წმინდა მეფე თამარი ხსენება 1(14) მაისი, მენელსაცხებელ დედათა კვირა
თამარ მეფე იყო შვილიშვილი დავით აღმაშენებლისა და ერთადერთი შვილი თავისი დედ-მამისა. როდესაც თამარი დაიბადა და აღიზარდა, საქართველო ერთიანი და ძლიერი სამეფო იყო. თამარი იყო მეტად ჭკვიანი, მტკიცე ხასიათის, კაცთმოყვარე და იშვიათი სიმშვენიერის. თამარი ოცი წლისა გამეფდა.
თამარის მამის, გიორგის, მეფობის დროს ბევრი უღირი დიდგვაროვანი გადააყენეს თანამდებობიდან და მათ ადგილზე ღირსეული, უფრო ნიჭიერი და უანგარო, თუმც კი უფრო დაბალი გვარისანი დააყენეს. ამ გადაყენებულმა დიდგვაროვნებმა თამარს თანამდებობებზე დაბრუნება მოთხოვეს. რადგან მეფეს ქართველთა სისხლის დაღვრა არ სურდა, მან მშვიდობიან ხერხს მიმართა: აჯანყებულ დიდებულებთან ორი მოხუცებული, ყველასაგან პატივცემული მანდილოსანი გაგზავნა მოსარიგ
... კითხვის გაგრძელება »
წმიდა იოანე (თორნიკე) მთაწმინდელი (Xს.) ხსენება 12 (25) ივნისი
წმიდა იოანე (ერისკაცობაში თორნიკე ერისთავი) მონაზვნად აღკვეცამდე ქართლის სპასალარი იყო. სახელოვანი და ბრძოლებში წარმატებული რაინდი გამორჩეულად უყვარდა მეფე დავით კურაპალატს. მაგრამ თორნიკეს სული უფრო აღმატებულს თხოვდა, ვიდრე ამქვეყნიური პატივი იყო. მან მიატოვა სახელი, დიდება, სიმდიდრე და გადაწყვიტა თავი ზეციური მეუფისათვის მიეძღვნა. თორნიკემ საბერძნეთაკენ გასწია, სადაც მისი წინამორბედი სპასალარი - იოანე მოღვაწეობდა. თავდაპირველად თორნიკე ულუმბოს მთაზე მივიდა, მაგრამ იქ შეიტყო, რომ იოანე ათონის მთაზე დამკვიდრებულიყო და თვითონაც ათონს მიაშურა.
ღირსი იოანეს კურთხევით, თორნიკე ბერად აღკვეცეს და სახელად იოანე უწოდეს. მამები წმიდა ათანასეს ლავრაში დასახლდნენ. მალე მათ გარშემო იმდენმა ქართველმა მოიყა
... კითხვის გაგრძელება »
უსჯულო მაქსიმიანეს მეფობის წლებში (305-311), რომელიც სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს, რომის იმპერიაში მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონი.
წამებულთა შორის ტანჯვათა დათმენით განთქმული მოწამე დაიბადა ბითვინიის მხარეში, ქალაქ ნიკომიდიაში, ცნობილსა და მდიდარ ოჯახში. მამას ერქვა ევსტორგიოსი, დედას - ევბულე. მამა წარმართი და კერპთაყვანისმცემლობის მხურვალე მიმდევარი იყო, ხოლო დედა - ქრისტიანი, რომელსაც ქრისტეს სიყვარული და მისი ერთგული სამსახური მშობლებისაგან ჰქონდა ნასწავლი. ასე რომ, ხორციელად შეერთებული მეუღლენი სულიერად გათიშულნი იყვნენ. ქმარი მსხვერპლს ცრუ ღმერთებს სწირავდა, ცოლს კი ქების მსხვერპლი ჭეშმარიტი ღვთისათვის მიჰქონდა. მათ შეეძინათ ვაჟი, რომელსაც პანტელეონი დაარქვეს, რაც ქართულად „ყოვლად ლომს“ ნიშნავს, მაგრამ შემდგომ ჭაბუკს სახელი გადაერქვა და პანტელეიმონი ანუ ყოვლადმოწყალე ეწოდა, რადგანაც უსასყიდლოდ კურნავდა სნეულებს და გლახაკთა და გაჭირვებ
... კითხვის გაგრძელება »