(ცხოვრება და მოღვაწეობა). მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ღვთის განგებულებით ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი მოციქულებთან ერთად ირჩევს რომელი ქვეყანა უნდა გაანათლოს ჭეშმარიტი სარწმუნოებით; დედა ღვთისას ივერია ხვდება წილად. იქიდან მოყოლებული ყოვლად-წმინდა ღვთისმშობელი ზრუნავს თავისი წილხვდომი სამწყსოს დაცვისა და განათლებისთვის; როცა ქართველ ხალხში რწმენა მცირდებოდა სწორედ ღვთისმშობლის მეოხებით გამოაჩენდა უფალი სარწმუნოების მცველთ; და მაშინ ერი ადგებოდა მოწამოებრივ გზას.
კახეთის დედოფალი ქეთევანი იყო. ჭეშმარიტი მაგალითი ქრისტიანო, დედოფლობისა და დედობისა; მის მაგალითზე საუკუნეების მანძილზე იზრდებოდა თაობები ქართველებში.
წმინდა ქეთევანი ღვთივკურთხეულ ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი, აშოთან მუხრან ბატონის ასული გახლდათ. ბაგრატიონები თავიანთ წარმომავლობას ბიბილიურ დავითს უკავშირებდნენ. მემატიანენიც ასე ამკობენ მის პიროვნებას:„ასული ესე დავითისა განბანილ ღმერთ მყოფელითა საბანელითა, სწავლული სარწმუნოებით
...
კითხვის გაგრძელება »