რატომ დაწყევლა ქრისტემ ლეღვის ხე?
„და იხილა ლეღვი ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა
და არარაი პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო.
და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ.
და განხმა ლეღვი იგი მეყსეულად" (მთ. 21,19)
ეს ამბავი გოლგოთამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. თავისი მიწიერი
ცხოვრების ბოლო კვირა იესომ თავის მოწაფეებთან ერთად იერუსალიმში გაატარა.
ღამის გასათევად მაცხოვარი ელეონის მთაზე ადიოდა. სახარებაში წერია: „და
იხილა ლეღვი ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაი პოვა მას შინა,
გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ.
და განხმა ლეღვი იგი მეყსეულად" (მთ. 21,19). მარკოზ მახარებელი მათეს
სახარებას საოცარ დეტალებს უმატებს: იესო ხესთან მივიდა, თუმცა „...არა
იყო ჟამი ლეღვისაი" (მრკ. 11,13). ერთი შეხედვით, შეი
...
კითხვის გაგრძელება »