სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!
დღევანდელ კვირას ჯვრის თაყვანისცემის კვირა ეწოდება. ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაული წმიდა მამებმა დააწესეს დიდი მარხვის მესამე კვირას ადამიანის სულიერად განმტკიცების მიზნით. ეს დღესასწაული იმისთვის დაწესდა, რომ მორწმუნემ შეხედოს ჯვარს, თაყვანი სცეს მას და მისი მადლითა და ძალით ერთხელ კიდევ გაძლიერდეს.
თქვენ მოგეხსენებათ, რომ ადამიანი სულისა და ხორცისაგან შედგება და რომ ორივეს საზრდო სჭირდება, მაგრამ ისიც მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უმეტესწილად ჩვენი სხეულისათვის უფრო ვზრუნავთ, ვიდრე სულისათვის და ძალიან ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენი ფიზიკური სხეული მიწად უნდა მიიქცეს, ანუ იმად იქცეს, რისგანაც თვითონაა შექმნილი, ხოლო სული კი, რომელიც უკვდავია, მარადიულად უნდა დაემკვიდროს იქ, სადაც დაიმსახურებს. დიდი მარხვაც იმიტომ დაწესდა, რომ ადამიანმა თავისი სული გაიხსენოს და მისთვის იზრუნოს. წმიდა ანდრია კრეტელის დიდ კანონში არის ერთი მუხლი, სადაც ნათქვამია: სულო ჩე
...
კითხვის გაგრძელება »