დავითიფსალმუნთა კითხვას ადამიანის სულის საკურნებელი ძალა გააჩნია, იგი სიმშვიდესა და ტკბობას აღძრავს ადამიანთა გულებში. თუმცა, ხშირად ამას ნაკლებად ვაცნობიერებთ და მის კითხვასაც ნაკლებ დროსა და ყურადღებას ვუთმობთ. ფსალმუნთა შესახებ გვესაუბრება წმ.ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა გიორგი დარჯანია.
მამა გიორგი: "ფსალმუნთა კრებული მეფე-წინასწარმეტყველმა, დავითმა შექმნა. ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. ის ღვთის მიმართ დიდი რწმენით გამოირჩეოდა და მეფედაც ღვთის მიერ იქნა არჩეული. დავითის მამის, იესეს სახლში მისულ წინასწარმეტყველ სამუელს, იესეს შვილებს შორის ღვთის კარნაკით მეფე უნდა გამოერჩია და ეკურთხებინა. სამუელმა იესეს თავისი ძეების გამოყვანა თხოვა, თუმცა წინასწარმეტყველი ყველაზე უარს ამბობდა და ისევ დაეკითხა, კიდევ თუ ჰყავდა შვილი. იესე დაეთანხმა, რომ მას ჰყავდა უმცროსი
... კითხვის გაგრძელება »