წმინდა იოაკიმემ და წმინდა ანამ ორმოცდაათი წელი იცხოვრეს ერთად, მაგრამ შვილი არ მიეცათ, რის გამოც კაცთაგან უამრავ შეურაცხყოფას ითმენდნენ. ერთხელ მღვდელმთავარმა იოაკიმეს მსხვერპლიც კი არ მიიღო - უთხრა, ეტყობა ბევრი დაფარული ცოდვა გაქვს, რაკი ღმერთი შვილს არ გაძლევსო. დიდმა მწუხარებამ მოიცვა მართალი ცოლ-ქმარი. წმინდა ანამ გოდებით აღუთქვა უფალს, რომ თუ წყალობას მოიღებდა და შვილს აჩუქებდა, მასვე შესწირავდა.
უფალმა შეისმინა ანას ლოცვა - ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ ეყოლებოდა ასული - მარიამი, რომლის წიაღიდანაც ქვეყნიერებას მაცხოვარი მოევლინებოდა. ცხრა თვის თავზე გაუჩნდა ცოლ-ქმარს ნანატრი შვილი. გოგონას თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ, ზრდიდნენ, აფუფუნებდნენ, ყრმა მარიამი კი საღმრთო მადლით განადიდებდა და გ
... კითხვის გაგრძელება »