ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » მოახლოებული დღესასწაულები


მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

ბრმის კვირა

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო და ძმანო!

დღევანდელ კვირა დღეს ეკლესია ბრმის კვირას უწოდებს, რადგან იხსენიებს მაცხოვრის მიერ შობიდან ბრმის განკურნების სასწაულს. ამის შესახებ სახაერება მოგვითხრობს შემდეგს: იესო ქრისტეს ქვეყნად ცხოვრების უკანასკნელ წელს მიდიოდა გალილეიდან იერუსალიმში ტაძრის განახლების დღესასწაულზე. გზაზე მან დაინახა კაცი – შობიდან ბრმა. ეს იყო ყველასათვის ცნობილი ღატაკი, რომელიც იჯდა ქუჩაში და მოწყალებას თხოულობდა. მოციქულებმა ჰკითხეს მასზე იესოს: „მოძღვარო, ვინ სცოდა, ამან, თუ მშობელთა მისთა… რამეთუ ბრმა იშვა?“ – ქრისტემ მიუგო: „არცა ამან სცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რათა გამოსცხადნეს საქმე ღვთისა მაგას ზედა“. რომელი საქმე ღვთისა უნდა გამოცხადებულიყო ამ დაბადებიდან უსინათლო კაცზე? უფალი დაუბრუნებს მას მხედველობას. ახლა ის იხილავს იმას, რისი წარმოდგენაც ადრე არ შეეძლო; ახლა ის დანახავს ღვთის მიერ შექმნილ სამყაროს მშვენიერებას, რაც გააღვიძებს მის გულში მოკრძალებასა და უსაზღვრო მადლიერების გრძნობას იმისადმი, ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მოახლოებული დღესასწაულები | ნანახია: 724 | დაამატა: ketevani | დრო: 08.05.2010 | კომენტარები (0)



დღევანდელი სახარების საკითხავიდან უფალი ჩვენი იესუ ქრისტე გვასწავლის, თუ როგორია ჭეშმარიტი თაყვანისცემა ღვთისა. თუ როგორ უნდა ვცეთ ჩვენ თაყვანი ღმერთს. სულიერი არსი ამ საკითხავისა მდგომარეობს ჭეშმარიტი ლოცვის შეცნობაში. იმ დროს, იუდეველნი ამტკიცებდნენ რომ მხოლოდ იერუსალიმის ტაძრიდან იწირებოდა ჭეშმარიტი მსხვერპლი და ლოცვა უფლისადმი, ხოლო სამარიტელნი ფიქრობდნენ რომ მხოლოდ იმ მთაზე შეიძლებოდა უფლისადმი თაყვანისცემა რომელ მთაზეც მათ ააშენეს ტაძარი. ამ განსხვავებების გამო და არამარტო ამ განსხვავებების გამო, სამარიტელებსა და იუდეველებს შორის არსებობდა კონფლიქტი, რომელიც ერთმანეთის სიძულვილში იყო გადაზრდილი. იუდეველები ცოდვად მიიჩნევდნენ მცირეოდენ ურთიერთობასაც კი სამარიტელებთან და ასევე სამარიტელებიც, არ ურთიერთობდნენ იუდეველებთან და სძულდათ ისინი. და აი, უფალი ჩვენი იესუ ქრისტე მიმავალი გალილეის მხარისკენ, სამარიის ქალაქ სუქარში მოსასვენებლად ჩამოჯდა წყაროსთან, სადაც სამარიტელ დედაკაცს გაესაუბრა და დამოძღვ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მოახლოებული დღესასწაულები | ნანახია: 762 | დაამატა: ketevani | დრო: 27.04.2010 | კომენტარები (0)



იესო ქრისტეს ქვეყნად გამოჩენამ, მისმა ამაღლებულმა სწავლა-მოძღვრებამ, ქადაგებამ და მოღვაწეობამ დიდი გამოცოცხლება შეიტანა ურიათა შორის. ებრაელთა ნაწილმა სიხარულით მიიღო ქრისტიანული სჯული და გახდა ქრისტეს მიმდევარი. უმრავლესობა ურიებისა კი დაბნელებული გონებითა და გაციებული გულით, ასრულებდა რა სჯულს გარეგნულად და ქვეყნიური ცხოვრება უფრო მეტად ხიბლავდა, ვიდრე აღთქმული ზეციური სასუფეველი, გახდა მისი დაუძინებელი მტერი და წინააღმდეგი. მაცხოვრის მიერ ნაქადაგები სწავლა-მოძღვრება განსაკუთრებით მოიძულეს მწიგნობრებმა, ფარისევლებმა და სჯულისმცოდნეთ, რადგან აღნიშნული ქადაგებით გამოაშკარავდა მათი ბოროტება, უგუნურება და ცოდვა. ამის გამო სასტიკად გადაემტერნენ ისინი იესო ქრისტეს, იწყეს მისი დევნა და ეძებდნენ მიზეზს, თუნდაც უმნიშვნელოს, რომ მოეკლათ.

დღეს წაკითხული სახარება მოგვითხრობს, რომ მაცხოვარმა ერთხელ იხილა საერცელზე მდებარე განრღვეული, რომელიც შეებრალა, განკურნა და უბრძანა: „აღსდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე“. ურიებ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მოახლოებული დღესასწაულები | ნანახია: 808 | დაამატა: ketevani | დრო: 22.04.2010 | კომენტარები (0)




დღევანდელი დღე დედაკაცური გულის ზეიმია... რისთვის დავნატრით მას განსაკუთრებულად დღეს?.. წმიდა მენელსაცხებლე დედებმა მთელი გულით შეიყვარეს უფალი, დაჰყვებოდნენ მას, უსმენდნენ, ემსახურებოდნენ... აღდგომის შემდეგ თავდაპირველად რად ეჩვენა სწორედ მათ და არა მოციქულებს? რითი განსხვავდება დედაკაცის გული მამაკაცისაგან? გული მამაკაცისა ხშირად უხეშია, გაქვავებული და სასტიკიც კი... ხოლო დედაკაცის გული თბილია და სიყვარულით აღვსილი... ეს რომ გავიგოთ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი გული - შემეცნების უმაღლესი ორგანოა... დედათა გული შეიცნობს ყოველივე ამაღლებულს, იდუმალს, წმიდას ბევრად უფრო ადვილად ვიდრე კაცის უხეში გული... უწყოდა უფალმა გულისაჲ კაცთა და გულისაჲ ქალთა... მან იცოდა, რომ მოციქულები ძნელად ირწმუნებდნენ მის მკვდრეთით აღდგომას, ხოლო მენელსაცხებლენი ადვილად და სწრაფად... ამისთვისაც ეჩვენა მათ უწინარეს მოციქულთა...
უფლის ბრწყინვალე აღდგომის მეორე კვირა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეა. მარიამ მაგდალ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოახლოებული დღესასწაულები | ნანახია: 1184 | დაამატა: ketevani | დრო: 17.04.2010 | კომენტარები (0)




ხარება, ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი საუფლო დღესასწაული (უძრავი), აღინიშნება 25 მარტს ძველი სტილით (7 აპრილი ახალი სტილით). სახარების (ლუკა 1,28-35) მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზს უხარებია მარიამ ღვთისმშობლისათვის, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე, ძე ღვთისა.

ქრისტოლოგიაში ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად, საუკუნეებით დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად და სხვა.
ხარება იესოს შობის შესახებ [რედაქტირება]

პატარა ქალაქ ნაზარეთში ერთი მოკრძალებული ქალწული ცხოვრობდა, სახელად მარიამი. მას უფალი წმინდა გულით უყვარდა. ერთხელ მას გამოეცხადა უფლისაგან გამოგზავნილი ანგელოზი გაბრიელი და უთხრა: ”გიხაროდეს! მომადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ დედათა შორის.” მარიამი შეკრთა, მაგრამ ანგელოზმა დაამშვიდა: ”ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან. აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ. დიდი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მოახლოებული დღესასწაულები | ნანახია: 853 | დაამატა: ketevani | დრო: 06.04.2010 | კომენტარები (0)



ქრისტე აღდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა
ცხოვრების მიმნიჭებელი!












 


ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!


წმიდა იოანე ოქროპირი


სააღდგომოდ


რომელნი ხართ კეთილ მსახურნი და ღ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მოახლოებული დღესასწაულები | ნანახია: 1733 | დაამატა: იონა | დრო: 04.04.2010 | კომენტარები (2)







ვნების შვიდეული


დიდმარხვის პერიოდი განსაკუთრებული დროა თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანის
ცხოვრებაში. ეს არის დრო საკუთარი თავის უკეთ შეცნობისა, დრო სინანულისა და
ცოდვებისაგან განწმენდისა, დრო ლოცვისა და მარხვისა, ქველმოქმედებისა თუ სხვა
სათნოებათა აღსრულებისა.



დიდი მარხვა საპასექო წლის მესამე, ბოლო პერიოდს მიეკუთვნება და იგი პირობითად სამ
ქვეპერიოდად იყოფა. I პერიოდი - დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი, ოთხ კვირა
დღეს და სამ შვიდეულს მოიცავს. იგი მეზვერისა და ფარისევლის კვირის მსახურებით
იწყება და ყველიერის კვირით სრულდება. II პერიოდი, ანუ საკუთრივ დიდი მარხვის
(ძირითადი) პერიოდი, ექვს კვირა დღეს მოიცავს და ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მოახლოებული დღესასწაულები | ნანახია: 962 | დაამატა: იონა | დრო: 02.04.2010 | კომენტარები (0)



ტროპარი: სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი: მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღვთისა განსწავლული მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა დედისა ღვთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა მეოხე მხურვალე, მცველი დაუძინებელი.

კატეგორია: მოახლოებული დღესასწაულები | ნანახია: 962 | დაამატა: იონა | დრო: 26.01.2010 | კომენტარები (0)



ხსენება 14 (27) იანვარი, 19 მაისი (1 ივნისი
კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი სახელგანთქმული პატიოსანი მშობლების, რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სოსანას, ერთადერთი ასული იყო. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ. 

წმიდა ქალაქში მისვლის შემდეგ, ნინოს მამამ, ზაბულონმა ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, გამოემშვიდობა ოჯახსა და იორდანის გაღმა უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ.

ქმრის წასვლის შემდეგ სოსანა იერუსალიმის პატრიარქმა იუბენალმა დიაკონისად აკურთხა, ნინო კი აღსაზრდელად მისცა მოხუც ქალს, სარა ნიაფორს. აღმზრდელი ქრისტიანულად ზრდიდა ნინოს, უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს. სარასაგან გაიგო ნინომ ისიც, თუ როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი წარმართთა ქვეყანაში – საქართველოში ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მოახლოებული დღესასწაულები | ნანახია: 891 | დაამატა: ketevani | დრო: 25.01.2010 | კომენტარები (0)

1 2 »
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2019