E შობა და ახალი წელი - 7 ნოემბერში 2009 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2009 » ნოემბერი » 7 » შობა და ახალი წელი
10:23
შობა და ახალი წელი
შობა-ახალ წლის დღესასწაულთა შესახებ განვმარტავთ, რომ: შობა უდიდესი საეკლესიო დღესასწაულია და სულიერი ღირებულების მქონე, მეორე კი საერო დღესასწაულია და, შესაბამისად, ყოფით სფეროს განეკუთვნება. სწორედ ამ ნიშნითაა მათ შორის არსებითი სხვაობაა.

ახალ წელს ტრადიციულად ნაძვის ხის ან ჩიჩილაკის მორთვითა და სუფრით მხიარულად ეგებებიან. მისგან განსხვავებით, მაცხოვრის შობის დღესასწაულს მარხვით, ლოცვით, აღსარებით, ზიარებით, წმიდა წერილის კითხვითა და ღვთისსათნო საქმეთა აღსრულებით ხვდებიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი წლის თარიღი ერთობ ცვალებადი სიდიდეა. ცნობილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს კორნელი კეკელიძის მოკვლევით:

ა) წმიდა ნინოს დროს ქართლში ახალი წელი 6 აგვისტოს იწყებოდა;

ბ) VII საუკუნის დამდეგიდან, რომაული თვეების შემოსვლასთან დაკავშირებით, თანდათან პრაქტიკიდან გადის რა აგვისტოს წელიწადი, მის ადგილს სექტემბრის წელიწადი იკავებს;

გ) IX საუკუნის 20-იან წლებში ფეხს იკიდებს მარტის წელიწადი, რომელიც X საუკუნს II ნახევრამდე არსებობდა;

დ) X საუკუნის II ნახევრიდან მარტის წელიწადს იანვრის წელიწადი ცვლის, რომელიც XIV საუკუნიდან დღემდეა დამკვიდრებული. (იხ. თსუ-ს შრომები 1941წ. „ძველი ქართული წელიწადი“, გვ. 18-26)

დიდი მეცნიერის ზემოთმოყვანილი მონაცემები ნათლად ცხადყოფს ახალი წლის მიწიერ, ამქვეყნიურ საზრისს. ამისგან განსხვავებით, მაცხოვრის შობის დღესასწაულის თარიღი, ძვ. სტილით 25 დეკემბერი, თექვსმეტი საუკუნეა უცვლელია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იგი განსხვავებულ ღირებულებებზეა ორიენტირებული, თუმცა ქრისტიანულ სამყაროში ამ მხრივ კარგახანია ერთსულოვნება არ არის და ეკლესიების ნაწილი მას ახალი სტილით 25 დეკემბერს ზეიმობს.

ახალი სტილი შემოღებულ იქნა 1582 წელს პაპ გრიგოლ XIII - ის დროს და ამიტომ პაპ გრიგოლ XIII-ის კოლეგიის მიერ შემოთავაზებულ დროის ათვლის სისტემას გრიგოლის კალენდარს უწოდებენ.

ძველი სტილი, ანუ იულიუსის კალენდარი 325 წელს მიიღო. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ და ჩვენი ეკლესია მას დღემდე იცავს.

გრიგოლის კალენდრით (რომელსაც ახალი სტილი ეყრდნობა), ერთი წელიწადი მოიცავს 365 დღე-ღამეს 5 სთ. 49 წთ. და 12 წმ. იულიუსის კალენდრით (რომელსაც ეყრდნობა ძველი სტილი), ერთი წელიწადი მოიცავს 365 დღე-ღამეს და 6 სთ. მათ შორის სხვაობა შეადგენს 11 წთ. და 48 წმ. ეს ცდომილება ყოველ 128 წელში ერთ დღედ იქცევა. ამიტომაც არის, რომ პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებიდან (325წ.) მოყოლებული დღემდე სხვაობა იულიუსისა და გრიგოლის კალენდრებს შორის 13 დღე-ღამემდე გაიზარდა.

ბუნებრივია, იბადება კითხვა, რომელი ათვლის სისტემაა მართალი? უნდა ვიცოდეთ, რომ მათემატიკური თვალსაზრისით, გრიგოლის კალენდარში დროთა ათვლა მზის (ანუ ტროპიკულ) წელს უკავშირდება, ხოლო იულიუსის კალენდარში - მზე - ვარსკვლავურ წელს.

მზის წელიწადი მოიცავს 365 დღე-ღამეს, 5 სთ. 48 წთ. და 46 წმ. ვარსკვლავური წელი კი - 365 დღე-ღამეს, 6 სთ. 9 წთ. 10 წმ.

მზის წელიწადის სიდიდეს რომ მივუმატოთ ვარსკვლავური წელიწადის სიდიდე და გავყოთ ორზე, მივიღებთ მზე-ვარსკვლავური წლის საშუალო სიდიდეს, რაც შეადგენს 365 დღე-ღამეს, 5 სთ. 58 წთ. 58 წმ.-ს.

მზის წელიწადთან მიმართებაში გრიგოლის კალენდრის განსხვავება ყოველწლიურად შეადგენს 36 წამს.

მზე-ვარსკვლავურ წელიწადთან მიმართებაში იულიუსის კალენდრის განსხვავება კი - 1 წთ 2 წმ. ე.ი. იულიუსის კალენდარი არ ეყრდნობა მზის წელიწადს, არც მხოლოდ ვარსკვლავურ წელიწადს, არამედ საშუალო სიდიდეს მზისა და ვარსკვლავურ წლებს შორის. ამასთან ეს საშუალო სიდიდე ფილოსოფიურად არის გააზრებული და შეგნებულად შეცვლილი (ერთი წუთით) იმგვარად, რომ კალენდარში აისახა მთვარის ფაზებიც (მეტონური 19-წლიანი ციკლი) და კვირის დღეებისა და თვის რიცხვების ჰარმონიაც (28- წლიანი ციკლი). აქ ჰარმონიულობა და ასტრონომიული სიზუსტე ერთმანეთთანაა შერწყმული.

მეცნიერები თანდათან აცნობიერებენ ამას. ალბათ უმნიშვნელო არ არის იმის აღნიშვნა, რომ ბოლო დროის უდიდესი ასტრონომი, თანამედროვე ასტრონომიის მამად წოდებული ნიუკომბი, იულიუისის კალენდრის დაბრუნების მომხრე იყო.

საერთოდ, ყოველი კალენდრის სიზუსტე მისსავე პარადიგმაში არჩეულ ორიენტირებთან მიმართებაში უნდა განიხილებოდეს. ამდენად, მიუღებელია აღრევა პარადიგმებისა, ანუ არ შეიძლება მაგ. გრიგოლის კალენდრის სიზუსტეზე ვიმსჯელოთ ვარსკვლავური ან მზე-ვარსკვლავური პარადიგმების მიხედვით, ასევე არ შეიძლება იულიუსის კალენდარი მზის წლის ორიენტირებით განვსაზღვროთ.

ჩვენ შორსა ვართ იმ აზრისაგან, რომ ეს პრობლემატური საკითხი ასე ადვილად გადაიჭრას, რა თქმა უნდა, მკვლევართა შორის მომხრენი მრავლად ეყოლება ახალი სტილის დამცველებს და მათ ოპონირებას, რაღა თქმა უნდა, კვლავაც გაუწევენ ძველი სტილის მიმდევარნი. ორივე მხარე სხვა და სხვა მეცნიერული აღმოჩენებითადა მიგნებებით შეეცდება, დაამტკიცოს საკუთარი პოზიციის სიმართლე, მაგრამ არის ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელსაც, ვფიქრობთ, ანგარიში ყველამ უნდა გაუწიოს:

2000 წლის განმავლობაში იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე ძველი სტილით ყოველი აღდგომის წინ, შაბათ დღეს ზეციდან გარდამოდის ღვთაებრივი ცეცხლი, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელი პატრიარქის, კერძოდ კი იერუსალიმის ეკლესიის პირველიერარქის მიერ ეძლევათ, როგორც მართლმადიდებელ ეკლესიებს, ისე სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლებს.

მორწმუნე ადამიანისათვის ამაზე დიდი და რეალური მტკიცება, როგორც ძველი სტილის (ანუ საეკლესიო კალენდრის), ისე მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებისა, არ არსებობს.

თბილისის სასულიერო აკადემიის ლიტურგიკის ლექტორი,
მღვდელი ბიძინა გუნია

მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 726 | დაამატა: ketevani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2016