აღსარების საიდუმლოს საფუძველია მაცხოვრის მოწოდება: „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა“ (მთ. 4, 17).
ცეცხლოვანი მახვილით სამოთხის კართან მდგარი ქერუბიმის მსგავსად (დაბ. 3, 24), მოძღვარი მოუნანიებელ ცოდვილებს სასუფეველში შესვლას უკრძალავს, ხოლო მონანულთათვის კი შუამდგომელია უფალთან მათთვის ცოდვათა მისატევებლად.
აღსარების საიდუმლოს აღსასრულებლად უფალი თანდათანობით ამზადებდა თავის მოწაფეებს. იესო ქრისტე ქვეყნად ცოდვილთა გამოსახსნელად მოვიდა. იგი თავად ამბობს: „...არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად.“ (მთ. 9, 13), რამეთუ „..აღსრულებულ არს ჟამი და მოახლოებულ არს სასუფეველი ღმრთისაი. შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაი.“ (მარკ. 1, 15). ხოლო მონანულთა მიმართ კი - „..მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი,“- ამბობს იგი და თავისი ღვთაებრივი ძალმოსილებით შეუნდობს ცოდვებს (ლკ. 7, 48).
ვინც ეკლესიას არ უსმენს, იგი არ უსმენს ღმერთს და სიკეთისა და ბოროტების შესახებ მისი წარმოდგენა იცვლება. მაგალითად, XX საუკუნეში წინასწარგანსაზღვრული მკვლელობა (აბორტი) მისაღები და ჩვეულებრივი მოვლენა იყო საქართველოში. დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ტელეგადაცემებს, სადაც რეკლამას უწევენ მაგებს, ჰიპნოზიორებს, მკურნალებს, რომლებიც ბოროტი ძალების საშუალებით სასწაულებს ახდენენ. მკურნალი ან მლოცველი, რომელიც ღვთის სახელით ლაპარაკობს, მაგრამ სინანულისაკენ არ მოგიწოდებს, შეცდომილია.
მწუხარებას ზოგი ღვინით, ზოგი ტელეგადაცემებით, ზოგი ნარკოტიკით იქარვებს, მაგრამ თუ ადამიანი ამქვეყნად არ მიეჩვევა ლოცვას - ღმერთთან ურთიერთობას, თუ სულს არ განიწმენდს აღსარებისა და ზიარების საიდუმლოთი, საიქიოში ყოველივე ამ „სიამოვნებებს“ ვეღარ გამოიყენებს, რადგან საიქიოში სულს სხეული აღარ გააჩნია და სა
... კითხვის გაგრძელება »