* ამაოდმეტყველება, მრავლისმეტყველება
*
*
* შენ წარმოთქვი სიტყვა და იგი უკვე არასოდეს აღარ მოკვდება, არამედ იცოცხლებს საშინელ სამსჯავრომდე. იგი შენთან ერთად წარდგება საშინელ სამსჯავროზე და იქნება შენსკენ და შენს საწინააღმდეგოდ.წმ. თეოფანე დაყუდებული
* სამოთხეში ბევრია ცოდვებმონანიებული ცოდვილი, მაგრამ მოლაყბე – არც ერთი.ტროიცკე-სერგიევის ლავრის ბერი ზოსიმე
* ნუ მისცემ შენს თავს უფლებას ილაპარაკო და ჩაერიო ისეთ საქმეებში, რომელიც შენ არ გეხება.ამბა აგაფონ ეგვიპტელი
* მრავლისმეტყველების ჟამს ძნელია არ შესცოდო. მაშინ სულში ჩნდება სევდა, რაც წმიდა მღვდელმთავარ თეოფანე დაყუდებულის სიტყვებით, იმის ნიშანს წარმოადგენს, რომ „ამ ლაპარაკის გამო ჩვენ უფალს დავშორდით“.
* გადაეჩვიეთ კამათს, იგი აფორიაქებს რა გულს, სულიერ სიმშვიდეს გვართმევს; ყოველგვარ უაზრო ფიქრს იესოს ლოცვა დაუპირისპირეთ.ს.ა. ნილუსი
* ილაპარაკე, თუკი მდუმარებაზე უმჯობესი იცი და სათქმელი გაქვს, მაგრამ გიყვარდეს დუმილი, როცა ის თქმას სჯობს.წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი
* ნურასო
...
კითხვის გაგრძელება »