ღირსი შიო მღვიმელი, ცამეტ ასურელ მამათაგანი, ანტიოქიელი იყო. მისმა მშობლებმა, ღვთისმოსავმა აზნაურებმა, მშვენიერი განათლება მისცეს ერთადერთ შვილს. თავმდაბალ, კეთილსა და ღვთისმოყვარე შიოს განსაკუთრებით უყვარდა საღმრთო წერილის კითხვა. ოცი წლის შიომ გაიგო დიდი მოღვაწის იოანეს (ხსენება 7 მაისს) ამბავი, რომელიც თავის მოწაფეებთან ერთად უდაბნოში ცხოვრობდა და მშობლებისაგან ფარულად წავიდა მის სანახავად. წმიდა იოანემ, რომლიც წინასწარჭვრეტის მადლით იყო დაჯილდოებული, სიხარულით მიიღო შიო, აკურთხა, თავის მოწაფეებს კი უთხრა: „იყოს ჭაბუკი ესე შვილი ღმრთისა და მამა მრავალთა მონაზონთა, რამეთუ ღმერთსა გამოურჩევიეს“, შიოს კი აღუთქვა მოწაფეთა შორის ჩარიცხვა იმ პირობით, რომ შინ დაბრუნებულს მშობლებისაგან აეღო ნებართვა.
გავიდა ხანი. შიოს მშობლები მონასტერში წავიდნენ სამოღვაწეოდ. შიომ გაყიდა საცხოვრებელი, გაათავისუფლა ყველა მონა და მამა იოანესთან წავიდა.
ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსმა მეუფე თეოდორემ (ჭუაძე) საუბარი შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „ყოველი ადამიანი თავისი გზით და თავისებურად მიდის უფალთან. ამიტომაა ჩვენი ცხოვრება საინტერესო. ყველანი სხვადასხვანაირები ვართ და თითოეულ ჩვენგანს ეძლევა ის, რაც მას სჭირდება. სწორედ ამაშია უდიდესი მადლი, უდიდესი სიბრძნე უფლისა“
დავიბადე ქალაქ სიღნაღში. ბოდბის მონასტერში კომუნისტების დროს საავადმყოფო ყოფილა გახსნილი და მეც სწორედ იქ დავბადებულვარ. მშობლები აბასთუმნის ობსერვატორიაში მუშაობდნენ. შვიდი წელი იქ დავყავით. მერე მამამ ობსერვატორიას თავი დაანება და მამაპაპისეულ სახლს დაუბრუნდა თელავში. მეც იქვე მიმიყვანეს სკოლაში. ათი კლასი ისე დავამთავრე, ტაძარში თითქმის არც შევსულვარ. ისეთი დრო იყო, ეკლესიაში სიარულს არავინ გვირჩევდა. * * *
შემდგომ ამისა თბილისში ჩამოვედი და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩავაბარე. იქაც ისე ვისწავლე რამდენიმე წელი, რომ, ჩემდა სამარცხვინოდ, არც ერთ ტაძარში
... კითხვის გაგრძელება »