დღეს ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის იმ სიხარულის გემო, რომელიც მსხვერპლშეწირვას მოაქვს. ადამიანებს შრომა არ უყვართ. მათ ცხოვრებაში გაჩნდა სიზარმაცე, თბილად მოწყობის სურვილი, მეტი დასვენება. დაკნინდა ღვთისმოსაობა, მსხვერპლშეწირვის სული. თუ ადამიანებს გამოუდით, რომ რაიმე უშრომელად მოიპოვონ და თბილად მოეწყონ, ამას მიღწევად თვლიან. ისინი განაწყენდებიან ხოლმე, თუ ადვილი ცხოვრების მოწყობა ვერ მოახერხეს. მაგრამ ყოველივე ამას რომ სულიერად უცქერდნენ, სწორედ ეს გაახარებდათ, რადგან ამ შემთხვევაში მოღვაწეობის კარგი შესაძლებლობა ექმნებათ.
დღეს ყველა - მოხუციცა და ახალგაზრდაც - ადვილ ცხოვრებას დაეძებს. სულიერი ადამიანები ისწრაფიან, რომ მცირეოდენი შრომით გაბრწყინდნენ, ერის ადამიანები კი ცდილობენ, რაც შეიძლება, დიდი ფული იშოვონ უშრომელად. ახალგაზრდები გამოცდების ჩასაბარებლად არ ემზადებიან და კაფეებიდან გამოუსვლელად იღებენ დიპლომებს. და იმის შესაძლებლობა რომ იყოს, კაფ
...
კითხვის გაგრძელება »