ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » აუცილებელი ლიტერატურა



არქიმანდრიტი გაბრიელი: ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, შევესწრებით ანტიქრისტეს გამეფებას. ის უკვე მოსულია და თავის მზაკვრულ საქმეებს დაფარულად აკეთებს. მსოფლიოს მალე ეყოლება ერთი მბრძანებელი. შეიქმნება მსოფლიო მართვის ცენტრი, რომლის მბრძანებელიც გახდება ანტიქრისტე. ამიტომაც ხდება დიდი გლობალური გაერთიანებები. ანტიქრისტეს ექნება მოქმედების შვიდი წელი, რომელიც ორ ნაწილად გაიყოფა. პირველ სამწელიწად ნახევარში ის იბრძოლებს მსოფლიოს სრული ბატონობისათვის და ხალხის ნდობის მოსაპოვებლად. ამისათვის ის მოირგებს ძალზედ ლოიალური,ჰუმანური და კეთილშობილი პიროვნების ნიღაბს. ამ პერიოდში შეწყდება ომები, დროებით აღარც შიმშილობა და არეულობა იქნება,ამით ის მოიპოვებს ხალხის ნდობას და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგება მიზნის ასრულებას.

ანტიქრისტეს მოსვლას ვერ შეაჩერებს და წინ ვერ აღუდგება ვერავითარი ძალა, რადგან ზნეობრივად გადაგვარებუ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1271 | დაამატა: იონა | დრო: 24.03.2010 | კომენტარები (0)




დაუჯდომელი არის სადიდებელი საგალობელი. დაუჯდომელი ანუ აკათისტო იმიტომ ეწოდება, რომ ამ ლოცვის შესრულების დროს მღვდელმსახურები და მრევლი არ უნდა დასხდნენ, არამედ ფეხზე უნდა იდგნენ ან უნდა დაიჩოქონ (ბერძნულად ა-არ, ხოლო xaqistu-ვზივარ).

მართლმადიდბელი ეკლესიის სწავლებით, პირველი აკათისტო შეიქმნა ბერძნულ ენაზე და მიეძღვნა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, სამადლოდ მის მიერ კონსტანტინოპოლის სამგზის გადარჩენისა მტერთაგან განადგურებისაგან მე-7-8 საუკუნეებში. იგი მართლმადიდებელმა ეკლესიამ დააწესა, რათა საყოველთაოდ ყოფილიყო ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი სადიდებელ-საგალობელი ყოველ წელიწადს, დიდი მარხვის მე-5 შვიდეულის შაბათ დღეს. დაახლოებით იმ დროს მოხდა ღვთისმშობლის მიერ კონსტანტინოპოლის პირველი ხსნა მტერთაგან. ამ შაბათს ეწოდება დაუჯდომლის შაბათი და ცისკრის ლოცვაში ჩაერთვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის აკათისტო.

დროთა განმავლობაში მსოფლიოს მართლმადიდებელმა ეკლესიებმა ამ პირველი აკათისტოს მსგავსად შექმნეს სხვა აკათ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1158 | დაამატა: ketevani | დრო: 20.03.2010 | კომენტარები (0)




სად არის ამაღლებული მჭევრმეტყველება? – ჰაერში გაიფანტა.
სად არის ელფერი სიჭაბუკისა? – დაიღუპა.
სად არის დიდება? – განქარდა.
სად არის სიჯანსაღე სხეულისა? – ავადმყოფობამ შემუსრა იგი.
სად არის სიმდიდრე და ქონება? – ნაწილი ღმრთისადმია შეწირული, ხოლო ნაწილი – ადამიანთა შურმა მოიტაცა ბოროტმოქმედთა ხელით.
ჩემი მშობლები და ახლობლები საფლავებში განისვენებენ. მხოლოდ სამშობლოღა დამრჩა, მაგრამ ბოროტმა დემონმა ჩემზე სიძულვილის შავი ტალღები აღმართა და იქიდანაც გამაძევა; ახლა მე მარტოხელა მგზავრი ვარ, უცხო მხარეში დავეხეტები, მწუხარებით სავსე ცხოვრებასა და მიხრწნილ სიბერეს მივათრევ. არც ქალაქი გამაჩნია, არც საყდარი და ვეღარც სულიერ შვილებს ვხედავ, თუმცაღა მათზე ზრუნვით ძლიერ ვარ დამწუხრებული. დღესა და ღამეს მარტოობასა და ხეტიალში ვატარებ.
სად დასცილდება ჩემი სული სხეულს? სად შევხვდები აღსასრულს? რომელი მიწა, რომელი გლახაკთმოყვარე სამარე შემიფარებს? ვინ დამიხუჭავს სიკვდილ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1525 | დაამატა: ketevani | დრო: 12.03.2010 | კომენტარები (0)



„ასე გამრავლდება საქართველო?!“

სიონის მრევლმა მამა გაბრიელს (ურგებაძეს) ქართველი ერის გამრავლებისთვის პარაკლისის გადახდა სთხოვა. მამა გაბრიელი დათანხმდა და სამების ეკლესიაში ღვთისმშობლის პარაკლისი აღავლინა. შინ დაბრუნებულ ბერს გამოცხადება უხილავს: მოსულა ძველი მეომარივით შემოსილი ორი კაცი, მამა გაბრიელზე უთქვამთ: „აი, ეს არისო“, შუაში ჩაუყენებიათ და სადღაც წაუყვანიათ. ვერაფერი დაუნახავს ბერს, გარდა იმისა, რომ იმ თეთრ შენობას, რომელშიც იგი შეუყვანიათ, ზედ დიდი ჯვარი ჰქონია. უცნობებს გაბრიელი შენობაში ჩაუკეტავთ. სიბნელისთვის თვალი რომ შეუჩვევია, ბერს დაუნახავს, რომ ქვის იატაკი თითის სიგრძე სისხლით მოთხვრილი ბავშვების გვამებით იყო მოფენილი. ჭერში დატოვებული ხვრელიდანაც უამრავი მკვდარი ბავშვი ცვიოდა. მალე ფეხის დასადგმელი ადგილიც არ დარჩენილა. თითის წვერებზე შემდგარი ბერი, ფეხი ყრმათა გვამებზე რომ არ დაედგა, კუთხეში მიკრუნჩხულა. ამ დროს კარი გაღებულა. „მობრძანდება, მობრძანდებაო!“ - მისწვდენია ხმა გაბრიელს; ჯერ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1170 | დაამატა: ketevani | დრო: 26.02.2010 | კომენტარები (0)



როგორც კი იგრძნობ, რომ ჩადენილი კეთილი საქმეების გამო სიამაყე გეუფლება, მაშინვე შენი შეცოდებანი მოიხსენე, რათა უგუნური ამპარტავნება დააცხრო. ასევე მოიქეცი მაშინაც, როცა ხედავ, რომ მოყვასი ცდება, კერძოდ, მაშინვე მისი სათნოებანიც გაიხსენე.
წმ. ბასილი დიდი

ნუ შეიყვარებ სხვისი ძვირის ხსენების სმენას, საკუთარ ცოდვებზე ილაპარაკე და საკუთარი თავი დაადანაშაულე და არა ადამიანები.
ოპტელი ბერი ამბორსი

განიკითხე მხოლოდ საკუთარი თავი, მაშინ შეწყვეტ სხვათა განკითხვას.
ბარსანუფი დიდი

ნურც დასცინებ და ნურც განიკითხავ საცთურში შთავარდნილს, არამედ უფრო მომეტებულად ილოცე, რათა თავადაც არ გეწიოს განსაცდელი.
წმ. ეფრემ ასური

ვინც შორსაა ბოროტებისაგან, ის ყველაზე ნაკლებად ამჩნევს ბოროტებას.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

თავი დავანებოთ მოყვასის განკითხვას და აღარ შეგვეშინდება გმობის გულისსიტყვებისა, რამეთუ ამ მეორის მიზეზი ის პირველია.
წმინდა იოანე სინელი

როდის დაგვიფარავს უფლის მ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1187 | დაამატა: ketevani | დრო: 25.02.2010 | კომენტარები (0)




ძველ ელინთა შორის ცნობილი ბერძენი ანაქარსისი ამბობს, რომ ვაზს სამგვარი მტევანი გამოაქვს: პირველი მტევანი – დატკბობა, მეორე – დათრობა, და მესამე – მწუხარება. ფილოსოფოსი ამას ამგვარად განმარტავდა: ღვინის ზომიერი მოხმარება ადამიანს სიამოვნებას გვრის და მის ჯანმრთელობას შეეწევა, და ამასთან, წყურვილსაც უკლავს, კუჭს სიმაგრეს მატებს, და გულს განამხიარულებს; უზომო სმა კი ბადებს ჩხუბს, იწვევს მრისხანების აფეთქებას, უბიძგებს ცემა-ტყეპისაკენ, რასაც, ჩვეულებისამებრ, არცთუ მცირედი მწუხარება მოსდევს. ხოლო ჩვენ კი, თუ ყურადღებით განვიხილავთ ლოთობის ძალას და მას ვაზს ვუწოდებთ, მაშინ მასზე შევამჩნევთ არა სამ ზნეობრივ მტევანს, რომელსაც ადამიანისათვის ვნება და წუხილი მოაქვთ, არამედ ბევრად უფრო მეტს, სახელდობრ, ათს.

პირველი მტევანია გონების დაბნელება, ჭკუის დაკარგვა, ცნობის მიხდა, რამეთუ ღვინით გადავსებული სტომაქიდან ღვინის ოხშივარი თავში აღვალს, ზემოქმედებას ახდენს ტვინზე და აღაშფოთებს გონებას. ამიტომაც, ბ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1222 | დაამატა: ketevani | დრო: 25.02.2010 | კომენტარები (0)



VIII საუკუნის I ნახევარში, სწორედ ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, წარმოიშვა მის წიაღში ახალი ერესი - ხატმებრძოლობა, რომელიც მთელი საუკუნის მანძილზე მძვინვარებდა და მრავალი უბედურება დაატეხა თავს ქვეყანას.

როგორც ცნობილია, IV-VII საუკუნეების ყველა ერესი - ნესტორისა, მონოფიზიტური თუ მონოთელიტური - ხატთა თაყვანისცემას გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა. ხატთაყვანისცემას კერპთაყვანისმცემლობად მიიჩნევდნენ მუსლიმებიც, რომელნიც ქრისტიანებს განუწყვეტლივ უკიჟინებდნენ, ერთი, ჭეშმარიტი უფალი დაივიწყეთ და სამი ღმერთის თაყვანისცემა და კერპთა გაღმერთება დაიწყეთო. ამ ბრალდებას გულმოდგინედ იმეორებდნენ იუდეველებიც, რომელნიც ერთ შემთხვევასაც არ უშვედნენ ხელიდან, ქრისტიანებისთვის შეურაცხყოფა რომ არ მიეყენებინათ.

შესაძლოა, სულიერი ცხოვრებისა და განათლების დაცემის ჟამს ხატები, რომლებიც ძველთაგანვე ყოველი ქრისტიანისთვის მოკრძალებული თაყვან ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1168 | დაამატა: იონა | დრო: 21.02.2010 | კომენტარები (0)




მარხვის სწორად წარმართვა ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გაატარებს ქრისტიანი დიდმარხვის პირველ კვირას. ძველი ქრისტიანები დიდმარხვაში, და განსაკუთრებით პირველ შვიდეულში, მეტად მკაცრად მარხულობდნენ: მთელ დღეს ტაძარში ატარებდნენ და ჭამდნენ უზეთო საჭმელს დღეში ერთხელ მზის ჩასვლის შემდეგ. ამ მხრივ საგულისხმოა ერთი ნაწყვეტი აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავლიდან“, სადაც აღწერილია როგორ ამარხულებდნენ ბავშვებს:

„უმთავრესი ყურადღება ჩვენი წირვა-ლოცვაზე და მარხვაზე იყო მიქცეული, სამწუხარო დრო ჩვენთვის დიდმარხვა იყო: მთელი დღე საღამომდის, სანამ ლოცვა არ გამოვიდოდა, წყლის მეტს არაფერს მიგვაკარებდნენ; საღამოსაც მარტო ხმელ პურს გვაძლევდნენ. არათუ შეჭამადი რამე, ღვინო, მარილი და ზეთიც კი აკრძალული გვქონდა...“

ჩვენი წინაპრების მიბაძვის სურვილი ყველა ჩვენგანს უნდა ჰქონდეს, მაგრამ მეორე მხრივ, არც ზომიერების გრძნობამ უნდა გვიღალატოს. დღეს ბევრი ჩვენგანი ცდილობს გაიმეოროს მათი ღვაწლი. ღმე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1111 | დაამატა: ketevani | დრო: 19.02.2010 | კომენტარები (0)



ჩემი გზა ქრისტესკენ
რუბრიკის სტუმარი არქიმანდრიტი საბა (ერისკაცობაში გიორგი ვალერიანის ძე კუჭავა) გახლავთ. ინტერვიუზე ძლივს დავიყოლიეთ, ღელავდა - არც კი ვიცი, რა გითხრათო. მაგრამ ბოლოს სულგრძელად დაგვთანხმდა - რას ვიზამ, მორჩილებით აღვასრულებ, რასაც მთხოვთო. სათაურიც თავად შეარჩია: „ჩემი გზა ქრისტესკენ“.

ყოველი ადამიანის გულში, რაც უნდა ურწმუნო იყოს იგი და არაღვთივსათნოდ მცხოვრები, ღვთიური სიკეთის მარცვალი მაინც მოიპოვება, რადგან იგი ღვთის ხატად და მსგავსადაა შექმნილი. არის პერიოდები ადამინის ცხოვრებაში, როდესაც იგი ღმერთს, მასთან მყოფობას ეძიებს, გარესამყაროსა და საკუთარ თავს აკვირდება. ამ დროს მას უფალი უხმობს, თავისკენ მოუწოდებს. მთავარია, ადამიანმა უზენაესის ხმას ყური მიუგდოს, მიჰყვეს მას, გამოფხიზლდეს სულიერი ძილისაგან, აღდგეს დაცემული და დაადგეს გზას ჭეშმარიტსა და ცხოვრებისმომცემელს, რომელიც არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე. „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“, - ბრძანებს უფალი.

ჩემს ცხოვრე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1505 | დაამატა: იონა | დრო: 18.02.2010 | კომენტარები (0)



პირველი ფსალმუნი
ფსალმუნი პირველი, ალილუიაჲ

1. ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.

ნეტარია თვით ღმერთი, როგორც წმ. პავლე მოციქული ამბობს, უწოდებს რა მას „ნეტარსა და მხოლო ძლიერს“ (ტიმ. 6,15). მაგრამ, სხვა სახელდებათა მსგავსად, ნეტარი ჩვენს მიმართაც ითქმის, გარკვეული თვალსაზრისით, ისევე როგორც ღმერთი ეწოდებათ ადამიანებს წმიდა წერილში: „მე ვსთქუ, ღმერთნი სამე ხართ“ (ფს. 81,6) (იგულისხმება მადლით (და არა ბუნებით) ღმერთობა ადამიანისა, მთარგმნ. შენ.). ნეტარება სათნოებაში სრულქმნის ნაყოფია. კაცში იგულისხმება არა მხოლოდ მამაკაცი, არამედ დედაკაციც, როგორც მთლიანის ნაწილი, „რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა“ (ეფ. 5,23), ხოლო თავთან შეერთებულია სხეულის ყველა დანარჩენი ნაწილი. და როგორც ამ ნაწილებისათვის ზიარია და საერთოა ადამიანური არსება, ასევე ცოლ-ქმრისთვისაც ერთია საქმეც და ჯილდოც.

ზრახვა იგივე წადილი და სურვილია. ადამიანის მიერ აღსრუ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1192 | დაამატა: იონა | დრო: 12.02.2010 | კომენტარები (0)

« 1 2 3 4 ... 6 7 »
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024