პირველი ფსალმუნი
ფსალმუნი პირველი, ალილუიაჲ
1. ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
ნეტარია თვით ღმერთი, როგორც წმ. პავლე მოციქული ამბობს, უწოდებს რა მას „ნეტარსა და მხოლო ძლიერს“ (ტიმ. 6,15). მაგრამ, სხვა სახელდებათა მსგავსად, ნეტარი ჩვენს მიმართაც ითქმის, გარკვეული თვალსაზრისით, ისევე როგორც ღმერთი ეწოდებათ ადამიანებს წმიდა წერილში: „მე ვსთქუ, ღმერთნი სამე ხართ“ (ფს. 81,6) (იგულისხმება მადლით (და არა ბუნებით) ღმერთობა ადამიანისა, მთარგმნ. შენ.). ნეტარება სათნოებაში სრულქმნის ნაყოფია. კაცში იგულისხმება არა მხოლოდ მამაკაცი, არამედ დედაკაციც, როგორც მთლიანის ნაწილი, „რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა“ (ეფ. 5,23), ხოლო თავთან შეერთებულია სხეულის ყველა დანარჩენი ნაწილი. და როგორც ამ ნაწილებისათვის ზიარია და საერთოა ადამიანური არსება, ასევე ცოლ-ქმრისთვისაც ერთია საქმეც და ჯილდოც.
ზრახვა იგივე წადილი და სურვილია. ადამიანის მიერ აღსრუ
...
კითხვის გაგრძელება »