჯვარი ერების უმრავლესობისთვის მისტიური სიმბოლოა და გარდა ამისა, მათი აზრით, ჯვარი სიმბოლოდ ქრისტიანებმა მხოლოდ IV საუკუნეში მიიღეს, ისიც, ბიზანტიის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის ბრძანებით. გვსურს, პასუხი გავცეთ ჩვენს ოპონენტებს.

ქრისტიანობამდე გაცილებით ადრე ჯვრის სხვადასხვა ფორმები გვხვდება აზიისა და აფრიკის მრავალი ერის კულტურაში. სხვადასხვა ერებში ამ სიმბოლოს თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა ენიჭებოდა. როგორც წესი, ჯვრის სიმბოლიკა უკავშირდებოდა სამყაროს, კოსმოსს, ზეცისა და მიწის, ან დროისა და სივრცის ურთიერთშეპირისპირებას. ჯვრის გამოსახვა ასევე უკავშირდება ციფრების სიმბოლურ მნიშვნელობას (მაგალითად, - X და მისგან წარმოებული ციფრები).

ქრისტი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1128 | დაამატა: ketevani | დრო: 25.11.2009 | კომენტარები (0)



ხიბლზე

კაცი, რომელიც ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 2300 | დაამატა: იონა | დრო: 24.11.2009 | კომენტარები (0)

« 1 2 3 4 5 6 7 »
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024