საყვარელნო, რომელთაც დაგიტოვებიათ წარმავალ სოფელზე ზრუნვა და მისი უქმი საქმენი, კვლავ ნუ დაუბრუნდებით ამქვეყნიურ ამაო გარჯას. გეშინოდეთ ღვთისა და იცოდეთ, რომ სიმდიდრე წარმავალია, დიდება - ფუჭი, სილამაზე - ცვალებადი, მშვენიერება - განქარვებადი, ყოველივე ამა სოფლის დიდება ამაო, რომელიც სიზმარივით დავიწყებას მიეცემა, კვამლის მსგავსად გაიფანტება და აჩრდილივით გაქრება. ამისთვის თქვა სოლომონ ბრძენმა: „ამაოება ამაოებისაი და ყოველივე ამაო არს" (ეკლ. 1,2); დავით წინასწარმეტყველმა კი ბრძანა: „რამეთუ ყოვლითავე ცუდ არს ყოველი კაცი ხორციელი" (ფსალმ. 38,5); ამა სოფლის საქმენი ცრუ, წარმავალი და ამაოა. მცირე დროის შემდეგ ყოველივეს დავტოვებთ, შიშველნი, როგორც ვიშვით, ისე გავალთ ამიერ სოფლიდან და მართლმსაჯულის წინაშე წარვდგებით. რაც აქ მოვიპოვეთ, აქვე დავტოვებთ და ყოველი შენაძენისაგან ცარიელნი, გასვრილნი და შერცხვენილნი, ზარდაცემულნი და შეძრწუნებულნი, თავდადრეკილნი და გულგახლეჩილ
... კითხვის გაგრძელება »