E ხსენება ყოველთა წმიდათა - საქართველოში წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა 11 (24) დეკემბერი - 24 დეკემბერში 2009 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 24 » ხსენება ყოველთა წმიდათა - საქართველოში წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა 11 (24) დეკემბერი
17:03
ხსენება ყოველთა წმიდათა - საქართველოში წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა 11 (24) დეკემბერი

ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია. არავინ იცის, რამდენმა მოიბანა მიწიერი მწიკვლი ქრისტესთვის თავდადებით უსჯულოებთან ბრძოლისას, რამდენმა განიწმიდა სული მონასტრის ცივ კელიებში ლოცვით, მარხვითა და მოღვაწეობით, მხოლოდ ღმერთმა იცის ჩუმად მოღვაწე იმ ერისკაცთა და დედათა შესახებ, რომლებიც დაუღალავად ჭედდნენ საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი ქვეყნის მომავალს.

„რაჟამს ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს და არცა ოდეს წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩვენი“, - სარწმუნოებრივ-ეროვნული თვითშეგნებით ბრძანა წმიდა მამა გიორგი მთაწმინდელმა თავის დროზე.

„არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩვენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელ ქმნილ ვართ, ვინაჲთგან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვართ - მოწამე არს ჭეშმარიტება“, - ვკითხულობთ რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერაში და ეს იყო ყოველი ქართველის ცხოვრების ქვაკუთხედი.

შეუძლებელია საქართველოს სამოციქულო ეკლესიიდან ზეციურ, მედღესასწაულე ეკლესიაში ამაღლებულ ქრისტიანთა ჩამოთვლა, და, მით უმეტეს, შეუძლებელია მათი ღვაწლის აღწერა: „ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები, ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარ-მკლავები“ (აკ. წერეთელი). სწორედ ამ შეუძლებლობის გამო წერია დღევანდელი დღის მოსახსენებელში, რომ „საქართველოში წამებულთა მამათა და დედათა შორის უნდა ვიგულისხმოთ“ და ყველასათვის ცნობილ წმიდათა სახელებს გარდა, ქართული ანბანის მიხედვით ჩამოთვლილია მამათა და დედათა სამასამდე ქართული წარმოშობის სახელი:

- აბაზა, აბესალომ, აბუსერი, ადიკო, ავაგი, ავალა, ავგაროზი, ავთანდილი, აიდემური, ალავერდა, ალმასხანი, ალხაზა, ამირანი, ამირანდო, ანდუყაფარი, არდაშელი, არჯევანი, ასლამაზი, ასლანი, ასპანი, აფთარი, აფრასიონი, აღბულა, ბაადური, ბაბილა, ქაკური, ბარათა, ბაჭუკი, ბახუ, ბახუტა, ბებური, ბეგლარი, ბედიანი, ბეკო, ბეჟან, ბერი, ბექა, ქეშქენ, ბეცია, ბირთველი, ბიჭია, ბოსტა, ბოცო, ბუჭულა, გაბილა, გამახარე, გამიხარდა, გარსევანი, გელა, გემელი, გზობია, გივი, გლახა, გლახუა, გოგია, გოდერძი, გოსტაბაში, გოშპარი, გოჩა, გოჯასპირი, გუგუნა, გულბაათი, გურასპი, გურგენი, დათუნა, დარისპანი, დარჩია, დემური, დიასამი, დოლენჯი, დურმიშხანი, ედიშერი, ევდომოსი, ეზრა, ელგუჯა, ერეკლე, ვამეყი, ვაჟა, ვარაზა, ვარაზვაჩე, ვარამი, ვარდენი ან ვარდანი, ვაჩე, ვახუშტი, ვერძელა, ვირშელი, ზაალი, ზაზა, ზაუტა, ზებედე, ზუბიტა, ზურაბი, თადია, თათე, თანდილა, თარხანი, თაყა, თაყინა, თეიმურაზი, თენგიზი, თორღვა, იაგორა, იაკინთე, იასე, იმედა, იოთამი, იორამი, კახა, კახაბერი, კვირია, კიკოლა, კოჩა, ლაშა, ლევანი, ლიპარიტი, ლომია, ლომიტა, მალხაზი, მამამზე, მამისა, მამისთვალი, მამუკა, მამულა, მანუჩარი, მანძულა, მაყა, მახარე, მერაბი, მირმანოზი, მურვანი, მურმანი, მურზაყანი, ნადირა, ნავროზა, ნარიმანი, ნასყიდა, ნინია, ნოდარი, ნოშრევანი, ნუგზარი, ოთარი, ომანა, ონანა, ონიკა, ონისიმე, ოსე, ოტია, ოქროპირი, პაატა, პალი, პაპილა, პაპუნა, პატარკაცი, ჟამუტა, რამაზი, რატი, რაფაელი, რაფიელი, როინი, რომანი, როსება, როსტვანი, როსტომი, საამი, საბია, საბრალო, სავლე, სარგისი, სარდიონი, სარიდანი, საფარა, სესია, სეფედავლე, სეხნია, სიაოში, სიდამონი, სოზია, სოლოღა, სპანდიერი, სულა, სულმამა, სულხანი, სუმბატი, ტარიელი, ტატო, ტეტია, ტურია, უფლისა, უშანგი, ფარემუზა, ფარნაოზი, ფარსადანი, ფეშანგი, ფირანი, ფიროზა, ფოცხვერი, ფრიდონი, ქავთარი, ქართლოსი, ქვაბული, ქველი, ქიშვარდი, ქობული, ქუმსი, ქუქუჩა, ქუცნა, ღარიბა, ღვთისავარი, ღვინია, ღუღუნა, ყაითმაზა, ყარამანი, ყაფლანი, ყაყიტა, ყვარყვარე, ყიასა, შაბურ, შადიმანი, შამადავლე, შანშე, შარმაზანი, შაქარა, შერმადინი, შიაოში, შოთა, შოშია, შოშიტა, ჩოყოლა, ცვარი, ცისკარა, ციცი, ცოტნე, ძამასა, ძაღინა, წყალობა, ხარება, ხახულა, ხახუტა, ხიზინა, ხირსელი, ხობელა, ხოსია, ხოსიტა, ხოსრო, ხუდადა, ხეჩუა, ხეცუა, ჭოლა, ჯაბა, ჯავახი.

- აგრაფინა, ანუკა, ასკილა, ასმათი, ასპიროზი, გვანცა, გვიტია, გვრიტა, გუგულა, გულვარდისა, გულია, გულიჯანი, გულნაზი, გულნარა, გულქანა, გულარისი, გულჩარა, გულჯავარი, გუჯა, დარეჯანი, დესპინე, დუნდარა, ედია, ესმა, ვარსკვლავისა, ზეინაბი, თათია, თალიკო, თეთრუა, თეონა, თვარელა, თიკო, თინა, თინათინი, თმაგიშერა, თორელა, თუთა, თუთია, კაკა, კეკელა, კესარია, კონია, კრავაი, ლამაზა, ლამარა, ლელა, ლერწმისა, ლიზა, ლილი, მაგდანი, მაზიტა, მათუნა, მაია, მაკა, მამისიმედი, მანანა, მანიჟა, მარგალიტა, მარგო, მარიხი, მეტია, მზეთვალა, მზექალა, მზეხა, მზეხათუნა, მზისთანადარი, მნათობი, მნათობისა, მონავარდისა, ნადია, ნაზო, ნარგიზი, ნესტანი, ნუშო, პატარქალი, პეპელა, პირვარდისა, პირიმზე, ჟამიტა, რიშქალა, როდამი, რუსა, საბედა, საგდუხტა, სიხარულა, ტერეზია, უმანკო, ფატმანი, ფაქიზო, ფაცია, ფეფელა, ფეფენა, ფოსო, ფოფო, ქაბატო, ქალია, ქურციკა, ცაცო, ცისკარა, ციცია, ციცინო, ჭიკჭიკა, ხათუნა, ხამფერა, ხვარამზე, ხვაშაქი, ხორეშანი, ჯულია.

ქართველ ქრისტიანთა საკმაოდ დიდი ნაწილი ამ დღეს მოხსენებულ წმიდათა სახელებს ატარებს და მათგან ითხოვს მეოხებას.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.
„საქართველოს ეკლესიის კალენდარი“, 2004 წ.

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1655 | დაამატა: ketevani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024