E ორთაჭალის წმ. ნიკოლოზის სახ. ეკლესია - 11 ოქტომბერში 2009 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 11 » ორთაჭალის წმ. ნიკოლოზის სახ. ეკლესია
14:13
ორთაჭალის წმ. ნიკოლოზის სახ. ეკლესია
კრწანისის (ორთაჭალის) წმ. ნიკოლოზის სახ. ეკლესია

ორთაჭალაში, ი. გრიშაშვილის ქუჩაზე, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაა აღმართული. ამ ადგილას გვიან შუა საუკუნეებში საბაჟო იყო მოწყობილი, რომელიც 1883 წელს ანატოლიიდან ჩამოსახლებულმა ბერძნებმა შეისყიდეს და მოგვიანებით, 1846-1854 წლებში ეკლესია ააგეს. ტაძრის საბოლოო პროექტი არქიტექტორ გრ. ივანოვს ეკუთვნის.1993 წელს დასავლეთ მკლავში განათავსეს პატრონიკე.  


XVIII საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნის დასაწყისში ხარფუხი (ადგილი, სადაც ეს ეკლესია მდებარეობს)სოფელი ყოფილა. 1819 წელს კი ქალაქს შეუერთეს. ტერიტორია, სადაც ამჟამად ეკლესიაა თბილისის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ბერძნული ეკლესიის დეკანოზს, ვასილ ანდრიანოვს, ამ ტერიტორიაზე მღვდელთა მოსასვენებელი ადგილი აუშენებია, ხოლო 1846-1854 წლებში მოსახლეობის დახმარებით, იქვე, შემაღლებულ ადგილზე წმინდა ნიკოლოზის სახ. ეკლესია აუშენებია. ეკლესიაში თავდაპირველად მღვდელთმსახურება ბერძნულ ენაზე მიმდინარეობდა. 


XX საუკუნის 70-იან წლებში ეკლესია გაუქმებული ყოფილა და მასში თეატრალური საზოგადოების საწარმოო კომბინატის მექანიკური საამქრო ფუნქციონირებდა. 80-იან წლებში ეკლესიის შენობაში საპატრიარქოს ბიბლიოთეკა დაუარსებიათ. 1990 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II -ს ძალისხმევით ტაძარში მღვდელმსახურება კვლავ განახლდა. პატრიარქს ტაძრის მოსაწყობად 5000 მანეთი შეუწირავს. ტაძარი ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს, მეუფე კალისტრატეს მიერ იკურთხა. წინამძღვრად გამწესდა დეკანოზი ბესარიონ მენაბდე, რომლის გადმოცემითაც ტაძარი იმ დროისათვის ავარიულ მდგომარეობაში ყოფილა, რაც მრევლის დახმარებით თანდათან გამოსწორდა.


1995 წლიდან ტაძარს ჰყავს მუშათა და ხელოსანთა ჯგუფი. აქ დასაქმებულები ხელფასს ტაძრის შემოსავლებიდან იღებენ. მიმდინარეოს სამუშაოები ხელახალი გადახურვისათვის
ტაძრის ეზო პატარ-პატარა სახლებით იყო ჩახერგილი. 1999 წელს მრევლმა შეძლო აქ მცხოვრებთა ბინებით უზრუნველყოფა. ამ სამუშაოების დროს აღმოაჩინეს მღვდლის საცხოვრებელი სახლი, რომელიც ანდრიანოვის მიერ აგებული მღვდლების მოსასვენებელი სახლის ნაშთი უნდა იყოს.

სახლის გარემონტება უახლოესი მომავლისთვისაა დაგეგმილი. მამა ბესარიონის გდმოცემით, აქ არსებული ორი ოთახიდან ერთში ბიბლიოთეკა უნდა მოეწყოს, მეორეში - მღვდლის მოსასვენებელი ადგილი. არდგა ტაძრის ირგვლივ არსებული კიბეები, ხოლო მთელი ტერიტორია კი გალავნით შემოიზღუდა, რომელსაც ტრადიციულ სტილში დამზადებული რკინის კარები გაუკეთდა.


ტაძრის თაღებიანი კედლებიდან ერთ-ერთში დაგეგმილია ნაკურთხი წყლის ავზის მოწყობა, ხოლო ეზოში ნათლობისათვის დიდი ავზის გაკეთება. ჩაფიქრებული აქვთ ტაძრის მოხატვა.

წმინდა ნიკოლოზის ეკლესია წითელი აგურითაა აგებული.

გუმბათი მოცისფრო ფილებით,

ხოლო მკლავები წითელი კრამიტითაა გადახურული ეკლესიას გააჩნია აღმოსავლეთის და დასავლეთის კარები. ძირითად მორთულობას გუმბათის ყელზე არსებული სარკმლების თავზე და გვერდებზე გამოყვანილი სადა ჩუქურთმები ჩაღრმავებული ჯვრები წარმოადგენს.
ტაძრის ეზოში რამდენიმე საფლავია. აქ გათხრები მიუთითებს კერამიკული საამქროების არსებობაზე, დათარიღებულს XI-XII საუკუნით.
გრიშაშვილის ქუჩის პარალელურად (ეკლესის უკანა მხარეს) დღესაც არის ქუჩა, სახელად ბერძნის ქუჩა, რომელიც მიგვანიშნებს, რომ ამ უბანში ბერძნები სახლობდნენ.
PS. ინფორმაცია წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის შესახებ მომაწოდა ამ ეკლესიის ბიბლიოგრაფმა ია გორგიშელმა.

კატეგორია: "ჩვენი ტაძარი" | ნანახია: 5036 | დაამატა: იონა | რეიტინგი: 4.0/2
სულ კომენტარები: 121 2 »
12 tamuna1995  
0
Dzalian miyvars chveni tadzariii, tadzris msaxurnii da mrevlni:* gmertma gagvadzlieros!

11 daviti  
0
gilocavt mtvar angelozizis xsenebis dges yvelas

10 daviti  
0
mshvidobian dges gisurvebt suyvelas

9 daviti  
0
YOVELI DILA MADLIANIA,YVELA MARTMADIDEBELS EWEODES WMINDA NIKOLOZIS LOCVA,GANSAKUTREBIT SACARTVELOS MWYEMSEBS DA MAT SAMWYSOS,UPALMA DALOCOS SRULIAD SACARTVELO,AMIN!!!

8 daviti  
0
wminda nikolozis madli da locva paravdes sacartvelos eklesiebs da sruliad sacartvelos.amin!!!

7 nikolossi  
0
იქნებ დადოთ თქვენს საიტზე პატრიარქის აუდიო ქადაგებები,ხმის ჩანაწერები,ვერსად ვერ ვიპოვე მობისთვის მინდა.

6 ნინკა  
0
დიდი ხანია ვეძებ ამ ტაძარზე ისტორიას თითქმის არსადაა ლიტერატურაში (ან მე ვერ ვიპოვე) ისტორიის წყარო მაინტერესებს. ანუ სად სჰეიდზლება წავიკითხო. წინასწარ დიდი მადლობა:*

5 gigi  
0
wminda nikolozis madli shegvweodes yvela chventagans

4 ირაკლი  
0
dzaan magaria

3 იონა  
0
მე ვერ ვძლებ ჩვენი ეკლესიის გარეშე angel love

1-10 11-12
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024