არამედ გამარჯვებულიც გამოდიოდა, უფრო და უფრო ძლიერდებოდა და აფართოვებდა თავის კეთილისმყოფელ გავლენას.
რამდენადაც მართალია ის, რომ წმიდა ეკლესიაში ძირითადი მამოძრავებელი არის უანგარო. თავგანწირული სიყვარული, ასევე მართალია ისიც, რომ მის გარეთ მყოფ საზოგადოებაში უფრო ხშირად მთავარ მამოძრავებლად გვევლინება პატივმოყვარეობა, ფარისევლური თამისმოწონება, რომელთაც სრულიად სხვა, ცრუ და მავნე საწყისი შემოაქვთ ცხოვრებაში, შემოაქვთ შინაგანი შფოთი, თვით ახლობელთა დაშორებაც კი, გაუცხოება ერთისა მეორისგან, შევიწროება, საცდურნი, რომელთაგან განშორებაც წმიდა მოციქულმა გვიანდერძა (2 ტიმ. 3,5) და საერთოდ სრული არქონა ქრისტიანული სიყვარულისა.
მოკლედ რომ ვთქვათ, ის რაშიც მდგომარეობს ეკლესიის სასიცოცხლო ძალა, რომლის წინაშეც ქედს იხრიან თვით მისი მტრებიც კი, და მისი კეთილ-ზნეობრივი მნიშვნელობა მორწმუნეთა ცხოვრებისათვის, ასე ვთქვათ, მისი სიცოცხლისუნარიანობა, უარიყოფა არაეკლესიურ საზოგადოებაში, რომლებიც დაშორდნენ
... კითხვის გაგრძელება »
სხვადასხვა ეკლესიებისა და სექტების სულ უფრო მზარდი რაოდენობის გამო, ბევრს უძნელდება პასუხი კითხვაზე: მაინც რომელია მათგან ჭეშმარიტი ეკლესია და არსებობს კი საერთოდ ჩვენს დროში ერთიანი ჭეშმარიტი ეკლესია? შესაძლებელია, ფიქრობენ ზოგიერთნი, თავდაპირველი სამოციქულო ეკლესია თანდათან დაიშალა და დღეს არსებული ეკლესიები წარსულში არსებული სულიერი სიმდიდრის - მადლისა და ჭეშმარიტების მხოლოდ ნამსხვრევებსღა ფლობენ. ზოგს კი სხვადასხვა ქრისტიანულ ეკლესიებს შორის დავა უმნიშვნელოდ და წვრილმანად მიაჩნია. ისინი, ამგვარ შეხედულებათა გამო, ვარაუდობენ თითქოს თავდაპირველი ეკლესიის აღდგენა შესაძლებელია დღეს არსებული ქრისტიანული დენომინაციებიდან მათ შორის შეთანხმებისა და ურთიერთდათმობის გზით. ეს თვალსაზრისი საფუძვლად უდევს თანამედროვე ეკუმენისტურ მოძრაობას, რომელიც არცერთ ეკლესიას არ ცნობს ჭეშმარიტად. მავანთა შეხედულებით კი, ეკლესიას პრინციპულად არასოდეს არაფერი ჰქონია საერთო ოფიციალურ ეკლესიებთან, არამედ ყოველთვის შედგებოდა ცალკეული მორწმუნეებისაგან, რ
... კითხვის გაგრძელება »
ადამიანი, რომელიც ათეიზმის სრულ უსაფუძვლობასა და რელიგიური მსოფლმხედველობის აშკარა უპირატესობას მიხვდება, კვლავ დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება. რელიგიათა სამყარო ძალზე მრავალფეროვანია. ყოველი რელიგიური პრაქტიკა სხვათა გამომრიცხავია. სხვაგვარად - ყველა რელიგია (ყოველ შემთხვევაში, ძირითადი რელიგიები) საკუთარ თავს წარმოაჩენს, როგორც ჭეშმარიტების ერთ-ერთ მფლობელს. ადამიანი აღმსარებლობას ირჩევს სინდისის, გულის კარნახის მიხედვით, მაგრამ არ გამოირიცხება გონებაც. ერთადერთი ჭეშმარიტება (ჭეშმარიტება კი უცილობლად ერთადერთია) ყველაზე უფრო ლოგიკური და გონივრულიც უნდა იყოს.
საუბრობენ ყველა რელიგიის გაერთიანებაზეც, რაც თითქოს საშუალებას მოგვცემს, ყველა მათგანში გაბნეული საუკეთესო მარცვლები შევკრიბოთ და გვარწმუნებენ, თითქოს ამგვარად მიღებული რელიგია ყველაზე უკეთესი და ამაღლებული იქნება.
პრობლემის გადასაწყვეტად საინტერესო ლოგიკას გვთავაზობს პროფესორი ანდრია კურაევი:
პირველ ყოვლისა, ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, რომელს მიან
... კითხვის გაგრძელება »
იმ ხანებში ღმრთის ნებით, მამა გრიგოლის კურთხევითა და კურაპალატის თანხმობით, მამა საბა იშხნის ეპისკოპოსად დადგინდა. ამ დროიდან მოყოლებული, იშხანი აღორძინდა და იქცა სულიერი განათლებისა და მწიგნობრობის მნიშვნელოვან კერად.
შატბერდი (გიორგი ბარისაშვილის ფოტო)
დიდად პატივცემული იყო მამა გრიგოლი ღმრთისაგან, ყველა ემორჩილებოდა მის სიტყვას, განსაკუთრებით კი სამეფო ოჯახი. ერთხელ, როდესაც სამივე ძმა ერთად იმყოფებოდა, მამა გრიგოლმა შესთავაზა კლარჯეთის მონასტრების მონახულება. პირველად მივიდნენ შატბერდში, შემდეგ ჯმერკს, ბერთას და დაბას. მეფემ და მთავრებმა დიდძალი შესაწირავი გაუნაწილეს მონასტრებს და ნეტარი მამების ლოცვა-კურთხევით, დიდი მადლიც მოიხვეჭეს. შემდეგ მივიდნენ ოპიზას, ილოცეს იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში, ხოლო იქიდან წარემართნენ ხანძთას და წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაც მოილოცეს. მამა გრიგოლმა მონასტრების წინამძღვრებიც თან იახლა. კურაპალატმა და დიდებულებმა იხილეს, რომ ხანძთელი ბერები უმკაცრესი ბერ-მონაზვნური წესით ცხო
... კითხვის გაგრძელება »
VIII-IX ს.ს-ის დიდი საეკლესიო მოღვაწე და განმანათლებელი მეუდაბნოე, კლარჯეთის სავანეთა კეთილად განმგებელი წინამძღვარი და ხანძთისა და შატბერდის მონასტერთა აღმაშენებელი, ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი (758-861 წ.წ.) წარჩინებული დიდგვაროვნების შვილი იყო. ყრმა გრიგოლი სამეფო კარზე იზრდებოდა ქართლის ერისმთავრის ნერსეს [1] ცოლის, კეთილმორწმუნე დედოფლის მეთვალყურეობით, რომელმაც იშვილა იგი. ღირსი გრიგოლი სამოელ წინასწარმეტყველივით, დედის მუცლიდანვე ღმრთისადმი იყო შეწირული, ხოლო სიყრმიდანვე იოანე ნათლისმცემელივით მარხულობდა და ღვინო და ხორცი არ უგემია. იგი ყრმობიდან არ მონაწილეობდა ბავშვურ თამაშობებში და განმარტოებულ, ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, ამიტომ მას დაყუდებულსაც უწოდებდნენ. გასაოცარი იყო მისი მისწრაფება სწავლა-განათლებისადმი, „რამეთუ მსწრაფლ დაისწავლა დავითი და ხმითა სასწავლელი სწავლაჲ საეკლესიოჲ, სამოძღუროჲ. ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავლა და მწიგნობრობაჲცა ისწავა მრავალთა ენათა [2] და საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწუართნა“. ამასთა
... კითხვის გაგრძელება »
წმინდა შიო ანტიოქიაში დაიბადა. იგი დედისერთა იყო და მშობლები განსაკუთრებულად ევლებოდნენ თავს. მათ შვილს საუკეთესო განათლება მისცეს და სურდათ სამოქალაქო სამსახურში ჩაეყენებინათ, მაგრამ შიოს გული მონასტრისაკენ მიუწევდა. ამიტომ ერთ-ერთი მონასტრისაკენ გასწია, იქ მას წმინდა იოანე დახვდა და უწინასწარმეტყველა, რომ მალე ბერი გახდებოდა, მაგრამ ჯერ შინ უნდა დაბრუნებულიყო და მშობლებისაგან ნებართვა აეღო. თავიდან მშობლები უარზე დადგნენ. შიო რამოდენიმე წელი ელოდა მათ დალოცვას ბერობაზე, თან გამუდმებით ლოცულობდა. და აი, მისი ლოცვის ნაყოფად, მშობლებს თავად გაუჩნდათ მონასტერში წასვლის სურვილი. მათი გამგზავრების შემდეგ შიოც გაუდგა მონასტრის გზას.
წმინდა შიო რამოდენიმე წელი მოღვაწეობდა იოანეს სავანეში. მაგრამ ერთხელ წმინდა იოანეს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, თორმეტი რჩეული მოწაფით საქართველოში ჩასულიყო. ამ მოწაფეთა შორის აღმოჩნდა წმინდა შიოც.
მახსოვს, ცხრამეტი წლის ვიყავი, როცა ავირჩიე გზა, რომელმაც წმინდა მთაზე, ღვთისმშობლის სავანეში მიმიყვანა. მონაზვნური ცხოვრებისკენ მიმავალი ეს გზა პირველად ჩემმა სათნო და მონაზვნობისმოყვარე დედამ, ამჟამად მონაზონმა თეოფანიამ დამანახა.
გერმანული ოკუპაციის პირველი მძიმე წლებში იძულებული გავხდი, უმაღლეს სკოლაში სწავლა შემეწყვიტა და მუშაობა დამეწყო. ამ დროს ვოლოს ძველი კალენდრის მიმდევარი ორი სამრევლო ეკლესიიდან ერთ-ერთში წმინდა მთიდან ჩამოსულმა მღვდელმონაზონმა დაიწყო მსახურება. ის იოსებ-ისიხასტის (ისიხია - (ბერძ.) მდუმარება, სიმშვიდე. ისიხასტი - ამსოფლიურ ცხოვრებას განშორებული ადამიანი, რომელიც გარეგან ან შინაგან - გონიერი ლოცვით მდუმარებაში იმყოფება. ეს ღვაწლი მოითხოვს ყურადღებასა და უწყვეტ იესოს ლოცვას) ძმობიდან იყო. ეს ათონელი მღვდელმონაზონი ძალზე სასარგებლო რჩევებს მაძლევდა და სულიერი ცხოვრების წარმართვაში მეხმარებოდა. ის გახდა ჩემი სულიერი მამა. მისი რჩევებისა და მასთან საუბრის წყალობით მალე ვიგრძენი, რომ ჩემი გული საერო ც
... კითხვის გაგრძელება »
აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი
იყვნენ ასურელი მოღვაწეები, რომლებმაც საქართველოში სამონასტრო ცხოვრება ააღორძინეს და დაამკვიდრეს. ღირსმა იოანე ზედაზნელმა სასულიერო განათლება ანტიოქიაში მიიღო. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ დატოვა მაცდური წუთისოფელი, მონაზვნად აღიკვეცა და უდაბნოში წავიდა სამოღვაწეოდ. მისი სიმდაბლე, მარხვა და მღვიძარება, ცრემლი და ვედრება სათნოეყო უფალს და ერთგულ მსახურს მიჰმადლა სენთა კურნებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭი. ღირსმა იოანემ სახელი გაითქვა წმიდა ცხოვრებითა და სასწაულებით. მის სანახავად უამრავი ხალხი მიდიოდა, ამიტომ წმიდა მამამ საჭიროდ ჩათვალა მოშორებოდა იქაურობას, წაიყვანა ზოგიერთი მოწაფე, აირჩი
... კითხვის გაგრძელება »
არაფერი ისე არ ჭირდება ადამიანს, როგორც რწმენა. ამაზეა დამოკიდებული არა მარტო მომავალი ცხოვრების ნეტარება, არამედ ამქვეყნიური კეთილდღეობაც. თანაც, არა მარტო თითოეული ჩვენთაგანის, არამედ მთელი საზოგადოების. მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი
ღუზა ხომალდს ქარიშხლის დროს ჭირდება; რწმენა კი ადამიანს - უბედურებების დროს. სადაც არ არის სარწმუნოება, იქ არ არის კეთილი საქმეები, იმიტომ, რომ განზრახვა საქმე სიკეთეს ანიჭებს, ხოლო კეთილი განზრახვა სარწმუნოებიდან მოდის. ნეტარი ავგუსტინე
ადამიანთა საზოგადოება ღმრთისა და სულის უკვდავების რწმენის გარეშე ველური ცხოველიების ჯოგია, მოუხედავად იმისა, რომ მათ გონებაც აქვთ. ისინი ყოველთვის მზად არიან, ერთმანეთი ტანჯონ და გაანადგურონ. მოსკოვის მიტროპოლიტი მაკარი
ურწმუნოება იქიდან იშვება, რომ ჩვენ ადამიანური დიდება გვწყურია. წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი
რწმენით განათებულ ქრისტიან გულს ყველა უყვარს, ყველას ჰპატრონობს, ყველას უთმობს, ყველაფერ
... კითხვის გაგრძელება »