წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მაშინ ეს მხარე რომის იმპერიის კუთვნილება იყო. მძიმე დევნას განიცდიდა ქრისტეს მებრძოლი, ახლადდაარსებული ეკლესია. რომის იმპერატორმა ვალერიანმა, წარმართული ღმერთების ერთგულმა თაყვანისმცემელმა, მთელს იმპერიაში გასცა განკარგულება, რომ ედევნათ ქრისტიანები. დევნას განიცდიდნენ არა მარტო ღვთისმსახურნი, ერის ხალხიც. მათ თავიანთ მწყემსმთავრებთან ერთად აწამებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ. სწორედ ამ დროს დაიბადა წმინდა ნიკოლოზი.
მის მშობლებს თეოფანეს და ნონას დიდხანს არ ჰყავდათ შვილი. ისინი ძალიან მდიდრები იყვნენ და თავიანთი ქონებიდან გაჭირვებულთათვის უამრავ მოწყალებას გასცემდნენ. ამის გამო ადამიანთა სიყვარულითა და პატივისცემით იყვნენ გარემოსილნი. ამ სათნოებისათვის და ღვთისმოშიში ცხოვრებისათვის, აგრეთვე გულმხურვალე ლოცვისათვის ღმერთმა მათ ვაჟი უბოძა, მომავალი მღვდელმთავარი და სასწაულთმოქმედი.
1923-24 წლის ზამთარში ფილტვების ანთება დამემართა. 8 დღის განმავლობაში ტემპერატურა 40,8 გრადუსი მქონდა. დაახლოებით მე-9 დღეს მე დიდმნიშვნელოვანი ხილვა მქონდა.
ჯერ კიდევ დასაწყისში, ნახევრადუგონო მდგომარეობაში, როდესაც ვცდილობდი იესოს ლოცვა შემესრულებინა, მე გამიტაცა მშვენიერმა ბუნების სურათებმა, რომელთა თავზეც თითქოს თავად მე დავფრინავდი. როდესაც რაიმე მშვენიერი მუსიკა დამატკბობდა ან სურათი მომხიბლავდა და ლოცვას შევწყვეტდი, რაღაც ბოროტი ძალა თავიდან ფეხებამდე დამივლიდა და მე ვაგრძელებდი ლოცვას. დროდადრო გონს მოვიდოდი და ვხედავდი საკუთარ მდგომარეობას.
უცებ ჩემს საწოლთან გაჩნდა ჩემი სულიერი მოძღვარი, მღვდელმონაზონი სტეფანე. მან შემომხედა და მითხრა: „წამოდი". მთელი გულით გავიხსენე ეკლესიის სწავლება, რომელიც შეეხება ყოველგვარი გამოცხადებისადმი ნდობა-არნდობის საკითხს და დავიწყე კითხვა ლოცვისა: „აღსდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი". მან წყნარი ღიმილით მოისმინა ლოცვა და თქვა „ამინ!" და სადღაც წამიყვანა.
სიკვდილი ყველა ადამიანის ხვედრია, ადრე თუ გვიან ყველას უწევს, ზოგს – ღრმა სიბერეში, ზოგსაც – ახალგაზრდობისას, მოულოდნელად, სიცოცხლის ყვავილობის ჟამს, ძალთა ჭარბობისას, იმედებისა და ოცნებების დროს.
როცა უძლურებაშეპყრობილი მოხუცებული კვდება, სიკვდილის გარდაუვალობაში დარწმუნებულნი, ადვილად ვეგუებით ამას. მაგრამ როცა სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვლება, ღრმა მწუხარებითა და მდუღარე ცრემლებით მივაცილებთ მას იმქვეყნად. ამგვარი სიკვდილის შემდეგ ამქვეყნად რჩებიან ქვრივები, ობლები, უმწეო და უძლური მოხუცი მშობლები. ასეთ დროს ჩვენ ჩვეულებრივ ვამბობთ: როგორ უდროოდ გარდაიცვალაო. ვკითხულობთ, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა ასეთი ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი. ამგვარი ლაპარაკი თანდათან უხეშ დრტვინვაში გადადის და ცხოვრებით უკმაყოფილების მიზეზი ხდება.
შეიძლება თუ არა ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი მივიჩნიოთ „უდროოდ“ და მასზე გადამეტებული გლოვით ღვთის განგებაზე ვჩიოდეთ. ამის პასუხი მეოთხე საუკუნეში წამებული წმ. უარას ცხოვრებაში შეიძლება ვნახოთ.
წმიდა მოციქული და მახარებელი მარკოზი (+63) დაიბადა იერუსალიმში. ის იყო 70 მოციქულთაგანი და მოციქულ ბარნაბას (ხს. 11 ივნისს) ძმისწული. დედამისის, მარიამის სახლი გეთსიმანიის ბაღს ემიჯნებოდა. საეკლესიო გადმოცემით, მაცხოვრის ჯვარცმის საღამოს მოსასხამში გახვეული წმიდა მარკოზი თან ახლდა უფალს და გაექცა ჯარისკაცებს, რომლებსაც მისი შეპყრობა უნდოდათ (მკ. 14, 51-52). უფლის ამაღლების შემდეგ წმიდა მარკოზის დედის, მარიამის სახლი ქრისტიანთა შესაკრებელად და თავშესაფრად იქცა (საქმე, 12, 12).
წმიდა მარკოზი იყო მოციქულთა: პეტრეს, პავლეს (ხს. 29 ივნისს) და ბარნაბას თანამოღვაწე. პავლე და ბარნაბა მოციქულებთან ერთად წმიდა მარკოზი იყო სელევკიაში, იქიდან წავიდა კუნძულ კვიპროსზე და მოიარა იგი აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. ქალაქ პაფოში იგი მოწმე გახდა იმისა, თუ როგორ განკურნა პავლე მოციქულმა სიბრმავისგან მოგვი ელიმი (საქმე 13, 6-12).
წმიდა პავლესთან თანამოსაგრეობის შემდეგ წმიდა მარკოზი დაბრუნდა იერუსალიმში, წმიდა პეტრე მოციქულთან ერთად მ
... კითხვის გაგრძელება »
სქემარქიმანდრიტი ვიტალი დაიბადა 1928 წელს, კრასნოდარის მხარეში სოფელ ეკეტერინოვკაში, ნიკოლოზ და ალექსანდრა სიდორენკოების ღარიბ, გლეხურ ოჯახში, ჯერ კიდევ მისი მუცლად ტარებისას დედა ასე ლოცულობდა: "ღმერთო ისეთი ბავშვი მომეცი, რომელიც სასურველი იქნება შენთვისაც და ადფამიანებისთვისაც" მან სიზმარში ორი ნათელი მზე იხილა და გაუკვირდა: საიდან ორი მზე? პასუხად ჩაესმა: "ერთი მზე შენ საშოშია". რვა დღის ჩვილი იღიმებოდა ნათლობისას, ემბაზში კი ფეხი აიდგა... გარდაიცვალა 1992 წელს, დაკრძალულია წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში.
საქართველოში ჩამოსვლამდე მოღვაწეობდა რუსეთში რამდენიმე მონასტერში ერთ-ერთია გლინის უდაბნო. საქართველოში ჯერ აფხაზეთში უდაბნოში ძალიან რთულ პირობებში მოღვაწეობდა სადაც შქემაში აღიკვეცა. შემდეგ თბილიში გადმოიყვანეს ალექსანდრე ნეველის ტაძარში. და ცხოვრების ბოლობდე აქ მოღვაწეობდა.
მან ბევრი სასწაული მოახდინა, წინასწარმეტყველების ნიჭი ქონდა, და ბევრი განკურნა.
5 ივნისი, თბილისი. პანტელეიმონის ეკლესიის წინამძღოლი, მამა გიორგი ჩაჩავა მასზე განხორციელებულ თავდასხმაში წმინდა ნინოს ეკლესიის წინამძღოლს, მამა დავით ქვლივიძეს ადანაშაულებს. თავდასხმა მამა გიორგის მიერ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა - მან "წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოება? რელიგიურ ექსტრემიზმსა და ქართული ეკლესიის იზოლაციაში მოქცევის მცდელობაში დაადანაშაულა.
5 ივნისს, ღამის 1-ის ნახევარზე სახლში მიმავალ პანტელეიმონის ეკლესიის წინამძღოლს მამა გიორგი ჩაჩავას თავს შინდისფერი ოპელის მარკის მანქანით დაესხნენ, რომელსაც წმიმდა ნინოს ეკლესიის მოძღვარი მამა დავით ქვლივიძე მართავდა. მამა გიორგის თქმით, მამა დავითი თავად იჯდა საჭესთან და ცდილობდა მისი მანქანის სავალი გზიდან გადაგდებას, შემდეგ კი მუქარის ტონით დაუწყო ,"საქმის გარჩევა? - ეს განცხადება გიორგი ჩაჩ
... კითხვის გაგრძელება »