ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » წმინდანთა ცხოვრება


კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1222 | დაამატა: იონა | დრო: 30.10.2009 | კომენტარები (0)




„ზედაპირული და ურწმუნო კრიტიკოსები“ - ამბობს არტურ ჰუკი, თვლიან, რომ უამრავი რამ ეწინააღმდეგება იონას ვეშაპის მუცელში სამი დღე-ღამის განმავლობაში ყოფნის შესაძლებლობას.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი მორწმუნე ქრისტიანი არ შეიძლება დაეჭვდეს იმის ჭეშმარიტებაში, რაც შეემთხვა იონა წინასწარმეტყველს, რამეთუ თვით ქრისტემ დაასვა ბეჭედი ამ სადაო საკითხს, როდესაც ბრძანა: „ვითარცა იგი იონა იყო მუცელსა ვეშაპისასა სამ-დღე და სამ-ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისა გულსა ქუეყანისასა სამ-დღე და სამ-ღამე“ (მათე 12,40). აქ იესო ქრისტე გამორიცხავს იონა წინასწარმეტყველის წიგნის ალეგორიულობას, რადგან ასეთ შემთხვევაში ალეგორიულად უნდა ჩაითვალოს აგრეთვე თავად ქრისტეს ყოფნა „გულსა ქვეყანისასა სამ-დღე და სამ-ღამე“. საქმე იმაშია, რომ ძველი აღთქმის უარყოფა გზას უკაფავს თვთი ქრისტესა და მისი სიტყვების უარყოფას.

იონა წინასწარმეტყველის ისტორიის უარყოფა ტოლფასია ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1255 | დაამატა: ketevani | დრო: 29.10.2009 | კომენტარები (0)




წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება

წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მაშინ ეს მხარე რომის იმპერიის კუთვნილება იყო. მძიმე დევნას განიცდიდა ქრისტეს მებრძოლი, ახლადდაარსებული ეკლესია. რომის იმპერატორმა ვალერიანმა, წარმართული ღმერთების ერთგულმა თაყვანისმცემელმა, მთელს იმპერიაში გასცა განკარგულება, რომ ედევნათ ქრისტიანები. დევნას განიცდიდნენ არა მარტო ღვთისმსახურნი, ერის ხალხიც. მათ თავიანთ მწყემსმთავრებთან ერთად აწამებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ. სწორედ ამ დროს დაიბადა წმინდა ნიკოლოზი.

მის მშობლებს თეოფანეს და ნონას დიდხანს არ ჰყავდათ შვილი. ისინი ძალიან მდიდრები იყვნენ და თავიანთი ქონებიდან გაჭირვებულთათვის უამრავ მოწყალებას გასცემდნენ. ამის გამო ადამიანთა სიყვარულითა და პატივისცემით იყვნენ გარემოსილნი. ამ სათნოებისათვის და ღვთისმოშიში ცხოვრებისათვის, აგრეთვე გულმხურვალე ლოცვისათვის ღმერთმა მათ ვაჟი უბოძა, მომავალი მღვდელმთავარი და სასწაულთმოქმედი.

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1203 | დაამატა: ketevani | დრო: 27.10.2009 | კომენტარები (0)




პროვინცია ახლო აღმოსავლეთი

დაიბადა II საუკუნე
კაბადოკია
გარდაიცვალა- 303 (304)
ნიკომედია
ეროვნება- სავარაუდოდ ასურელი
რელიგია- ქრისტიანობა
... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1847 | დაამატა: ketevani | დრო: 27.10.2009 | კომენტარები (0)




წმიდა მოციქული და მახარებელი მარკოზი (+63) დაიბადა იერუსალიმში. ის იყო 70 მოციქულთაგანი და მოციქულ ბარნაბას (ხს. 11 ივნისს) ძმისწული. დედამისის, მარიამის სახლი გეთსიმანიის ბაღს ემიჯნებოდა. საეკლესიო გადმოცემით, მაცხოვრის ჯვარცმის საღამოს მოსასხამში გახვეული წმიდა მარკოზი თან ახლდა უფალს და გაექცა ჯარისკაცებს, რომლებსაც მისი შეპყრობა უნდოდათ (მკ. 14, 51-52). უფლის ამაღლების შემდეგ წმიდა მარკოზის დედის, მარიამის სახლი ქრისტიანთა შესაკრებელად და თავშესაფრად იქცა (საქმე, 12, 12).

წმიდა მარკოზი იყო მოციქულთა: პეტრეს, პავლეს (ხს. 29 ივნისს) და ბარნაბას თანამოღვაწე. პავლე და ბარნაბა მოციქულებთან ერთად წმიდა მარკოზი იყო სელევკიაში, იქიდან წავიდა კუნძულ კვიპროსზე და მოიარა იგი აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. ქალაქ პაფოში იგი მოწმე გახდა იმისა, თუ როგორ განკურნა პავლე მოციქულმა სიბრმავისგან მოგვი ელიმი (საქმე 13, 6-12).

წმიდა პავლესთან თანამოსაგრეობის შემდეგ წმიდა მარკოზი დაბრუნდა იერუსალიმში, წმიდა პეტრე მოციქულთან ერთად მ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1381 | დაამატა: ketevani | დრო: 27.10.2009 | კომენტარები (0)



14 (27) იანვარი

კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი სახელგანთქმული პატიოსანი მშობლების, რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სოსანას, ერთადერთი ასული იყო. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ.

წმიდა ქალაქში მისვლის შემდეგ, ნინოს მამამ, ზაბულონმა ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, გამოემშვიდობა ოჯახსა და იორდანის გაღმა უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ.

ქმრის წასვლის შემდეგ სოსანა იერუსალიმის პატრიარქმა იუბენალმა დიაკონისად აკურთხა, ნინო კი აღსაზრდელად მისცა მოხუც ქალს, სარა ნიაფორს. აღმზრდელი ქრისტიანულად ზრდიდა ნინოს, უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს. სარასაგან გაიგო ნინომ ისიც, თუ როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი წარმართთა ქვეყანაში – საქართველოში.

ამ დღიდან ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და იმ პერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა, რომელიც თავად ღვთისმშობელმა მოუქსოვა საყვარელ შვილს. ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1331 | დაამატა: ketevani | დრო: 26.10.2009 | კომენტარები (0)




წმიდა მოწამე ცხრა კოლაელი ყრმა VI საუკუნეში აღესრულნენ მოწამეობრივად. ისინი მდინარე მტკვრის სათავეში საკუთარ მშობელთა მიერ იქნენ ჩაქოლილნი ქრისტეს აღსარებისთვის.

სოფელი კოლა მდინარე მტკვრის სათავეში მდებარეობდა. აქ გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქრისტიანები და წარმართები. უმეტესობა კერპთაყვანისმცემელი იყო.

ქრისტიანთა და წარმართთა ბავშვები მთელი დღეების განმავლობაში ერთად თამაშობდნენ. საღამოობით, როცა სოფლის ეკლესიაში მწუხრის ზარებს დარეკავდნენ, ქრისტიანი ბავშვები თამაშს თავს ანებებდნენ და ტაძარში მიდიოდნენ სალოცავად. ქრისტიან ბავშვებთან ერთად წარმართი ყრმები ეკლესიამდე მიუყვებოდნენ მათ თანატოლებს, მაგრამ ტაძარში ვერ შედიოდნენ. „თქუენ შვილნი ხართ მეკერპეთანი და არა ჯერ არს შემოსლვაჲ თქუენი სახლსა ღმრთისასა“ ეუბნებოდნენ მათ.

ყრმები თანდათან უფრო და უფრო ინტერესდებოდნენ ქრისტიანული მოძღვრებით; და ბოლოს გადაწყვიტეს ქრისტიანებს შეერთებოდნენ. „უკუეთუ გნებავს შემოსლვად ჩუენ თანა ეკლესიად, გრწმენინ უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1436 | დაამატა: ketevani | დრო: 26.10.2009 | კომენტარები (5)




ღირსი ეფრემ ასური დაიბადა ქალაქ ნიზიბიაში IV ს-ის დასაწყისში. მშობლები — ღარიბი მიწათმოქმედები – კეთილმსახურებით ზრდიდნენ შვილს, მაგრამ ეფრემი ფიცხი ბუნების გამო ხშირად ჩხუბობდა, დაუფიქრებლად იქცეოდა და ღვთის განგებულებაშიც კი ეჭვი ეპარებოდა. ერთხელ მას ცხვრების მოპარვა დასწამეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც ჩაესმა ხმა, რომელიც სინანულისა და გამოსწორებისაკენ მოუწოდებდა. განთავისუფლების შემდეგ ეფრემი განეშორა წუთისოფლის ამაო შფოთს და ნიზიბიის მთებში დაეყუდა. აქ მისი მოძღვარი შეიქნა ცნობილი ასკეტი იაკობი – ნიზიბიის ეპისკოპოსი (ხს. 13 იანვარს). მღვდელმთავრის ხელმძღვანელობით ღირსი მამა უხვად იხვეჭდა სხვადასხვა ქრისტიანულ სათნოებებს და სულიერებაშიც სწრაფად წარემატებოდა. იაკობი ეფრემის ხასიათსა და შემართებას სწორ მიმართულებას აძლევდა: ავალებდა ქადაგებების წარმოთქმას. წმიდანი მოძღვარს თან ახლდა 325 წელს ნიკეაში გამართულ I მსოფლიო კრებაზეც. ეფრემი იაკობის მორჩილებაში იმყოფებოდა თოთხმეტი წლის განმავლობაში, მის აღსასრულამ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1285 | დაამატა: ketevani | დრო: 26.10.2009 | კომენტარები (0)




ქვემო გალილეაში დაბრუნების შემდეგ ყოვლადწმინდა მარიამმა და მართალმა იოსებ დამწინდველმა მალევე იგრძნეს, რომ ყრმა უფლის სიცოცხლეს დიდი საფრთხე ელოდა: ეს იყო პირველი� ტკივილი, რომელმაც იოსებ დამწინდველის უწყებით, მოწყლა ღვთისმშობლის გული.

მოგვებმა არ შეასრულეს ჰეროდე მეფის დავალება და იერუსალიმში აღარ დაბრუნებულან, რომ მისთვის ყრმა მეუფის ადგილსამყოფელი ეუწყებინათ. ჰეროდემ ეს შეურაცხყოფად და დაცინვად მიიღო და საშინლად განრისხდა. ამის გარდა, მოაღწია ხმებმა სვიმეონის და ანნას წინასწარმეტყველების შესახებ. ამან კიდევ უფრო გაამძაფრა მისი ეჭვი და შიში, რომ ახალშობილი ყრმა, როგორც კანონიერი მეფე, მას სკიპტრას წაართმევდა. ჰეროდე მთელი ძალით ეძებდა ყრმის შობის ადგილს, მაგრამ მისი მცდელობა ამაო იყო. შიშისა და ბოროტებისაგან გონებადაკარგულმა ბრძანა, ბეთლემსა და მის შემოგარენში დაეხოცათ მამრობითი სქესის ყველა ბავშვი, ახალშობილებიდან მოყოლებ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1197 | დაამატა: იონა | დრო: 26.10.2009 | კომენტარები (0)




(ცხოვრება და მოღვაწეობა). მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ღვთის განგებულებით ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი მოციქულებთან ერთად ირჩევს რომელი ქვეყანა უნდა გაანათლოს ჭეშმარიტი სარწმუნოებით; დედა ღვთისას ივერია ხვდება წილად. იქიდან მოყოლებული ყოვლად-წმინდა ღვთისმშობელი ზრუნავს თავისი წილხვდომი სამწყსოს დაცვისა და განათლებისთვის; როცა ქართველ ხალხში რწმენა მცირდებოდა სწორედ ღვთისმშობლის მეოხებით გამოაჩენდა უფალი სარწმუნოების მცველთ; და მაშინ ერი ადგებოდა მოწამოებრივ გზას.

კახეთის დედოფალი ქეთევანი იყო. ჭეშმარიტი მაგალითი ქრისტიანო, დედოფლობისა და დედობისა; მის მაგალითზე საუკუნეების მანძილზე იზრდებოდა თაობები ქართველებში.

წმინდა ქეთევანი ღვთივკურთხეულ ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი, აშოთან მუხრან ბატონის ასული გახლდათ. ბაგრატიონები თავიანთ წარმომავლობას ბიბილიურ დავითს უკავშირებდნენ. მემატიანენიც ასე ამკობენ მის პიროვნებას:„ასული ესე დავითისა განბანილ ღმერთ მყოფელითა საბანელითა, სწავლული სარწმუნოებით ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 2275 | დაამატა: ketevani | დრო: 25.10.2009 | კომენტარები (1)

« 1 2 3 4 »
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024