E აღსარების საიდუმლოს შესახებ - 31 ოქტომბერში 2009 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 31 » აღსარების საიდუმლოს შესახებ
14:10
აღსარების საიდუმლოს შესახებ
აღსარების საიდუმლოს შესახებ

აღსარების საიდუმლოს საფუძველია მაცხოვრის მოწოდება: „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა“ (მთ. 4, 17).

ცეცხლოვანი მახვილით სამოთხის კართან მდგარი ქერუბიმის მსგავსად (დაბ. 3, 24), მოძღვარი მოუნანიებელ ცოდვილებს სასუფეველში შესვლას უკრძალავს, ხოლო მონანულთათვის კი შუამდგომელია უფალთან მათთვის ცოდვათა მისატევებლად.

აღსარების საიდუმლოს აღსასრულებლად უფალი თანდათანობით ამზადებდა თავის მოწაფეებს. იესო ქრისტე ქვეყნად ცოდვილთა გამოსახსნელად მოვიდა. იგი თავად ამბობს: „...არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად.“ (მთ. 9, 13), რამეთუ „..აღსრულებულ არს ჟამი და მოახლოებულ არს სასუფეველი ღმრთისაი. შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაი.“ (მარკ. 1, 15). ხოლო მონანულთა მიმართ კი - „..მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი,“- ამბობს იგი და თავისი ღვთაებრივი ძალმოსილებით შეუნდობს ცოდვებს (ლკ. 7, 48).

მოგვიანებით, ძე ღვთისა რწმენაში განმტკიცებულ მოციქულებს საკრალურ მისიას აკისრებს; წმიდა პეტრე მოციქულს კი ეუბნება: „და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაისანი და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰხსნა ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა.“ (მთ. 16, 19).

პირველ ქრისტიანებს ჰქონდათ აღსარების ორი ფორმა: საჯარო და საიდუმლო. საჯარო აღსარებებს ქრისტიანები რაიმე მძიმე ცოდვის ჩადენისას წარმოთქვამდნენ ეპისკოპოსის, მღვდლისა და მთელი ქრისტიანული თემის წინაშე. მოციქულთა ხანიდან ცნობილია საჯარო აღსარების შემთხვევა ერთი კორინთელი ცოდვილისა, რომელიც მოციქულმა პავლემ ქრისტიანული თემიდან განკვეთა, რადგან „..არა უწყითა, რამეთუ მცირემან ცომმან ყოველივე შესუარული აღაფუვნის?“ (1 კორ. 5, 6). მაგრამ სრული აღსარების შემდეგ პავლე მოციქულმა მას შეუნდო და თემს მიმართა: „კმა არს ეგევითარისა მის შერისხვაი ესე მრავალთაი... ნუუკუე უმეტესითა მწუხარებითა დაინთქას ეგევითარი იგი. ამისთვის გლოცავთ თქუენ, განამტკიცეთ მის ზედა სიყუარული“ (2 კორ. 2, 6-8). საჯარო აღსარების შემდეგ მათ ეპიტიმიებიც ედებოდათ.

როგორც განსაკუთრებული წესი, საჯარო აღსარება III საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბდა. მისი ჩამოყალიბების ისტორიული საფუძველი იყო ქრისტიანთა დევნა იმპერატორ დეკიუსის დროს (249-251). ხოლო, რაც შეეხება აღსარების საიდუმლო ფორმასაც, - ინდივიდუალური აღსარებები ეკლესიის ისტორიის მანძილზე ყოველთვის არსებობდა.

IV საუკუნის ლიტურგიკულ ძეგლში „მოციქულთა განწესებანი“ შემორჩენილია ლოცვის ნიმუში მონანულზე. რომაელი ქრისტიანი ერმი I საუკუნის დასასრულს თავის წიგნში „მწყემსი“ აღწერს მონანულთა სხვადასხვა მდგომარეობას: ფარისევლებს, მცირედმორწმუნეთ, განმკითხველთ, პატივმოყვარეთ, დიდებისმოყვარეთ და ამპარტავნებს. ერმი ამბობს, რომ მონანულმა უნდა „განიწმიდოს სული და დაითმინოს მრავალი განსაცდელი“.

წმიდა ირინეოს ლიონელისთვის სახვევებით შეკრული მკვდრეთით აღმდგარი ლაზარე არის სახე ცოდვით შეკრული ადამიანისა. და როდესაც უფალი თავის მოწაფეებს მიმართავს: ლაზარეს სახვევები შეხსენითო, - ამაში წმიდა მღვდელმთავარი სულიერად მკვდარი ადამიანების აღსადგენად ქრისტეს მოციქულთა მემკვიდრეების ანუ მღვდელმსახურთა მიერ აღსარების საიდუმლოს შესრულებას ხედავს.

IV-V საუკუნეებიდან საეკლესიო პრაქტიკაში დამკვიდრდა წესი, რომლის თანახმადაც საჯარო აღსარების გარეშეც მოძღვარს უმძიმესი ცოდვების შენდობა შეუძლია.

წმიდა ბასილი დიდი ამბობს, რომ „ადამიანები ეკლესიის მოძღვრებს გაანდობენ უმძიმეს ცოდვებს, რამეთუ ამ უკანასკნელთ ღვთის საიდუმლოთა აღსრულება აქვთ მინდობილი.“ „და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაისანი და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰხსნა ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა.“ (მთ. 16, 19).

მოამზადა მარიამ გაგუამ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, 2004 წ.

კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 1183 | დაამატა: იონა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024