E დიალოგი სულის უკვდავების შესახებ - 29 ოქტომბერში 2009 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 29 » დიალოგი სულის უკვდავების შესახებ
20:57
დიალოგი სულის უკვდავების შესახებ

ბიბლიურ ჭეშმარიტებებზე დაყრდნობით ეკლესია ასწავლის მოძღვრებას სულის უკვდავების შესახებ. ამ მოძღვრების უეჭველობა ღვთიური მადლმოსილებით გაცხადებულია ყოველი მორწმუნის გულში, თუმცა, ურწმუნოებსაც შეუძლიათ, თუნდაც ადამიანური ლოგიკის წყალობით, გარკვეულ დასკვნებამდე მივიდნენ.

დეკანოზ ვალენტინ სვინციცკის წიგნში „დიალოგები“, ურწმუნოს ადამიანური ლოგიკისა და მორწმუნის ღვთივსულიერი მსჯელობის შეპირისპირებით დამაჯერებლადაა ნაჩვენები „მშრალი რაციონალიზმის“ უსუსურობა და სულის უკვდავების უტყუარობა.

შეგიძლიათ ამაში თქვენც დარწმუნდეთ.

უცნობი: მე აღსარებისთვის არ მოვსულვარ, მსურს მხოლოდ გაგესაუბრო რწმენაზე, რადგან ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მორწმუნე ვიყო დღევანდელი მეცნიერების პირობებში. მინდა გავიგო, რა დგას განათლებულ ადამიანთა რწმენის უკან... უკვდავება... რა იგულისხმება მასში - სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? ვთქვათ, ცეცხლში ჩამაგდეს. ჩემი სხეულისგან დარჩება ნაცრის გროვა. როგორ ვირწმუნო, რომ სადღაც მაინც გავაგრძელებ არსებობას? რა საფუძველი არსებობს ასეთი რწმენისათვის? ხომ არ არის იგი მარადიული სიცოცხლის სურვილისა და გაქრობის შიშის ნაყოფი? ჩემს გონებას არ ძალუძს მატერიალური გარემოს გარეშე არსებობის არანაირი წარმოდგენა. არ შემიძლია, ადამიანი წარმოვიდგინო ხილულ ჭურჭლად, რომელშიც მოთავსებულია უხილავი სული და სიკვდილი აღვიქვა როგორც ამ ჭურჭლის გატყდომა, რომლის შიგთავსიც ამოაქვთ სხვა ადგილზე გადასატანად. რას ნიშნავს ის სხვა ადგილი? გააჩნია თუ არა მას სივრცე და რა ადგილს იკავებს მასში სული? ამგვარი ფიქრი სრულიად უაზროდ მეჩვენება.

მოძღვარი: მოდი, ვცადოთ და განვიხილოთ, მართლა ასეთი „სრული უაზრობაა“ შენი გონებისათვის იმის წარმოდგენა, რაც თვალისათვის უხილავია? ავიღოთ მაგალითი ფიზიკიდან: ნასროლი ქვა მიწაზე ვარდება. ამას ხედავს ყველა და ვიცით, რომ ქვის ვარდნის მიზეზი დედამიწის მიზიდულობის ძალაა, მაგრამ იგი თვალით არავის უნახავს.

უცნობი: ეს სულ სხვა რამეა. იმისათვის, რომ ძალა მოქმედებდეს, საჭიროა ფიზიკური გარემო. თქვენ კი მიგაჩნიათ, რომ სულს სხეულის გარეშე შეუძლია არსებობა.

მოძღვარი: მართალი ხარ. ამიტომაც ავიღე წმინდა წყლის ფიზიკური მაგალითი. უბრალოდ, მინდოდა მეჩვენებინა, რომ ამ ფიზიკურ სფეროშიც შესაძლებელია განსხვავებული თვისობრიობის მქონე მოვლენის არსებობა. ასე მაგალითად, ფიზიკურ ძალებს არ გააჩნიათ მატერიის ყველა თვისება. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ძალთა მოქმედებას და არა თავად ძალას.

უცნობი: გეთანხმები, მაგრამ ეს მაგალითი სულის არსებობის საბუთად ვერ გამოდგება. მეცნიერული გამოკვლევები ადასტურებენ, რომ ადამიანის ფსიქიკური გამოვლინებანი წარმოადგენენ ფიზიკო-ქიმიური პროცესების შედეგს, ამიტომ მათი მატერიისაგან გამოცალკევება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს, რომ ცოცხალ ორგანიზმში აღნიშნული ფიზიკო-ქიმიური პროცესების შეწყვეტა ნიშნავს სიცოცხლის შეწყვეტას, ე.ი. არავითარი სული ამის შემდეგ არ რჩება.

მოძღვარი: რომელ გამოკვლევებზე ლაპარაკობ?

უცნობი: იმ გამოკვლევებზე, რომლებმაც ცხადყვეს, რომ აზროვნება არის ტვინში მიმდინარე ფიზიკო-ქიმიური პროცესების შედეგი. ტვინის რომელიმე უბნის ხელოვნული გაღიზიანება იწვევს გარკვეულ ფსიქიკურ მოვლენებს, ხოლო ტვინის გარკვეულ უჯრედთა დაზიანება, ასევე, გარკვეულ ფსიქიკურ მდგომარეობას და ა.შ. ნუთუ ეს ფაქტები ერთხელ და სამუდამოდ არ ასაბუთებენ ჩვენს სხეულში მიმდინარე ფიზიკო-ქიმიური პროცესების შედეგს?

მოძღვარი: ეს ფაქტები მხოლოდ იმას ასაბუთებენ, რომ ნივთიერებასთან სულის შეერთებისას ამ ორს შორის ჩნდება გარკვეული ურთიერთდამოკიდებულება და რომ სულს რეალურ სამყაროში საკუთარი თავის გამოსავლენად შესაბამისი მატერიალური პირობები სჭირდება. ამის ასახსნელად, ჯობს, მაგალითი ისევ ფიზიკური სფეროდან მოვიყვანოთ. ავიღოთ ელექტროენერგია და ელექტრონათურა. როცა ნათურა წესრიგშია, ელექტროენერგია შუქს იძლევა, ნათურა ანთია. მაგრამ წყდება ნათურის ძაფი და ნათურაც ქრება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ელექტროენერგია და ნათურა ერთი და იგივეა? ელექტროენერგია არსებობს ნათურისგან დამოუკიდებლად, მაგრამ მისი არსებობის გამოსავლენად მთელი რიგი მატერიალური პირობებია საჭირო. ზუსტად ასევე ხდება სულიერ ენერგიასთან დაკავშირებითაც. თუ დაზიანდება მატერიალური აპარატი, რომელიც ემსახურება სულიერი ცხოვრების გამოვლენას, კერძოდ, ტვინის ესა თუ ის ნაწილი, ამ დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, სულიერი ცხოვრება სრულად, ან ნაწილობრივ მოიშლება. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ტვინი და სული ერთი და იგივეა, არც იმას, რომ სულიერი ცხოვრების გამოვლინებანი ტვინის უჯრედებში მიმდინარე ფიზიკო-ქიმიური პროცესების შედეგია.

უცნობი: ელექტროენერგიის არსებობა, რომელიც შედარებისთვის გამოიყენე, მტკიცდება არა მარტო ელექტრონათურის ნათებით, არამედ უამრავი სხვა ცდითაც. რითღა მტკიცდება სულის არსებობა?

მოძღვარი: ნუ ჩქარობ. ამაზე მოგვიანებით გაგცემ პასუხს. ჯერჯერობით მხოლოდ იმაზე ვსაუბრობთ, რამდენად შეიძლება მატერიალური საფუძვლის გარეშე „სრულ უაზრობად“ ჩაითვალოს რაიმეს არსებობა. ამასთან, მინდა გკითხო: შენი აზროვნება, რომელიც ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება შენს რწმენას, ეთანხმება თუ არა მეცნიერულ წარმოდგენას მატერიაზე? ჩემი მეცნიერული წარმოდგენის თანახმად, მატერია სულაც არ არის ისეთი, როგორსაც შენ ხედავ. განა შენ ხედავ განუწყვეტლივ მოძრავ ატომებს, რომლებიც შენი თვალისთვის უძრავ მატერიას ქმნიან? განა შენ ხედავ უთვალავ მოძრავ ელექტრონს ამ მოძრავი ატომების წიაღში? ფილოსოფიური შეხედულების თანახმად, ნივთიერი სამყაროს აღქმით ჩვენ აღვიქვამთ მხოლოდ იმ „ჩვენი ცნობიერების სუბიექტურ მდგომარეობებს“, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ჩვენს გარეშე გრძნობებზე. ჩვენ რომ მხედველობის, სმენის, შეხების, გემოვნების სხვანაირად მოწყობილი ორგანოები გვქონოდა, სამყაროს აღქმაც სულ სხვაგვარი გვექნებოდა. ფილოსოფოსი იმასაც ამბობს, რომ დრო და სივრცე სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი ცნობიერების კატეგორია. თუ მხედველობაში მივიღებთ ყოველივე ამას, უნდა ვაღიაროთ, რომ საკითხი „მატერიის“ თაობაზე საკმაოდ რთულია და არ შეიძლება მისი გამარტივება უხეშ არამეცნიერულ მატერიალიზმამდე. მატერიის არსზე ჩვენ გაცილებით ნაკლები ვიცით, ვიდრე გვგონია და თუ ასე ცოტა რამ ვიცით არსებობის მატერიალური ფორმის შესახებ, რომელსაც აღვიქვამთ ხუთი გრძნობის მეშვეობით, რატომ უნდა გამოვრიცხოთ არსებობის ისეთი ფორმა, რომელიც არ ექვემდებარება ამ ხუთ გრძნობით აღქმას? მაგრამ შენ, ალბათ, ითხოვ მტკიცებულებებს სულიერი სამყაროს არსებობისა და ადამიანის სულის უკვდავების შესახებ. ასეა თუ არა?

უცნობი: ასეა.

მოძღვარი: რას გულისხმობ სიტყვა „მტკიცებულებებში“?

უცნობი: ამ სიტყვის ქვეშ მე ვგულისხმობ ან ფაქტებს, ან ლოგიკურ განსჯას, რომელიც საყოველთაოდ მისაღებ ადამიანურ აზროვნებას ემყარება.

მოძღვარი: კარგი. სულის უკვდავების საკითხთან დაკავშირებით რა მტკიცებულება დაგაკმაყოფილებდა?

უცნობი: უწინარეს ყოვლისა, ფაქტები. ადამიანის გარდაცვალების შემდეგ რომ რჩებოდეს სულის არსებობის დამადასტურებელი ხელშესახები საბუთი, საკითხს ამოწურულად ჩავთვლიდი. რაკიღა ასეთი საბუთი არ არსებობს, რჩება მეორე საშუალება - ლოგიკა. იგი, რა თქმა უნდა, ფაქტებზე ნაკლებ სარწმუნოა, მაგრამ გარკვეულწილად, შეუძლია მათი მაგივრობის გაწევა.

მოძღვარი: ფაქტები, რომლებზეც შენ ლაპარაკობ, უამრავია. მაგრამ ურწმუნოებას ასეთი ჩვევა აქვს: ითხოვს ფაქტებს და ყოველთვის უარყოფს მათ. ძნელია რამეს დასაბუთება ფაქტებით მაშინ, როცა მეორე მხარე, თავის მხრივ, ითხოვს თვით ამ ფაქტების დასაბუთებას. ისინი შენთვის ისევე ძნელი დასაჯერებელი იქნება, როგორც სულის უკვდავება. ამიტომ შევეცდები, საკითხის გადაჭრა სხვაგვარად ვცადო. მოვიშველიებ ისეთ ფაქტებს, რომლებსაც შენ ეთანხმები, შენი შინაგანი გამოცდილებიდან გამომდინარე. შენი თანხმობის მისაღებად გკითხავ: განასხვავებ თუ არა ადამიანის კეთილ საქციელს ბოროტი საქციელისაგან და მიგაჩნია თუ არა, რომ ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება, რომელიც სიკეთესა და ბოროტებას შორის ერთ-ერთის არჩევაში გამოიხატება?

უცნობი: რა თქმა უნდა.

მოძღვარი: თუ ასეა, მოდი, დროებით წარმოიდგინე, რომ მე არა ვარ მოძღვარი, არამედ ვინმე მატერიალისტი. მე ვილაპარაკებ ურწმუნო ადამიანის პოზიციიდან, შენ კი ყური მიგდე. მაშ, შენ ამბობ, რომ ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება? ჩვენთვის, მატერიალისტებისათვის კი „თავისუფლების“ ცნება არაფრისმთქმელი, უაზრო ცნებაა და ჩვენი გონება მიზეზ-შედეგობრივად განპირობებული ქმედების გარდა არანაირ სხვა ქმედებას არ ცნობს, მატერიალისტურის გარდა სხვა ყოფიერება არ არსებობს. აქედან გამომდინარე, სამყარო ატომების, ელექტრონების და სხვა ნაწილაკთა უთვალავი კომბინაციისგან შედგება. ადამიანიც ერთ-ერთი ასეთი კომბინაციაა. ადამიანის სხეული და მისი ტვინი შეგვიძლია დავშალოთ გარკვეული რაოდენობის ქიმიურ ნივთიერებებად. ნივთიერი შემადგენლობიდან გამომდინარე, არ არსებობს არანაირი განსხვავება ცოცხალ ორგანიზმსა და ე.წ. უსულო საგანს შორის. ნივთიერი სამყარო კი ექვემდებარება გარკვეულ კანონებს, რომელთაგან ერთ-ერთი უმთავრესია მიზეზობრიობის კანონი. ნივთიერ სამყაროში არ არსებობს ასეთი უაზრო ცნება: „თავისუფალი ქმედება“. ბურთი მიგორავს, როცა ჩვენ მას ვუბიძგებთ და მას არ შეუძლია, რომ იგოროს ამ ბიძგის გარეშე ისევე, როგორც არ შეუძლია, რომ არ იგოროს, როცა ბიძგი მიცემულია. რა სასაცილო იქნებოდა ეს ბურთი, მას რომ გააჩნდეს ცნობიერება და დაიწყოს მტკიცება, თითქოს მას ბიძგი მიეცა საკუთარი ნებით და თითქოს გარედან მიცემული ბიძგი მისი თავისუფალი ნების გამოხატულებაა. ის ხომ მხოლოდ ბურთია, რომლის გორვის მიმართულება და სიჩქარე დამოკიდებულია ამა თუ იმ ბიძგზე და მას, როგორც ერთ-ერთ ჩვეულებრივ საგანს, არ გააჩნია არანაირი „თავისუფალი ნება“. მსგავსად ამისა, რაკი ადამიანი მხოლოდ მატერიისაგან შედგება, ის ექვემდებარება მატერიალური სამყაროს კანონებს, მიზეზობრიობის კანონის ჩათვლით, და მას ისევე, როგორც ბურთს, შეუძლებელია გააჩნდეს თავისუფალი ნება. მატერიალურ სამყაროში არ არსებობს უმიზეზო მოვლენა და არც ადამიანის ნება შეიძლება იყო უმიზეზო, ანუ ეს ნება რაიმე მიზეზით უნდა იყოს განპირობებული. ამრიგად, არანაირი ე.წ. თავისუფალი ნება არ არსებობს. მეთანხმები თუ არა, რომ ჩემი მსჯელობა ლოგიკურია?

უცნობი: მსჯელობა მართლაც ლოგიკურია, მაგრამ დასკვნას მაინც არ ვეთანხმები.

მოძღვარი: მე მაინც გავაგრძელებ მსჯელობას. მოდი, განვიხილოთ კარგი და ცუდი ქმედების საკითხი. ერთმა ადამიანმა მშიერს მისცა საკუთარი ლუკმა, მეორემ კი პირიქით - პირიდან გამოსტაცა. აღიარებ თუ არა ამ ორ ქმედებას შორის ზნეობრივ განსხვავებას?

უცნობი: რა თქმა უნდა, ვაღიარებ.

მოძღვარი: მე კი დაგიმტკიცებ, რომ არანაირი განსხვავება ამ ორ ქმედებას შორის არ არსებობს, რადგან ისეთი ზნეობრივი კატეგორიები, როგორიცაა სიკეთე და ბოროტება, სრული უაზრობაა. თუ ნებისმიერი მოვლენა, როგორც ზემოთ ბურთის მაგალითზე ვილაპარაკე, გარეშე მიზეზითაა განპირობებული, მას არანაირი ზნეობრივი ღირებულება არ გააჩნია. თუ არ არსებობს ნების თავისუფლება, ყოველგვარ აზრს კარგავს სიკეთისა და ბოროტების ცნებებიც. როგორც შეიძლება ვილაპარაკოთ კარგ და ცუდ ქმედებაზე, თუ არც ერთი და არც მეორე დამოკიდებული არ არის ამ ქმედების ჩამდენზე? წარმოიდგინე ავტომატი, რომელიც აკეთებს მხოლოდ იმ მოძრაობებს, რომელსაც განაპირობებს მისი მექანიკური მოწყობის პრინციპი. განა შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ავტომატი მოიქცა კარგად, ან ცუდად, როცა შეასრულა რაღაც მოძრაობა? მან ხომ ეს მოძრაობა იმიტომ შეასრულა, რომ, მექანიკური მოწყობის პრინციპიდან გამომდინარე, არ შეეძლო სხვა მოძრაობის გაკეთება. ამიტომ ამ ავტომატის მექანიკური ქმედება არ შეიძლება შეფასდეს ზნეობრივი საზომებით.

ახლა კი დროა, შევაჯამოთ ჩვენი დასკვნები და დავალაგოთ ლოგიკური თანმიმდევრობით: მატერიალურის გარდა არანაირი სხვა სამყარო არ არსებობს. თუ ეს ასეა, მაშინ ადამიანიც მატერიის ნაწილია და სხვა არაფერი. თუ ის მატერიის ნაწილია, მაშინ ისიც ექვემდებარება მატერიალური სამყაროს კანონებს. მატერიალურ სამყაროში მოქმედებს მიზეზობრიობის კანონი, ანუ ყველაფერი განპირობებულია რაღაც მიზეზით. აქედან გამომდინარე, ადამიანის ქმედებანიც განპირობებულია მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით და მას არ გააჩნია თავისუფალი ნება. თუ მას არ გააჩნია თავისუფალი ნება, მაშინ ყველა მისი ქმედება, როგორც მექანიკური თვალსაზრისით გარდაუვალი, მოკლებულია ზნეობრივ ღირებულებებს. ამრიგად, „სიკეთე“ და „ბოროტება“ მატერიალურ სამყაროში არ არსებობს. მეთანხმები თუ არა?

უცნობი: მე ვერ ვამჩნევ შეცდომას შენს ლოგიკაში, მაგრამ შენს ლოგიკურ დასკვნებს მაინც არ ვეთანხმები, რადგან ჩემში არსებობს ზნეობრივი გრძნობა და ვერასდროს დავეთანხმები იმ აზრს, რომ არ არსებობს არანაირი განსხვავება საძაგელ და კეთილშობილურ საქციელს შორის.

მოძღვარი: ეს კიდევ არაფერი, მე ისიც შემიძლია დაგიმტკიცო, რომ ადამიანის ცხოვრებას არანაირი აზრი არ გააჩნია. ეს სრულიად მარტივად გამომდინარეობს წინა დასკვნებიდან, რადგან, თუ ადამიანის ცხოვრებას განვიხილავთ, როგორც მისი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით განპირობებულ მექანიკურ ქმედებათა ჯაჭვს, რა აზრი შეიძლება გააჩნდეს ადამიანის ცხოვრებას? მასზე ხომ სინამდვილეში პიროვნულად, არაფერი არ არის დამოკიდებული? რა აზრის ხარ ამაზე?

უცნობი: შენს ლოგიკაზე ვერაფერს ვიტყვი, პირადად მე კი ადამიანის ცხოვრების აზრს ვხედეავ მის სწრაფვაში, რომ იზრუნოს მომავალ თაობათა ბედნიერებაზე.

მოძღვარი: მაშინ განმიმარტე, თუ რას გულისხმობ მომავალ თაობათა ბედნიერებაში. ჩვენ ხომ უკვე გავაკეთეთ ლოგიკური დასკვნა, რომ მატერიალურ სამყაროში არ არსებობს არანაირი „სიკეთე“ და „ბოროტება“. მაშ, ეგ „ბედნიერება“ რაღაა? რატომ უნდა მოვახვიოთ თავს მომავალ თაობებს ეს „ბედნიერება“, როცა არ არსებობს იმის არანაირი საზომი, რომ ეს „ბედნიერება“ სიკეთედ შევრაცხოთ? ვინც იღწვის იმისათვის, რასაც შენ მომავალ თაობათა ბედნიერებას უწოდებ, ამას აკეთებს არა იმიტომ, რომ ასეთია მისი თავისუფალი ნება, არამედ იმიტომ, რომ ის არის ერთგვარი ავტომატი, რომელსაც რაღაც მექანიკური „ზამბარა“ აძლევს კონკრეტულ ბიძგს, ასე მოიქცეს. შესაძლოა, სხვა ადამიანს განსხვავებული „ზამბარა“ გააჩნდეს და მისი ქმედება მიმართული იყოს სრულიად იმის საწინააღმდეგოდ, რასაც შენ მომავალ თაობათა ბედნიერებას უწოდებ. როგორც ხედავ, ადამიანის ცხოვრება აზრს მოკლებული ყოფილა.

უცნობი: მაშ, რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ ადამიანები, რომლებიც სრულიად არ იზიარებენ მარადიული ცხოვრების არსებობას, ხშირად სიცოცხლესაც კი სწირავენ მომავალი თაობების ბედნიერებისათვის?

მოძღვარი: ჯერ ერთი ისინი თავს სწირავენ ისევ და ისევ იმიტომ, რომ სხვაგვარად არ შეუძლიათ, რადგან ასეა მომართული მათი გონების „ზამბარა“. თუ ადამიანს, რომელშიც სხვა მექანიკური მიზეზი მოქმედებს, მომავალ თაობათა ბედნიერებისათვის თავგანწირვისაკენ მოვუწოდებთ, მან, შესაძლოა, გვიპასუხოს, რომ ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ჩემს შემდეგო. ამასთან, ჩვენი წინა ლოგიკიდან გამომდინარე, ასეთი თავგანწირვა უაზრობა გამოდის, რადგან ამ ლოგიკით ადამიანის მთელი ცხოვრებაა აზრს მოკლებული.

უცნობი: შენთან საუბარმა დამაფიქრა იმაზე, თუ რაოდენ დიდებულია კაცობრიობის ისტორია, რამდენი რამ შეუქმნია ადამიანის გენიას, რა მშვენიერია ხელოვნების ნიმუშები, ბოლოს და ბოლოს, რამდენი ამაღლებული მისწრაფებანია ჩემში და წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ყოველივე ეს უაზრობა იყოს. მსჯელობით კი ეს ყველაფერი აბსურდია.

მოძღვარი: შენი მხრიდან ამის თქმა შენივე მსოფლმხედველობის სიმცდარის აღიარებას ნიშნავს, რადგან ის დასკვნები, რომლებიც შენ მე მომაწერე, ლოგიკურად გამომდინარეობენ შენივე ამოსავალი დებულებიდან, რომლის თანახმადაც არსებობს მხოლოდ მატერიალური სამყარო. ჩემი ამოსავალი დებულება კი შენთვის ცნობილია:

1. მატერიალური სამყაროს გარდა არსებობს სულიერი სამყაროც; 2. ადამიანს გააჩნია როგორც მატერიალური სხეული, ასევე არამატერიალური სული; 3. ადამიანის სული უკვდავია.

თუ ამ ამოსავალ დებულებებს დავეყრდნობით და მსჯელობას სწორად წარვმართავთ, თავიდან ავიცილებთ აბსურდულ წინააღმდეგობრივ დასკვნებს. სანაცვლოდ მივალთ ისეთ დასკვნამდე, რომელიც თანხმობაში იქნება ჩვენს შინაგან ხმასთან. ეს შინაგანი ხმა კი გვეუბნება, რომ არსებობს საყოველთაო ზნეობრივი საზომები, ანუ არსებობს ცნება სიკეთისა და ბოროტებისა; ადამიანს კი გააჩნია თავისუფალი ნება და იმის შესაძლებლობა, რომ სიკეთესა და ბოროტებას შორის აირჩიოს ერთ-ერთი; აქედან გამომდინარე, ადამიანის ცხოვრებას უეჭველად გააჩნია აზრი. ამ დასკვნიდან ადამიანის სულის უკვდავების დასკვნამდე უკვე ერთი ნაბიჯია. ცნებები „სიკეთე“ და „ბოროტება“ სულიერი სამყაროს არსებობის გარეშე აზრს კარგავენ. თუ ადამიანი მარტო მატერიის ნაჭერია და სხვა არაფერი, მისი აზროვნების უნარს კი ავხსნით მარტო ფიზიკო-ქიმიური პროცესებით, მაშინ ფაქტია, რომ მატერიას მასში მიმდინარე ფიზიკო-ქიმიური პროცესების მეშვეობით არ შეუძლია სიკეთის გარჩევა ბოროტებისაგან და მათ შორის არჩევანის გაკეთება. ე.ი. ადამიანი, გარდა მატერიისა, კიდევ რაღაცისგან შედგება. სინამდვილეში, სწორედ ეს „რაღაცა“ არის ადამიანის მთავარი ნაწილი - ეს არის მისი უკვდავი სული.

უცნობი: თუმცა, ამქვეყნად მრავალ ბუმბერაზ ადამიანს უცხოვრია, რომელნიც აღიარებდნენ მხოლოდ მატერიალური სამყაროს არსებობას და უარყოფდნენ სულის უკვდავებას. შენი აზრით, მათთვის უცნობი იყო მორწმუნე ადამიანების ლოგიკა?

მოძღვარი: მეც შემიძლია ჩამოგითვალო მრავალი ბუმბერაზი მოაზროვნე, რომელნიც აღიარებდნენ სულის უკვდავებას. როგორ ფიქრობ, მათთვის უცნობი იყო ურწმუნო ადამიანების ლოგიკა?

უცნობი: ალბათ, არა. გამოდის, რომ ჭეშმარიტების დასადგენად ლოგიკა ვერ ყოფილა საიმედო იარაღი.

მოძღვარი: ხშირად მართლაც ასეა, რადგანაც სიცრუესაც გააჩნია თავისი ლოგიკა, რომელიც საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება.

უცნობი: მაშ, რას მივაღწიეთ ამდენი მსჯელობით?

მოძღვარი: თუნდაც იმას, რომ დაგანახე ერთი რამ: შენი მსოფლმხედველობა არ მდგარა ისეთ მყარ ნიადაგზე, შენ რომ გეგონა, და რომ ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზე დაფუძნებული ლოგიკა გაცილებით უკეთ ეთანხმება ადამიანის შინაგან ხმას, ვიდრე წინააღმდეგობებით სავსე მატიერიალისტური ლოგიკა. ის, რასაც ხშირად მატერიალისტები საღ აზროვნებას უწოდებენ, სინამდვილეში, შესაძლოა, დაავადებული გონების ნაყოფი იყოს. გონების სიჯანსაღე სულის სიჯანსაღეზეა დამოკიდებული, ამიტომ არაა გასაკვირი, თუ რატომ იხრება ცოდვით დაცემული დღევანდელი კაცობირიობა მატერიალისტური აზროვნებისაკენ. დღეს ადამიანთა უმეტესობა ცხოვრობს არასულიერი ცხოვრებით. ისინი საკუთარ თავში ხედავენ მხოლოდ მატერიალურ ბუნებას და ვერ აღიქვამენ უფრო მთვარს - სულიერს, რადგან მათი სულიერი მგრძნობელობა დათრგუნულია მატერიალური გრძნობითი წარმოდგენებით და განცდებით. ვინც მხოლოდ ხორციელი ცხოვრებით ცხოვრობს, მისთვის მხოლოდ ხორციელი შეგრძნებებია ნაცნობი და უცხოა სულიერი გრძნობები, სულიერი გამოცდილების შესაძენად კი საჭიროა, ღრმად ჩავიხედოთ ჩვენს შინაგან სამყაროში, გამოვაცოცხლოთ მიძინებული სულიერი საწყისი და გამოვკვებოთ სულიერი საკვებით. მაშინ, შინაგანი განცდების წყალობით, ჩვენთვის თანდათან ხელშესახები გახდება საკუთარი სულის სიცხადე.

სულიერი გამოცდილების დაგროვების კვალდაკვალ იცვლება ადამიანის დამოკიდებულება გარე სამყაროსა და ადამიანებისადმი. იგი ობიექტურად იწყებს გარემომცველი სამყაროსა და ადამიანების აღქმას, ადამიანებში ამჩნევს ისეთ შინაგან მდგომარეობებს, რომლებიც ნამდვილად არამატერიალური ბუნებისანი არიან. ის იწყებს მასზე მოქმედი ძალების მუდმივ შეგრძნებას. ეს ის ძალებია, რომელთა არსებობაზე ადრე წარმოდგენაც არ ჰქონდა და რომელთაც არაფერი აქვთ საერთო მატერიალურ სამყაროში მოქმედ ძალებთან. ადამიანებისათვის თანდათან უეჭველი ხდება როგორც მატერიალური, ასევე სულიერი სამყარო, ოღონდ, რაც უფრო ძლიერდება ადამიანის სული, მით უფრო ტვირთად აწვება მას ამაოებით სავსე წუთისოფელი, ამიტომ ის მიელტვის საკუთარ თავთან დარჩენას, რომლის დროსაც უკეთ შეიგრძნობს იმ სულიერ სამყაროს, რომელიც მისთვის უფრო ახლობელი და ძვირფასია, ვიდრე ტვირთად ქცეული წუთისოფელი. ასეთ ადამიანს აღარ სჭირდება მტკიცებულებანი, რათა ირწმუნოს სულის უკვდავება. ეს მან უკვე პირადი რელიგიური გამოცდილებით იცის, ასეთი პირადი რელიგიური გამოცდილების გარეშე ვერც ფაქტები და ვერც ლოგიკური მსჯელობანი ვერ მისცემენ ადამიანს ნამდვილ რწმენას.

მასალა მოამზადა ბადრი ლოგუამ
ჟურნალი „საფარველი“ № 1, ზუგდიდი, 2003 წ.

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 1169 | დაამატა: ketevani | ტეგები: ... | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024