ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » მასალის არქივი


კატეგორია: ვიდეო მასალები | ნანახია: 1226 | დაამატა: იონა | დრო: 07.11.2009 | კომენტარები (1)



„არცონდა - არცოდვაა“

უცოდინრობით ჩადენილი ცოდვები ცოდვებად ითვლება, რადგან ადამიანი ვალდებულია იცოდეს. მას აქვს სათანადო ცოდნის მიღების საშუალება, მაგრამ არ ცდილობს დაეუფლოს მას, რითაც ორმაგ ცოდვაში იგდებს თავს. მავანთ ყოველივე იციან და ყოველივეთი ინტერესდებიან, რაც მათ არ ეხებათ, ხოლო იმის შესახებ, თუ რა არის მათი სიცოცხლის არსი და მიზანი, მარადიულობის, ღმერთის, რწმენის შესახებ ცნობები მათ არ აღელვებთ. ამადაც ვკითხულობთ სახარებაში, რომ დაისჯება ის მონაც, რომელმაც არ იცოდა, თუმცაღა მასზე ნაკლებად, ვინც იცოდა. და, რაღა თქმა უნდა, ცოდვები, რომლებიც ჩადენილია უცოდინრობის გამო, უნდა მოვინანიოთ.

„ურწმუნო თომა“

ამ გამოთქმის საფუძვლად თითქოსდა ის იქცა, რომ თომამ მანამ არ ირწმუნა ქრისტეს აღდგომა, სანამ თვით არ იხილა და ხელი არ ჩაჰყო მის ჭრილობებში, თუმცა ეს არ გვაძლევს იმის საფუძლვეს, რომ თომას ურწმუნო ვუწოდოთ. უფლის აღდგომა ერთბაშად სხვებმაც ვერ დაიჯერეს, სანამ თავად უფალი არ გამოეცხადა მათ. ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის საი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1576 | დაამატა: nazi | დრო: 07.11.2009 | კომენტარები (0)



შობა-ახალ წლის დღესასწაულთა შესახებ განვმარტავთ, რომ: შობა უდიდესი საეკლესიო დღესასწაულია და სულიერი ღირებულების მქონე, მეორე კი საერო დღესასწაულია და, შესაბამისად, ყოფით სფეროს განეკუთვნება. სწორედ ამ ნიშნითაა მათ შორის არსებითი სხვაობაა.

ახალ წელს ტრადიციულად ნაძვის ხის ან ჩიჩილაკის მორთვითა და სუფრით მხიარულად ეგებებიან. მისგან განსხვავებით, მაცხოვრის შობის დღესასწაულს მარხვით, ლოცვით, აღსარებით, ზიარებით, წმიდა წერილის კითხვითა და ღვთისსათნო საქმეთა აღსრულებით ხვდებიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი წლის თარიღი ერთობ ცვალებადი სიდიდეა. ცნობილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს კორნელი კეკელიძის მოკვლევით:

ა) წმიდა ნინოს დროს ქართლში ახალი წელი 6 აგვისტოს იწყებოდა;

ბ) VII საუკუნის დამდეგიდან, რომაული თვეების შემოსვლასთან დაკავშირებით, თანდათან პრაქტიკიდან გადის რა აგვისტოს წელიწადი, მის ადგილს სექტემბრის წელიწადი იკავებს;

გ) IX საუკუნის 20-იან წლებში ფეხს იკიდებს მარტის წელიწადი, რომელიც X საუკუნს II ნახევრა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: | ნანახია: 1481 | დაამატა: ketevani | დრო: 07.11.2009 | კომენტარები (0)



სამწუხაროდ, ბოლო წლებში საქართველოში მოდური გახდა ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნა. უნდა ითქვას, რომ ამ ზეიმში მონაწილე ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს რისი თანაზიარი ხდება.

ჰელოუინი (ინგლ. Helloween) - ძველი კელტების წარმართული ზეიმია. იგი 31 ოქტომბრის ღამეს იწყება და 1 ნოემბერსაც გრძელდება. მისი წარმომავლობა ინგლისში, ირლანდიასა და ჩრდილოეთ საფრანგეთში (გალიაში) მცხოვრებ ხალხთა წარმართულ წარმოდგენებს უკავშირდება.

მიუხედავად ევროპული წარმოშობისა, ეს დღე ფართოდ აღინიშნება აშშ-ში და მხოლოდ უკანასკნელ პერიოდში გავრცელდა ევროპაში.

ძველ კელტებს სწამდათ სიცოცხლის სიკვდილისაგან წარმოშობისა. 31 ოქტომბერს ისინი ახალ წელს აღნიშნავდნენ და მიაჩნდათ, რომ 1 ნოემბერს იწყებოდა ჟამი სიცივისა, წყვდიადისა და სიკვდილისა.

ამ ღამეს ისინი განადიდებდნენ და თაყვანს სცემდნენ სიკვდილისა და ბნელეთის წარმართ ღვთაებას - სამჰეინს (Samhain). კელტური ახალი წლის დამდეგს დრიუდები (კელტი ქურუმები) აქრობდნენ ყოველგვარ ცე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1125 | დაამატა: ketevani | დრო: 07.11.2009 | კომენტარები (1)



„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“ – აი, ესაა „იესოს ლოცვის“ სიტყვები. შეიძლება უფრო მოკლედ ითქვას: „იესუ, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე“ ან „უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე“.

მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი სულ იესოს სახელს იმეორებდა. „იესოს ლოცვას“ გამუდმებით უნდა ამბობდეს მორწმუნე. ამგვარად თუ აღესრულება მოციქულის მოწოდება: „მოუკლებელად ილოცევდით“ (I თეს. 5, 17).

როგორ უნდა იქცეს „იესოს ლოცვა“ განუწყვეტელ ლოცვად? როგორ მოვახერხოთ ეს? პირველად იმით ვიწყებთ, რომ გამუდმებით ვიმეორებთ ამ ლოცვის სიტყვებს: „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“. ასეთ დროს ლოცვა ჩვეულებრივ ან დაბალ ხმაზე ან სულაც, გონებაში შეიძლება წამოვთქვათ. მალე მივხვდებით, რომ ეს არც ისე იოლი საკეთებელი ყოფილა. ეს საქმე მტკიცე გულმოდგინებას მოითხოვს. კარგი იქნება, დღის გარკვეული დრო საკუთრივ „იესოს ლოცვას“ თუ დაეთმობა. იგი შეიძლება ჩავრთოთ დილა-საღამოს ლოცვებშიც. მაგალითად, ლოცვების წაკითხვამდე და წაკითხვის შემდეგ ვ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1404 | დაამატა: ketevani | დრო: 06.11.2009 | კომენტარები (2)



ათონის მთის კალთებზე მრავალი მონასტერია გაბნეული - ბერძნული, რუსული, ბულგარული, სერბული, რუმინული - მრავალი სკიტი, სენაკი და კალივი (ასე ეწოდება სამყოფელს, რომელშიც დაყუდებული მეუდაბნოები ცხოვრობენ). ნახევარკუნძულზე მონაზვნების გარდა არავინაა, არც სოფელია, არც ფერმები - და ასე გრძელდება უკვე ათას წელზე მეტ ხანს! მოსახლეობამ აქ VII საუკუნიდან დაიწყო დასახლება. მათ ბიზანტიის იმპერატორები მფარველობდნენ, სჩუქნიდნენ „ქრიზობულებს“ პრივილეგიებით, სავარგულებს, მამულებს. მეორე ათასწლეულია, ამ მიწაზე მონაზვნის გარდა არავინ ცხოვრობს. დაახლოებით ათასი წელია, აქ ქალს ფეხი არ დაუდგამს (და მარტო ქალებს როდი აქვთ აკრძალული ათონზე ასვლა, არამედ მდედრობითი სქესის ცხოველებსაც კი) მთები, ტყეები, ქარები, ზოგან ვენახები და ბაღები, განცალკევებული მონასტრები, რომლებშიც ბერები ცხოვრობენ, ზარების რეკვა, ტყეში გუგულები, მთის წვერზე - არწივები, მერცხლები, ჯგუფურად რომ ისვენებენ სამხრეთში გადაფრენის ჟამს, დუმილი, ირგვლივ კი ზღვა... და ყოველივე ამასთან უფა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 2221 | დაამატა: ketevani | დრო: 06.11.2009 | კომენტარები (0)



წრის რადიუსები უკავშირდება ცენტრს და რაც უფრო ახლოს არიან ცენტრთან, მით უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. ხოლო ცენტრს თუ მოცილდებიან, დაშორდებიან ერთმანეთსაც. ასევეა ადამიანებიც. რაც უფრო შორს არიან ღმერთისაგან, მით უფრო შორდებიან ერთმანეთს.
შეიყვარე ერთი ღმერთი და შეიყვარებ მის ყველა შვილს.
ღმერთი მუდამ ზრუნავს შენზე, შენც ნუ შეწყვეტ მოყვასზე ზრუნვას. თუ შენი მოყვასი, შენი აზრით, არ არის სიყვარულის ღირსი, სიყვარულის ღირსია ღმერთი, რომლის მონა და ხატია იგი: სიყვარულის ღირსია ქრისტე, რომელმაც თავისი სისხლი დაღვარა მისთვის.
წმ. ტიხონ ზადონელი

როგორ ვანუგეშოთ მგლოვარენი? – მათთან ერთად ვიტიროთ.
მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი)

თუკი სხვებთან ერთად ცხოვრობთ, მაშინ ემსახურეთ მათ ისე, როგორც თავად ღმერთს, და ნუ მოითხოვთ სიყვარულისთვის სიყვარულს, თავმდაბლობისთვის – შექებას, სამსახურისთვის – მადლიერებას.
ს.ა. ნილუსი

ისინი (ბოლო დროის კოსმოპოლიტური იდეების მქადაგებლები) დაუსრულებლად ლაპარაკობენ კაცო ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1378 | დაამატა: ketevani | დრო: 06.11.2009 | კომენტარები (0)



მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის.
ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი.
წმ. ეფრემ ასური

ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე.
წმ. იოანე ოქროპირი

გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ.
წმ. ისააკ ასური

უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც არ შენდება.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში.
წმ. ტიხონ ზადონელი

როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნო ეყო და არა - ძლიერთა ამა სოფლისათა.
წმ. ანტონი დიდი

ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

ვინ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1315 | დაამატა: nazi | დრო: 06.11.2009 | კომენტარები (0)



წმიდა იოანე - ოქროპირ კათოლიკოსი დაიბადა დაახ. X სს. 20-იან წლებში. წმიდანი დაახლოებით 980-1001 წლებში განაგებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას.

კათოლიკოსი ბასილი III (1065-1080) თხზულებაში „თხრობაჲ სასწაულთათვის წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა შიოსა“ მოთხრობილია, რომ წმიდა იოანეს მშობლებს დიდხანს არ ჰყავდათ შვილი და წმიდა შიო მღვიმელს (ხს. 9 მაისს) ევედრებოდნენ მეოხებას. შვილის შეძენის შემდეგ ღვთისმოშიშმა მშობლებმა შვილი აღსაზრდელად შიო მღვიმის მონასტერში მიაბარეს. სწორედ მონასტერში შეიძინა წმიდა იოანემ ის სიწმიდე და სიბრძნე, რის გამოც ერმა მას ოქროპირ კათოლიკოსი უწოდა და ასე შევიდა იგი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში. წმიდა იოანე-ოქროპირ კათოლიკოსის შესახებ ვკითხულობთ, რომ იგი „ყოვლითურთ იქნა სწორ იოანე ოქროპირისა, რომლისა სათნოებანი და საქმენი უკეთუ ვინმეს უნდენ ცნობად, მიიღედ ხელად მისთვის აღწერილი წიგნი“ (რომელიც სამწუხაროდ დაკარგულია და აღარ მოგვეპოვება).

საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ცნობილია მეორე იოანე ოქროპირ-კათოლიკოსი, რომელსაც 1033-1049 წლებში ეპყრა ს ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1280 | დაამატა: nazi | დრო: 06.11.2009 | კომენტარები (5)




1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა ილია (ერისკაცობაში ირაკლი) ღუდუშაურ-შიოლაშვილი. ღუდუშაურთა გვარი ძველი დროიდან მოდის. ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს. მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია, ბავშვის სახელზე კი ციხე აუშენებია.
ღუდუშაურები ხევში ცხოვრობდნენ და სახელოვანი ვაჟკაცენი იყვნენ. სიმამაცით გამორჩეული ყოფილა შიოლა ღუდუშაური. სწორედ მისი შთამომავალია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

შიოლა ღუდუშაური VII საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. იგი ყოფილა მფლობელი ღუდუშაურთა ხეობისა, რომელშიც შედიოდა აჩხოტი და რამდენიმე სოფელი: სნო, ახალციხე, კარკუჩა და მთელი ხეობა.

შიოლა ღუდუშაურის სახელი რომ დარჩენილიყო, მისი პირდაპირი შთამომავლობიდან ზოგიერთმა შიოლაშვილების გვარი მიიღო.

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 2894 | დაამატა: იონა | დრო: 06.11.2009 | კომენტარები (2)

« 1 2 ... 20 21 22 23 24 ... 30 31 »
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024