E რა ნიშნებით ამოვიცნოთ ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია? (მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების შვიდი ძირითადი ნიშანი) გაგრძელება - 1 ნოემბერში 2009 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2009 » ნოემბერი » 1 » რა ნიშნებით ამოვიცნოთ ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია? (მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების შვიდი ძირითადი ნიშანი) გაგრძელება
23:43
რა ნიშნებით ამოვიცნოთ ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია? (მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების შვიდი ძირითადი ნიშანი) გაგრძელება

არამედ გამარჯვებულიც გამოდიოდა, უფრო და უფრო ძლიერდებოდა და აფართოვებდა თავის კეთილისმყოფელ გავლენას.

რამდენადაც მართალია ის, რომ წმიდა ეკლესიაში ძირითადი მამოძრავებელი არის უანგარო. თავგანწირული სიყვარული, ასევე მართალია ისიც, რომ მის გარეთ მყოფ საზოგადოებაში უფრო ხშირად მთავარ მამოძრავებლად გვევლინება პატივმოყვარეობა, ფარისევლური თამისმოწონება, რომელთაც სრულიად სხვა, ცრუ და მავნე საწყისი შემოაქვთ ცხოვრებაში, შემოაქვთ შინაგანი შფოთი, თვით ახლობელთა დაშორებაც კი, გაუცხოება ერთისა მეორისგან, შევიწროება, საცდურნი, რომელთაგან განშორებაც წმიდა მოციქულმა გვიანდერძა (2 ტიმ. 3,5) და საერთოდ სრული არქონა ქრისტიანული სიყვარულისა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ის რაშიც მდგომარეობს ეკლესიის სასიცოცხლო ძალა, რომლის წინაშეც ქედს იხრიან თვით მისი მტრებიც კი, და მისი კეთილ-ზნეობრივი მნიშვნელობა მორწმუნეთა ცხოვრებისათვის, ასე ვთქვათ, მისი სიცოცხლისუნარიანობა, უარიყოფა არაეკლესიურ საზოგადოებაში, რომლებიც დაშორდნენ ამ ძალის პირველწყაროს - ქრისტე მაცხოვარს.

VI. მეექვსე ნიშანი ეკლესიის ჭეშმარიტებისა არის მისი მოწამეობრივი ცხოვრება. თუკი ადამიანისთვის ძნელია იმის გარკვევა, თუ რომელია ჭეშმარიტი ეკლესია, ეშმაკმა, მისმა მტერმა ეს შესანიშნავად იცის. მას სძულს ეკლესია და ცდილობს მის განადგურებას. ვეცნობით რა ეკლესიის ისტორიას, ჩვენ ვხედავთ, რომ იგი მართლაც, რწმენისათვის წამებულთა სისხლითა და ცრემლითაა ნაწერი. ამ დევნას საფუძველი ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან ჩაეყარა მღვდელმთავართა და ფარისეველთა მიერ. ამას მოსდევს რომის იმპერიაში, რომის იმპერატორთა და ადგილობრივ მმართველთა მხრიდან, დევნის სამი ასწლეული. შემდეგ ეკლესიის წინააღმდეგ მახვილი არაბმა მუსულმანებმა აღმართეს. ამის მერე კი დასავლეთიდან ჩამოსულმა ჯვაროსნებმა. მათ იმდენად შეარყიეს ბიზანტიის ფიზიკური ძალები, მართლმადიდებლობის ამ ბურჯისა, რომ ამს აღარ შეეძლო შეწინააღმდეგებოდა თურქებს, XIV-XV ასწლეულებში რომ წალეკეს იგი. XX საუკუნეში ღმრთის მებრძოლმა კომუნისტებმა ყველას გადააჭარბეს თავიანთი სისასტიკით, გაანადგურეს რა უფრო მეტი ქრისტიანი, ვიდრე ყველა მათმა წინამორბედმა ერთად აღებულმა. მაგრამ აი სასწაული: მოწამეთა სისხლი თესლად იქცა ახალ ქრისტიანთა აღმოსაცენებლად და „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან“ ეკლესიას, როგორც თავად ქრისტემ აღგვითქვა.

VII. და ბოლოს, საიმედო და შედარებით იოლ საშუალებას ქრისტეს ეკლესიის აღმოჩენისა, წარმოადგენს ისტორიული კვლევა.

ჭეშმარიტი ეკელსია უწყვეტი ხაზით უნდა მიდიოდეს მოციქულთა დრომდე. ისტორიული კვლევის მეთოდის გამოყენებისთვის არ არის აუცილებელი ჩავუღრმავდეთ ქრისტიანობის განვითარებისა და გავრცელების ყველა წვრილმანს, ანდა მოძღვრების ფაქიზ მხარეებს. საკმარისია გავარკვიოთ, თუ როდის წარმოიშვა ესა თუ ის ეკლესია. თუკი იგი წარმოიშვა ვთქვათ XVI, ან რომელიმე სხვა საუკუნეში, მაგრამ არა მოციქულთა დროს, მაშინ ის არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

მხოლოდ ამ ერთი ნიშნითაც კი უნდა უარვყოთ ყოველგვარი პრეტენზია ყველა დენომინაციისა ქრისტეს ეკლესიის წოდებაზე, რომლებიც თავიანთ საწყისს ლუთერისა და მისი მიმდევრებისგან იღებენ, როგორიცაა - ლუთერანული, კალვინისტური, პრესვიტერიანული და უფრო მოგვიანებით - მორმონული, ბაპტისტური, ადვენტისტური, იეღოვას მოწმეების, ორმოცდაათიანელთა და სხვა მათი მსგავსი დენომინაციები.

ეს დენომინაციები დაფუძნებულია არა ქრისტესა და მისი მოციქულების, არამედ ცრუწინასწარმეტყველთა - ლუთერების, კალვინების, რერიხების, სმიტების და სხვა ნოვატორთა მიერ.

ყველა ზემოთჩამოთვლილ აუცილებელ ნიშანს ჭეშმარიტი ეკლესიისა ატარებს მართლმადიდებლური ეკლესია და არაფერში არ განიცდის ნაკლულოვანებას, რათა შემდგომშიც გააგრძელოს ადამიანთა ცხონების საქმე, რომელიც მას მისმა დამაარსებელმა - იესო ქრისტემ ჩააბარა. მისგან, როგორც ეკლესიის თავისა და მარადიული მზისაგან, იღებს იგი თავის სინათლეს, მიისწრაფვის რა, ქრისტეს სასუფევლის დამკვიდრებისაკენ მიწაზე და აქცევს რა მას ეკლესიად ცხოველი ღმრთისა, სვეტად და სიმტკიცედ ჭეშმარიტებისა. გვწამს, რამეთუ ეს სინათლე, იესო ქრისტეს ჭეშმარიტი აღთქმისაებრ, იქნება მასთან აღსასრულამდე სოფლისა, იბრწყინებს მასში თავად დაუღამებელი დღის დადგომამდე ქრისტეს მეუფებისა.

ცალკეული ეკლესიები, როგორც ნაწილნი ეკლესიის მთლიანი სხეულისა, ვითარცა ბრწყინვალე ვარსკვლავი, იესო ქრისტეს მადლის სისავსისგან მიმღებელნი სინათლისა და ქრისტეში, როგორც ეკლესიის ერთიან თავში, გაერთიანებულნი, შეადგნენ ერთიან, წმიდა სამოციქულო ეკლესიას.

ჩნდებოდნენ და კვლავაც გაჩნდებიან მისი მოგზაურობის მანძილზე შავი ღრუბლები ერესების, განხეთქილებების, მცირეს მორწმუნეობის და წინააღმდეგობათა სახით, როგორც მაცხოვარი ბრძანებს იგავში ღვარძლის შესახებ: „და ვითარცა დაიძინეს კაცთა მათ, მოვიდა მტერი მისი და დასთესა ღვარძლი შორის იფქლსა მას და წარვიდა“ (მათ. 13,25), მაგრამ ყოველივე ეს - წარმავალია, ცხოვრებისეული მოვლენებია ამსოფლიურ სტიქიებში, სამწუხარო ნაყოფი თავისმოყვარეობისა და კაცობრიობის უმეცრებისა, რომელსაც არა აქვს ფეხქვეშ მყარი ნიადაგი, მაშინ როდესაც ეკლესია მყარად დგას უცვალებელ, ერთიან ჭეშმარიტებაზე, ლოდზე თავსაკიდურზე - ქრისტეზე. და წმიდა მოციქული ამბობს, რომ: „არცაღა არს სახელი სხუა ცასა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ იყო ცხოვრება ჩუენდა“ (საქმე მოციქ. IV,12), ისევე როგორც არ არის სხვა ეკლესია, სადაც შესაძლებელია ცხონება, გარდა ჭეშმარიტი, მართლმადიდებლური ეკლესიისა.

დაე დაფიქრდეს ამაზე ყველა განსხვავებულად მოაზროვნე წმიდა ეკლესიისგან და კიდევ უფრო მეტად, უარისმყოფელნი მისი მაცხონებელი მნიშვნელობისა. როგორც ნოეს ერთ კიდობანში ოდესღაც გადარჩნენ ღვთის მორწმუნენი წარღვნისაგან, ასევე მხოლოდ ისეთ ერთიან წმიდა ეკლესიაში, როგორიცაა მართლმადიდებელი ეკლესია, შესაძლებელია ხსნა. მისი მაცხონებელი მნიშვნელობა დაამტკიცა თვით იესო ქრისტემ.

დაბოლოს, დავასრულებთ ეკლესიის წმიდა მოძღვრის ცნობილი სიტყვებით: ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა, ამინ!

მასალა ნათარგმნია დეკანოზ გრიგოლ დიაჩენკოს
სამტომეული კრებულიდან „რწმენა, სასოება, სიყვარული“
თარგმნა მელანია შანავა-ვეფხვაძემ

www.orthodoxy.ge

კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 584 | დაამატა: ketevani | ტეგები: ... Аз воздам | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2016